ბრიტანულმა გამოცემამ თაღლითური სქემა გაშიფრა, რომელში მონაწილეობაც ქართველ პროფესიონალ მოკრივეებს ბრალდებათ
ფოტოზე: დერეკ ჩისორამ ბექა ლობჟანიძე დაანოკაუტა

The Sun ექსკლუზიურად ავრცელებს ძალიან სკანდალურ ინფორმაციას, თუ როგორ ყალბდება პროფესიულ კრივში მონაცემები საქართველოსა და სხვა ქვეყნებში, როგორ არიდებენ მოკრივეები თავს სამედიცინო შემოწმებას და ასე შემდეგ. გთავაზობთ ამ ექსკლუზიურ სტატიას, სათაურით "დოპინგების რინგი" (იხილეთ სტატიის ბმული):

"ქართველი ინსაიდერი ამტკიცებს, რომ უცხოელი პროფესიონალი მოკრივეები აყალბებენ თავიანთ სტატისტიკას, რათა ბრიტანელ ჩემპიონებთან მომგებიანი შეხვედრები დაიბევონ. ასეთი თაღლითების მიერ "წამხდარი" ორთაბრძოლების ასეულში მძიმეწონოსან დერეკ ჩისორასა და დილიან უაითთან შეხვედრებიც მოხვდა.

ქართველი მოკრივე აცხადებს, რომ მისი მხოლოდ სამი საშინაო ბრძოლა იყო ნაღდი და მათ არასოდეს გაუვლიათ სამედიცინო შემოწმება. საეჭვოა სხვა ევროპული ქვეყნების მოკრივეების სტატისტიკაც.

Matchroom Boxing მიიჩნევს, რომ ბრიტანელმა მოკრივეებმა, ჯამში, დაახლოებით 100 ორთაბრძოლა გამართეს ისეთ მეტოქეებთან, რომელთაც სტატისტიკური მონაცემები გაყალბებული ჰქონდათ.

პროფესიონალი მოკრივეები ექსსაბჭოთა ბლოკის ქვეყნებში თითო ბრძოლაში საშუალოდ 15 ფუნტს გამოიმუშავებენ, მაშინ, როცა კონტინენტზე ბრძოლაში 2 ათასი ფუნტის გამომუშავებაც შეუძლიათ.

როგორც ამტკიცებენ, მენეჯერები ფალსიფიცირებით აგზავნიან ასეთ მოკრივეებს ბრიტანეთში, როგორც ფულის ტომრებს და შემდეგ მიღებული თანხის დაახლოებით ნახევარს ითვისებენ.

ჩვენი წყარო, რომელიც საკუთარ გვარ-სახელს ფიზიკური ანგარიშსწორების შიშით არ ასახელებს, ამბობს, რომ ეს ნამდვილი სკანდალია.

"საქართველოში ტოპ-მოკრივეები ფალსიფიცირებით ახერხებენ მოწინავე ევროპელ მოკრივეებთან ჩხუბის დაბევებას", - ამბობს იგი.

ჯამში, 89 ბრიტანელი მოკრივე გაება ამ მახეში. ჩისორა და უაითი - ორივე შეხვდა ქართველ მძიმეწონოსან ბექა ლობჟანიძეს, სანამ მათი საჩემპიონო ორთაბრძოლა გაიმართებოდა დეკემბერში მანჩესტერში.

- დერეკ ჩისორამ ბექა ლობჟანიძე 25 წამში დაანოკაუტა [VIDEO]

ჩვენი წყარო ამტკიცებს, რომ ლობჟანიძემ BoxRec.com-ზე გააყალბა თავისი სტატისტიკა, ასეთი მნიშვნელოვანი მატჩები რომ დაებევებინა.

(Sportall.ge: ბექა ლობჟანიძე ცოტა ხნის წინ საქართველოს ჭაბუკთა ნაკრების მწვრთნელად დაინიშნა. იხილეთ ბმული)

ცნობილი პრომოუთერი ფრენკ უორენი განცვიფრებულია:

"ეს საიტი ხომ ჩვენი ბიზნესის ბიბლიაა, შოკში ვარ. ჩვენ სწორედ ამ წყაროს მიხედვით ვარჩევთ სხვადასხვა ქვეყნიდან მეტოქეებს. ამ სტატისტიკას ამტკიცებს ყოველი ქვეყნის ფედერაცია საიტზე. გამოდის, რომ ისინიც გარეულნი არიან. ყველაფერს გავიღებ, რაც შემიძლია, რათა დავეხმარო ბრიტანელებს, დახარისხდეს ყველაფერი".

BoxRec.com-ის ჯონ შეპარდი ამბობს, რომ საიტი ქართულ მხარეს უკვე ბრძოლების ვიდეომტკიცებულებებს მოსთხოვს:

"ასეთი თაღლითობა მართლაც შესაძლებელია. ჩვენ მხოლოდ შავ სიაში მყოფთაგან ვითხოვთ ვიდეოებს, საქართველო კი "ძალიან" შავ სიაშია..."

ენტონი ლივერი Matchroom Boxing-დან ამბობს, რომ თუკი რომელიმე მოკრივე (არამარტო აღმოსავლეთ ევროპიდან) აყალბებს ბრძოლებს, ეს სერიოზული პრობლემაა პროფესიული კრივისთვის. თუკი ეს დამტკიცდა, განგაშის ზარებია შემოსაკრავი".

ბრიტანელ მოკრივეებს, მარტინ მიურეისა და ჯეკ მასისაც გაუმართავთ ბრძოლა ისეთ ქართველ სპორტსმენებთან, რომელთა სტატისტიკაც ეჭვის ქვეშაა. 2015-ში მიურეიმ გიორგი ბეროშვილი დაანოკაუტა, ხოლო მასიმ გოგიტა გორგილაძე შეაჩერა.

ჩვენი წყარო ამბობს:

"მე ვიყავი ამ მოკრივეების "ბრძოლების" ღონისძიებაზე და იქ ისინი არ გამოსულან. თუკი მოკრივე ევროპაში მარცხდება, მას რენომეს აღსადგენად მალევე სჭირდება ბრძოლა, აქ კი საქმეში ერთვებიან ყალბი ოპონენტები".

სხვა სპორტის სახეობებისგან განსხვავებით, პროფესიულ კრივს საერთაშორისო დამრეგულირებელი არ ჰყავს. ზემოთ ნახსენებ საიტზე მენეჯერებს შესაძლებლობა აქვთ, შექმნან თავიანთი მოკრივეების პროფილები, ატვირთონ სხვადასხვა ინფორმაცია და ფოტოები.

ჩვენმა წყარომ დაასახელა ბევრი ყალბი მოკრივე საიტზე, რომელთა პროფილებს არ აქვთ დაბადების თარიღები და ფოტოები, მაგრამ მათ აქვთ ძალიან დიდი უარყოფითი ბალანსი ბრძოლებში.

ქართველი მოკრივე აცხადებს:

"ფედერაციის წარმომადგენლები ხათუნა არონიშიძე და ლელა ადუაშვილი ქმნიან ამ პროფილებს. ისინი ამას სახალხოდაც ამბობდნენ. როცა ოპონენტი მოითხოვს სამედიცინო ცნობას დოპინგზე, ისინი ამასაც აყალბებენ. ზოგჯერ მენეჯერები ექიმების ნაცვლადაც აწერენ ხელს. ისინი იჯიბავენ სულ მცირე, ნახევარ შემოსავალს, რასაც ჩვენ ვიღებთ".

ჩვენმა წყარომ დაასახელა 29 ქართველი მოკრივე, რომლებიც ბრძოლების გაყალბებით ბრიტანეთში პრესტიჟულ ბრძოლებს იბევებენ.

როგორც ჩანს, ეს არ არის მხოლოდ ქართული პრობლემა, იგივე ხდება სლოვაკეთში, ბულგარეთში, ბოსნიასა და ლიტვაში.

შეპარდი ამბობს:

"ჩვენ არ გვაქვს უფლებამოსილება, ჩვენ ხომ პოლიცია არ ვართ. ჩვენ ვცდილობთ უკეთესი სტანდარტების დამკვიდრებას. სამწუხაროა, არ არსებობს საეთაშორისო სტანდარტები, რომლებიც აუცილებლად შესასრულებელი იქნებოდა".

როგორ მოქმედებს თაღლითური სქემა

1. მოკრივის მენეჯერი იხდის 30 ფუნტს BoxRec.com-ის ექაუნთისთვის. შემდეგ აკეთებს "იქს" მოკრივის პროფილს, რომელიც ნამდვილია.

2. მენეჯერი აკეთებს აგრეთვე რამდენიმე ყალბი მოკრივის პროფილს. შემდეგ "იქს" მოკრივეს უგროვდება მოგებები ამ ყალბი მეტოქეების წყალობით.

3. "იქს" მოკრივე მიდის ბრიტანეთში ბრძოლის გასამართავად, შესანიშნავი სტატისტიკით.

4. იქ მარცხდება, მაგრამ იღებს 500-2000 ფუნტს, რომლის ნახევარი რჩება მენეჯერებს.

5. "იქს" მოკრივის პროფილი მარცხის მერე ახალი "გამარჯვებებით" ივსება.

P.S. Sportall.ge შეეცდება, მოგვიანებით გაგაცნოთ სკანდალურ სტატიაში მოხსენიებულ პირთა პოზიციებიც

fraternity
სქემა მართლაც ისეთია ქართველზე რომაა ზედგამოჭრილი, მაგრამ თანხები მართლა საეჭვოა. 30 ფუნტი, ამას პლუს ფეიკი მოკრივეების რეგისტრაციის ხარჯები, მინიმუმ 150 ფუნტი, შემდეგ ბრიტანეთში გამგზავრების ხარჯები თავის გუნდიან მენეჯერიან სეკუნდანტებიანად და იქ რამდენიმე დღით გაჩერება სანამ ბრძოლა გაიმართება მემგონი ბევრად მეტი უნდა დაჯდეს ვიდრე ამ სტატიაში დასახელებული მაქსიმალური თანხა 2000 ფუნტია.
ebbe sandi
მეტს რას უნდა ელოდო თქვენგან
სსს 21
"გრუშად" რომ დაიქირაო მძიმე წონოსანი რუსეთში 2 000 დოლარს აძლევენ კვირაში..მოსმენილი მაქვს რუსი კომენტატორის მიერ კრივზე გადაცემის დროს..ქვეთ მოყვანილი თანხები რაღაც საეჭვოდ წერია
გავაზელი
თანხები ხომ არ გეშლებათ? 500 ან 1000 ფუნტის გამო ამხელა მაიმუნობას რა აზრი აქვს?
ეჰ-ს
ნახე ამ ლობჟანიძის ბრძოლები იუთუბზე და ყველაფერს მიხვდები, ტიპს ერთ მოქნევაზე ნოკაუტში აგდებენ, სირცხვილია ამ ტიპის სპორტსმენობა და საქართველოს სახელით გამოსვლა...
ეჰ
როგორც ყველგან, ესეც დასამტკიცებელია, მაგრამ გუმანი და ინტუიცია რომ მეუბნება ეს ყველაფერი 100%-ნი სიმართლეა მაგას რა ვუყო??? :((
aliko
მოკლედ, სადაც ქართველმა ფეხი დადგა, ყველგან ფაერი გააფუჭა. ამათ ევროპაში კი არა, უგანდის მიგდებულ პროვინციაშიც არ უნდა შეასუნიო.
გოგია
რავა ყველგან და ყველაფერში "გავბრწყინდით"!
ბერლინში დაუმარცხებელი ჩეჩენი მოკრივე მოკლეს
24 მაისს თბილისში, ახალ სპორტის სასახლეში პროფესიონალური კრივის დიდი შოუ გაიმართება!
ლეგენდარული ჯორჯ ფორმენი 76 წლის ასაკში გარდაიცვალა
გუგეშაშვილი "პაოკში" წარადგინეს - ძირითადი მეკარე გუნდს ტოვებს
38 წლის ჟირუ MLS-დან ლიგა 1-ში ბრუნდება - ცნობილია სად ითამაშებს ვეტერანი
ილია თოფურიამ სასურველი მეტოქე დაასახელა
"ამ ფეხბურთელს ვაღმერთებ" - ბრედ პიტი
[VIDEO] "რეალის" ლამაზი გოლები "ზალსბურგთან" - ალონსოს გუნდმა ჯგუფში პირველი ადგილი დაიკავა და "იუვენტუსს" შეხვდება
"ლივერპულმა" "ნაპოლის" თავდამსხმელი ძვირად დაუფასა
"დილა" სუპერთასის პირველი ფინალისტია
Tutto Juve: ეს შანსი გამოსაყენებელია - მიქაუტაძის შეძენის სურვილი იტალიურ გრანდსაც აქვს
ლუნინი "რეალს" მხოლოდ ერთ შემთხვევაში დატოვებს
ფედელე: კვარაცხელიას შეცვლა? - მხოლოდ ღმერთის იმედი უნდა გვქონდეს
2022 წლის შემდეგ პირველად - ნიკოლოზ ბასილაშვილი უიმბლდონის ძირითად ბადეში ითამაშებს
რონალდომ "ალ ნასრთან" კონტრაქტი გაახანგრძლივა
ისტორიული დაპირისპირება: საქართველო ირლანდიის წინააღმდეგ მიხეილ მესხის სტადიონზე - ემოციები და მოლოდინები
კასანომ "ნაპოლის" კვარაცხელიას შემცვლელი ურჩია
"ალ ნასრმა" სტეფანო პიოლი გაათავისუფლა
"მანჩესტერ იუნაიტედმა" და "ჩელსიმ" შესაძლოა ფეხბურთელები გაცვალონ
ზაზა ფაჩულიას აკადემია 14-წლამდელთა ჩემპიონატის გამარჯვებულია | მენსანა ვერცხლს დასჯერდა
"თუ მოიგებ, ოქტაგონს შენი სახით მოვწმენდ" - რატომ დაუპირისპირდნენ თოფურია და ცარუკიანი ერთმანეთს?
ქომაგის რეაქცია, მას შემდეგ, რაც დრაფტზე მისმა გუნდმა რუსი კალათბურთელი აირჩია - ვიდეო სოციალურ ქსელში ვირუსულად ვრცელდება [VIDEO]
მესიც საუდის არაბეთში? - "ალ ჰილალის" პრეზიდენტმა მოლაპარაკებები დაიწყო
დერეკ ჩისორამ ზედიზედ მეოთხე მოიგო
MMA-ში რამდენიმეს დავანოკაუტებ და კრივს დავუბრუნდები - დერეკ ჩისორა MMA-ში გადასვლისთვის ემზადება [PHOTO]
დერეკ ჩისორა: სადამდე ვუცადო უსიკს, Bellator-ში ვიჩხუბებ
ევროპის ახალგაზრდული ჩემპიონატი: ქართველების ორი ვერცხლი და ერთი ბრინჯაო
საქართველოს კრივის ეროვნული ნაკრების მთავარ მწვრთნელად შალვა დუნდუა დაინიშნა
ქართველი მოკრივეები რიოს სალიცენზიო ტურნირებისთვის მზადებას თბილისში იწყებენ
დერეკ ჩისორამ ბექა ლობჟანიძე 25 წამში დაანოკაუტა [VIDEO]
ფოტო-NEWS: მეეზოვე ჩისორა
ბექა ლობჟანიძე ლონდონში დერეკ ჩისორას ეჩხუბება
ახალგაზრდა მოკრივეთა მსოფლიოს პირველობისთვის საქართველოდან ექვსეული ემზადება