უკრაინულმა გამოცემა "სპორტარენამ" უცხოეთში დასაქმებულ თანამემამულე მოთამაშეებსა და მწვრთნელებზე წერილი გამოაქვეყნა
უკრაინულმა გამოცემა "სპორტარენამ" უცხოეთში დასაქმებულ თანამემამულე მოთამაშეებსა და მწვრთნელებზე წერილი გამოაქვეყნა. 2016 წლის გამორჩეულ ლეგიონერებში საქართველოში მოთამაშე უკრაინელებიც ახსენეს. მათ არც საქართველოს ნაკრების ნახევარმცველი ვაკო გვილია დავიწყებიათ, რომელსაც დიდ ფეხბურთში გზა უკრაინელებმა გაუხსნეს და, ერთი ხანობა, მათ ახალგაზრდულ ნაკრებშიც თამაშობდა.

"ზაფხულში "მინსკიდან" ბატე-ში გადასული ვაკო გვილია არჩევანში აშკარად არ შემცდარა. ამ პერიოდში მან მოასწრო არა მხოლოდ ჩემპიონის ტიტულის მოპოვება, არამედ, ბორისოვოელთა შემადგენლობასაც უცებ გაუშინაურდა. ნიშანდობლივია, რომ იმ 4 შეხვედრაში, რომელშიც ვაკომ გაიტანა, ბატე-მ კარის "მშრალად" შენახვა ვერ მოახერხა. საქართველოს საუკეთესო ფეხბურთელის გამოვლენისას კი გვილია მხოლოდ ნაკრებში თავის პარტნიორს, "კრასნოდარის" შემტევ ნახევარმცველ თორნიკე ოქრიაშვილს ჩამორჩა", - წერს გამოცემა.

მათ არც "სამტრედიაში" მოთამაშე უკრაინელები გამორჩენიათ. ცნობილია, რომ გია მანჯგალაძესა და გიორგი გამყრელიძეს ამ ქვეყნის მოქალაქეობა აქვთ:

"საქართველოს ჩემპიონატი მოკლე, დამაინტრიგებელი პლეი ოფების ფორმატით გაიმართა. მომავალმა ტრიუმფატორმა "სამტრედიამ" ჯგუფში თბილისის "დინამოს" 7-ქულიანი უპირატესობით აჯობა, ფინალურ თამაშებში კი საჩხერის "ჩიხურა" დაამარცხა. არსებობის ისტორიაში ამ კლუბმა ჩემპიონობა პირველად მოიპოვა.

შემტევი ნახევარმცველი გიორგი გამყრელიძე ძირითადი შემადგენლობის მოთამაშეობით ვერ დაიკვეხნიდა. სასტარტოში მხოლოდ 3-ჯერ მოხვდა და გოლითაც თავი ერთხელ გამოიჩინა. გია მანჯგალაძე კი კლუბში ჩარიცხვისთანავე ძირითადის ფეხბურთელი გახდა. იმის მიუხედავად, რომ აღნაგობით არ გამოირჩევა, წითურთმიანი საყრდენი ნახევარმცველი ორთაბრძოლებში შეუპოვრობით ჯერ კიდევ უკრაინაში თამაშისას დაგვამახსოვრდა. საქართველოში კი, სადაც ბრძოლა გაცილებით მეტია, მათ შორის - ძალისმიერი, ეს თვისებები განსაკუთრებით წაადგა".

წერილში ბათუმის "დინამოს" მეკარეც ახსენეს:

"ეს გუნდი პლეი ოფში გავიდა და მიყოლებით ქუთაისის "ტორპედო" და თბილისის "დინამო" დაამარცხა. მათ კარში მეკარე ანატოლი ტიმოფეევი იდგა. "ნაფტავიკ-უკრნაფტის" ექსკიპერი ჩემპიონატის ერთ-ერთი ყველაზე სტაბილური და საიმედო მეკარე გახლდათ. მან ჩემპიონატის მსვლელობისას 9 "მშრალი" თამაში ჩაატარა. მისი კარის ერთზე მეტად აღება მხოლოდ ქუთაისის"ტორპედომ" მოახერხა. ბრავო ანატოლი"!

(იბეჭდება მცირე ცვლილებით)

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

M.S.
მერაბი გამყრელიძე გაუშვეს სამტრედიიდან!ეს კარგა ხანია უკვე!
მხოლოდ ნახევარი სეზონი გუნდში? - "უდინეზემ" გოგლიჩიძე ტრანსფერზე დააყენა
"პირადი შეტევები იყო, ფეხბურთელის პატივისცემა არ იციან" - გადრანი ყოფილ კლუბზე
შეცვლაზე შესულმა ტაბატაძემ ტრავმის გამო დატოვა მოედანი
რაფინია დაბრუნდა, ტორესმა ლაზარეთში გადაინაცვლა - "ბარსელონამ" ფეხბურთელების ჯანმრთელობის მდგომარეობაზე ინფორმაცია გამოაქვეყნა
ევრო 2026 | ფუტსალის ნაკრების შემადგენლობა ევროპის ჩემპიონატზე
გიორგი ონიანი "სამგურალის" ახალი მწვრთნელია
ალონსო თუ გლასნერი? - "ტოტენჰემი" ფრანკის გათავისუფლებისთვის ემზადება
ნანი და პიანიჩი კარიერას ყაზახეთში გააგრძელებენ - "აქტობეს" შემდეგი სამიზნე გერმანელი ვარსკვლავია
[VIDEO] ოიარსაბალის ულამაზესი გოლი - "ბარსელონას" 9-მატჩიანი მოგებათა სერია "სოსიედადთან" დასრულდა
[VIDEO] მამუკელაშვილის შესანიშნავი მატჩი "ლეიკერსთან" - კანადელები დამარცხდნენ
ევრო 2026 | ფუტსალის ნაკრებმა რიგაში პირველი ვარჯიში ჩაატარა
[VIDEO] დრამატული ფინალი, რომელიც კარგა ხანს გვემახსოვრება - აფრიკის ერთა თასი სენეგალმა მოიგო!
რას არ გაიგებ - პერესი ლაპორტას გაპრეზიდენტებაში დაეხმარა
შეცვლაზე შესულმა ტაბატაძემ ტრავმის გამო დატოვა მოედანი
[VIDEO] "მომეცით ბურთი! ყველას კარში დარტყმა გინდათ!" - კიტეიშვილი თანაგუნდელებმა წყობიდან გამოიყვანეს
ქართველებმა ითამაშეს - "მეცი" "სტრასბურგთან" დამარცხდა
ტიტე კალანდაძე: დავამტკიცეთ, რომ ყველას წინააღმდეგ შეგვიძლია თამაში - ახლა ჯგუფიდან გასვლას შევეცდებით
"სამგურალი" ბრაზილიელმა მწვრთნელმა დატოვა
არტეტა მთავარი სამიზნეა - "რეალს" მწვრთნელის პოსტზე რამდენიმე ვარიანტი აქვს
პერესი სუპერ ტრანსფერისთვის ემზადება - გეგმა ვინისიუსის გაშვება და ამ ვარსკვლავის მოყვანაა
"ამისთვის ყოველთვის მზად ვარ" - ენრიკემ ფეხბურთში ნარინჯისფერი ბარათის შესაძლო შემოღებაზე საინტერესო კომენტარი გააკეთა
კონტრაქტი შეწყდა - ბოვე "რომას" ფეხბურთელი აღარაა
"ეს გუნდზე უარყოფითად აისახება" - ფიგუ ხაბი ალონსოს გათავისუფლებაზე
ვაკო გვილიამ პოლონური გუნდი დატოვა
"სამტრედია": გია მანჯგალაძე დაშავდა, საბა ლობჟანიძე გამოირიცხა
ილიას ზუროსმა საქართველოს ნაკრების გაფართოებული შემადგენლობა დაასახელა
შუა თითი და უხამსი ჟესტები მატჩის შემდეგ - ვინ არის გონსალო ფეიო, რომელიც ქართველ ფეხბურთელსაც ავარჯიშებდა
ოფიციალურად: თორნიკე ოქრიაშვილი ეროვნულ ლიგაში დაბრუნდა
ვაკო გვილიამ პოლონურ კლუბთან კონტრაქტი გააფორმა
"ბლიც-მიქსი" - ქართველი კალათბურთელები ლატვიასთან მატჩის წინ [VIDEO]
სანამ კიდევ ცოცხალია - ანუ რა სიკეთე მოაქვთ ლეგიონერებს?
ანატოლი ტიმოფეევი ბათუმის "დინამოს" კარს მოტეხილი ხელით იცავდა
"ვეცდები, სანიოლი დავარწმუნო, რომ ეროვნულ ნაკრებში თამაშის ღირსი ვარ" - თორნიკე ოქრიაშვილი
კოლხეთი-გურია 0:1 - დაეწია და გაუსწრო [VIDEO]
ვაკო გვილია თბილისის "დინამოს" ფეხბურთელია
დინამო(ბთ)-იაგელონია 0:1 - მონდომებას კლასმა აჯობა [VIDEO]
იაგელონია-დინამო(ბთ) 4:0 - ვერ გავრისკეთ, არ დაგვინდეს [VIDEO]
სამტრედია-ზუგდიდი 1:0 - ჯარიმების ოსტატი "ზუგდიდს" გადაეკიდა
საქართველოს საკალათბურთო ნაკრებმა სლოვენიაში პირველად ივარჯიშა [VIDEO]
ატყდა დავიდარაბა. "სლოვანმა" რუსულ გუნდთან საიდუმლო მატჩი ჩაატარა - კანკავამ გაიტანა, გვილიამ ითამაშა [VIDEO]
გია მანჯგალაძე: რა დასამალია და, უკრაინაში ომსაც გავერიდე
ქეცბაია ტრიბუნაზე, ჩვეული კანკავა, ნაკლებად დასამახსოვრებელი ოქრიაშვილი - 19 წლის ბრაზილიელის ლამაზი გოლი... [VIDEO]
ლეგიონერები ეროვნულ ლიგაში: შემთხვევითები აღარ არიან!
ბათუმის "დინამო" უკრაინელმა ლეგიონერებმა დატოვეს
გია ცეცაძემ "სამტრედიაში" ოთხი ფეხბურთელი მიიწვია
გვილია "ლეგიაში" ვარჯიშობს და დიდი ალბათობით, ახალ კონტრაქტსაც გააფორმებს
"ყოვლად მიუღებელია ის რეალობა, რაც ჩვენს ქვეყანაში ხდება!" - თორნიკე ოქრიაშვილი [PHOTO]
სამტრედია-საბურთალო 3:2 - უხვი გოლი უხვი წვიმით [VIDEO]
"სანიოლი საპრესკონფერენციო ოთახში ვნახე და ასეთი რამ მითხრა" - რა განაცხადა თორნიკე ოქრიაშვილმა?
"მე რომ "გენკში" მივედი, ტროსარი გუნდიდან გაუშვეს, ახლა კი..." - რა განაცხადა ოქრიაშვილმა "არსენალის" შემტევზე?