ქართველები
• ქართველი სპორტსმენები
• ფეხბურთი
• ეროვნული ნაკრები
• ეროვნული ლიგა
• ეროვნული ლიგა 2
• ლეგიონერები
• თასი
• ასაკობრივი ნაკრები
• სხვადასხვა
• ევროპა ლიგა
• კონფერენს ლიგა
• ინგლისი
• ესპანეთი
• იტალია
• გერმანია
• საფრანგეთი
• მსოფლიო ჩემპიონატი
• ჩემპიონთა ლიგა
• ევროპის ჩემპიონატი
• სხვადასხვა
• ქალთა ფეხბურთი
• ტრანსფერები
• კალათბურთი
• ეროვნული ნაკრები
• სუპერლიგა
• თასი
• NBA
• ლეგიონერები
• ევრო ლიგა
• ევროპის ჩემპიონატი
• მსოფლიოს ჩემპიონატი
• ასაკობრივი ნაკრები
• სხვადასხვა
• ჭიდაობა
• ძიუდო
• თავისუფალი
• კლასიკური
• ქართული
• სუმო
• სამბო
• ქალთა ჭიდაობა
• ბერძნულ-რომაული
• პარაძიუდო
• ჩოგბურთი
• როლან გაროსი
• უიმბლდონი
• ავსტრალიის ღია პირველობა
• ამერიკის ღია პირველობა
• მონტე კარლო
• ATP ცინცინატი
• მადრიდის მასტერსი
• რომის მასტერსი
• მაიამის მასტერსი
• სხვადასხვა
• რაგბი
• ეროვნული ნაკრები
• დიდი 10
• თასი
• ლეგიონერები
• 6 ერი
• ტესტები
• ერთა თასი
• მსოფლიო თასი
• ასაკობრივი ნაკრები
• სხვადასხვა
• ფორმულა 1
• მონაკოს გრან-პრი
• ბრიტანეთის გრან-პრი
• იტალიის გრან-პრი
• ბელგიის გრან-პრი
• ბაჰრეინის გრან-პრი
• საუდის არაბეთის გრან-პრი
• იაპონიის გრან-პრი
• ჩინეთის გრან-პრი
• მაიამის გრან-პრი
• ემილია-რომანიის გრან-პრი
• აბუ დაბის გრან-პრი
• MMA
• UFC
• სხვადასხვა
• კრივი
• ველოსპორტი
• ტანვარჯიში
• ცურვა
• ჭადრაკი
• მძლეოსნობა
• ძალოსნობა
• მკლავჭიდი
• ტყვიის სროლა
• კარატე
• ნიჩბოსნობა
• მშვილდოსნობა
• ფარიკაობა
• წყალბურთი
• ხელბურთი
• ფრენბურთი
• ავტოსპორტი
• ჰოკეი
• თხილამურებით სრიალი
• ფიგურული სრიალი
• საინტერესო ამბები
• სხვადასხვა
• ფიტნესი
• ფიგურული ციგურაობა
• სხვა სახეობები
• MMA
• ლელო

გიორგი გაბედავა: დროა, საჩხერის "ჩიხურამ" ჩემპიონობისთვის იბრძოლოს

გიორგი გაბედავა: დროა, საჩხერის "ჩიხურამ" ჩემპიონობისთვის იბრძოლოს

საჩხერელთა ერთ-ერთი წამყვანი ფეხბურთელი საინტერესო ამბებს ჰყვება - გუნდზე, ამბიციებზე და პერსონალურ მომენტებზე...
ეროვნული ლიგის III ტურის მატჩში გიორგი გაბედავამ ქობულეთის "შუქურასთან" თავი მშვენიერი თამაშითა და ერთიმეორეზე ლამაზი ორი თავური გოლით გამოიჩინა. ამ დუბლით მან "ჩიხურას" მნიშვნელოვანი 3 ქულა და ერთპიროვნული ლიდერობა მოუტანა. გამოცდილი თავდამსხმელი "ლელომ" სიმბოლურ ნაკრებში დაასახელა.

- ჩიხურა-შუქურა 3:1 - როცა ფეხბურთში მთავარი თავია [VIDEO]

- ეროვნული ლიგის III ტურის მიმოხილვა და სიმბოლური ნაკრები

ჩვენ ჩავწერეთ გაბედავას ინტერვიუ, რომელშიც საჩხერელთა ერთ-ერთი წამყვანი ფეხბურთელი საინტერესო ამბებს ჰყვება - გუნდზე, ამბიციებზე და პერსონალურ მომენტებზე...

- დუბლის შესრულება ყოველთვის სასიამოვნოა. გახსოვთ, ბოლოს ეს როდის მოახერხეთ?

- მას შემდეგ დიდი ხანია გასული... სამი წლის წინ, ევროპის ლიგაზე ბაქოს "ნეფთჩის" გავუტანე. მართლა დიდი დრო გასულა... მეც არანაკლებ დიდი დრო გამიცდა, არათუ დუბლი, საერთოდ, თამაშიც პრობლემა გამიხდა.

- მთლიანობაში, რამდენ ხანს იუქმეთ?

- დაახლოებით, ორ-ნახევარი წელიწადი. "სამტრედიაში" რომ გადავედი, პირველი წრე არასრულად ვითამაშე, კუნთი გამიწყდა და მერე ბათუმის "დინამოში" გადავედი. იქ კი სულ რაღაც 5 შეხვედრა ჩავატარე. ტრავმას მოვირჩენდი, ვითამაშებდი და ისევ ტრავმას ვიღებდი. მერე ისევ მკურნალობა და ასე - სულ ექიმებში ვიყავი, საშინელი პერიოდი იყო...

- ტრავმის მიზეზი უხარისხო ხელოვნური საფარი ხომ არ იყო?

- ნაწილობრივ ესეც იყო. საქართველოში ნორმალური ხელოვნური მოედანი არსად არ არის, მაგრამ ქობულეთის მოედანი ამ მხრივ მართლა ჩემპიონია. იქ საშინელი საფარია - ძალიან მძიმეც და გაფუჭებულიც. მსგავსი არსად მინახავს.

- საერთოდ, საქართველოში რომელიმე მოედანი მოგწონთ?

- ყველაზე მეტად "ლოკომოტივზე" თამაში მიყვარს - მოედანიც კარგია და საერთო ატმოსფეროც, იქ თამაში სულ მსიამოვნებს. "დინამო არენაზე" ბალახი ყოველთვის კარგი ხარისხის იყო, ახლა "ჩიხურა" ზესტაფონში თამაშობს და იქაც ნორმალური მოედანია. ქობულეთის გარდა, სამტრედიაშიც ცუდი საფარია.

- ბევრი ვერ ხვდება, რომ ჩვენი ჩემპიონატის დონესთან უხარისხო საფარი პირდაპირ კავშირშია...

- რა თქმა უნდა, პირდაპირი კავშირია! მოედანი თუ არ ვარგა, იქ ვერც სწრაფად ირბენ, ბურთსაც ვერ გააგორებ და გამორიცხულია - ვერც ლამაზ ფეხბურთს აჩვენებ. კარგი ფეხბურთი მხოლოდ მოთამაშეების მომზადებაზე არ არის დამოკიდებული. 80 პროცენტით მას კარგი საფარი განაპირობებს - ასე ტემპი და ხარისხი ბუნებრივად იზრდება.

გაფუჭებულ გზაზე მანქანა ისეთივე სიჩქარეს განავითარებს, როგორც კარგ ტრასაზე? რა თქმა უნდა, ვერა! ასეა მოედანიც ფეხბურთელისთვის. ზოგ სტადიონზე ისეთი ხალიჩაა, ჭაობივით ითრევს ფეხს და ამ სიტუაციაში რომელ მაღალ ტემპზეა ლაპარაკი?!

- წლევანდელი სეზონი "ჩიხურამ" დამაჯერებლად ვერ დაიწყო, მაგრამ კარგად გააგრძელა...

- სეზონის პირველი მატჩი ყოველთვის რთული ჩასატარებელია, გორის "დილასთან" საუკეთესოდ ნამდვილად არ გამოვიყურებოდით... მაგრამ ნელ-ნელა ავთამაშდით და მიმაჩნია, რომ ეს შემთხვევითი არ არის. რამდენ გუნდში მითამაშია, მაგრამ მსგავსი დაბალანსებული შემადგენლობა არც ერთში არ ყოფილა. ყველა პოზიციაზე თანაბარი ძალის მოთამაშეები გვყავს, ნებისმიერს შეუძლია, მოედანზე გავიდეს და ითამაშოს. დარწმუნებული ვარ, დიდი კონკურენცია გუნდზეც დადებითად აისახება, თითოეულ ფეხბურთელზეც და მთლიანობაში - შედეგზეც.

- თქვენი აზრით, წლევანდელი "ჩიხურა" საჩემპიონო ბრძოლისთვის მზადაა?

- დიახ, ამაში დარწმუნებული ვარ. მიზანი სამეულში მოხვედრაა. პირველ ადგილზე გასვლის შანსი გარდამავალ ჩემპიონატშიც გვქონდა, მაგრამ საამისოდ რაღაც დაგვაკლდა. თუმცა ყველამ დავინახეთ, რომ პირველობისთვის ბრძოლა შეგვიძლია.

მას შემდეგ "ჩიხურაში" ბევრი რამ შეიცვალა. კონკურენციაზე უკვე გითხარით, რაც ბევრს ნიშნავს. მაგრამ ეს ერთადერთი ფაქტორი არ არის. წლეულს შემადგენლობაც გაძლიერდა და გასულ სეზონთან შედარებით ბევრად უკეთ შევთამაშდით, ერთმანეთსაც უკეთ ვუგებთ და მეტად ვენდობით. მწვრთნელის ფაქტორიც გასათვალისწინებელია - სოსო ფრუიძე გუნდს უკვე მეათე წელია ავარჯიშებს, საკუთარი სტილი დაამკვიდრა...

საერთოდ, თუ ფეხბურთელს რაიმეზე პრეტენზია გაქვს, ყოველთვის მაქსიმუმი უნდა დაისახო მიზნად. უკვე დროა, ჩემპიონობისთვის ვიბრძოლოთ, ამისთვის ფსიქოლოგიურადაც მზად ვართ.

- ტრავმებზე ვილაპარაკეთ. თქვენ იშვიათი ფეხბურთელი ხართ, რომელსაც ეს "სამტრედიაში" თამაშისას შეგემთხვათ. არადა, იქ ფიზმომზადების მწვრთნელი თემურ ლორთქიფანიძეა, რომელსაც ფეხბურთელები ძალიან ემადლიერებიან...

- ამაში, ნაწილობრივ, საკუთარ თავსაც ვადანაშაულებ. ბოლომდე მორჩენილი არ მქონდა ტრავმა, მაგრამ თამაში ისე მინდოდა, ვარჯიში ნაადრევად დავიწყე და კუნთი ისევ გამიწყდა. მე ბათუმის პერიოდი გავიხსენე, სამტრედიაში კი ის მოხდა, რაც ფეხბურთელის ცხოვრებაში ჩვეულებრივი ამბავია. თუმცა მოურჩენელი ტრავმა არ არსებობს. მთავარია, იცოდე, როგორ მოახერხო ეს და როგორ გაიარო რეაბილიტაცია. იმ პერიოდმა მაინც ბევრი რამ მასწავლა.

თემურ ლორთქიფანიძემ იცის მოთამაშის მომზადება და სწორედ მასთან მუშაობისას ვისწავლე, ტრავმის რისკი თავიდან როგორ უნდა ავიცილო.

- ...და რა ისწავლეთ? როგორ უნდა აიცილოთ?

- ამაზე თქვენთან ინტერვიუშიც ილაპარაკა. ერთ-ერთი მთავარი ის არის, რომ ორგანიზმში ყოველთვის უნდა გქონდეს წყლის ბალანსი. სერიოზული ტრავმებისა და გაცდენილი დროის შემდეგ წყლის მიღება დავიწყე - თამაშამდე და ვარჯიშამდე დაახლოებით 2 ლიტრამდე წყალს ვსვამ, ვარჯიშის შემდეგ კი 1,5 ლიტრს. რა თქმა უნდა, გამორიცხული არაფერია, მაგრამ რაც ამ მეთოდს მივმართე, საბედნიეროდ, ტრავა აღარ მიმიღია.

(იბეჭდება მცირე ცვლილებით)

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

• irakli Apkhaidze

70-80 კგ ადამიანმა ისედაც უნდა მიიღოს დღეში 2-დან 2,5 ლიტრამდე და თუ სპორტითაა აქტიურად დაკავებული კიდე +10-15%. წყალი სისუფთავის გარანტია და ორგანიზმს კიდე, რაც ტვურთავს კი იცით... მარილები, შაქარაი, ალკოჰოლი, ნიკოტინი, შხამები, ბინძური ჰაერ-საკვები და ა.შ.

• Guadua

მაგ წყლის სმა იქნება მერე ასაკში რომ შეგახსენებს თავს გიორგი,არამარტო შენ არამედ ყველას ვინც მაგ მეთოდით ორგანიზმს ნაძალადევად წყლით ამარაგებდა.თირკმლების გადატვირთვას იწყებს, შესაბამისად მინერალების გამორეცხვას იმ სისწრაფით რომ აღდგენა ან ჭირს ან თუ ხდება სპეციალური კვებით, მაშინ ორგანიზმის ბუნებრივი რეჟიმი ირღვევა,ის დამოკიდებული ხდება, ასე რომ უსიამოვნებები გარანტირებულია,მერე იქნება კუჭის წყლულები,კუჭნაწლავის პრობლემა და ასე შემდეგ. სჭირდება კი +7-10 გრადუსი ჰაერის ტემპერატრუის დროს ორგანიზმს ამდენი წყალი? ეს სანამ ახალგაზრდები ხართ კიდევ უძლებს ორგანიზმი, მაგრამ ასაკში ეს თავისას გაგიხსენებთ.

თბილისის "დინამომ" თურქეთში მზადება დაიწყო

"დილამ" 19 წლის ბურკინა ფასოელი მცველი დაიმატა

თბილისის "დინამომ" ტუნისელი შემტევი დაიმატა და თურქულ შეკრებზე გაემგზავრა

ხამეს როდრიგესი კარიერას MLS-ში გააგრძელებს

U22 | რუსთავმა ზედიზედ მე-15 მატჩი ჰიუნდაისთან, დაძაბულ ბრძოლაში მოიგო

დიდი ალბათობით, სეზონის ბოლოს სიმეონე "ატლეტიკოს" დატოვებს

"გვიანობამდე ტელეფონში იყურება და მეორე დღეს გამოუძინებელია" - რაფინიამ იამალზე ისაუბრა

[VIDEO] სტვენა ჯეი დი ვენის მისამართით და ქართველები სან-სიროზე - როგორ აქციეს იტალიელებმა ოლიმპიადის გახსნა ხელოვნების ნიმუშად

კვარაცხელიამ ვარჯიში დაიწყო - რას გადაწყვეტს ლუის ენრიკე?

ოფიციალურად - გუგეშაშვილი "ატრომიტოსის" ფეხბურთელია

ჯოვანი: ვინისიუსი შეზღუდული შესაძლებლობების ფეხბურთელია

WU17 | საქართველო 6:0 აზერბაიჯანი

რაგბი ევროპა | ხუთი დებიუტანტით და მერვე ცენტურიონით შვეიცარიასთან

[VIDEO] ფიგურული ციგურაობა | ოლიმპიურ თამაშებზე მოკლე პროგრამით ანასტასია გუბანოვა წარსდგა

[VIDEO] ოლიმპიური თამაშების გუნდურ ასპარეზობაში მოკლე პროგრამით ბერულავასა და მეტელკინას წყვილი წარსდგა

ალექს ოქსლეიდ-ჩემბერლენი კარიერას "სელტიკში" გააგრძელებს

ფიგურული ციგურაობა | რიტმულ ცეკვაში დევისისა და სმოლკინის წყვილი წარსდგა

მადრიდის "რეალი" ფილ ფოდენის სანაცვლოდ 180 მილიონი ევროს გადახდას გეგმავს

"მათ ჩემი ოჯახის ფოტოებიც კი მაჩვენეს" - კალაფიორიმ "არსენალში" გადასვლის მიზეზი განმარტა

22-წლამდელთა ჩემპიონატში დღეს 7 მატჩი გაიმართა

"ბარსელონა" ლევანდოვსკის ახალ კონტრაქტს მხოლოდ ამ შემთხვევაში შესთავაზებს" - ESPN-ი პოლონელის მომავალზე წერს

ილია თოფურიას სასამართლო დავა დასრულდა - რა გადაწყვეტილება მიიღეს მხარეებმა?

ჭადრაკი| ბაადურ ჯობავა საქართველოს ჩემპიონი მეხუთედ გახდა

დავით ჯიქია: ძალიან საინტერესო ჩემპიონატს ველი

ფრუიძე: ეს იქნება ერთგვარი ილუსტრაცია იმ რეალობის, რომელიც დღეს საქართველოში დგას

გაბედავას კონტრაქტი დაუსრულდა და "საბურთალო" დატოვა

ბაჩანა არაბული: ...ამიტომაც გავაკეთე ასეთი არჩევანი

გიორგი გაბედავა თბილისის "დინამოში" გადავიდა

ეროვნული ლიგა. XVII ტური. "ჩიხურა"-"დინამო თბ" [LIVE]

გაბედავა: გვაქვს შანსი დავამტკიცოთ, რომ ფეხბურთის თამაში შეგვიძლია

"სამტრედია": გია ცეცაძის ეპოქა დასრულდა, ვინ გაწვრთნის ჩემპიონს?

სოსო ფრუიძე: მოსაგებად ძალა აღარ გვეყო

"საბურთალო" გიორგი გაბედავას აზერბაიჯანულ გუნდში შესაძლო გადასვლას უარყოფს

მხოლოდ 2 მატჩი გუნდის სათავეში - სოსო ფრუიძემ "ლოკომოტივი" დატოვა

სოსო ფრუიძე ფეხბურთში დაბრუნდა და უმაღლესი ლიგის გუნდს ჩაიბარებს

"საქართველო არაჩვეულებრივი ქვეყანაა" - ჰამზიჩი ეროვნულ ლიგას უბრუნდება

"არასწორი ვარჯიშებით ფეხბურთელების ჯანმრთელობას ვანგრევთ"

გიორგი გაბედავა: ვერ ვხვდები, როგორ გავუშვით 3 გოლი პირველ 10 წუთში

სოსო ფრუიძე: 6 ქულა კარგია, მაგრამ ყველაფერი თავიდან დასაწყებია

"სოსო ფრუიძის მწვრთნელად მოსვლას არ დავუშვებთ" - "ტორპედოს" გულშემატკივრის განცხადება

ეროვნული ლიგა. პლეი-ოფი: "ჩიხურა" - "სამგურალი" [LIVE]

ეროვნული ლიგა. XVI ტური. "მერანი" - "ჩიხურა" [LIVE]

ვინ იყო ზარმაცი, ქინქლაძე?! რას იხსენებს მწვრთნელი, ვინც გიო ფეხბურთში დააბრუნა

"ჩიხურამ" ძალიან ლამაზი გოლითა და მეკარის სასწაული "სეივებით" მოიგო [VIDEO]

საჩხერის "ჩიხურას" ახალი მთავარი მწვრთნელი ჰყავს!

''ჩვენი ფეხბურთი უცხოს არ დაუქცევია, ეს ისევ ჩვენი ხელით მოხდა"

თბილისის "დინამო" სამმა ფეხბურთელმა დატოვა