დავით წიკლაური: "ამ მოკრივეებს გამოცდილებაც აქვთ და მოტივაციაც, საპრიზო ადგილებისთვის იბრძოლონ"
17-27 ნოემბერს სანკტ-პეტერბურგი ახალგაზრდა მოკრივეთა მსოფლიოს პირველობას უმასპინძლებს. ამ შეჯიბრებისთვის საქართველოს ექვსი წარმომადგენელი ემზადება: სახილ ალახვერდიევი (49 კგ), ოთარ ნავერიანი (56), ესკერხან მადიევი (64), არტიომ იორდანიანი (81), ნიკოლოზ ბეგაძე (91) და გიორგი ჭიღლაძე (+91).

- ახალგაზრდების მსოფლიოს პირველობა სეზონის ბოლო საერთაშორისო ტურნირია და ჩვენთვის ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს, - გვითხრა საქართველოს კრივის ეროვნული ფედერაციის პრეზიდენტმა დავით წიკლაურმა. - მწვრთნელების - ბეჟან ჭიჭინავას, ილია ტლაშაძისა და გოჩა რუსიას ხელმძღვანელობით, ბიჭებმა ორკვირიანი საწვრთნელი შეკრება ბორჯომში გაიარეს. მათ ეხმარებოდნენ ეროვნული ნაკრების მწვრთნელები - თემურ ოჩიგავა და ბექა ლობჟანიძე.

მთავარი ყურადღება ფიზიკურ მომზადებას ექცეოდა. ცხადია, რინგზეც ინტენსიურად მუშაობდნენ - თითოეული ვარჯიში ორ საათზე მეტხანს გრძელდებოდა.

ახლა ნაკრების წევრები თბილისში კრივის კლუბ დკდ-ში განაგრძობენ წვრთნას. მზადებაში მთელი მწვრთნელთა საბჭოა ჩართული, რომ მოკრივეთა ენერგიის სწორად განაწილება და რინგამდე უშეცდომოდ მიყვანა შევძლოთ.

ეს ბიჭები წლეულს ანაპაში ახალგაზრდების ევროპის ჩემპიონატში მონაწილეობდნენ. ესკერხან მადიევმა ყველა მეტოქეს აჯობა და ოქროს მედალი მოიპოვა, სახილ ალახვერდიევმა და ოთარ ნავერიანმა მხოლოდ გადამწყვეტი ორთაბრძოლები დათმეს და მეორე ადგილებზე გავიდნენ, გიორგი ჭიღლაძემ ბრინჯაოს მედალი დაიმსახურა, ნიკოლოზ ბეგაძე ახალგაზრდებში 2015 წლის ევროპის ჩემპიონია.

ასე რომ, ამ მოკრივეებს გამოცდილებაც აქვთ და მოტივაციაც, ნევისპირა ქალაქში საპრიზო ადგილებისთვის იბრძოლონ. დარწმუნებული ვარ, საამისოდ არაფერს დაიშურებენ, მით უმეტეს, რომ გაისად ისინი უფროსებში გადაინაცვლებენ. ეროვნულ ნაკრებს ღირსეული ცვლა ეზრდება.

(იბეჭდება მცირე ცვლილებით)

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

"ქართველებო, თქვენი დანაკარგის გამო გისამძიმრებთ" - უკრაინელი უსიკი ილია II-ს გარდაცვალებას გამოეხმაურა
[VIDEO] გურული დაუმარცხებელია - ლაშამ პროფესიონალურ კრივში მესამე გამარჯვება მოიპოვა!
[VIDEO] ჯოშუამ კრივის ღირსება დაიცვა - ენტონიმ ჯეიკ პოლს ყბა მოტეხა
გადაწყდა - მოურინიო "რეალის" მწვრთნელი გახდება
ალბანეთის ნაკრებს ახალი მთავარი მწვრთნელი ჰყავს
[VIDEO] ორი ოვერტაიმი და საოცარი ვემბანიამა - "სან ანტონიომ" "ოკლაჰომა" დაამარცხა
რუნი: სლოტმა სალაჰი სტადიონთან ახლოსაც არ უნდა მიუშვას
"მოედანზე ჩემპიონთა ლიგის ფინალზე ფიქრით გავედით" - საფონოვმა მარცხის მიზეზი განმარტა
დავითაშვილის "სენტ-ეტიენმა" "ნიცასთან" შეიძლება ცარიელ სტადიონზე ითამაშოს
გოჩოლეიშვილმა "ჰამბურგი" დატოვა
ვსა საქართველოს 22-წლამდელთა ჩემპიონატის გამარჯვებულია!
[VIDEO] გთხოვთ, მაპატიეთ, შეცდომა დავუშვი" - გრიზმანმა "ბარსელონაში" გადასვლის გამო "ატლეტიკოს" ფანებს მოუბოდიშა
დემბელე ტრავმირებულია - ემუქრება თუ არა ფრანგს ფინალის გამოტოვება?
ზედიზედ მეორედ - შეი გილჯეს-ალექსანდერი NBA-ის სეზონის MVP გახდა
[VIDEO] გოლი და საგოლე პასი - მესი MLS-ში ბრწყინავს
სინერის 29-ე ტიტული - იტალიელი რომის მასტერსის გამარჯვებულია
[VIDEO] შენგელიას "ბარსელონამ" შერმადინის "ტენერიფე" დაამარცხა
როგორი შეფასებები მიიღეს პსჟ-ს ფეხბურთელებმა "პარიზთან" მატჩში?
ქართველების "მეცი" "ნიცას" ფრედ ეთამაშა
[VIDEO] კვარაცხელიას 58 წუთი - პსჟ "პარიზთან" დამარცხდა
მიქაუტაძე არ ათამაშეს - "ვილიარეალმა" ისევ წააგო
VIDEO | ეროვნული ლიგა | სამგურალი 0-0 სპაერი. ირბინეს, სცადეს და მეზობლებად დარჩნენ...
"პარიზთან" მატჩში პსჟ-ს შემადგენლობა ცნობილია
"კარგა ხანს არც მჯეროდა ჩემზე თუ საუბრობდა, იმდენად გამაოგნებელი იყო" - დავით წიკლაური თეა წულუკიანის ბრალდებას პასუხობს
საქართველოს მოკრივეთა გუნდმა უნგრეთის ტურნირში ვერცხლი და ორი ბრინჯაო მოიპოვა
მსოფლიოს გზა ევროპაზე გადის - ინტერვიუ შალვა დუნდუასთან
უნგრეთში, იშტვან ბოშკაის მემორიალში საქართველოს ნაკრები 8 მოკრივით გამოვა
მინსკი 2019: ქართველი სპორტსმენების 21 ივნისის განრიგი
კულტურისა და სპორტის მინისტრმა ძალოსნებს, მორაგბეებს, მოკრივეებსა და ძიუდოისტებს საერთაშორისო წარმატებები მიულოცა
ქართველი მოკრივე ოლიმპიადის მეოთხედფინალშია! [VIDEO]
საქართველოს მოკრივეთა ნაკრები უკრაინაში ევროპის ჩემპიონატზე გაემგზავრა
კრივი. მსოფლიოს ჩემპიონატი: ერანოსიანმა ბრინჯაო გაინაღდა, წინ 1/2-ფინალია!
ესკერხან მადიევი: მომავალშიც საქართველოს სპორტულ ღირსებას დავიცავ
დავით წიკლაური: ასეთი წარმატება ქართულ კრივს დიდი ხანია, არ ჰქონია
ევროპის ახალგაზრდული ჩემპიონატი: ქართველების ორი ვერცხლი და ერთი ბრინჯაო
მინსკი 2019: ქართველი მშვილდოსნები და მოკრივეები წარმატებულად ასპარეზობენ
ქართველი მოკრივე ჭაბუკების ერთი ოქრო და ორი ბრინჯაო ევროპის პირველობაზე
მეტი სიახლე და გამოცდილება - ინტერვიუ დავით წიკლაურთან
საქართველო ძალიან შავ სიაში - The Sun-ის სკანდალური სტატია ქართველ მოკრივეებზე
თუშიშვილი vs რინერი და ნახევარფინალის შანსი კრივში - 30 ივლისის პრევიუ
საქართველოს კრივის ეროვნული ნაკრების მთავარ მწვრთნელად შალვა დუნდუა დაინიშნა
უპირველესად, ცხადია, ქართულ კრივს მივხედავთ - დავით წიკლაურის ახალი ამპლუა
დერეკ ჩისორამ ბექა ლობჟანიძე 25 წამში დაანოკაუტა [VIDEO]
ქართველი მოკრივე სახელოვან რუსთან დამარცხდა
U22. ევროპის ჩემპიონატი: საქართველოს მოკრივეთა ნაკრების წარმატებული სტარტი
კრივი. ევროპის 18-წლამდელთა ჩემპიონატი: ანტალიაში შვიდეული იბრძოლებს
ევროპის ჩემპიონატი. 1/8-ფინალი: ოთარ ერანოსიანის და იაგო კიზირიას წარმატება [VIDEO]
ქართველი მოკრივეები რიოს სალიცენზიო ტურნირებისთვის მზადებას თბილისში იწყებენ
ბექა ლობჟანიძე ლონდონში დერეკ ჩისორას ეჩხუბება
საქართველოს ახალგაზრდა მოკრივეებმა უკრაინაში თითო ოქრო, ვერცხლი და ბრინჯაო მოიპოვეს