"ბორჯღალოსნებმა" "რაგბი ევროპის ჩემპიონატის" III ტურის შეხვედრა სტუმრად ესპანეთის ნაკრებთან გამართეს
4 მარტს, საქართველოს მორაგბეთა ეროვნულმა ნაკრებმა "რაგბი ევროპის ჩემპიონატის" III ტურის შეხვედრა სტუმრად ესპანეთის ნაკრებთან გამართა და დაძაბულ ბრძოლაში, ანგარიშით 20:10 გაიმარჯვა.

დაბა მედინა დელ კამპოში პირველი ტაიმი სულაც ესპანელებმა მოიგეს, რომლებმაც ანგარიში უკვე მე-2 წუთზე, ბრედლი ლაინკდეიტერის ზუსტი საჯარიმოთი გახსნეს. გათანაბრებმა მერაბ კვირიკაშვილს სამიოდე წუთში შეეძლო, თუმცა "ბორჯღალოსნების" ცენტურიონმა, რომლისთვისაც ეს ეროვნულ გუნდში გამართული 101–ე შეხვედრა იყო, საპასუხო საჯარიმო ვერ გაიტანა.

"მეკომ" მეორე შანსი ხელიდან აღარ გაუშვა და 23-ე წუთზე წონასწორობა მაინც აღადგინა.

ამას ესპანელთა მწვავე იერიში მოჰყა და შედეგად საქართველოს ნაკრებმა მიმდინარე ჩემპიონატში პირველი ლელო მიიღო. 27-ე წუთისთვის ჩვენს ჩათვლის მოედანში ბურთი ილაიტია გავიდიმ დაამიწა, ლაინკდეიტერმა კი გარდასახა - 10:3. შესვენებამდე ანგარიში აღარ შეცვლილა.

მეორე ტაიმის საწყის წუთებში "ბორჯღალოსნებმა" მასპინძელთა ჩათვლის მოედანში ბურთი ზედიზედ ორჯერ დაამიწეს, თუმცა მსაჯმა ლელო არც შალვა მამუკაშვილს ჩაუთვალა, არც – ლაშა ხმალაძეს. აი, 49–ე წუთზე კი ვასილ ლობჟანიძის პასის შემდეგ გიორგი თხილაიშვილის ლელო საეჭვო აღარავისთვის ყოფილა. კვირიკაშვილმა გარდასახა და ანგარიში კვლავ გათანაბრდა – 10:10.

59–ე წუთზე "ბორჯღალოსნები" ანგარიშში დაწინაურდნენ კიდეც. ლელოს ავტორი კი იოსებ მათიაშვილი გახდა, რომლისთვისაც ესპანელებთან მატჩი სადებიუტო იყო მთავარ ნაკრებში. კვირიკაშვილმა გარდასახა და ანგარიში 10:17 გახდა საქართველოს ნაკრების სასარგებლოდ.

72-ე წუთისთვის ესპანელები კაცნაკლულნი დარჩნენ, საბოლოო ანგარიში კი კვირიკაშვილმა ზუსტი საჯარიმოთი ბოლოსწინა წუთზე დააფიქსირა - 20:10.

აღსანიშნავია, რომ "ბორჯღალოსნების" შემადგენლობაში, მათიაშვილთან ერთად, ბადრი ლიპარტელიანის დებიუტი შედგა.

საქართველოს მორაგბეთა ეროვნული ნაკრები "რაგბი ევროპის ჩემპიონატზე" მომდევნო შეხვედრას 12 მარტს, თბილისში, რუსეთის ნაკრების წინააღმდეგ ჩაატარებს.

საქართველოს ნაკრებმა ესპანეთთან ამ შემადგენლობით ითამაშა:

მერაბ კვირიკაშვილი, იოსებ მათიაშვილი, დავით კაჭარავა, მერაბ შარიქაძე, ალექსანდრე თოდუა, ლაშა ხმალაძე, ვასილ ლობჟანიძე, გიორგი თეთრაშვილი, შალვა მამუკაშვილი, სოსო ბეკოშვილი, გიორგი ნემსაძე, კონსტანტინე მიქაუტაძე, ოთარ გიორგაძე, გიორგი თხილაიშვილი, ლაშა ლომიძე.

სათადარიგოები: ჯაბა ბრეგვაძე, თორნიკე მატარაძე, ლაშა ტაბიძე, გიორგი ცუცქირიძე, საბა შუბითიძე, გიორგი ბეგაძე, ბადრი ლიპარტელიანი, ბექა წიკლაური.

dk
საქართველოს ვულოცავ გამარჯვებას. რაც შეეხება თამაშს, თამაში პირველ ტაიმში არ გამოგვდიოდა, იღბალი გვაკლდა და ალბათ სხვა ყველაფერთან ერთად ესპანეთში ხანგძლივმა ყოფნამ ფსიქოლოგიურად მოგვადუნა.
სოსო
მე-ს.მე,გეთანხმები და ერთს დავამატებ,ჩვენი ბიჭები შეტევაში ბურთს გაჩერებულები იღებენ,ეს კი ძალიან ამცირებს კონტაქტში დარტყმის ძალას და სისწრაფეც იკარგება.
ლაშა
Me სწორი ანალიზია და გეთანხმები. უაზრო აჟიოტაჟი არაფერში გვჭირდება. სწორედაც რომ საჭირო გზით ვანვითარებთ რაგბს.
me
მინდა დავამატო, რომ ჩვენ ამ ეტაპზე ამ ჯგუფში არაფერი გვაქვს დასამტკიცებელი ყველამ იცის საქართველო #1 ფავორიტია და საქართველოს ა ნაკრებიც #1 ფავორიტია, როგორც აღმოჩნდა ამ ფორმაციის ნაკრებს ვერ დაარქმევ სხვა სახელს, ამ თამაშს, რომ მოვიგებდით ეჭვის საფუძველი არ გვქონია მიუხედავად იმისა, რომ პირველი ტაიმი წავაგეთ ნათლად ჩანდა ტაქტიკა მიწოლით არ გვინდოდა თამაში, 5 მეტრიან შერკინებაში არ მივაწექით ბოლომდე არ შევიყვანეთ ესპანეთი ლელოში, მიუხედავად იმისა, რომ აშკარად ვჩაგრავდით მათ შერკინებას, არც მოლი დავაყენეთ აუტების შემდეგ, რაც ყოველთვის კეთდება საქართველოს ნაკრების თამაშში ვეცადეთ გვეთამაშა სწრაფი, რაგბი, რაც არ გამოვიდა ამის მიზეზი არ არის მარტო ჩვენი ხელიდან ბურთის ვარდნა ამას ემატება ესპანელებისთვის მსაჯის მიერ მიცემული თავისუფლება რაქში და ჯარიმების "ხეირის" დროის ჩვენთვის გაუქმება. ამას ემატება ძირითადი ბირთვის გამოუცდელობა და ალბათ კაპიტნის ცოტა არაკაპიტნური საქციელი(ნემსაძეს ვგულისხმობ) ძალიან კარგი მორაგბეა, მაგრამ ძალიან მოეშალა ნერვები მსაჯის საქციელზე ეს არ ეკადრება მას აყვნენ პატარებიც და ხასიათი გაუფუჭდათ, საქართველო კიდე ხასიათის გუნდია გაგახსენებთ ნამიბიასთან მატჩს მსაჯმა არ ჩათვალა 2 ლელო და ხასიათი გაგვიფუჭდა მერე ვერ ვითამაშეთ. მომწონს ახალი დამატებული ბიჭები კარგ რაგბს თამაშობენ დინამიკაში იღებენ ბურთს და ერთმანეთს და ბურთს გრძნობენ ეს კარგია,მეტს ველოდები ლომიძისგან ძალიან მოუკლო არ შედის სწორად კონტაქტში ბურთს ხშირად აგდებინებენ ხელიდან და ვერც მაღალ ბურთზე თამაშობს, მოუკლო ვასკამაც ან შეუთამაშებელი იყო იმედია. მინდა ერთი დავამატო ნუ გავაკრიტიკებთ ჩვენს ნაკრებს ცუდათ ნათამაშები მატჩისთვის ეს არის საწვრთნელი თამაშები თუ აქ კრიტიკას ავტეხთ ცუდი მატჩისთვის (წაგებას არ ვგულისხმობ არ უნდა წავაგოთ მოგება არაფერს გვაძლევს წაგება ბევრს გვაკარგინებს რისკი უნდა გავთვალოთ)მწვრთნელი იძულებული იქნება მინიმუმამდე დაიყვანოს ექსპერიმენტები, როგორც გულდში ისე ტაქტიკაში და ეს ცუდია განვითარებისთვის, როცა მოვიდა ჰეიგი თქვა სხვა დონეზე უნდა ავიდეთო და შეასრულა კიდეც ეხლა სხვა დონეზე უნდა ავიდეთ ამიტომ არსენალში იარაღი უნდა დავიმატოთ ერთი ისრით ომში ვერ წავალთ, რაც გინდა დავჩაგროთ ყველა შერკინებაში ეს მაინც სტატიკური ნაწილია, კი დავჩაგრეთ შოტლანდია შერკინებაში ,მაგრამ წავაგეთ თან მაგრად. შერკინებას უნდა დავუმატოთ რაქის სწრაფი გაწმენდა, ხაზის გაჭრა და კაცზე სწორად მიყოლა ამას ვსწავლობთ და ვაცადოთ. რუსეთთან და რუმინეთთან იქნება ალბათ ტესტი ან მარტო რუმინეთთან. მითუმეტეს რუმინეთს შარშანდელი სირცხვილი აქვს ჩამოსაბანი და წლევანდელი გერმანიასთან წაგებაც ზედ დამატებული.
რამაზ
vato-ს "ა" ნაკრები სახელად შეიძლება დაერქვას და ნებისმიერი შემადგენლობით ათამაშო. რამდენადაც ვიცი ჩვენი ნაკრები ამერიკულ ტურნეში არგენტინა/აშშ/კანადას პირველი ნაკრებით ეთამაშებიან რადგანაც რეიტინგში სხვაობა ზღვარზე ნაკლებია, ხოლო ბრაზილიასთან სწორედაც რომ "ა" ნაკრების სახელით იქნებიან.
irakli Apkhaidze
ეს ყველაფერი გასაგებია და მისაღები, ახლაა დრო ექსპერიმენტების და გამოცდების, თუ ჩავარდნაა ახლა ჯობია იყოს, მაგრამ 7 კაცა რაგბზე რატო არაფერს .... რაგბის კავშირი? ლოს-ანჟელესის ტურნირი რატო გამოვტოვეთ და ოლიმპიური სახეობა რომ არის და ბევრი ჩვენზე უკან მდგომი ქვეყანა ამ სახეობას ანვითარებს ჩვენ სად ვართ?
glaxuna
რაგბის გულშემატკივრებო,ქართველებო უნდა გავითვალისწინო რომ დღეს ყველა ე რ ი ცდილობს განვითარებას-გამძლავრებას,გაცილებით უკეთესი შედეგების დადებას. რაგბი ძ ა ლ ზ ე ძლიერი,შეიძლება ითქვას თანამედროვეობის ყველაზე სრულყოფილი სპორტია. შესაძლებლობა თითოეული ერისათვის,რომ თავისი შინაგანი, ფიზიკური,ინტელექტუალური... ენერგია და ძლევამოსილება გამოამჟღავნოს და მით ი ა მ ა ყ ო ს. რა გასაკვირია რომ ძალზე კარგად ვითარდებიან,განსაკუთრებით მრავალრიცხოვანი და ძლიერი ეკონომიკის მქონე ერები ?! ფ ა ქ ტ ი ა -თუ ფეხბურთს ფინანსებს და ამ ფინანსების შოუებს ჩამოვაშორებთ..ნ ო მ ე რ 1-ლი სპორტია დღეს,ანუ 21-ე საუკუნის კაცობრიობის ნომერ 1-ლი სპორტი! დღესდღეობით ჩვენვის საჭიროა რეგბის სისტემური და ფინანსური განვითარება-განმტკიცება შეუქცევადი იყოს ,რომ მ ყ ა რ ი და მტკიცე შევიქმნათ ამ ძლიერ სპორტის სახეობაში...ამიტომ საჭიროა დღეს ახალგაზრდების გამოცდა და უნდა გვესმოდეს,რომ ჩავარდნებიც შეიძლება იყოს,მთავარია შეცდომების გაანალიზება და გ ა ნ ვ ი თ ა რ ე ბ ა შეუქცევადი იყოს! გუშინ კარგი თამაში ვერ გამოვიდა,მაგრამ ბიჭებმა მ ო ი გ ე ს და პატივი უნდა ვცეთ და მშვიდად უნდა შევხდეთ ,რომ მომავალში შეცდომებზე გაათმაგებით იმუშავონ და ძლიერი და ხარისხიანი თამაშები აჩვენონ და ეს ასე იქნება(!) ხო,5 ერისათვის-აც უ კ ვ ე მზად ვართ და დღესაც რომ შევიდეთ,მომავალი წლიდან უკვე მთელი ძალებით გვეთამაშებიან ,,დიდი ბიჭები,, და დამარცხებებსაც მიიღებენ,მაგრამ ეს დ ა მ ს ა ხ უ რ ე ბ ა ჯერ-ჯერობით არა მ ა რ ტ ო ქართული რაგბის მეორნეობის,ორგანიზებულობის,ჩადებული ფინანსების,მენეჯმეტის,ეროვნული ჩემპიონატების ხარისხის,არამედ მეგობარი ერების: ფრანგების და ბრიტანელების,იქ რომ არ თამაშობდნენ ქართველები,ამ დონეს ვერ მივაღწევდით...საჭიროა შიდა ეროვნული ჩემპიონატის კიდევ უფრო მაღალ საფეხურზე აყვანა და ამ მკმართულებით დაუცხრომნელი მუშაობა!
გოგი ქუთაისელი
პირველია თუ დუბლიორები თამაში არ მომეწონა!
vato
კონკურენცია კარგია რაც უფრო გაძლიერდებიან რაგბი ევროპის გუნდები მით უკეთესი ჩვენთვის. ა ნაკრებით თამაში ალბათ არ გვაწყობდა იმიტომ რომ ჩვენი ა ნაკრები ისე ვერ მოუგებს ამ გუნდებს როგორც შერეული ნაკრები. დიდი მოგებები აუცილებელია იმიტომ რომ წნეხი გავზარდოთ 6ერზე. პარალელურად ყველა მოთამაშეც უნდა გამიოიცადოს და შეთამაშდეს ნაკრებთან. ასე რომ რაგაც შუა გზა ავირჩიეთ რაც ჩემი აზრით სწორია ამ ეტაპზე. ახალი რაგბის უნიფორმა ძაან მაგარი გამოვიდა!
bacho
გილოცავთ ყველას.მაგრამ 6 ერზე რომ გვაქვს პრეტენზია ცოტა გამართული რაგბი უნდა ითამაშო.ასეთი ცუდი თამაში დიდი ხანია არ მიყურებია.კი მსაჯი აზრზე არ იყო რას აკეთებდა მარა როსა საქართველო ხარ და ესპანეთს ეთამაშები მსაჯებზე არ უნდა გიწევდეს ლაპარაკი ისე უნდა უგებდე.ასეთი თამაშით იტალიაც კი მოგვიგებს 40 ქულით მინიმუმ
რამაზ
მარტო ჩვენ ხომ არ ვცდილობთ განვითარება/წინსვლას? ესპანელებმა ნახევრადესპანელი ფრანგების ნატურალიზაციაზე აიღეს გეზი, გერმანელებსაც თავისი რეცეპტებით აგერ რუმინეთს მოუგეს. გუნდს შეიძლება თამაში არ წაუვიდეს, მითუმეტეს რომ თუ მთავარ პრიორიტეტად 2019 წლის მსოფლიო ჩემპიონატია გუნდის გადასახალისებლად ექსპერიმენტების ჩატარება აუცილებელია. მთავარი პრობლემა ის არის რომ ევროპის ჩემპიომატში ნებისმიერი წაბორძიკების ანუ არმოგების შემთხვევაში რეიტინგში დიდ დანაკლისს მივიღებთ. მაგალითად ესპანეთთან ეხლა ფრე რომ დამთავრებულიყო 1.000 ქულას (ანუ ე.წ. ათას წერტს) დავკარგავდით. მოვიგეთ და არაფერი მოგვმატებია, ხოლო რომ წაგვეგო 2000 წერტს დავკარგავდით. რუსეთთან თამაშის შედეგიც ასეთივე იქნება. ერთადერთი რუმინეთთან შეგვიძლია ქულების აღება ისიც წაგების შემთხვევაში გაცილებით მეტს დავკარგავთ ვიდრე მოგების შემთხვევაში მოვიგებთ. ჩვენს ფედერაციას (ყოველი შემთხვევისთვის შეეცადონ მაინც) ევროპის ჩემპიონატზე საქართველოს "ა" ნაკრები უნდა გამოეყვანა ისე როგორც არგენტინა მონაწილეობს ამერიკის ჩემპიონატში - აშშ, კანადასა და ყველა დანარჩენს 13.000-ზე მეტი წერტით უსწრებს და აქედან გამომდინარე "ა" ნაკრებს ათამაშებს.
მმმ
ესპანელებსაც ნუ დავუკარგავთ გარჯას. საკმაოდ გამართულად ითამაშეს.თუ ჩვენ ვუმატებთ, არც სხვები სხედან ტყუილად. ეს ფაქტია,,მაგრამ ჩვენს შეცდომებს არ ამართლებს -შეტევაში მოვიკოჭლებთ და თუ კვირიკაშვილის, კაჭარავას და შარიქაძის სათადარიგოები არ გვეყოლება, შორს ვერ წავალტმ
Me
ნუ იტყვით ესპანეთი არც ისეთი სუსტია საფრანგეთის ლიგებიდან მიდის ექსპორტი თან არ მგონია 6ერზე, თუ გვათამაშეს ექსპერიმენტები ვატაროთ შემადგენლობაში და ტაქტიკაში ხო ნახეთ მოლს არ ვაყენებდით და 5 მეტრიანი შერკინებით ლელოში არ შევათრიეთ. ახლების სტილი ძალიან მომწონს მაგრამ გამოცდილება აკლიათ. ლომიძე ფიზიკურად კარგია მაგრამ სუსტია ყველაფერში კაცზე მისვლა არ იცის ბურთს ვერ იმაგრებს და დაკიდებულ ბურთს ვერ იჭერს, აუტებზე კარგია ნამდვილად.
დევნილი კოლხი
როცა, ფაქტიურად, მეორე ნაკრებით ესპანეთის ძირითად ნაკრებს ესპანეთშივე მოუგებ, ეს ცუდ თამაშად არ შეიძლება, რომ მივიჩნიოთ. ყოჩაღ, ბიჭებო!
Geo
ერთი ცუდი თამაშით ნუ განსაძღვრავთ რას ვიმსახურებთ და რას არა. წარმატებები ბიჭებს.
Irakliy
რუსეთს ამ შემადგენლობითაც მოვუგებთ. აი რუმინეთთან კი გაძLიერება მოგვიწევს. არაა რუმინეთი მთლად ჩამოსაწერი
Irakliy
თენგიზ გაგუას შერკინების მოთამაშეს, მით უფრო პირველ ხაზს, გიპის გარეშე თამაში არ გამოუვა. იმიტიმ რომ ჰანთან ერთად წონა სჭირდება. და კუნთებზე თუ მიდგა საქმე, ჩვენ ბიჭებზე ფიზიკურად ძლიერი მსოფლიოში ძალიან ცოტაა. რაც შეეხება თამაშს, საშინლად ვითამაშეთ. გასსმართლებლად არც ცუდი მინდორი გამოდგება და არც მსაჯობა.
ragbi rugbi
მმმმ, ახალგაზრდების თამაშის ხარისხი იმდენად ჯობია ძველგაზრდებისას რომ, რომ არა ამ ბიჭების უსაზღვრო ამაგი საქართველოს წინაშე, შეიძლება მათი მოედანზე გამოსვლისს წინააღმდეგაც წავსულიყავით :D
აკინ
ასეთი კეთილშბილი არბიტრი ნამიბიასთან თამაშის მერე არ მინახია ნუ გინება არ შეიძლება ამ კომენტარში თორემ ძალიან კარგიც იყო არბიტრი მაგი არ მოესწრო მეტ მსაჯობას წყევლა შეიძლება ალბათ მგონი ნუ სანამდე შეიძლება გაგრძელდეს ეს უმსგავსობა და ნუთუ არ შეიზლწბა კვალიფიციური მსაჯთა ბრიგადა მსახურობდეს ამ ტურნირზე სადაც საქართველო არის მეგა ვარსკვლავი და არბიტრებს ამის შემჩნევა ძალიან არ უნდათ და ათასგვარ მარაზმსს ჩადიან თუ არსებობსს რამე მექანიზმი ეს თამაში უნდა გააპროტესტოს რაგბის კავშირმა ეს მატჩი იყო საუკეთესო მაგალითი იმისა თუ როგორ არ შეიძლება მსაჯობა მე მეგონა რომ დამთავრდა ამ ტურნირზე მაინც საქართველოს აბუჩად აგდება თუმცა მინიმუმ ერთხელ წელიწში ეს აუცილებლად გვაქვსს გამოწერილი
ragbi rugbi
მმმმ, ახალგაზრდების თამაშის ხარისხი იმდენად ჯობია ძველგაზრდებისას რომ, რომ არა ამ ბიჭების უსაზღვრო ამაგი საქართველოს წინაშე, შეიძლება მათი მოედანზე გამოსვლისს წინააღმდეგაც წავსულიყავით :D
ლაშა
კარგია რომ მოვიგეთ,თუმცა ამ თამაშშიც გამოჩნდა რომ დროა ქართული რაგბის "ავადმყოფობას" დროულად მიეხედოს, მაგ:რაქებში პასიურობა, ჰაერში შეცდომები და ფეხით უაზრო პინგპონგი. თუმცა იმ თავდადების და მონდომების შემხედვარე, რომელიც ჩვენს ბიჭებში არსებობს, მჯერა რომ ეს პრობლემებიც მალე მოგვარდება, რადგან რაგბი ჩვენი თამაშია!!!
gogig
საშინლად ვითამაშეთ. შემადგენლობაც არ ვარგოდა. დააბრუნეთ გორგაძე და კოშაძე. ამთავითვე დავიწყოთ მოქმედი ფულბექის ალტერნატივის ძებნა. მსოფლიომდე დიდი დრო არ დარჩა.
თენგიზ გაგუა
გილოცავთ მოგებას. მაგრამ ექვსი ერამდე 20 წელი გინდათ და ისიც იმ შემთხვევაში თუ მორაგბებს ღიპი არ ექნებათ და დაიკუნთებიან. ჯერ საკუთარი ჩემპიონატი გავაძლიერთ თორემ ფეხბურთელებზე უარესი დაგემართებათ და არ მინდა ასე მოხდეს.
თენგიზ გაგუა
გილოცავთ მოგებას. მაგრამ ექვსი ერამდე 20 წელი გინდათ და ისიც იმ შემთხვევაში თუ მორაგბებს ღიპი არ ექნებათ და დაიკუნთებიან. ჯერ საკუთარი ჩემპიონატი გავაძლიერთ თორემ ფეხბურთელებზე უარესი დაგემართებათ და არ მინდა ასე მოხდეს.
ყველაფრის ამბიცია ნუ გაქვთ. დაეტიეთ აქ.
რა ექვსი ერი? ხო არ გადაირიეთ? ექვსი ერის ტურნირი კაზინოში თამაშივით არის. დიდი ფული ტრიალებს, იმიტომ შეათრიეს იტალია და ეხლა გერმანიის შეტყუებას ჩალიჩობენ. იქ მდიდარი ქვეყნები უნდათ თავისი მილიარდერებით.
კოტე
ვულოცავ ბიჭებს! უბრალოდ ძალიან უკმაყოფილო ვარ თამაშის შედეგით
murtalo
niko -ს სრულიად ვეთანხმები. დავამატებდი რომ მეკოს ღირსეულ შემცვლელეზე მუშაობა მიდის, მაგრამ ამ ბიჭებს უფრო მეტი დრო უნდა დაეთმოთ სერიოზულ მატჩებში მით უმეტეს, რომ საგზური მოპოვებული გვაქვს.
nukri
ჩვენი რეგბისტები ვაჯკაცი ბიჭები არიან მაგრამ ასეთი თამაშით ძნელად თუ მიგვიღებენ ექვს ერში ასე რომ მეტი მუშაობაა საჭირო
nukri
ჩვენი რეგბისტები ვაჯკაცი ბიჭები არიან მაგრამ ასეთი თამაშით ძნელად თუ მიგვიღებენ ექვს ერში ასე რომ მეტი მუშაობაა საჭირო
Lasha
მსაჯი ჩამოსახრჩობია. სუფთა ლელო არ ჩაგვითვალა, რამდენზე თვალი დახუჭა, რამდენი უპირატესობა არ მოგვცა ან წაგვართვა. ნუ ჩვენების სუსტი თამაშიც არის, ალბათ ახალი ბიჭების გამო, თორემ ძველები ამათ მსაჯიანად გადაურბენდა ერთი 30 ქულის სხვაობით.
niko
ძალიან ცუდად ითამაშეს. კი მსაჯი არ ვარგოდა და ბევრი შეცდომა დაუშვა. ბურთის კონტროლი ვერ ვისწავლეთ და ხელით თამაში, რამდენჯერ დაუვარდათ ბურთი, მეკოს უყორადღებო შეუხევი პასები არ ვარგა იგივე შეცდომებს უშვებს ყოველ თამაშში. ნუთუ 15 ნომერი არ მოძებნება მთელ საქართველოში? ფეხიტ ბურთის აუტში გადატანა რაღა პრობლემად შეიქმნა. ჯარიმა გაქვს და უპირატესობა და მოედანში ტოვებს ბურთს. კი კარგი მოთამაშეა მთლიანობაშI მაგრამ უკეთესია გამოსაზრდელი და მოსაძებნი. ვასკამაც ბევრი შეცდომა დაუშვა უთამაშებლობა ეტყობა. უკანა ხაზი თავდასხმაში ისევ ბრტყლად დგას და ამიტომ ბურთს დამდგარები იღბენ იმის მაგივრად რომ სისწრაფეში და მოძრაობაში. ეპანეთს 30 ქულის სხვაობით უნდა უგებდეს დალაგებული გუნდი.
გივი271
მოგების მიუხედავად, მეც ასევე უკმაყოფილო ვარ ჩვენი ნაკრების თამაშით.მსაჯი აშკარად არაობიექტური იყო.სამწუხაროდ, ნაკრების თამაშში სულ უფრო მატულობს ელემენტარული შეცდომები...
tngh
გმადლობტ ბიჭებო!!! გილოცავთ!!! გაიხარეთ და ხშირად გაგვახარეთ!!!
ქუთაისელი
ასეთი შემადგენლობით (ძველების და ახლების კომბნაციით) პირველად ითამაშეს ბიჭებმა. მჯერა, კიდევ მოუმატებენ, შეთამაშდებიან, და უკეთესი ხარისხით ვითამაშებთ. მადლობა ბრძოლისთვის!
daviti
ვულოცავ ყველას!!!! მადლობა ბიჭებს განსაკუთრებით ახლებს!!!! ცოტა კი დავიძაბე, უფრო დამაჯერებლად მოგება მინდოდა:) გაიხარეთ, ყველზე მაგარი ნაკრებია!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!
სოსო
მეგონა რაგბის წესები ასე თუ ისე ვიცი მეთქი,ახლა ძალიან დიდი ეჭვი მაქვს,რომ რამე მცოდნია.ეს თამაში მგონი განსხვავებული წესებით ჩატარდა.ჩვენს თამაშში დადებითი მომენტები იყო მათიაშვილის კარგი დებიუტი და ლელო.ეს ერთი და სხვა მრავალი;კაჭარავას დაბრუნება და შერკინების სრული უპირატესობა.დანარჩენი კი,აგრესიული დაცვა,რაქში სწრაფი გადაყრა,სწრაფი შეტევა,ბურთიან კაცზე მიყოლა,ამ თამაშის მიხედვით ესპანელებისაგან გვაქვს სასწავლი.პირველ ტაიმზე სათქმელიც არაფერია,უბრალოდ საშინელება იყო,მეორეში ცოტა გამოსწორდა,მაგრამ ნორმალურ თამაშამდე მაინც ძალიან ბევრი აკლდა. ჩვენს ბიჭებს ვულოცავ გამარჯვებას და მომავალში გაცილებით უფრო დალაგებულ თამაშს მოველი,პირველი ტაიმი კი წარუმატებელ ექსპერიმენტად ჩავთვალოთ.
zura
მიუხედავად იმისა რო მოვიგეთ უკმაყოფილოვარ...
ბესო72
როგორც ყოველთვის ... ვაჯობეთ მეტოქეს და ასევე მსაჯს ...
irakli81
მეტს ველოდი ჩვენი ბიჭებიდან,როგორც გავიგე ესპანელებს მეორე შემადგენლობა ჰყოლიათ და გასაკვირი იყო მათგან ესეთი კარგი თამაში,თუმცა ჩვენც სუსტად ვითამაშეთ.მიუხედავათ ამისა მაინც მაგრიბი არიან ჩვენი ბიჭები და ვულოცავ ამ გამარჯვებას.
"ბორჯღალოსნები" | ირლანდიასთან პიარდი, სამხრეთ აფრიკასთან ქარლი
"არ ვითხოვთ ფულს, ვითხოვთ შესაძლებლობას" - ლევან მაისაშვილი
ბორჯღალოსნები | ექვსი ერის 24-გზის გამარჯვებული თბილისში - ირლანდიასთან 5 ივლისს „მიხეილ მესხზე“
20 წ. | მსოფლიომდე ინგლისთან
თოფურია vs ოლივეირა: დიდ დაპირისპირებამდე – წინასწარი ანალიზი და მოლოდინები
"მათ კომპლექსები არ გააჩნიათ" - ლაპორტა "ბარსელონას" ფეხბურთელებზე
ხვიჩას დაჯილდოება, მიქაუტაძისა და დავითაშვილის გადამწყვეტი მატჩი და სხვა ამბები
[VIDEO] ბრწყინვალე იამალის გოლი და საგოლე პასი - "ბარსელონა" ვადამდე გახდა ჩემპიონი
[VIDEO] უმძიმესი კადრები "ელ პრატიდან" - "ესპანიოლი" "ბარსელონას" მატჩი რამდენიმე წუთით შეჩერდა
ლეგენდა მიდის - "ლიონის" მთავარი თავდამსხმელი მიქაუტაძე გახდება
ევროპის ჩემპიონატზე საქართველოს ნაკრების მეტოქეები ცნობილია
Ballon d'Or 2025: კვარაცხელია რეიტინგში კიდევ უფრო დაწინაურდა
მოურინიოს პორტუგალიის ნაკრების მწვრთნელად არ დანიშნავენ
მარადიშვილი საქართველოს ნაკრების ფეხბურთელი უნდა გამხდარიყო, ახლა კი შეიძლება კარიერის დასრულება მოუწიოს
"ესპანელი ბიჭუნა ხარ" - მახაჩევმა თოფურიას მიმართა
პსჟ გოლების მანქანის შეძენას გეგმავს
"რეალისთვის" ყველაფერი გავაკეთე" - კარლო ანჩელოტი
სუპერლიგის ფინალურ სერიაში "ქუთაისი" და თსუ შეერკინებიან
ფეხბურთელი, რომელმაც კვარასთან ერთად სკუდეტო მოიგო, სერია C-ში ითამაშებს
"დე ბრუინს "ნაპოლის" შესახებ ეს უთხრეს" - ცნობილმა იტალიელმა ჟურნალისტმა ბელგიელზე ისაუბრა
"ქართული ფეხბურთის ხარისხი იზრდება და ეს შთაგონება სხვა პატარა ქვეყნებისთვისაცაა" - სავიოლა ლეგენდების მატჩის წინ
"იცით, "ალავესის" ფეხბურთელმა რა მითხრა?" - მამარდაშვილი
უარი "ლივერპულს" და "ჩელსის" - ალონსოს ინიციატივით "რეალმა" პირველი ტრანსფერი შეათანხმა
თედო აბჟანდაძე "ბორჯღალოსნების" პროგრესზე, ნინიაშვილის წარმატების ფაქტორებსა და საკლუბო სირთულეებზე
მილტონ ჰეიგი: ჩვენს ქვეყანას სიამაყის საბაბი მივეცით
მილტონ ჰეიგი: ავსტრალიური მედიის დამოკიდებულება აგდებული და უპატივცემულო იყო
"ბორჯღალოსნები": მადლობა ჰეიგს - საფრანგეთში ბევრად უფრო წარმატებული მსოფლიო თასი გვექნება
რაგბი ევროპა - ლაშა ხმალაძე და გიორგი ჭყოიძე "ფინალისთვის" მზადებაზე
ლაშა ხმალაძე: რეკორდსმენი "ალაფიდან" დაწინაურებულ მორაგბეებს შორის
მილტონ ჰეიგმა რუსეთთან მატჩისთვის ნაკრებში მამუკა გორგოძეც გამოიძახა
მაისაშვილი: შედეგით და თამაშით უკმაყოფილო ვარ, ბევრი შანსი გავანიავეთ და შედეგიც ლოგიკური დადგა
"არ ვითხოვთ ფულს, ვითხოვთ შესაძლებლობას" - ლევან მაისაშვილი
ეს მხოლოდ სპორტული დაპირისპირება არაა - "ბორჯღალოსნები" რუსეთთან მატჩისთვის ემზადებიან
დღეს "ბორჯღალოსნები" ქუთაისში გერმანიის ნაკრებს დაუპირისპირდებიან
რაგბი ევროპის ჩემპიონატი: ორი დებიუტანტით ესპანეთთან
საქართველო-გერმანია 50:6 - ცენტურიონი [VIDEO+PHOTO]
რუმინეთთან მატჩისთვის "ბორჯღალოსნების" სამატჩო რაზმი ცნობილია
U20. საქართველო-ურუგვაი 46:12 - რვა ლელო, ჩხუბი და ერთი წითელი [VIDEO+PHOTO]
ბელგია-საქართველო 6:31 - გამარჯვებით დავიწყეთ [VIDEO]
რუსეთის ნაკრების მწვრთნელი: ქართველებს უნიკალური გუნდი ჰყავთ
მილტონ ჰეიგი: პირველი ტაიმი ნერვიულობის გამო არცთუ ისე კარგად ჩავატარეთ
ესპანეთი VS საქართველო - რკენა დიდგულა "ლომებთან"
საქართველო-იტალია ბათუმში შედგება
"ბორჯღალოსნებმა" ესპანეთის ნაკრებთან პირველი ტაიმი წააგეს
დიდი 10. XVII ტური: "არმაზმა" შანსი შეინარჩუნა
ლაშა ხმალაძე: მომავალ მსოფლიო თასს უფრო გამოცდილი გუნდით ვხვდებით
როვიგო VS ბათუმი - დებიუტი "კონტინენტურ ფარზე"
"ბორჯღალოსნების" შემადგენლობა ნოემბრის ტესტ-მატჩებისთვის
რა უნდა ვისწავლოთ მსოფლიო თასიდან - World Rugby "ბორჯღალოსნებზე" სტატიას აქვეყნებს
ესპანეთი-საქართველო 10:20 - მოდუნება არ შეიძლება [VIDEO]
სეუ-მ საუნივერსიტეტო 7-კაცა რაგბის ევროპის ჩემპიონატი მეხუთედ მოიგო
აშშ-სთან "ბორჯღალოსნების" სამატჩო შემადგენლობა ცნობილია
ჯორჯიის შტატი მსოფლიო თასზე საქართველოს მორაგბეთა ნაკრებს უქომაგებს - ოფიციალური განცხადება
"როგორც ჩანს, რაღაც მომენტში ჰეიგი საკუთარი წარმატების ტყვე გახდა და მოსალოდნელი მარცხის შიშით პრაგმატული თამაში დაგეგმა"
საქართველო - იტალიის სარაგბო მატჩის არბიტრი ცნობილია
რაგბი ევროპის ახალი ფორმატი
აშშ VS საქართველო - გამოცდა "არწივებთან"
ხაბი ალონსოს პატიმრობა ელის - 10 ოქტომბრის დაიჯესტი
"All Blacks"-ის ვარსკვლავი მილტონ ჰეიგთან ითამაშებს
პრესკონფერენცია გერმანიასთან მატჩამდე: ქუთაისელი ქომაგი საერთაშორისო რაგბის იმსახურებს