უსაინმა თქვა, რუნის დონეს უნდა მივაღწიოო
მონაკოში გაიმართა საზეიმო ცერემონია, რომელშიც ლაურეუსის სპორტულმა აკადემიამ 2016 წლის ლაურეატები დაასახელა და ე.წ. "სპორტული ოსკარები" დაარიგა.

რვაგზის ოლიმპიური ჩემპიონი უსაინ ბოლტი გახდა წლის საუკეთესო სპორტსმენი მამაკაცებს შორის. იამაიკელმა ეს პრემია მეოთხედ მოიგო. 30 წლის ბოლტის გარდა, ამ პრიზზე წარდგენილნი იყვნენ ამერიკელი კალათბურთელები სტეფ კარი და ლებრონ ჯეიმსი, ბრიტანელი მორბენალი მო ფარა, პორტუგალიელი ფეხბურთელი კრიშტიანო რონალდო და ბრიტანელი ჩოგბურთელი ენდი მარეი.

ქალებს შორის 2016 წლის საუკეთესო სპორტსმენი გახდა ტანმოვარჯიშე სიმონა ბაილზი, რომელმაც რიოს ოლიმპიადაზე ოქროს ოთხი მედალი მოიპოვა, მათ შორის, მრავალჭიდში. 19 წლის ამერიკელის კონკურენტები იყვნენ: გერმანელი ჩოგბურთელი ანჟელიკ კერბერი, რიოს ოლიმპიადის ორგზის ჩემპიონი, ბრიტანელი ველომრბოლი ლორა ტროტი, ამერიკელი და იამაიკელი მორბენლები ელისონ ფელიქსი და ელეეინ ტომპსონი, რიოს ოთხგზის ოლიმპიური ჩემპიონი, ამერიკელი მოცურავე კეტი ლედეკი.

სპორტის ისტორიაში ერთადერთი 23-გზის ოლიმპიური ჩემპიონი, ამერიკელი მოცურავე მაიკლ ფელპსი გახდა ლაურეატი პრემიისა - "წლის დაბრუნება".

გერმანელი ავტომრბოლი ნიკო როსბერგი, რომელიც 2016 წელს, ფორმულა 1-ში მსოფლიოს ჩემპიონი გახდა, "წლის გარღვევის" პრიზის მფლობელია.

ინგლისის ჩემპიონი "ლესტერი" გახდა ლაურეატი პრემიისა - "სპორტის სული". "სპორტული აღმაფრენის" პრიზი მიიღო რიოს ოლიმპიურ თამაშებზე ლტოლვილების გუნდმა. "წლის გუნდი" გახდა ბეისბოლის ლიგის (MLB) ჩემპიონი "ჩიკაგო კაბსი", რომელიც 108 წელი ელოდა ჩემპიონობას.

შეგახსენებთ, რომ სპორტული ოსკარების ლაურეატებს ავლენს სპორტის 62 ლეგენდა, რომლებიც ლაურეუსის სპორტული აკადემიის წევრები არიან.

მონაკოში ყოფნისას, უსაინ ბოლტმა განაცხადა, რომ სერიოზულად ფიქრობს საფეხბურთო კარიერაზე და მიზანიც აქვს - ფეხბურთში უეინ რუნის დონეს მიაღწიოს.

"ბევრი რამის გაკეთება მინდა, მაგრამ არ ვიცი სად წავალ და რა საქმეს ავირჩევ. ყოველთვის მინდოდა ძალები მომესინჯა ფეხბურთში. ვნახოთ, რა გამოვა", - განაცხადა ბოლტმა.

"ნებისმიერ დონეზე გამოვცდი ძალებს, შევხედავ, მომაქვს თუ არა სარგებლობა, რადგან ყოველთვის ვთამაშობ ფეხბურთს მეგობრებთან ერთად და ვფიქრობ, შესანიშნავად გამომდის. ვერ ვიტყვი, რომ საუკეთესო ფეხბურთელი მინდა გავხდე. უბრალოდ, მსურს კარგ დონეს მივაღწიო, მაგალითად ისეთს, როგორიც უეინ რუნის აქვს", - "მოკრძალებით" ამბობს იამაიკელი.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

"ლევერკუზენმა" გრანიტ ჯაკას საუდის არაბეთში გაყიდვაზე უარი განაცხადა
"ასეთ სიტუაციაში ვერავის ვერ დავადანაშაულებ" - მუსიალას ვიდეომიმართვა
მუსიალას დაახლოებით 5 თვის გამოტოვება მოუწევს
შოტლანდიელების წინააღმდეგ მეოთხედ მოსაგებად - უმცროსი "ბორჯღალოსნების" შემადგენლობა
პსჟ შეიძლება მალე დონარუმას გარეშე დარჩეს
ქართული კლუბების შესაძლო მეტოქეები კონფერენციის ლიგის შესარჩევის მეორე რაუნდში
გრანიტ ჯაკა შესაძლოა, პრემიერლიგაში დაბრუნდეს
"რა გაუკეთებია, რომ "ბარსელონაში" ითამაშოს?" - "იუნაიტედის" ლეგენდამ რაშფორდი გააკრიტიკა
"რეალს" ალაბასთან კონტრაქტის გაწყვეტა სურს
აღფრთოვანება შეცდომის მიუხედავად - ქოჩორაშვილმა "სპორტინგში" სადებიუტო მატჩი ჩაატარა
საქართველოს 20-წლამდელთა ნაკრებს 3 ლიდერი გამოაკლდა
ერთი მოედანზე, მეორე ჯერ ტრიბუნაზე - ფრანგულ გუნდში ორი ქართველი ითამაშებს?
"ეს საქმეს მიმარტივებს" - თოფურიამ ახსნა, როგორ ახერხებს მეტოქეების დანოკაუტებას
"ლივერპული ამით ყველა გრანდს ჯობნის" - რა განაცხადა ფერდინანდმა?
პსჟ-ს კიდევ ერთი ფეხბურთელი დატოვებს
დიეგო ლონგო: ერთ-ერთი მთავარი მიზანია გულშემატიკარმა ჩვენით იამაყოს
"ნაპოლის" თავდამსხმელი შეიძლება სერია А-ში გადასულ გუნდში ჩაირიცხოს
რა მოქაჩა თმაზე ასეთი - პსჟ-ს ნახევარმცველს დისკვალიფიკაცია ემუქრება
პსჟ-დან "მანჩესტერში" - ბრაზილიელმა ლეგიონერმა შეიძლება პარიზული გუნდი დატოვოს
დირკ შუსტერი: აქ ყველას ჩვენი დამარცხება სურს
"ლევერკუზენმა" გრანიტ ჯაკას საუდის არაბეთში გაყიდვაზე უარი განაცხადა
ბელინგემი დღეს ოპერაციას გაიკეთებს - ჯუდს სეზონის დასაწყისი გაუცდება
რა გეგმა აქვს შუსტერს? - დღეს 2 ქართული კლუბი ითამაშებს
ხავი: უსაინ ბოლტი ფეხბურთს ვერ ითამაშებს
უსაინ ბოლტი, "მანჩესტერის" ფორმით, "ბარსელონას" წინააღმდეგ ითამაშებს
უსაინ ბოლტი დოპინგის მომხმარებლების სამუდამო დისკვალიფიკაციას ითხოვს
"თუ დავლევ, ყველას გცემთ..." - ხაბიბი უხერხულ სიტუაციაში ჩავარდა
ნესტა კარტერის საქმეს 15 ნოემბერს განიხილავენ
რამდენ კაცს დაანაყრებდით ერთი სუმოისტის დღიური რაციონით და სხვა მხიარული სტატისტიკა