საქართველოს ნაკრების ექვსი ერის გათამაშებაში ჩართვაზე საუბარი უცხოურ პრესაში ისევ გრძელდება
საქართველოს ნაკრების ექვსი ერის გათამაშებაში ჩართვაზე საუბარი უცხოურ პრესაში ისევ გრძელდება.

ძნელი სათქმელია, როდემდე გაუძლებენ ამ ტურნირის ბოსები მედიისა და თუ სარაგბო ექსპერტების ზეწოლას. ერთი კი ცხადია, ასე მწვავედ ეს საკითხი აქამდე არასდროს დასმულა, რაც ამ ეპოპეის ჩვენთვის სასარგებლოდ დასრულების იმედს გვაძლევს.

- Planet Rugby: კრიმინალია, საქართველოს რაგბის განვითარების საშუალება რომ არ ეძლევა

ცხადია, ასეთ მასირებულ შეტევას ექვსი ერის აღმასრულებელი დირექტორი ჯონ ფიენი უპასუხოდ არ დატოვებდა.

აი, რა უთხრა მან Daily Mail-ს:

"ექვსი ერის გათამაშება დახურული ტურნირია, რომელიც მასში მონაწილე ექვსი სარაგბო კავშირის საკუთრებაა. ეს ექვსი კავშირი აკონტროლებს ამ შეჯიბრებას. ამ ტურნირში არ არის თავისუფალი ვაკანსიები. დღეს აბსოლუტურად კმაყოფილები ვართ იმით, რომ ჩვენს შეჯიბრებაში ევროპის ექვსი უძლიერესი გუნდი მონაწილეობს".

ის იტალიის ნაკრების ბოლო პერიოდის წარუმატებლობაზე ასე რეაგირებს:

"ერთი სული გაქვთ, ვინმე წაიქცეს, რათა წიხლებით შედგეთ. ნებისმიერი ცვლილებისთვის ჩაკეტილები უნდა ვიყოთ? არა, მაგრამ დამაჯერებელი არგუმენტისთვის საჭიროა გარკვეული დრო - 10 ან 15 წელიწადი. უნდა ავირჩიოთ საუკეთესო, რაც წაადგება ჩვენს ექვს კავშირს. თითოეულმა მათგანმა უნდა დაადასტუროს, რომ ამა თუ იმ კონკრეტული ცვლილების მომხრეა. ხოლო სხვა გუნდებზე საუბარი დღესდღეობით ნაადრევია.

"მსოფლიო რაგბის" უფლება არ აქვს, გვიკარნახოს, რა უნდა ვქნათ. ის ჩვენ არ გვაკონტროლებს, ჩვენზე რაიმე უფლება არ აქვს. ჩვენი საქმეა ექვსი ერის გათამაშების ორგანიზება. "მსოფლიოს რაგბის" საქმე კი, რაგბის საყოველთაოდ განვითარებაა. განავითარონ. ეს ჩვენი საზრუნავი არ არის."

(იბეჭდება მცირე ცვლილებით)

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

ვანო
. "მსოფლიოს რაგბის" საქმე კი, რაგბის საყოველთაოდ განვითარებაა. განავითარონ. ეს ჩვენი საზრუნავი არ არის. ჩოილარია აბა რა. მსოლიოზე არ ათამაშონ ექვსი ერის არცერთი წარმომადგენელი. ეთამაშონ ერთმანეთს და იყვნენ, როგორ განვითარდებიან ხმა გამოვა.
ამკ
ქვეყნების დანაკუწება რომ კარგად მართო, გააკეტო ის რაც ფინანსურად უკეტესია. ეს ბისნესია და არაფერი პიროვნული ამაში არ არის. დაუშვა საქართველო იტალიის მაგივრად და ფული დაკარგო - ასეთი რაგაცეებს დასავლეთში არ აკეთებენ - მე მეგონა რომ მართო ჩემს ტაობას - პერესტროიკას რომ მოესწრო - ჯეროდა ასეთი ზღაპრები.
emigranti
...აი ეხლა კი გაუბერეეე:).მადრიდის კომერციიულ ტურნირზე იმ დროისათვის იმხელა პრემიალურები იყო, რომ თავი მოიკლეს გერმანელებმა და მაინც ჩავხადეთ. არცერთი აღმოსავლეთევროპული გუნდი მდგავს ტურნირზე არც კი მიუწვევიათ არასდროს. ზუსტად იმ პერიოდში როცა თასი ავიღეთ მხოლოდ იმ წელიწადს სუპერთასი არ ჩატარდა, რადგან ქვეშაფსია ლივერპულმა უარი თქვა თამაშზე.(წესით უთამაშებლად უნდა გადმოეცათ თასიც და ტიტულიც, მაგრამ საბჭოთა კავშირი დაიკიდეს) ჭირივით ეშინოდათ ბობოლებს ჩვენთან თამაში."ეგიდობას" მნიშვნელობა არა აქვს, სადაც შევხვდით, ჩავხადეთ!...ეხლა კი ფეხბურთიც ისეთივე დღეშია, როგორც მისი 23 წლის გულშემატკივართა უმრავლესობა.
დიმიტრი
რს გააჭირეთ საქმე წარსული დინამოთი. ეგრე დიდგორი, შამქორი და ბასიანიც გვაქვს მოგებული, ვერ გაუწევს ქართული ფეხბურთი ევროპას კონკურენციას. მომავალ შესარჩევზეც ვერ მოვიგებთ იმის მომავალზრც და იმის მომავალზეც. ეგ დაფინანსება სხვა სპორტზე უნდა გადანაწილდეს, სადაც წარმატებები გვაქვს
იურგენს ტროლისგან
გამოდი იუზგარ, გიცანით....
აფხაზი
მსოფლიოზე უნდა დავლეწოთ ესენი და მერე ვნახოთ როგორ იყოყოჩებს ევრომაფია... სხვა გზა აღარც არის
tngh
iurgen!!! "bavaria" 1981 წელს "დინამომ" ისეთ დღეში ჩააგდო, რომ I ტაიმის შემდეგ მოედნიდან გაიქცა. თუ გინდა, რომ "დინამო" და საქართველოს ნაკრები ისევ ისეთი ძლიერი გახდეს, როგორც მაშინ იყო, უნდა იკადრო და უყურო "მარტვილთან" თამაშსაც და "ბავარიასთანაც". მობრძანდით სტადიონზე ჩემო კარგებო, ამიტ თქვენ ძალიან დიდ სტიმულს მისცემთ ახალგაზრდა ფეხბურთელებს და ქართულ ფეხბურთს...
iurgen
მიშა-ს. რაზეა ბაზარი. შევროგდეთ აბა რა. თუმცა არც არაფერი გვჭირს შესარუგებელი.
მიშა
იურგენ, ძამიკო! აჟიოტაჟი აქ სწორედ შენ ატეხე, როცა ჭკუის სწავლება დამიწყე. ისე, არც არაფერი, თუკი არ იცოდი რაღაც ფაქტების შესახებ. ეჭვიც არ მეპარება, რომ ნამდვილი გულშემატკივარი ხარ. შევრიდგით? )
iurgen
ხშირად გადაიკითხეთ ისტორიის ფურცლები და ამით მაინც დატკბით. სხვა რა დაგრჩენიათ.
iurgen
რა აჟიოტაჟი ატეხეთ!!! თუ გგონიათ თქვენზე ნაკლებად შემტკივა გული დინამოზე, ძალიან ცდებით. კი, ისტორია კარგია, დინამოს ოდესღაც (35-40 წლის უკან) მართლაც დაუმარცხებია ე.წ. გრანდები, მაგრამ ეს ისტორიაა და მეტი არაფერი. რაც შეხება "ბავარიას" დამარცხებას, არცერთ ევროპულ ტურნირზე (ფისას და უეფას ეგიდით), დინამოს არა თუ არ დაუმარცხებია "ბავარია", არამედ აარასდროს არ შეხვედრია. ასე, რომ ....რაც შეეხება ჩემს ასაკს, 23 წლის ვარ, მერე რა, როოოოოოო. წელს რა მნიშვნელობა აქვს. რაც ფეხბურთ ვგულშემატკივრობ, მე დინამოს თამაშისაგან სიამოვნება არ მიმიღია, განსაკუთრებით ევროპულ სარბიელზე. "მარტვილის" მერანთან მის მოგებას კი არაფრად ვაგდებ და არც უყურებ. ბოდიში მარტვილელებს.
status quo
გაუნათლებელი და არაინფორმირებული თაობა მოდის იურგენას თამადობით...
333
10-15 წლის მერე ერთ ადგილას გაიკეთეთ თქვენი 6 ერი!!!
მიშა
გაიხარეთ, მეგობრებო, მხარდაჭერისთვის! რაც შეეხება რაგბის, უძლიერესი ბიჭების თაობა მოდის და აგერ ნახავთ, მალე იმ ყოყლოჩინებსაც გადავუვლით!
ამბაკო საკრეულიძე
iurgen თუ ისტორია არ იცი ნუ ლაპარაკობ.დინამომ ბავარია 1981 წელს დაამარცხა მადრიდში 2-1...და ეს მაშინ როდესაც ბავარიის ძირითად შემადგენლობაში იმ თამაშში იყო ევროპის იმდროინდელი ჩემპიონის გერმანიის ნაკრების 6 ფეხბურთელი(რუმენიგე,შუმახერი,ბრაიტნერი,ლიტბარსკი,ფიშერი,შტილიკე) თან ისეთი უპირატესობა გვქონდა, რომ ბავარია განადგურებას გადაურჩა,,,,ორივე გოლი შენგელიამ შეაგდო
მიშა
იურგენ, 1981-ის თასის შემდეგ ესპანეთში ოთხთა ტურნირი გაიმართა. რეალი, ბავარია, აზ-ალკმაარი და დინამო. ჰოდა, ჩემო კარგო, იმ მივანგრიეთ ეს შენი ბაიერნი - 2-1. იმ დღეს გუცაევმა ითამაშა ძალიან მაგრად. ყიფიანი 2 დღით ადრე რეალის ანჰელმა დაამტვრია. ჰო, კიდევ - თამაში დასრულებული არ იყო, რომ გერმანელებმა რაღაც გააპროტესტეს და მოედანი დატოვეს. მაგრამ შედეგი ისტორიაში შედეგად დარჩა 2-1 ! აწი გეცოდინება.
ამბაკო
iurgen თუ არიცი ნუ ამბობ რო დინამოს ბავარია არ დაუმარცხებიაო ....1981 წელს 2-1 მოვუგეთ და იცი როგორ? როცა მაშინ ბავარიაში ევროპის იმდროინდელი გერმანიის ნაკრების 7 ფეხბურთელი თამაშობდა (რუმენიგე,ბრაიტნერი,შუმახერი,ლიტბარსკი,ფიშერი...) შენგელიამ 2 გოლი გაიტანა'''ეს იყო მადრიდის ტურნირი.....
tamar mosulishvili
"მსოფლიო რაგბის" უფლება არ აქვს, გვიკარნახოს, რა უნდა ვქნათ. ის ჩვენ არ გვაკონტროლებს, ჩვენზე რაიმე უფლება არ აქვს. ჩვენი საქმეა ექვსი ერის გათამაშების ორგანიზება. "მსოფლიოს რაგბის" საქმე კი, რაგბის საყოველთაოდ განვითარებაა. განავითარონ. ეს ჩვენი საზრუნავი არ არის." ამ სიტყვებით ეს კაცი მართალს ამბობს, ამათ თავისი ტურნირი აქვთ მსოპილიო რაგბის კავსირმა უნდა იზრუნოს ისეთ ტურნირზე რო მეორე დონის გუნდები განვითარდნენ
მიშა
იურგენ, 1981-ის მერე ესპანეთში ოთხთა ტურნირი გაიმართა. ჰოდა იქ მოვუგეთ "ბაიერნს" 2-1. გუცაევმა ითამაშა იმ დღეს მაგრად. დათო დამტვრეული იყო ("რეალის" ანჰელმა დაჩეხა 2 დღით ადრე). ასეა ეს. აწი გეცოდინება.
სოსო
იურგენ,მიშა არ ტყუის.დინამოს ნათამაშები აქვს რეალთან და ბავარიასთან,ესპანეთში ჩატარებულ ტურნირზე.დინამო თუ სწორედ მახსოვს იგებდა4-2 ს,როცა ბავარიას ხელმძღვანელობამ გუნდი მოედნიდან გაიყვანა,ამავე ტურნირზე დაამტვრიეს დათო ყიფიანიც,ეს იყო რეალთან მატჩში და ფაქტიურად ამით დამთავრდა ყიფიანის კარიერაც. შეიძლება რაღაც მეშლება,მაგრამ ასე მახსოვს და იმედია სხვებიც დააზუსტებენ.
g.v.g.
იურგენ, რა ასაკის ხარ ბაბუ? პირველად რომ გესმის ბავარიას დამარცხება დინამოს მიერ? შეშინებული მეორე ტაიმში არ გამოვიდა სათამაშოდ, აბა რა არის ეს? ინფორმაციის მიღების უამრავი საშუალება არსებობს და ერთ-ერთი კომპიუტერია( გაგიგია ასეთი?), თუ ხო, მაშინ მოიძიე შვილოსა და გაიგებ რომ მართალია მიშა. ისე ინტერის გარდა არა ერთი გრანდი ჰყავს დამარცხებული დინამოს. "კარლ-ცაისი" სახელით არ ბრწყინავდა,თორემ იმ დროს ძალიან სახელოვანი გუნდები გამოყარა ფინალამდე, (ეგაც ნახე ).
Malkhaz
არც მსოფლიო რაგბია მაინცდამაინც დაინტერესებული,თორემ მსოფლიოზე მოხვედრის სისტემას შეცვლიდა-როგორც ფეხბურთშია--გარანტირებული ადგილი მასპინძელს და ჩემპიონს---დანარჩენი ადგილები კი შესარჩევი გამოავლენდა,აი მერე კი იძულებუილნი იქნებოდნენ ბობოლები რომ ეთამასათ ჩვენთან რეგურალურად, ასევე მოსაფიქრებელია ევროპის ჩემპიონატის ჩატარებაც და იქ სამეულს ან ოთხეულს გარანტირებული ადგილი მსოფლიოზე ან რამე ეგეთი.
Nika
Gairchos tawisi daxuruli sistema ert adgilas netawi ras wexwecebit chwentwis mtawaria chwen wiarot cin rom sheidzlebodes turniris shekmna samoa.fiji.tonga iaponia saqartwelo da shesadzloa rumineti es albat kwelaze kargi ikneboda
iurgen
მიშა, "დინამო" ბავარიას ამარცხებდა??? რაღაც ახალი ამბავი შევიტყვე შენგან. ერთხელ ლივერპული და ერთხელ "ინტერი" კი ბატონო, მაგრამ "ბავარია"!!! ნურას უკაცრავად.
bakur
კი ბატონო. მაშინ იყვნენ სულ ჩაკეტილები, მათ შორის ნუ მიიღებენ მსოფლიო ჩემპიონატში მონაწილეობას (კაი ხანი ვერც ერთი ეს გუნდი ჩემპიონი ვერ გახდება, მაგრამ მაინც) და მორჩა. ატარონ ეს ტურნირი და იყვნენ იზოლაციაში. რაღაც სხვა რამაა მოსაფიქრებელი. ისეთი სიახლე უნდა იქნეს მიგნებული, რომელიც ამ "შესტიორკას" იქეთ დააწყებინებს ხვეწნას იქ მიღებაზე. ესენი ვინ ყოფილან.. ეს როგორ!!!! 10-15 წელიო!!! იდიტე ვი...წარმოგიდგენია რა ნაგლობაა. ფული გინდათ? კი ბატონი იქნება. აქ მაინც მთავარი ისაა, კიდევ გავიზარდოთ და ვაჩვენოთ ყველას რა შეგვიძლია. მარტო იტალიაზე სწორება არ გამოგვადგება. ამისათვის კი არა 10-15 წელი, არამედ მაქსიმუმ 5 წელი გვეყოფა.2022 წლისათვის მჯერა რარაცას მაინც მივაღწევთ ამ კუთხით.
gogig
ბატონი ფიენი, რომ ამბობს "ჩვენს შეჯიბრებაში ევროპის ექვსი უძლიერესი გუნდი მონაწილეობს"-ო, ძალიან მაინტერესებს საიდან დაასკვნა, რომ იტალია საქართველოზე ძლიერია? რა კრიტერიუმებით ხელმძღვანელობდა? რეიტინგში იტალია უკანაა. ახალგაზრდული ჩვენ უფრო ძლიერი გვყავს. ერთმანეთს არ გვახვედრებენ, რომ თავი არ მოეჭრათ. 6 ერის ხელმძღვანელს არ ეკადრება ასეთი ალოგიკური და დაუსაბუთებელი ლაპარაკი. მაგრამ, რეალობა ეს არის. არა უშავს, ნუ ავჩქარდებით. გვახსოვდეს, რომ დრონი მეფობენ . . . მალე ბევრი რამ შეიძლება შეიცვალოს.
dachi
იტალიის ნაკრები დამალობანას გვეთამაშება, მაგრამ როდემდე გადვემალებიან :) პარისეს კაპიტნობით მინდა რომ შეგვხვდნენ ამბიციები რომ მოუკლათ.
შოთა
მიშა მართალია! თუ გვინდა, რომ პრეტენზია გვქონდეს იტალია უნდა მივანგრიოთ და შოტლანდიაც ზედ მივაყოლოთ. მერე შეიძლება საუბარი და მართებულიც იქნება!
nemo
100%-ით ვეთანხმები ME-ს სხვაგვარად ალბათ ძალიან ძნელი იქნება ეს ჩვენ გვჭირდება განვითარებისთვის და არა მათ მათ აწყობილი აქვთ სტრუქტურა რატომ უნდა შეცვალონ თუნდაც ნახევარს მოვუგოთ ეს მათ ვალდებულს არ გახდის სხვა რაღაც არის საჭირო თუ შესაძლებელია რაიმე ტურნირი სოლიდური საპრიზო ფონდით რომ დაინტერესება ჰქონდეთ ან რაღაც მსგავსი
ნანა
რამე სხვა ალტენატიული კავშირი რომ შექმნან ამ 6 ერის მიღმა დარჩენილებმა-ძლიერი და კონკურენტუნარიანი არ შეიძლება?დილეტანტის კითხვაა მაგრამ დავიტანჯე-გეგონება სამოთხის გასაღებს ფლობდნენ ესენი
dachi
გადაობაა იტალიის ნაკრები დამალობანას გვეთამაშება. :D :D :D როდემდე დაგვიმალავენ იტალიის ნაკრებს და როდემდე აგვაცილებენ მათთან თამაშს. მოვა დრო და გადავეყრებით სადმე. ძალიან დიდი სურვილი მაქვს რომ პარისეს კაპიტნობით შეგვხვდეს იტალია.
deme
მოკლედ ყველგან ფული... და რაც გინდა ის იყავი!
მიშა
ძვირფასო ქართველებო! მანდ მოხვედრის ერთადერთი შანსი ისაა, რომ დროდადრო მაინც მივანგრიოთ მათი ნაკრებები. ისე, როგორც ერთ დროს "დინამო" ამარცხებდა "ლივერპულებს", "ბავარიებს" და "ინტერებს". ისე, როგორც ჩვენი მოჭიდავეები ჩაგრავენ მსოფლიოს რჩეულ ფალავნებს. სხვა გამოსავალი არ არის.
me
მსოფლიო ფედერაციამ უნდა მოხსნას განთესილი გუნდების პრაქტიკა და დასრულდება ეს ამბები, 12 გუნდს აქვს გარანტირებული ადგილი შემდეგ წელს ესე არ უნდა იყოს მარტო ფინალისტებს უნდა ქონდეთ ადგილი გარანტირებული დანარჩენებმა ითამაშონ, ავიროტ თუნდაც ჩვენი ტურნირი რასაც ვთამაშობთ, რაიმე აზრი აქვს? საქართველოსთან არავინ არ მოიკლავს თავს თამაშით ქულა არ ეთვლება მოიგებს თუ წააგებს ერთია ისედაც მტელი ძალიტ ითამაშებს თუ ნახევრით მაინც მოუგებენ ჩვენები ამიტომ არ იწუხებენ თავს ეს ჩვენ პირიქით გვაზარალებს, თუ კაი ტესტები არ იქნება მსოფლიოს წინ ცუდი იქნება ჩვენთვის ძალიან. ასე, რომ თუ ინგლისს საფრანგეთს იტალიას და სხვეს არ ექნებათ გარანტირებული ადგილი მსოფლიოზე მერე მოუწევთ მსოფლიო რაგბის ფედერაციისთვის ანგარიშის გაწევა და თუნდაც პულკები შედგება, როგორც ფეხბურთშია.
მსქროლავი ტროლი
ბოლო აბზაცით თუ ვიმსჯელებთ, ფულს უნდა ითხოვდეს, ანუ გარკვეული საფასურის თანახმად მეშვიდე ქვეყნად დაგვიშვებენ....
ტამპლიერი
თუ ამ მზე კაცს მსოფლიო რაგბის აზრი არ აინტერესებს, მაშინ გააუქმეთ ყველა ამათი რეიტინგ ქულები ერთმანეთში თამაშებში მიღებული და იყვნენ დახურულები სამუდამოდ!!!
თემო
მართალია ეს კაცი,კი გვწყინს მაგრამ....
"ბორჯღალოსნები" | ირლანდიასთან პიარდი, სამხრეთ აფრიკასთან ქარლი
"არ ვითხოვთ ფულს, ვითხოვთ შესაძლებლობას" - ლევან მაისაშვილი
ბორჯღალოსნები | ექვსი ერის 24-გზის გამარჯვებული თბილისში - ირლანდიასთან 5 ივლისს „მიხეილ მესხზე“
"ვილა პარკზე" ბოლო მატჩი ჩაატარა და ცრემლები ვერ შეიკავა - მარტინესი "ასტონ ვილას" ტოვებს
იქნება თუ არა კვარაცხელია "ოსერთან" სასტარტოში? - "პარიზიენის" პროგნოზი
დე ძერბი: პსჟ - "ინტერის" მატჩისას კინოს ვუყურებ
20 წ. | მსოფლიომდე ინგლისთან
თოფურია vs ოლივეირა: დიდ დაპირისპირებამდე – წინასწარი ანალიზი და მოლოდინები
"მათ კომპლექსები არ გააჩნიათ" - ლაპორტა "ბარსელონას" ფეხბურთელებზე
"შედარება მესისთან?" - რა თქვა ლამინ იამალმა
"იცი ჩვენს შორის რა განსხვავებაა?" - თოფურიამ მახაჩევს უპასუხა
დღეს საფრანგეთის ჩემპიონატი დასრულდება - ხვიჩას ოქრო და სხვა ქართველების ამბები...
[VIDEO] სერიამ კულმინაციას მიაღწია - იოკიჩს მხარი მარიმ აუბა და "დენვერმა" "ოკლაჰომა" დაამარცხა
[VIDEO] ბრწყინვალე იამალის გოლი და საგოლე პასი - "ბარსელონა" ვადამდე გახდა ჩემპიონი
[VIDEO] უმძიმესი კადრები "ელ პრატიდან" - "ესპანიოლი" "ბარსელონას" მატჩი რამდენიმე წუთით შეჩერდა
ლეგენდა მიდის - "ლიონის" მთავარი თავდამსხმელი მიქაუტაძე გახდება
ევროპის ჩემპიონატზე საქართველოს ნაკრების მეტოქეები ცნობილია
Ballon d'Or 2025: კვარაცხელია რეიტინგში კიდევ უფრო დაწინაურდა
მოურინიოს პორტუგალიის ნაკრების მწვრთნელად არ დანიშნავენ
მარადიშვილი საქართველოს ნაკრების ფეხბურთელი უნდა გამხდარიყო, ახლა კი შეიძლება კარიერის დასრულება მოუწიოს
"ესპანელი ბიჭუნა ხარ" - მახაჩევმა თოფურიას მიმართა
პსჟ გოლების მანქანის შეძენას გეგმავს
"რეალისთვის" ყველაფერი გავაკეთე" - კარლო ანჩელოტი
6 ერი + საქართველო - ინგლისი მხარს დაგვიჭერს?
საქართველოს კარგი სარაგბო გენები აქვს - კომპლიმენტი ინგლისის ნაკრების თავკაცისგან
რაგბი ევროპა | პირველი თბილისური ფინალისთვის მზადება დაიწყო
ისევ ექვსი ერის ტრანსფორმაციაზე - bbc.com ჯაბა ბრეგვაძესა და "ბორჯღალოსნებზე"
მეჩვიდმეტე ტიტული - საქართველოს ნაკრებმა ფინალში ესპანეთს სძლია [VIDEO]
"ვიცი, ექვსი ერის მესვეურებს ნერვებს მოგიშლით, მაგრამ მიეცით საქართველოს შანსი!"
BBC: საქართველო ექვსი ერის ქვეყანაა?
დღის კარიკატურა: 6 ერი საქართველოსთვის კარის გაღებას არ აპირებს
აქ არაფერი იცვლება - დღეს სტარტს ექვსი ერის გათამაშება აიღებს
რაგბი ევროპა | რუმინეთთან ფინალისთვის
რაგბი ევროპა | ქოქრილმა ფინალისთვის 23 შეარჩია
ექვსი ერი მსოფლიო რაგბის მიერ შემოთავაზებულ "მსოფლიო ლიგის" ფორმატის განხილვას დათანხმდა
საქართველო ექვს ერშია - ჯერ მხოლოდ ერთი მსაჯით!
"ბორჯღალოსნებმა" რუმინეთი დიდი ანგარიშით დაამარცხეს და რაგბი ევროპის ჩემპიონატის ფინალში ითამაშებენ! [VIDEO]
"ბორჯღალოსნები" | ექვსი ერის 24-გზის გამარჯვებული თბილისში! - ირლანდიასთან 5 ივლისს "მიხეილ მესხზე"