"თითქოს რაღაც მოჯადოებულ წრეში ვართ, ამ ავადმყოფობებმა და ოპერაციებმა ძალიან შეგვაფერხა"
ევროპის ჩემპიონატისთვის მზადებას, რომელიც 20-23 აპრილს ვარშავაში გაიმართება, ძიუდოისტ ქალთა ნაკრებიც აგრძელებს, თუმცა ჩვენი გუნდი მთლიანად ახალგაზრდებითაა დაკომპლექტებული. რამდენიმე დღის წინ სამი მათგანი - ოლიკო ალადოშვილი (48), ახალგაზრდებში მსოფლიოს ფინალისტი მარიამ ჯანაშვილი და ჭაბუკებში ევროპის ჩემპიონი ეთერ ლიპარტელიანი (ორივე - 57) პრაღაში გამოვიდნენ "ევროპის ღია კონტინენტურ თასზე", რომელიც უფროსებს შორის ტარდება, მისი დასრულების შემდეგ კი იქვე დარჩნენ ერთობლივ შეკრებაზე. კიდევ ერთი სავარაუდო მონაწილე ავადმყოფობის გამო დაგვაკლდა, ხოლო ამათგან ჯანაშვილი მეხუთეზე გავიდა.

ამ ტურნირის შესახებ, იქ დანახულ რეალობასა და მოახლოებული ტურნირების - თბილისის "დიდი პრიზისა" და ევროპის ჩემპიონატისთვის მზადების შესახებ ქალთა ნაკრების მთავარი მწვრთნელი გია თენაძე გვესაუბრება.

- რა მოგცათ პრაღის ტურნირმა, რით იყო ის მნიშვნელოვანი ჩვენი გუნდისთვის?

- მნიშვნელოვანი იყო ორი რამით: გოგოებს ამდენი ხანი არ ჰქონდათ ნაჭიდავები და რაც მთავარია, 5-დღიან კემპს დავესწარით და ყველაზე მეტი სარგებელი იქ მივიღეთ.

უშუალოდ ტურნირზე გამოსვლას რაც შეეხება, მარიამ ჯანაშვილისგან ყველა ველოდებით რეალურ შედეგს. თუმცა მას გლანდები გაურთულდა - ყელი გაუსივდა და ახველებდა. ერთი დღე ვარჯიშიც კი გამოტოვა. რომ გავასინჯეთ, გლანდები საერთოდ ამოსაჭრელი ჰქონია, მაგრამ იქნებ თბილისის ტურნირამდე და ევროპის ჩემპიონატამდე უოპერაციოდ, მკურნალობით მივიყვანოთ, ოპერაცია კი ევროპის შემდეგ გავუკეთოთ.

უკვე იცით, რომ მზია ბებოშვილს პრაღაში წასვლის წინა დღეს ბრმა ნაწლავის ოპერაცია გავუკეთეთ - თითქოს რაღაც მოჯადოებულ წრეში ვართ, ამ ავადმყოფობებმა და ოპერაციებმა ძალიან შეგვაფერხა.

ეთერ ლიპარტელიანის გამოსვლით არა ვარ კმაყოფილი. კი, ასაკით პატარაა - ჭაბუკებიდან ახალგაზრდებში ახლა გადმოვიდა და ეგრევე დიდებში შედეგის მოთხოვნა ძნელია, მაგრამ ცოტა უკეთესად უნდა ეჭიდავა: შეიძლება დამარცხდე, მაგრამ ბრძოლაში უნდა წააგო. თან მებრძოლი ხასიათის გოგოა და სწორედ ამიტომ გამიკვირდა მისგან ასეთი მარცხი.

ოლიკო ალადოშვილი პირველივე წრეში დამარცხდა ჰოლანდიელ ამბერ გერსხესთან, თუმცა ცუდად არ უჭიდავია, არ ვარ უკმაყოფილო. ჰოლანდიელი ძალიან ძლიერია - ახალგაზრდებსა და ჭაბუკებში ევროპის ჩემპიონია, ხოლო ახალგაზრდებში - მსოფლიოს ფინალისტი, ალადოშვილმა კი ძირითად დროში, ფაქტობრივად, მოუგო, რადგან შიდოს უგებდა, დამატებით დროში კი ვერ გაუძლო წნეხს, რადგან ტატამის გამძლეობა რომ გვაკლია, ამას ვაღიარებთ კიდეც. დამატებითში ოლიკო გააფრთხილეს და ანგარიში გათანაბრდა, თუმცა მეორესაც აძლევდნენ, როცა გარისკა და გდება გაუშვა. მთლიანობაში, ცუდად არ უჭიდავია და რაღაც იმედები დაგვიტოვა, რომ ვითარდება და იზრდება.

- ჯანაშვილმა ავადმყოფობის გამო იქნებ შესაძლებლობები ბოლომდე ვერ გამოავლინა, მაგრამ რამდენად გამოსწორდა ის პრობლემები, რაც ვარჯიშსა და სპარინგებთან იყო დაკავშირებული და რა გაჩვენათ ამ ტურნირმა, რა გამოჩნდა მასთან სამუშაო?

- მას ყველაზე მეტად მისივე დონის კონკურენტები და სპარინგები აკლია. მიტერშილის კემპი კარგი იყო, მაგრამ წელიწადში 2-3-ჯერ ასეთი 4-დღიანი შეკრებები საკმარისი არაა. თუმცა, რაღაც კარგი მიტერშილიდანაც ავიღეთ, რაღაც ახლაც დაემატა, მომავალში კი, დიდი ალბათობით, თბილისის ტურნირის შემდეგ უნგრულ ტატაში გვექნება ასეთივე ხუთდღიანი ერთობლივი ვარჯიშები და უკვე იმ ხარვეზებსაც გამოვასწორებთ, რაც აქამდე ჩანდა.

პრაღაში ერთობლივ შეკრებაზე კოსოვოელთა ოლიმპიურ, მსოფლიოსა და ევროპის ჩემპიონ მაილინდა კელმენდის აბსოლუტურად თანაბარ ბრძოლაში ეჭიდავა. კელმენდი ვერ აგდებდა ვერც ძირითადში და ვერც - დამატებითში, რის გამოც ცოტა კიდეც გაბრაზდა, ნერვებმა უმტყუნა და ეუხეშა ჯანაშვილს.

მას ნამდვილად შეუძლია, მაგრამ ვერ გავექცევით იმ რეალობას, რომ ისიც და 3-4 გოგოც ევროპაში უნდა ვატაროთ შეკრებებზე.

- ანუ უნგრეთში გაივლის ევროპის ჩემპიონატისთვის მზადების დასკვნით ეტაპს?

- კი, იქ გაივლის. სხვანაირად არ გამოვა, სადღაც ხომ უნდა გაიაროს მომზადება! ტატამის შეკრებას უნგრეთში გაივლის, მერე კი ევროპის ჩემპიონატამდე მისაყვანი ვარჯიშები იქნება. ვფიქრობ, საევროპოდ ოპტიმალურ ფორმაში უნდა იყოს.

- თვის ბოლოს თბილისის "დიდ პრიზზე" რა შემადგენლობით აპირებთ მონაწილეობას?

- რადგან ეს ტურნირი თბილისში ტარდება და ხარჯებთან არაა დაკავშირებული, თან თვითონაც გამოთქვეს სურვილი, ამიტომ ამ შეჯიბრებაზე რამდენიმე გოგო იჭიდავებს. ტურნირზე დარეგისტრირდნენ მარიამ ციხელაშვილი (57), ნინო ოძელაშვილი, თეონა სუხიტაშვილი (ორივე - 70) და ელენე ქებაძე (+80). ჩვენ ისედაც ვუპირებდით გამოყვანას მარიამ ჯანაშვილს, ალადოშვილს და ლიპარტელიანს. სამწუხაროდ, მზია ბებოშვილი ვერ მოასწრებს გამოჯანმრთელებას. ის ჯერ კიდევ მკაცრ დიეტაზეა და არ შეიძლება დატვირთვა.

- ევროპის ჩემპიონატზე რა შემადგენლობით იჭიდავებთ, ვინ იქნება გუნდში ჯანაშვილის გარდა?

- ალადოშვილისა და ლიპარტელიანის გამოყვანაც გვინდა - ეს სამი გოგო საპილოტე ვარიანტად გვყავს და ევროპას სამივე იჭიდავებს. თუმცა ჯერ საბოლოოდ კიდევ არაა გადაწყვეტილი - თბილისის ტურნირზე დანარჩენებიდანაც თუ ვინმემ კარგად იასპარეზა, იმასაც დავამატებთ, მაგრამ ამათაც უნდა დაამტკიცონ, რომ იმსახურებენ უფროსებში ევროპის ჩემპიონატზე ჭიდაობას. თუ ვერ გვაჩვენეს საამისო პოტენციალი, მაშინ ამათაც დავასვენებთ.

თუმცა იმ დანარჩენების საკითხი ჯერ კიდევ შესათანხმებელია ფედერაციასთან. ოძელაშვილიც, სუხიტაშვილიც და ქებაძეც უფრო სამბისტები არიან, ძირითადად, იქ ჭიდაობენ. ძიუდო კი ურჩევნიათ, მაგრამ ყველა ტურნირზე სურთ გამოსვლა, საიმისო პერსპექტივა კი ვერ დამანახეს, რომ ყველგან ვატარო.

- ბებოშვილი საევროპოდაც გამორიცხულია?

- ვნახოთ, ის დღესაც იყო მისული გადახვევებზე. შეიძლება ევროპამდე გამოჯანმრთელება კი მოასწროს, მაგრამ ვარჯიში და ფორმაში შესვლაც ხომ უნდა? მას ევროპის ჩემპიონატი ახალგაზრდებშიც ელოდება, რომელიც სექტემბერში ტარდება და იმისთვის მოვამზადებთ, რატომ ვიჩქაროთ?

(იბეჭდება მცირე ცვლილებით)

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

ევროპის ჩემპიონატზე საქართველოს ნაკრების შემადგენლობა ცნობილია
[VIDEOS] ორი ოქრო და ორი ბრინჯაო! - თბილისის გრანდ სლემის ბოლო საშეჯიბრო დღე
ორი ოქროსა და სამი ბრინჯაოს შანსი - თბილისის გრანდ სლემის ბოლო საშეჯიბრო დღე
"რეალმა" ისევ ვერ მოიგო და შეიძლება "ბარსელონას" კიდევ უფრო ჩამორჩეს
წიტაიშვილმა "მარსელს" ლამაზი გოლი გაუტანა
U17 | სან მარინო 1:4 საქართველო
"არსენალი" არტეტას კონტრაქტს გაუხანგრძლივებს
[VIDEO] 41 წლის ლებრონ ჯეიმსმა "ლეიკერსს" "გოლდენ სტეიტთან" ულიდერა
[VIDEO] მამუკელაშვილის 18 წუთი - "ტორონტომ" "მაიამი" დაამარცხა
აზაროვი სათადარიგო იყო - "შახტარმა" "ალკმაარს" დამაჯერებლად სძლია
ევროპა ლიგაზე პირველი 1/4-ფინალური მატჩები გაიმართა
საქართველო 4:2 აზერბაიჯანი
ნოიერი საუკეთესო, კვარაცხელია სიმბოლურში
სიომინი: ხვიჩამ უმაღლეს დონეზე ითამაშა
სლოტმა განმარტა, რატომ არ ათამაშა სალაჰი
თსუ-მ მარგვეთს სძლია და საქართველოს თასი ბოლო 4 წელიწდში მესამედ მოიგო
"450 მილიონი დახარჯეს და ქვედა ლიგის გუნდივით თამაშობენ" - კარაგერმა "ლივერპული" გააკრიტიკა
"იყო თუ არა კუბარსი გასაძევებელი?" - ტიერი ანრი
"ენფილდზე" მთელი მატჩის განმავლობაში შევუტევთ" - ლუის ენრიკე
[VIDEO] ბითაძის შესანიშნავი მატჩი და "ორლანდოს" ზედიზედ მეოთხე გამარჯვება
"მამარდაშვილმა ალისონს მიბაძა, მაღალი კლასისაა და "ლივერპულში" ცუდ დროს მოხვდა" - ინგლისში ქართველის თამაში შეაფასეს
კვარაცხელიამ რეკორდი დაამყარა და მამარდაშვილის თამაშზე კომენტარი გააკეთა
გეგმა "ელ კლასიკოში" თამაშია - რაფინიას მოედანზე მალე დაბრუნება უნდა
სპორტის სამინისტრომ 2025 წლის საუკეთესო სპორტსმენები დაასახელა
პარიზის გრან-სლემზე საქართველოს ნაკრების შემადგენლობა ცნობილია
ახალი სეზონისთვის მოსამზადებლად გეგმები ვაჟებთან ერთად ქალებმაც დააწყვეს
პაპინაშვილის ვერცხლი და ლიპარტელიანის ბრინჯაო ახალგაზრდული ევროპირველობიდან
ანტალიის გრან პრიზე 8 ქართველი ძიუდოისტიდან მედლისთვის მხოლოდ 1 იჭიდავებს [VIDEO]
გოგონებმა ავსტრიული კემპი ჩააბარეს - ინტერვიუ გია თენაძესთან
ახალგაზრდული ნაკრები: გუჯეჯიანის მორიგი თამამი ექსპერიმენტები
თბილისის გრან პრის საქართველოს ნაკრების ოთხი ლიდერი დააკლდება
ლაშა შავდათუაშვილი პარიზის გრან-სლემის ფინალშია
ქართველი ძიუდოისტები თელ-ავივის გრან პრის პირველ დღეს წარუმატებლად გამოვიდნენ
საქართველოს ჩემპიონატი ახალგაზრდებში: ძალიან დატვირთული უქმეები
ბრწყინვალე იპონი ფინალში - შავდათუაშვილი ზედიზედ მეორედ გახდა პარიზის გრანდ სლემის გამარჯვებული [VIDEO]
ქართველმა სამბისტებმა მოსკოვში 5 მედალი მოიპოვეს
ბაქო 2015. სამბო: დაბრუნება ბრინჯაოს ხანაში
მინსკი 2019: ქართველი სპორტსმენების 22 ივნისის განრიგი
ლიპარტელიანი და გადელია ბრინჯაოს მედლებისთვის იბრძოლებენ - ტაშკენტის გრანდ სლემის პირველი საშეჯიბრო დღე
დასრულდება 6-წლიანი მშრალი სერია? - სულამანიძე ტოკიოს გრანდ სლემის ფინალშია! ლიპარტელიანი და ჯაბნიაშვილი ბრინჯაოს მედლებისთვის იბრძოლებენ
გია თენაძე: საქართველოს ძიუდოს ფედერაციასთან შეთანხმებით, 6 გოგოზე ავიღეთ აქცენტი
ტაშკენტის გრანდ სლემის პირველი დღე უმედლოდ დავასრულეთ - ლიპარტელიანი და გადელია ბრინჯაოს მედლებისთვის ბრძოლაში დამარცხდნენ
[VIDEO] მასპინძელი იაპონელი იპონით დაამარცხა! - ილია სულამანიძე ტოკიოს გრანდ სლემის გამარჯვებულია
[VIDEOS] ეთერ ლიპარტელიანმა და გიორგი ჯაბნიაშვილმა ტოკიოს გრანდ სლემზე ბრინჯაოს მედლები მოიპოვეს
ნინო ოძელაშვილი სამბოში მსოფლიოს ჩემპიონი გახდა
"სამარცხვინოა, როდესაც სამინისტრო მსოფლიო ჩემპიონობას გილოცავს და მერე პოსტს შლის" - ელენე ქებაძე
ძიუდოისტთა ნაკრები: ესტერ სტამი საქართველოს ნაკრებს დაუბრუნდა
ევროპის ჩემპიონატი: რა მოხდა ვარშავაში?
პრაღის ტურნირი: საჭიდაოდ გოგონებიც დაირაზმნენ
ტეტიანა ლევიცკა-შუკვანი აბუ-დაბის გრან სლემზე ბრინჯაოსთვის იბრძოლებს
ქართველი ძიუდოისტები თელ-ავივის გრან პრის პირველ დღეს უმედლოდ დარჩნენ
საქართველოს სამბისტთა ნაკრებმა მინსკში კიდევ 5 მედალი მოიპოვა
"ნუ გადავიტანთ ამ ყველაფერს პოლიტიკურ ჭრილში" - სამბოს ფედერაცია განცხადებას ავრცელებს
აბუ-დაბის გრან სლემი. I დღე: ქართველი ძიუდოისტები უმედლოდ დარჩნენ
"ყოველთვიურად გერიცხებათ ხელფასი, ოქროს მედლის შემდეგ შესაბამისი პრემიაც მიიღეთ" - სპორტისა და ახალგაზრდობის სამინისტროს განცხადება
ესენიც იტყვიან თავიანთ სიტყვას - ქალთა ძიუდოს პერსპექტივა საქართველოში
მსოფლიოს ჩემპიონატზე საქართველოს ნაკრებმა კიდევ 2 ოქროს მედალი მოიპოვა
შავდათუაშვილი მსოფლიოზე გამაყუჩებლით იჭიდავებს
ევროპის ღია თასი: ჩვენგან ყველაზე უკეთ მარიამ ჯანაშვილმა იჭიდავა
ნინო ოძელაშვილი: ქმარს დავპირდი, მსოფლიოს ჩემპიონი თუ გავხდი...
ქალთა ძიუდო. ევროპის ჩემპიონატი ახალგაზრდებში: გოგონების კვარტეტი
თბილისის გრან-პრი. I დღის ანონსი: მარგველაშვილის რთული გზა
ელენე ქებაძემ რუსეთის წარმომადგენელი დაამარცხა და მსოფლიო ჩემპიონი გახდა
სამბო. ოთხი ვერცხლი ათენიდან
ძიუდო. ქალთა ნაკრები: ჭაბუკებით გაძლიერებული ახალგაზრდები