ქართველები
• ქართველი სპორტსმენები
• ფეხბურთი
• ეროვნული ნაკრები
• ეროვნული ლიგა
• ეროვნული ლიგა 2
• ლეგიონერები
• თასი
• ასაკობრივი ნაკრები
• სხვადასხვა
• ევროპა ლიგა
• კონფერენს ლიგა
• ინგლისი
• ესპანეთი
• იტალია
• გერმანია
• საფრანგეთი
• მსოფლიო ჩემპიონატი
• ჩემპიონთა ლიგა
• ევროპის ჩემპიონატი
• სხვადასხვა
• ქალთა ფეხბურთი
• ტრანსფერები
• კალათბურთი
• ეროვნული ნაკრები
• სუპერლიგა
• თასი
• NBA
• ლეგიონერები
• ევრო ლიგა
• ევროპის ჩემპიონატი
• მსოფლიოს ჩემპიონატი
• ასაკობრივი ნაკრები
• სხვადასხვა
• ჭიდაობა
• ძიუდო
• თავისუფალი
• კლასიკური
• ქართული
• სუმო
• სამბო
• ქალთა ჭიდაობა
• ბერძნულ-რომაული
• პარაძიუდო
• ჩოგბურთი
• როლან გაროსი
• უიმბლდონი
• ავსტრალიის ღია პირველობა
• ამერიკის ღია პირველობა
• მონტე კარლო
• ATP ცინცინატი
• მადრიდის მასტერსი
• რომის მასტერსი
• მაიამის მასტერსი
• სხვადასხვა
• რაგბი
• ეროვნული ნაკრები
• დიდი 10
• თასი
• ლეგიონერები
• 6 ერი
• ტესტები
• ერთა თასი
• მსოფლიო თასი
• ასაკობრივი ნაკრები
• სხვადასხვა
• ფორმულა 1
• მონაკოს გრან-პრი
• ბრიტანეთის გრან-პრი
• იტალიის გრან-პრი
• ბელგიის გრან-პრი
• ბაჰრეინის გრან-პრი
• საუდის არაბეთის გრან-პრი
• იაპონიის გრან-პრი
• ჩინეთის გრან-პრი
• მაიამის გრან-პრი
• ემილია-რომანიის გრან-პრი
• აბუ დაბის გრან-პრი
• MMA
• UFC
• სხვადასხვა
• კრივი
• ველოსპორტი
• ტანვარჯიში
• ცურვა
• ჭადრაკი
• მძლეოსნობა
• ძალოსნობა
• მკლავჭიდი
• ტყვიის სროლა
• კარატე
• ნიჩბოსნობა
• მშვილდოსნობა
• ფარიკაობა
• წყალბურთი
• ხელბურთი
• ფრენბურთი
• ავტოსპორტი
• ჰოკეი
• თხილამურებით სრიალი
• ფიგურული სრიალი
• საინტერესო ამბები
• სხვადასხვა
• ფიტნესი
• ფიგურული ციგურაობა
• სხვა სახეობები
• MMA

"ბორჯღალოსნები" ერთა თასს ურუგვაისთან მატჩით გახსნის

"ბორჯღალოსნები" ერთა თასს ურუგვაისთან მატჩით გახსნის

მსოფლიო რაგბის ახალი სანაკრებო ტურნირი ერთა თასი, 2026 წლის 4 ივლისს მონტევიდეოში, ბორჯღალოსნებისა და მასპინძელი ურუგვაის შეხვედრით გაიხსნება.

რაგბის მმართველმა ორგანომ ოფიციალურად დაამტკიცა ახალი ტურნირის ივლისის კალენდარი, რომელიც 4-იდან 18 ივლისის ჩათვლით სამ სათამაშო დღეს და ჯამში 18 შეხვედრას მოიცავს.

ტურნირში 2027 წლის მსოფლიო თასზე კვალიფიცირებული 12 გუნდი მიიღებს მონაწილეობას. ისინი რეგიონული პრინციპით ორ 6-გუნდიან ჯგუფში არიან განაწილებული.

ა ჯგუფი ამერიკასა და ოკეანეთს აერთიანებს: კანადა, ჩილე, სამოა, ტონდა, ურუგვაი, აშშ; ბ ჯგუფი ევროპის, აზიისა და აფრიკის წარმომადგენლებით დაკომპლექტდა: საქართველო, ჰონკონგი, პორტუგალია, რუმინეთი, ესპანეთი, ზიმბაბვე.

თითოეული გუნდი მეორე ჯგუფის ყველა წარმომადგენელს წრიული სისტემით შეხვდება. თამაშები ორივე სანაკრებო ფანჯარას მოიცავს (ივლისის და ნოემბრის). მატჩებში მოპოვებული ქულები ერთიან სატურნირო ცხრილში აისახება და ნოემბრის ბოლოს, თითოეულ ჯგუფში საუკეთესო შედეგის მქონე გუნდი ერთა თასის პირველ, ისტორიულ ჩემპიონად გამოცხადდება.

ზაფხულის თამაშები სამხრეთ (9 მატჩი) და ჩრდილოეთ (9 მატჩი) ამერიკაში გაიმართება. საქართველო სამხრეთ ნახევარსფეროში ჩავა და 4 ივლისს ურუგვაის, რომელიც მსოფლიო რეიტინგში მე-15 ადგილზეა, მონტევიდეოში ეთამაშება; 11 ივლისს ჩილეში სამოას (რეიტინგში - 20) დაუპირისპირდება; ხოლო 18 ივლისს ასევე ჩილეში მასპინძლებს (რეიტინგში - 18) შეერკინება.

სტრუქტურული გარემო კონკურენტუნარიანობისა და სტაბილურობისთვის

მსოფლიო რაგბის ახალი ტურნირი ჯამში 24 ქვეყანას აერთიანებს და ის ორ დივიზიონადაა დაყოფილი - ერთა ჩემპიონატი და ერთა თასი. ორივე დივიზიონის სტრუქტურა იდენტურია და უზრუნველყოფს თანმიმდევრულ, დატვირთულ კალენდარს ივლისისა და ნოემბრის სანაკრებო ფანჯრებისთვის.

2030 წელს დივიზიონებს შორის ასვლა/დარჩენის ფლეი ოფები გაიმართება - ერთა ჩემპიონატის აუტსაიდერები ერთა თასის ლიდერებს შეერკინებიან და უკეთესი გუნდები ახალ 4-წლიან ცილკს რანგით მაღალ დივიზიონში დაიწყებენ.

მსოფლიო რაგბი ახალი ტურნირის მიზნებთან დაკავშირებით განმარტავს:

„ერთა თასის გუნდები იასპარეზებენ სტრუქტურირებულ გარემოში, რომელიც კონკურენტუნარიანობის ამაღლებას და სტაბილური, ყოველწლიური ტესტ-მატჩების უზრუნველყოფას განაპირობებს, რაც, თავის მხრივ, შემოსავლების ზრდის ახალ შესაძლებლობებს აჩენს. ეს საინტერესო კალენდარი იდეალურად აბალანსებს გეოგრაფიულ არეალს, მოთამაშეთა ჯანმრთელობას, ლოჯისტიკურ ხარჯებსა და განვითარების პერსპექტივებს. ის გულშემატკივრებს - სიცხადეს, გუნდებს - სტაბილურობას, ხოლო კავშირებს კომერციულ შესაძლებლობებს სთავაზობს.

ეს ერები რაგბის ყველაზე მზარდ და საინტერესო ბაზრებს წარმოადგენენ. ბოლო წლებში ბევრმა მათგანმა უზარმაზარ პროგრესს მიაღწია მიზანმიმართული განვითარების გზებით, გაზრდილი ინვესტიციებითა და გულშემატკივართა ჩართულობის სარეკორდო მაჩვენებლებით. ერთა თასი მათ აძლევს ყოველწლიურ პლატფორმას, რათა თანაბარი ძალის მეტოქეებთან გამოსცადონ საკუთარი შესაძლებლობები, დახვეწონ სათამაშო სისტემები და 2027 წელს ავსტრალიაში გასამართი მსოფლიო თასის წინ, საუკეთესო გამოცდილება დააგროვონ“.

ახალი იდენტობა, შექმნილი გლობალური მასშტაბისთვის:

2026 წლის მსოფლიო რაგბის ერთა თასის ახალი ლოგო გამოხატავს სპორტის ყველაზე პერსპექტიული ერების ამბიციას, ერთიანობასა და განვითარებისკენ სწრაფვას, როდესაც მათი გზები გლობალურ ასპარეზზე იკვეთება. მსოფლიო რაგბის ფარი 12 მონაწილე გუნდის კონკურენტულ სულისკვეთებას განასახიერებს. თითოეული აღმავალი ხაზი წარმოადგენს ერს, რომელიც მიისწრაფის გაიუმჯობესოს შედეგები, გააძლიეროს საკუთარი იდენტობა და მოიპოვოს ერთა ჩემპიონატში აღზევების შანსი. ეს ნიშანი ასახავს როგორც ტრადიციას, ისე ტრანსფორმაციას და აერთიანებს ტურნირს, რომელიც დაფუძნებულია ზრდაზე, შესაძლებლობებსა და რაგბის მომავალზე.

ყველა მატჩი ხელმისაწვდომი იქნება ადგილობრივი მაუწყებელი პარტნიორების ეთერით ან Rugbypass TV-ის საშუალებით, რაც უზრუნველყოფს გლობალურ ხელმისაწვდომობას გულშემატკივრებისთვის მთელი მსოფლიოს მასშტაბით. ეს ჰიბრიდული მოდელი მაქსიმალურად ზრდის აუდიტორიის მოცვას, ხელს უწყობს კომერციულ ზრდას და ამყარებს რაგბის ძალისხმევას, უზრუნველყოს უფასო ტრანსლაციები ნაკლებად ათვისებულ ბაზრებზე.

მსოფლიო რაგბის თავმჯდომარემ, ბრეტ რობინსონმა განაცხადა: „მსოფლიო რაგბის სადებიუტო ერთა თასი უმნიშვნელოვანესი ეტაპია გლობალური თამაშისთვის. ტურნირი ქმნის უპრეცედენტო შესაძლებლობებს ამ პერსპექტიული გუნდებისთვის, რათა გამოსცადონ საკუთარი ძალები, დააგროვონ გამოცდილება, შთააგონონ გულშემატკივრები როგორც შინ, ისე სტუმრად და გააფართოვონ თავიანთი კომერციული პოტენციალი. ტურნირის პირველი ნახევრის ამერიკის კონტინენტზე ჩატარება ასახავს ამ რეგიონის უზარმაზარ პოტენციალს - დაწყებული სამხრეთამერიკელი ქომაგების უდიდესი ვნებით, დამთავრებული ჩრდილოეთში არსებული გამორჩეული ინფრასტრუქტურითა და სპორტის მიმართ მზარდი ინტერესით. ეს არის ტურნირი, რომელიც შენდება ზრდაზე, კავშირებსა და რწმენაზე, რომ ყველა სარაგბო კავშირს უნდა ჰქონდეს მკაფიო გზა, რათა იასპარეზოს და მიაღწიოს წარმატებას უმაღლეს დონეზე“.

ნოემბრის განრიგი, რომელიც 2026 წლის ერთა თასის მეორე ნახევარს წარმოადგენს და ევროპასა და აზიაში გაიმართება, მოგვიანებით გახდება ცნობილი. ეს სანაკრებო ფანჯარა დაასრულებს განვითარებადი ერების კონკურენტული მატჩების სრულ წლიურ ციკლს და მათ მისცემს იმავე სტაბილურობასა და ინტენსივობას, რომლითაც ისტორიულად სარგებლობენ ექვსი ერისა და რაგბი ჩემპიონშიპის გუნდები.

2026 წლის ერთა თასის ივლისის კალენდარი

I რაუნდი. 4 ივლისი

ურუგვაი - საქართველო (მონტევიდეო, ურუგვაი, 21:00 საქ. დრო)

სამოა - ჰონკონგი (სანტიაგო, ჩილე)

ჩილე - რუმინეთი (სანტიაგო, ჩილე)

ტონგა - ზიმბაბვე (დენვერი, აშშ)

კანადა - ესპანეთი (ედმონტონი, კანადა)

აშშ - პორტუგალია (დენვერი, აშშ)

II რაუნდი. 11 ივლისი

ურუგვაი - რუმინეთი (მონტევიდეო, ურუგვაი)

სამოა - საქართველო (ვინია დელ მარი, ჩილე, 23:00 საქ. დრო)

ტონგა - ესპანეთი (ედმონტონი, კანადა)

ჩილე - ჰონკონგი (ვინია დელ მარი, ჩილე)

აშშ - ზიმბაბვე (შარლოტი, აშშ)

კანადა - პორტუგალია (ედმინტონი, კანადა)

III რაუნდი. 18 ივლისი

სამოა - რუმინეთი (მონტევიდეო, ურუგვაი)

ურუგვაი - ჰონკონგი (მონტევიდეო, ურუგვაი)

ტონგა - პორტუგალია (ვინიპეგი, კანადა)

ჩილე - საქართველო (ლა სერინა, ჩილე, 19 ივლისი, 02:00 საქ. დრო)

აშშ - ესპანეთი (კერი, აშშ)

კანადა - ზიმბაბვე (ვინიპეგი, კანადა)

Rugby.ge

• ალექს ს

შენს კომენტარს რომ წაიკითხავს კაცი, ადვილად მიხვდება, წაკითხულის გააზრებაში ასეთი დაბალი შედეგი როგორი ადექვატური ხალხის გამო აქვს საქართველოს:))

• გუგა

სამწუხაროდ ზუსტად იქ გაგვამწესეს რაც გვეკუთვნის, არადა რამდენიმე წლის წინ ათეულს ვუმიზნებდით. იტალია დავამარცხეთ კიდეც, ახლა სად ვართ? პორტუგალიამ გვძლია, იტალიამ კი 6 ერის თასზე რა ამბებიც დაატრიალა წელს კი ვნახეთ. ასე იცის როცა სპორტსმენები პარლამენტში "კანონშემოქმედებით" წვაში არიან და ფედერაციების ხელმძღვანებლებად პოლიტიკური ნიშნით გამოარჩევენ.

• ალექს

რიკ-ტაფელა რო გქონდა გამართული, არიქა, ნახეთ პორტუგალიას რას უზამენ ბიჭები თქვე ისეთები,ასეთებო და ჩასაფრებულებოო რო ღრიალებდი, ეგებ ბოდიში მოუხადო ახლა იმ ნამდვილ გულშემატკივარს ნაკრების ირგვლივ შექმნილ მდგომარეობას ადეკვატურად რომ აფასებდა!

• რეზო

მგონი ძალიან სასარგებლო მეტოქეებს შევხვდებით.

• rezo

ეს უბრალოდ კიდე ერთი ძვლის გადმოგდებაა აბორიგენებისთვის/ თან ისე ფუთავენ და ჩვენებიც აპრავებენ, გეგონება ამ უნამუსობისთვის თვითონ ხმა არ მიეცეთ! რაც არ უნდა ვიძახოთ, რომ დედა რა კაია, აბა იმას ხო ჯობდაო, ერთი ძაღლი, მეორე მამაძაღლი! დაახლოებით იგივე ისტორიაა- მაისაშვილი რო არ გვინდოდა და ქოქრილი დაგვინიშნეს მაისაშვილის ზედამხედველობის ქვეშ. ნაცრის შეყრაა და მეტი არაფერი. არაფერი სამადლობელი არ გვაქვს არავისი. უბრალოდ ადამიანებად არ გვთვლიან და ეგაა. მეტი არაფერი

• ბოროტი ბეჰემოტი

საბოლოოდ მიგვიჩინეს კუთვნილი ადგილი. აი, ასე იცის მარიხუანითა და დოპინგით გაჟღენთვამ, მაააშ! დადექით ახლა და იძახეთ "რაგბი ჩვენი თამაშია" - ხით, ხით, ხით ...

• ნინი

ბევრი ფაქტორის გათვალისწინებით: გუნდების და თამაშების რაოდენობა, კომერციული საკითხები, თამაშის დონე, ტრადიციები და ა.შ. საკმაოდ ნათელია, რომ ჯერ 6 ერზე დამატება არ არის ბოლომდე რეალური. ამიტომ ეს ტურნირი ძალიან კარგია. ცოტა მოსაბეზრებელი გახდა ევროპის თასის გუნდებთან მუდმივი თამაში, მოტივაციაც, გინდა არ გინდა ეკარგება გუნდს, ახალი ტურნირი კი უკეთესია. ერთადერთი გულდასაწყვეტია, თუ მოვიგეთ, მაინც კიდევ 4 წელი რომ არ გვათამაშებენ 12 ეულის უარეს გუნდთან. აქ კი გაუგებარია, მაგალითად იაპონია, პიჯი, უელსი ან სხვა აქ ბოლოზე თუ გავიდოდა და მოვუგებდით, რატომ არ უნდა გვიშვებდნენ ზემოთ, რა ესეც ტრადიციული ექვსი ერია? მაგრამ თავს ზემოთ ძალა არაა. ეხლა ამ ტურნირით უნდა დაკმაყოფილდეს ნაკრები და ვილოცოთ ურს-ში მიიღონ შავი ლომი, როგორც იწერება, სულ 2 კანდიდატია, ჩვენ და სამხრეთ აფრიკის ჩიტაზიო. ვნახოთ. წარმატებები ჩვენს ნაკრებს, რაგბისტებს და ყველა გულშემატკივარს!

• თოკო

მალე მოვა 2030 ძალიან ნუ დაიგრუზებით. თან 2027-ში მსოფლიოს გამო უბრალო ტესტები იქნება ამის ნაცვლად და 2029-ში ბრიტანელი ლომების ტურნეს გამო არ ჩატარდება ეს ტურნირი და იქაც შეგვეძლება ტიერ 1-თთან.

• გგ

და წინსვლა-განვითარება სადაა? თუ ჩვენივე დონის და, ძირითადად, უარეს გუნდებს ვერკინებით, კლასი რანაირად უნდა ავიმაღლოთ? ივლის-ნოემბრის ტესტებზე ერთ, ან ორ ტოპ გუნდს გვაძლევდნენ-ხოლმე, ახლა ესეც მოგვისპეს. თან გვეუბნებიან, რომ ჩვენდა სასიკეთოდაა ეს ყველაფერი. მადლობა, ბატონებო, დიდად ვაფასებთ თქვენს ამ ნაბიჯს!!!

• zura222

ეგრე რააა ჩხირი კედეელს ! 5-6 წლის წინ ვნატრობდი ასეთ ტურნირს და აქაც დავწერე ჩვენ ექვს ერში არავინ არ მიგვიღებს(როგორც ნატოში და ევროკავშირში)და ძალიან მაგარი იქნება თუ მეორე ხარისხიანი გუნდების 6 ან 8 ერის ტურნირს შექმნიან მეთქი და როგორც იქნა მოიფიქრეს 5 წლის მერე !

ბექა გორგაძე: ამ ყველაფრის გადაყლაპვა ძალიან რთულია

[VIDEO] რეგრესი - საქართველოს ნაკრები რაგბი ევროპის ჩემპიონატის ფინალში პორტუგალიასთან დამარცხდა

"ის, რაც ქარ­თულ რაგ­ბი­ში ხდე­ბო­და, არის აღ­მაშ­ფო­თე­ბე­ლი" - სკანდალი ქართულ სპორტში, WADA-მ ეროვნული ნაკრების 6 მორაგბე დაასანქცირა

[VIDEO] უკვე დუბლი - კვარაცხელიამ "ბაიერნს" ისევ გაუტანა

[VIDEO] კვარაცხელიამ ნოიერს გაუტანა და "ბაიერნთან" ანგარიში გაათანაბრა

პსჟ - "ბაიერნი". გუნდების შემადგენლობები ცნობილია

"შავი ლომი" დიდი 10-ის ნაკრებთან გახურდება

39 წლის უგო ლორისს დეშამი მსოფლიო ჩემპიონატზე წაიყვანს

გორეცკა სერია A-ს უახლოვდება - "მილანმა" კონტრაქტი უკვე გაამზადა

კახა კაჭარავა "ოდიში 1919"-ის სათავეშია - ახალი ამბიციების და გამარჯვებების დრო!

კომპანი პსჟ-ს მხრიდან ქარიშხალს ელის

VIDEO | ეროვნული ლიგა | დინამო (ბთ) 0:3 ტორპედო. ჩვენ ვნახეთ ჩემპიონობის რეალური კანდიდატი...

Geo Team: დავითაშვილისთვის სეზონი დასრულებულია

VIDEO | ეროვნული ლიგა | გაგრა 1-1 მეშახტე. ძელი რომ არა...

რაგბი7 | უმაღლესი დონის გუნდებთან ჰაგუენაუში

ბუნდესლიგის ამომავალი ვარსკვლავი შეიძლება მამარდაშვილის ან კვარაცხელიას თანაგუნდელი გახდეს

ლუის ენრიკე: პსჟ საუკეთესოა, "კვარადონა" - ფანტასტიკური

"ნუ სვამ, გრილიშ, "ნაპიტოკებს", სიბერეში დაგიტოკებს" - ჯეკს აღდგენის თავისებური მეთოდი აქვს

"ძალიან მოტივირებულები ვართ, რადგან მსოფლიოს ერთ-ერთ საუკეთესო გუნდს ვეთამაშებით" - ხვიჩა კვარაცხელიას პრესკონფერენცია

ქუთაისმა თელავი კვლავ დაამარცხა და სერიაში 2:0 დაწინაურდა

"ბავშვივით თამაშობ" - დი კანიომ რაფა ლეაო გააკრიტიკა

დანაკლისი ნიდერლანდების ნაკრებს - ხავი სიმონსი მსოფლიო ჩემპიონატს გამოტოვებს

დიდი მატჩი კვარაცხელიას მონაწილეობით! - ხვიჩა თუ ჰარი?

რაგბი ევროპა | ფინალისთვის შემადგენლობა შეირჩა

[VIDEO] "ბორჯღალოსნებმა" რუმინეთის ნაკრები დაამარცხეს და რაგბი ევროპის ფინალში გავიდნენ!

[VIDEO] რეგრესი - საქართველოს ნაკრები რაგბი ევროპის ჩემპიონატის ფინალში პორტუგალიასთან დამარცხდა

"ბორჯღალოსნები" | ფინალისთვის 35 მოთამაშე ემზადება

რაგბი ევროპა | მე-18-ე ტიტულისთვიის პორტუგალიასთან მადრიდში

ბექა გორგაძე: ამ ყველაფრის გადაყლაპვა ძალიან რთულია