ერთ დროს ჩოგბურთის ამომავალი ვარსკვლავი, ნიკ კირიოსი მორიგ სკანდალში გაეხვა. 2022 წლის უიმბლდონის ფინალისტმა დაადასტურა, რომ 2026 წლის მალიორკას 250 ქულიან ტურნირზე, დოპინგ კონტროლი ჩაუტარდა, რომელშიც კოკაინის მეტაბოლიტზე დადებითი პასუხი მიიღო. საერთაშორისო ჩოგბურთის ანტიდოპინგურმა სააგენტომ ავსტრალიელი დისკვალიფიკაციით დასაჯა.

ნიკის დოპინგ-სინჯი 22 ივნისს აიღეს. 17 ივლისს კი აკრედიტირებულმა ლაბორატორიამ ნიმუშში ბენზოილეკგონინი აღმოაჩინა. ეს ნივთიერება გახლავთ, რომელიც კოკაინის მოხმარების შედეგად წარმოიქმნება. ამის შემდეგ ავსტრაიელის მიმართ დროებითი დისკვალიფიკაცია ამოქმედდა, რომელიც ძალაში 4 აგვისტოს შევიდა. WADA-ს აკრძალულ ნივთირებათა სიაში, კოკაინი სტიმუალნტად და ბოროტად გამოყენების ნივთიერებადაა კლასიფიცირებული.

სანქციის მოქმედების განმავლობაში კირიოსს ოფიციალურ ტურნირებში მონაწილეობა ეკრძალება. ამასთან ერთად, არ შეუძლია არც მამაკაც და არც ქალ ჩოგბურთელების გაწვრთნა, ამას დამატებული დიდი სლემის ტურნირებსა და ეროვნული ფედერაციების მიერ ორგანიზებულ ტურნირებზე დასწრება აკრძალული აქვს.

"მინდა ამის შესახებ პირველად ჩემგან გაიგოთ. ცოტახნის წინ, მალიორკაში, დოპინგ ტესტი ჩავაბარე და კოკაინზე პასუხი დადებითი აღმოჩნდა. სერიოზული შეცდომა დავუშვი და სრულ პასუხისმგებლობას ვიღებ. ყველაზე მეტად იმ ბავშვებს ვუხდი ბოდიშს, რომლებიც ჩემით არიან შთაგონებული. მესმის, რა მაგალითს ვაძლევ მათ და იმედგაცრუებული ვარ. ბოლო რამდენიმე წელი ტრავმების გამო ჩემთვის წარმოუდგენლად რთული იყო. გამიჭირდა როგორც ფიზიკურად, ისე ფსიქოლოგიურად. სხეული ვეღარ უმკლავდებოდა იმას, რასაც ჩემი გონება სთხოვდა. იმის გაცნობიერება, რომ კარიერის დასასრულს ვუახლოვდები, იმაზე რთული აღმოჩნდა, ვიდრე წარმომედგინა. ყოველთვის ვამბობდი, რომ ჩოგბურთი მე არ ამირჩევია, ჩოგბურთმა თავად ამირჩია მე. მაგრამ იმის დათმობა, რასაც მთელი ცხოვრება ვაკეთებდი, ერთ-ერთი ყველაზე რთული რამ იყო, რაც კი ოდესმე განმიცდია. ეს ჩემთვის გამოსაფხიზლებელი ნიშანი იქნება და კდიევ უფრო ძლიერი დავბრუნდები " - განაცხადა ავსტრალიელმა ჩოგბურთელმა.

ნიკს 28 დღიანი იძულებითი პაუზა მოუწევს, მისი თქმით, ამ პერიოდში ყველანაირ სოციალურ ქსელსა და საზოგადოებრივ ცხოვრებას ჩამოშორდება, რათა საკუთარ მდგომარეობასა და გამოჯანმრთელებაზე იზრუნოს.

"კორტზე" ყოფნის ყოველი წამი მეზიზღებოდა" - ჯოკოვიჩი US Open-ის პირველივე წრეში დამარცხდა
პირველი გამარჯვება სამხედრო სამსახურის მოხდის შემდეგ - ბასილაშვილი US OPEN-ზე ამჟამად ურეიტინგო ჩოგბურთელთან დამარცხდა
ნოვაჯ ჯოკოვიჩი ცინცინატის მასტერსზე პირველივე წრეში დამარცხდა
ფუტსალი | საქართველო 2:3 ჩეხეთი
[VIDEO] როდრი "ვალენსიას" სისუსტით შოკირებული დარჩა
ჩემპიონთა ლიგა იწყება - უგულშემატკივრე კვარას სილქ უნივერსალზე!
მიქაუტაძესა და მის თანაგუნდელებს, ჯოჯოხეთურ Signal Iduna Park-ზე "დორტმუნდთან" შებმა, პრაქტიკულად საკუთარი გულშემატკივრის გარეშე მოუწევს
"მანჩესტერ იუნაიტედი" "დორტმუნდის" ნახევარმცველის 100 მილიონად შეძენას აპირებს
პსჟ და საუკეთესო ხვიჩა ლიგაზე იწყებენ! - ქართველები ყოველდღიურად...
საქართველოს ნაკრების მცველი რუმინულ გუნდში გადავიდა
ფუტსალის ნაკრები ჩეხეთთან მატჩებისთვის ემზადება
საზონოვი ისევ არ ათამაშეს - "ხეტაფემ" "სელტასთან" ქულები გაიყო
ლეგიონერები - თეიმურაზ ორჯონიკიძე და ერეკლე არსენაშვილი მოედანს დაუბრუნდნენ
ჰამანი: პსჟ-ს მსოფლიოს საუკეთესო ფეხბურთელი ხვიჩა კვარაცხელია ჰყავს
შმეიხელი: არ მგონია, ინგლისში ედეგორის მსგავსი ფეხბურთელი იყოს
"ინტერმა" თავდამსხმელს კონტრაქტი გაუგრძელა
"გალათასარაიმ" ჩემპიონთა ლიგაზე დიდ კლუბებს კონკურენცია უნდა გაუწიოს" - რაფაელ ლეაო
ჰაკიმ ზიეში კარიერას ბრაზილიის ჩემპიონატში გააგრძელებს
მიზანი ოლიმპიადის ლიცენზიის მოპოვებაა - ტალახაძემ ვარჯიში განაახლა
"საქართველოს ნაკრების ძირითადში ამიტომ ვერ ვხვდები" - კვერნაძე იტალიურ მედიას ესაუბრა
კვლავ ინგლისში - ჯეიმი ვარდის ახალი კლუბი ცნობილია
[VIDEO] რონალდ კუმანის შვილმა, რომელიც მეკარეა, ერედივიზიონში დუბლი შეასრულა
საფონოვი პსჟ-ს ძირითად შემადგენლობაში ადგილის დაკარგვის პირასაა