...სახელმწიფომ ფეხბურთისკენ მოიხედა, ეს ყველას შანსია და ამ შანსს გამოყენება უნდა
ფეხბურთში ნაწილ-ნაწილ და ერთბაშად საწინაო არაფერი ხდება... ეს დანგრევაა იოლი, ხელად და თამაშ-თამაშ რომ დაანგრევ, რასაც გინდა და სადაც მიგიშვებენ, თორემ რამე რომ ააშენო და წინ გაიწიო...

სურვილი, ჟინი, მონდომება, ფული, წესიერება, ძალა - ვინ იცის, კიდევ რამდენი რამეა საჭირო, სტადიონი რომ გაავსო და ფეხბურთი დღესასწაულად აქციო...

ალბათ სიყვარულიც ჰქვია ამას - საქმის, ბურთის სიყვარული.

ამ სიყვარულის მერეა: ტაბლოზეც ის წერია, რაც გიხარია და ტრიბუნებზე მოწყვეტილ ტაშსაც სხვა გემო აქვს. გერგება და იმიტომ.

სახელმწიფო ფული გაჩნდა ქართულ ფეხბურთში. სისტემური რაღაცებიც ჩნდება - რაც მეტად ივარგებ, მით მეტს მიიღებ და გარდა მაგისა, კლუბების მესვეურებს მინიმალურზე ფიქრიც აღარ მოუხდებათ. იმ მინიმალურზე, საკლუბო ყოველდღიურობას თან რომ დასდევს - კვება, ტრანსპორტი, ფორმა... სულ ამაზე არ იყო წუწუნი?!

საქართველოში ვიცით თქმა: პირველი მილიონის შოვნაა ძნელი, თორემ მერე ვინაა ჩემი დამკავებელიო...

აგერ, ის პირველი მილიონი, ბურთიც და მოედანიც...

ერთიც მეფიქრება - დიდი პასუხისმგებლობაა იმ ხალხზე, ვინც ეს ფული და შესაძლებლობები მოიტანა ქართულ ფეხბურთში. თავის დროზე, მათ ფეხბურთს მისცეს ყველაფერი და რაც ახლა აქვთ, უმეტესად ფეხბურთიდან აქვთ - მათთვის ერთგვარ ვა-ბანკსა ჰგავს ამ სისტემის შენება: ან ყველაფერი... ან მორიგი მკვდარი წრე, ამდენჯერ და ამდენხანს რომ "ვკრუგავთ".

გამომდინარე იქიდან, რა არწივებიც ქართულ საკლუბო მენეჯმენტს დაჰყივიან, ძალიან, ძალიან დიდი სიფრთხილე და კონტროლია საჭირო, რომ ეს ნაწვალები თანხა ადგილებზე მიზანმიმართულად დაიხარჯოს...

ისე არ მოხდეს, სპორტის სამინისტრო და ფედერაცია ფულს გვირიცხავსო და კუპიურების თვლაში გართულ საკლუბო მესვეურებს სპონსორების მოძიებისთვის დრო აღარ დარჩეთ...

ხომ ფაქტია, რომ აქამდე ასეთი რამ ჩვენს ფეხბურთში არ ყოფილა. ხომ ლოგიკურია, რომ როცა ყოველდღიურობაზე, მინიმალურზე ფიქრი არ გხრავს, მეტი შანსი გაქვს, განვითარდე.

ჰოდა, კეთილი ინებე და განვითარდი...

არა, ზოგმა ბურთების ფულზე დაიწყო წუწუნი, ზოგმა, რომ ხარჯავდა, ის თანხა შეამცირა და კლუბის ბიუჯეტი ფეხბურთის განვითარების ფონდიდან მისაღებ თანხაზე "გადააწყო".

არ გამოვა ეგ საქმე - უმადურობაა და გარდა ამისა, პროცესი ბოლომდე უნდა მივიდეს.

სხვა სიტუაციაა: სახელმწიფომ ფეხბურთისკენ მოიხედა, ეს ყველას შანსია და ამ შანსს გამოყენება უნდა. ქართულმა საკლუბო ფეხბურთმა მარტო მაყურებელი კი არა, პატივისცემაც უნდა დაიბრუნოს. ამას ქართული ფეხბურთის სახლიდან ვერავის ასწავლი - მოთამაშეს წაგება უნდა სწყინდეს და მოგება უხაროდეს, მესვეური მოვალეობას არ უნდა იხდიდეს, ბოლომდე უნდა იხარჯებოდეს.

ამის მერე ფანისა თუ ჩვეულებრივი მაყურებლისთვისაც იოლად გასაგები და ასატანი გახდება, თუნდაც წარუმატებლობა.

უბრალო, მარტივი ლოგიკაა და მაგალითად, თუნდაც, ასი ფაქტის მოყვანაც შეიძლება: იქ სადაც ფეხბურთი "კარგადაა", "კარგადაა" ყველა: მაყურებელიც, ჩინოსანიც, პერსონალიც, მწვრთნელ-მოთამაშეებიც, მედიაც, სამსაჯო კორპუსიც...

შესაბამისად, ყველა ამ რგოლს შორის დამოკიდებულებაც ცივილურია.

ქართული ფეხბურთის არსებობის ოცდახუთწლიანი არსებობის მანძილზე, ჩვენ მოვახერხეთ და დავშალეთ ყველაფერი, რისი დაშლაც შეიძლებოდა. გარდა ამისა, როგორც აღმოჩნდა, სახელმწიფოს უფრო ფეხბურთიდან მიჰქონდა, ვიდრე ფეხბურთში მოჰქონდა და... კაი დახლიც დაგვიდგა. ამიტომაა, ბეწვის ხიდზე უწევს სიარული ლევან კობიაშვილს და კომპანიას: ძალიან ბევრ ადამიანს უნდა დაუბრუნდეს ქართული ფეხბურთის რწმენა და პატივისცემა.

ძალიან ბევრს უნდა შეახსენონ 26 წლის კლასიკოსის ფრაზა: "ვნების სიმძაფრე შენებაშია და არა აშენებულით ტკბობაში!" ამ დანგრეული საფეხბურთო მეურნეობის წამოყენება მითხარი, თორემ "ბარსელონა"-"პარი სენ-ჟერმენისგან" სიამოვნების მიღებას რა უნდა...

ქართულ საკლუბო ფეხბურთს და, ზოგადად, ეროვნულ ლიგას რომ ახალი ხელი დაეტყო, თვალსაჩინოა - ტელერეპორტაჟები, ლაივსტრიმები, ფორმებზე წარწერები, ინფორმაცია, ოპერატიულობა, ბევრი სხვა ნიუანსია ისეთი, რომელიც უკეთ "ფუთავს" ჩვენს შინაურ ფეხბურთს...

ლოგიკურად, ამ ყველაფერმა ხარისხი უნდა მოიტანოს, უნდა ამაღლდეს საფეხბურთო დონე ზოგადად, მაგრამ... რა ეშველება იმ საქმეს, რასაც მწვრთნელისა და ფეხბურთელის საქმე ჰქვია, რაც სავარჯიშო პროცესში იქმნება და მერე "მინდორზე" იდება;

რასაც ოფლი უნდა და მონდომება, თანმიმდევრულობა და ჟინი;

რასაც გაცილებით ბნელი, რთული და მშიერი თბილისისა და საქართველოს დროს ახერხებდნენ კობიაშვილი და სხვა ბიჭები, რომელთაც ქართული ფეხბურთის წამოწევა დაისახეს მიზნად;

რა, უკეთესი მოედნები, ეკიპირება ან პირობები ჰქონდათ? არა, ცალსახად არა! უბრალოდ, მეტად უყვარდათ, მეტად პატივს ცემდნენ ფეხბურთს. ჰოდა, აფსუსია, საქმე არ გამოვიდეს: ახლა ხომ პინაზე მათი, როგორც ჩინოსნების რენომე დევს...

გავიხსენოთ, რამდენი წარმატებული და ხალხის საყვარელი ფეხბურთელი გააარაფრა დამოუკიდებელმა ქართულმა ფეხბურთმა - ფეხბურთმა, რომელიც ვერა და ვერ იქცა, საქმედ, ბიზნესად, ხალხის სიხარულად, ვერა და ვერ გაიხსენა წარსული... ვერა და ვერ დაიბრუნა პატივისცემა.

ამბებს პიროვნებებზე ჰყვებიან, იმიტომ, რომ პიროვნებები ქმნიან ამ ამბებს.

საფეხბურთო ამბავი ვარსკვლავის ნაკვალევზე ჩნდება. ვერ მოხდება და არც არის აუცილებელი ყველა მესი იყოს - ნებისმიერ პატარა კლუბს ჰყავს თავისი, ადგილობრივი მნიშვნელობის ფეხბურთელი, რომელმაც გასცა და მიიღო, შექმნა და დაინახეს, იყო და დარჩა...

ასეთი ამბები უნდა მომრავლდეს ქართულ ფეხბურთში.

ამ ამბებზე პატარა ბიჭები დაიზრდებიან და ეცოდინებათ, რომ ფეხბურთს ერთგულება უნდა... და შრომის ნიჭი... პატივისცემა - წარსულის, მომავლის, რაც მთავარია - მაყურებლის. იმ მაყურებლის, რომელიც, შეიძლება არც არასდროს მდგარა "ენფილდზე", მაგრამ ყოველთვის გაგრძნობინებს, რომ "შენ არასდროს ივლი მარტო"...

(იბეჭდება მცირე ცვლილებით)

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

სხვა კოტე -ს
4 თვე სრულიად საკმარისია ქართული ფეხბურთი მომგებიანი რომ გახდეს. ამის დაჯერება რთულია. ამიტომაც ვარ თანახმა სოლიდურ ფულად ჯარიმაზე "ზოგიერთების" დარწმუნება რომ შევძლო.
სხვა კოტე ))
ფეხბურთი მომგებიანი კარგა ხანი ვერ გახდება საქართველოში, ვიდრე მაყურებელი მსყიდველობითუნარიანი არ გახდება. მარტივი არითმეტიკაა - დღეისათვის წარმოუდგენელი დასწრებადობა რომ ქონდეს გუნდს (საშუალოდ 10,000 კაცი თამაშზე) და ასევე ჩემპიონატისთვის წარმოუდგენელი ფასი 5 ლარი, წელიწადში მილიონიც არ გამოდის. სამწუხაროა, მაგრამ ფაქტია. იგივე ეხება სარეკლამო თანხებსაც და ატრიბუტიკის გაყიდვებსაც - ეს ყველაფერიც მაყურებლის მსყიდველობაუნარიანობაზე დამოკიდებული. ტელევიზიებზე საუბარიც არ მაქვს, თავისი თავი ვერ გაუტანიათ. რაც შეეხება ტრანსფერებს, რომელთა თემაც ასე პოპულარულია საფეხბურთო საქართველოში - ევროპაში პრაქტიკულად ერთადერთი ქვეყანა არსებოობს (პორტუგალია), სადაც სატრანსფერო საქმიანობიდან სტაბილური პლიუსი აქვს კლუბების რაღაც რაოდენობას. სხვა არცერთ განვითარებულ საფეხბურთო ქვეყანაში ტრანსფერი გრძელვადიანად მოგების წყაროდ არც განიხილება. ასე რომ ჩვენს ქვეყააში ფეხბურთის განვითარების ერთადერთი შანსი ისევ და ისევ ის პროგრამაა, რომელიც დღეს არსებობს. კლუბის საბაზისო შემოსავალზე მაქვს საუბარი, რომელიც სტაბილურობას იძლევა, თორემ რაც არ უნდა ცოტა მაყურებელი დადიოდეს, უფასოდ შესვლას ის მაინც არცერთმა კლუბმა არ უნდა მიაჩვიოს.
ლევანი
კანსტანტინ, სად დაიკარგე? წერე რა, ძმაო,წერე, მომენატრე!
ილორი
კოტე როგორ ხარ გენაცვალე ილორი-მარანი
გუჯა კახაძე
ბ-ნო კოტე! ქართული ფეხბურთის მომგებიან ბიზნესად გადაქცევის გრძელვადიანი და მოკლევადიანი პროგრამები დავამუშავე, მაგრამ არავინ დაინტერესდა (იმედს ვიტოვებ, რომ წაიკითხეს მაინც და თაროზე შემდეგ შემოდეს). თუ ქართული ფეხბურთი გიყვართ მოგაწვდით ორივე პროგრამას და შემდეგ თქვები აზრი გაზეთის ფურცლებზე გამოთქვით. პროგრამის ვერგამართლების შემთხვევაში მზად ვარ სოლოდური ფულადი ჯარიმა გადავიხადო!
asurbanifali
რა არის შანსი კოტე, სახელმწიფომ ფეხბურთისკენ კი არა საკუთარი ჯიბისკენ მოიხედა, პატიოსანი გადამხდელების მიერ გადახდილი თანხა იმ უპატიოსნო ადამიანების ჯიბეში მიდის, რომლებიც თან პარალელურად ტოტალიზატორებისგანაც ხეირობენ...დაგვიმტკიცე ახლა გაზაფხული-შემოდგომის არსი..პრაქტიკულად ყველა თამასი გაკეთებულია დაბალ ლიგებში, რამდენიმე ტურის შემდეგ ეროვნულ ლიგაშიც იგივე იქნება...ფეხბურთი მომგებიანი ბიზნესია და სახელმწიფოს დახმარება არ ჭირდება, საქართველოში წამგებიანი თუ არის, მითუმეტეს რატომ უნდა ჩადოს სახელმწიფომ ფული? არ ეკითხებით ამ ხალხს უნდათ თუარა ფეხბურთელებისთვის ამხელა ხელფასების გადახდა? თავად მათ მეათედს არ იღებენ სამსახურებში...ასე რომ დემაგოგიას თავი დავანებოთ...თუ კარგი ადამიანები არიან(კალაძე, კობიაშვილი და სხვები) საკუთარი ფული დახარჯონ ფეხბურთში და ეცადნონ მომგებიან ბიზნესად აქციონ...
"ადამიანი, რომელსაც ჩემს ცხოვრებასა და კარიერაზე უდიდესი გავლენა ჰქონდა, აღარ არის" - 64 წლის ასაკში "ვალენსიას" ლეგენდარული მეკარე გარდაიცვალა
"ასე რთულია. გუნდში 9 ახალი ტვინი მყავს" - კონტემ "ნაპოლის" მარცხის მიზეზებზე ისაუბრა
"ასე არ შეიძლება" - "კაირათის" მწვრთნელი მეკარისთვის გადაცემული საჩუქრით უკმაყოფილოა
"კვარაცხელიას მარჯვენა ფლანგზე დაყენება ლუის ენრიკეს პრობლემური სიჯიუტეა" - ფრანგი ჟურნალისტი
"ვალენსიამ" შეიძლება "რეალის" ყოფილი ვარსკვლავი უფასოდ დაიმატოს
დე ბრუინს ბელგიაში ოპერაცია გაუკეთეს
"რეალს" "ტოტენჰემის" მცველის დამატება სურს
სპალეტი "იუვენტუსს" უახლოვდება - "ნაპოლის" ყოფილი მწვრთნელი საქმეში მალე დაბრუნდება
"ნაპოლიმ" "ლეჩესთან" მძიმე გამარჯვება მოიპოვა
ოდიკაძე ევროპის ჩემპიონ-პრიზიორია - მან სამივე სინჯის მედალი მოიპოვა
"ზაბარნი იხრჩობა და თავდაჯერებულობას კარგავს" - ფრანგული მედია უკრაინელს აკრიტიკებს
"ნაპოლი" ლეონარდო სპინაცოლას ახალ კონტრაქტს გაუფორმებს
"ბაიერნი" 23 წლის კოსოვოელი ფორვარდის დამატებას აპირებს
კიდევ ერთი ვარიანტი - "იუვენტუსი" შესაძლოა, ლორან ბლანმა ჩაიბაროს
უმკურნალეთ აკნეს, თმის ცვენასა და შავ წერტილებს Recipe for men-ის დახმარებით - ბრენდი სპეციალურად მამაკაცებისთვის
კიმი შესაძლოა, სერია A-ში დაბრუნდეს - "ნაპოლის" ყოფილი ფეხბურთელი გრანდების სამიზნეა
მინიმუმ 100 მილიონი ფუნტი სურთ - ელიოტ ანდერსონი გრანდების სამიზნეა
ბრენდან როჯერსმა "სელტიკის" მთავარი მწვრთნელის პოსტი დატოვა
რუსეთის ევრო 2032-ის თანამასპინძლობა სურს - იტალიაში ინფრასტრუქტურული პრობლემებია
მესი: ჯერ არვიცი ვითამაშებ თუ არა მუნდიალზე, გადაწყვეტილებას ამის შემდეგ მივიღებ
"როდესაც დავინახე რომ ეს გააკეთა, თვალებს ვერ ვუჯერებდი" - "ლივერპულის" ყოფილმა ფეხბურთელმა მამარდაშვილი გააკრიტიკა
გიორგი შერმადინი ესპანეთის თვის საუკეთესო მოთამაშედ დასახელდა
[VIDEOS] მამუკელაშვილი ყოფილ გუნდს დაუპირისპირდა - ბითაძის "ორლანდო" "ფილადელფიასთან" დამარცხდა
"მიხეილ მესხზე" ეკრანები დამონტაჟდება - სფფ-ის ინიციატივით, გულშემატკივარს ევრო 2024-ზე ერთობლივად საქართველოს ნაკრების მატჩების ხილვა შეეძლება
სფფ-ის მიერ კორონავირუსთან საბრძოლველად გამოყოფილი თანხა StopCov ფონდში გადაირიცხა
"შევურაცხვყვეთ, როგორც სტუმარი გუნდის ქომაგი, ასევე არ მიეცა საშუალება ნაკრებს ქომაგებთან ერთად გამარჯვება ეზეიმა" - ლევან კობიაშვილი სომხეთთან მატჩის შემდეგ გულშემატკივრის ნაწილის მოედანზე შეჭრას გამოეხმაურა
[კოტე გოგიშვილის აზრები] ტაშიდან ტაშ-ტაშ, ტარამ-ტარამდე!..
"ეს ადამიანი მწვრთნელია თუ ექსპერტი, ვერ ჩამოყალიბდა. სისულელეა, რასაც საუბრობს" - ლევან კობიაშვილი გიორგი ჭიაბრიშვილის განცხადებას გამოეხმაურა
საქართველოსთან მატჩამდე სომხურ ფეხბურთში არეულობაა - ფედერაცია ახალ მწვრთნელზე საუბრობს, ფანები მათ გადაყენებაზე
ლევან კობიაშვილი ფიფას ტექნიკური განვითარების კომიტეტს უხელმძღვანელებს
[კოტე გოგიშვილის აზრები] პატარა ქალაქის ჩირაღდნები
სიახლეები ისტორიულ მატჩთან დაკავშრებით
სფფ-ის წარმომადგენლებმა ევროტურნირების მონაწილე კლუბებთან ვიდეო კონფერენცია გამართეს
უეფა-ს კომიტეტის სხდომას ლევან კობიაშვილმა უხელმძღვანელა
საქართველოს ფეხბურთის ფედერაცია კორონავირუსთან დაკავშირებით სპეციალურ განცხადებას ავრცელებს
სფფ-მ ჩემპიონატის შეცვლილი ფორმატი და თასის დებულება დაამტკიცა
[კოტე გოგიშვილის აზრები] დაკარგული სამოთხე
[კოტე გოგიშვილის აზრები] ზონის კანონები თუ კაცის კაცობა?
"მისი შეფასება არაკორექტული იყო" - ჭიაბრიშვილმა კობიაშვილის განცხადებას უპასუხა