საქართველოს კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის სამინისტრო სამბისტ ელენე ქებაძის კრიტიკას პასუხობს. უწყება სპორტსმენს პუნქტობრივად ახსენებს იმ ფინანსურ მხარდაჭერას, რაც სახელმწიფოსგან მისი წარმატებული ასპარეზობებისთვის მიუღია.

ელენე ქებაძემ ცოტა ხნის წინ სოციალურ ქსელში გამოაქვეყნა პოსტი, რომელშიც მან უწყება მის მიმართ უყურადღებობაში დაადანაშაულა. სწორედ ამ პოსტზე დაწერა კომენტარად შემდეგი ტექსტი სამინისტრომ:

"ქალბატონო ელენე, ჩვენ ყოველთვის გვიხარია თქვენი წარმატება და დიდ პატივს გცემთ. რაკი თქვენ ასეთი უსამართლო პოსტი შექმენით, თავს ვალდებულად ვთვლით, რომ შეგახსენოთ იმ მხარდაჭერის შესახებ, რომელიც მხოლოდ ბოლო დროს სპორტის სამინისტრომ თქვენი წარმატებისთვის გაიღო სახელმწიფოს სახელით. ბოლო დროს, თორემ მხარდაჭერა მხოლოდ ბოლო დროით არ შემოიფარგლება და ამ სპორტის სახეობასაც უფრო მეტი მხარდაჭერა აქვს, ვიდრე ერთი სპორტსმენისთვის გაღებული სახსრებია. ეს მხარდაჭერა გაგრძელდება მიუხედავად იმისა, თუ რას დაწერთ კიდევ (დაგვამადლეს, აეროპორტში არ მოვიდნენ და სხვა).

1. თქვენ ყოველთვიური ხელფასი 1050 ლარი გერიცხებათ სპორტის სამინისტროსგან;

2. მსოფლიოს ჩემპიონატზე მოპოვებული ოქროს მედლის შესაბამისი პრემია 17 ათასი ლარის ოდენობით ჩაგირიცხათ სწორედ სპორტის სამინისტრომ;

3. 5 156 ლარი - მსოფლიოს ჩემპიონატზე მონაწილეობა სპორტის სამინისტრომ დაგიფინანსათ; მოსამზადებელი შეკრებები, ეკიპირება და მრავალი სხვა ხარჯი ასევე სპორტის სამინისტრომ დააფინანსა. მომავალშიც დიდ წარმატებებს გისურვებთ!" - წერს სამინისტრო.

წყარო: Ambebi

G.LA
რატომ არის რომ ყოველთვის ქოცებს ერთი საკითხიდან მეორეზე გადააქვს აქცენტი? ქებაძემ დაწერა გულისწყრომა იმაზე რომ სპორტის და კულტურის მინისტრმა წაშალა მის მიერ მისალოცი სტატუსი. რამე პასუხი ამაზე უნდა გაეცა და არა კუთვნილ ხელფასზე რომლესაც ყველა ბიუჯეტნიკი იღებს სახელმწიფო ბიუჯეტიდან. ასევე ყველა სპორტსმენიც იღებენ ხელფასს. დაყრუვდა ვინმე თუ გონება შეზღუდულია, რომ ვერ გაიგო ამ გოგონას გულიწყრომა? ეს პასუხი არის ტროლოს პასუხი და ამ შემთხვევაში ქალაბატონი მინისტრი როგორც ჩვეულებრივი ტროლი ისე იქცევა, ყურადღება გადააქვს კუთვნილ ხელფასზე.
დ
ვითომ თქვენი ჯიბიდან აძლევთ ამ ხელფასს, ეს ჩევენი, ხალხის ჯიბიდან უხდით ფულს და სხვათაშორის ძალიან ცოტას. თქვენ რამდენს იწერთ ხარჯებს, როცა სადმე მიდიხართ, ბარემ ეგეც ჩაგეკაკლათ ხალხისთვის, როგორც სამარცხვინოდ ჩამოკაკლეთ მსოფლიო ჩემპიონის ხარჯები.
ადამიანი
ქებაძეს ისე დაამადლეს 1050 ლარი ჩვენი ჯიბეებიდან,თითქოს თავისიდან უხდიდეს წულუკიანი. წულუკიანი მხოლოდ ხელფასად(დანამატებს,მანქანის და მძღოლის მომსახურეობას,სამივლინოებს და ა.შ. აღარ ვამბობ) 4 000 ლარამდე ერიცხება ჩვენი ჯიბიდან,ჰოდა ვის მეტი სარგებელი მოაქვს ქვეყნისთვის? მოდი და გავყოთ 4 000 ლარი წულუკიანის წონაზე და 1050 ლარი ქებაძისაზე,სამართლიანია,არა?1 :))))))))))))))))))))))
კოლხიდელი
სამწუხაროდ,უმადურობა და არაადექვატურობა "მოდაშია" ჩვენში...მ
შოთა
ბოდიში მაგრამ, ეს თვითონ ყოფილა უმადური.
ისტორიული შედეგი - ქართველმა სამბისტებმა ევროპირველობაზე 13 მედალი მოიპოვეს
ლერი აბულაძე მსოფლიოს ჩემპიონი გახდა [VIDEO]
"ნუ გადავიტანთ ამ ყველაფერს პოლიტიკურ ჭრილში" - სამბოს ფედერაცია განცხადებას ავრცელებს
ისევ პრემიერლიგაში - ოლივერ გლასნერი "ნოტინგემ ფორესტს" ჩაიბარებს
ჩელენჯ თასი | "შავი ლომის" მეტოქეები - "ტულონი", "ჰარლიქვინსი", "ედინბურგი", "ოსფრიზი" და "ვანი"
ქართველი დელეგატი რიგაში - მერაბ რატიშვილი ისრაელისა და გერმანიის მატჩს მოემსახურება
საქართველოს ნაკრების ფეხბურთელმა აშშ-ში გუნდი გამოიცვალა
20 წ. | ხუთი ცვლილებით მსოფლიოს ჩემპიონთან
7-კაცა ჰამბურგში გაემგზავრა
იამალმა ალვარესს "ბარსელონაში" გადასვლა ურჩია და მის ტრანსფერს მიესალმება
ნიდერლანდების ნაკრებს "ლივერპულიდან" დათხოვნილ სლოტს ჩააბარებენ
"დინამო თბილისის" 17 წლის ნახევარმცველი ლიგა 1-ის ბინადარ "პარიზში" გადავიდა
თუ ნაგელსმანს დაითხოვენ - კლოპი გერმანიის ნაკრების ჩასაბარებლად მზადაა
"მსოფლიოში საუკეთესოა, თუ წელს ოლისე "ოქროს ბურთს" ვერ მოიგებს, მაშინ ამის თქმა შეგვეძლება" - სანიოლი Bild-ს ესაუბრა
მუნდიალიდან გავარდნის შემდეგ: კუმანი გადადგა, თურქეთმა მონტელა არ გაუშვა
[VIDEO] კინიონესის და ხიმენესის ეფექტური გოლებით - მექსიკა მერვედფინალშია
საქართველოს ნაკრებმა რიგაში ივარჯიშა - გუნდს მამუკელაშვილი ვერ დაეხმარება
[VIDEO] საფრანგეთმა შვედეთი გააბითურა - ვინ შეაჩერებს დეშამის გუნდს?
ოფიციალურად - რამუში პსჟ-დან "მილანში" გადავიდა
[VIDEO] ჰოლანის გოლით ნორვეგიამ კოტ-დ'ივუარს სძლია და 1/8-ფინალში ბრაზილიას შეხვდება
ისტორია დაიწერა - მარიამ ბოლქვაძემ უიმბლდონის ძირითად ბადეში პირველი მატჩი მოიგო!
ოფიციალურად: ლებრონ ჯეიმსმა "ლოს ანჯელეს ლეიკერსი" დატოვა
პსჟ ბარკოლას 116 მილიონზე ნაკლებად არ გაყიდის
ქართველმა სამბისტებმა მოსკოვში 5 მედალი მოიპოვეს
ელენე ქებაძემ რუსეთის წარმომადგენელი დაამარცხა და მსოფლიო ჩემპიონი გახდა
ძიუდო. მსოფლიოს ჩემპიონატი: ელენე ქებაძე პირველივე ეტაპიდან გამოვარდა
"ნუ გადავიტანთ ამ ყველაფერს პოლიტიკურ ჭრილში" - სამბოს ფედერაცია განცხადებას ავრცელებს
მსოფლიოს ჩემპიონატზე საქართველოს ნაკრებმა კიდევ 2 ოქროს მედალი მოიპოვა
"სამარცხვინოა, როდესაც სამინისტრო მსოფლიო ჩემპიონობას გილოცავს და მერე პოსტს შლის" - ელენე ქებაძე