დღეს, 28 მარტს, საქართველოს ფეხბურთელთა ეროვნული ნაკრები ლატვიის ნაკრებთან ამხანაგურ შეხვედრას ჩაატარებს
დღეს, 28 მარტს, საქართველოს ფეხბურთელთა ეროვნული ნაკრები ლატვიის ნაკრებთან ამხანაგურ შეხვედრას ჩაატარებს. მატჩი "დინამო არენაზე" 18:00 სთ-ზე დაიწყება და მის პირდაპირ ტელეტრანსლაციას "პირველი არხი" წარმოადგენს.

თამაშის წინა დღეს ვლადიმირ ვაისმა 20-კაციანი გუნდი თბილისის ზღვაზე მდებარე "ზესტაფონის" ბაზაზე ავარჯიშა და ნიკა კვეკვესკირთან ერთად ჟურნალისტების კითხვებს უპასუხა.

- ვლადიმირ ვაისი: მწვრთნელი ყოველთვის ჩემოდნით ხელში დგას... ვნახოთ, რა იქნება ხვალ!

- ნიკა კვეკვესკირი: ეს ეროვნული ნაკრებია და აქ შედეგი აუცილებელია!

წვრთნაში მონაწილეობა ტრავმის გამო არ მიუღია ბუბა დაუშვილს. ითამაშებს თუ არა ის ლატვიასთან, დღეს გაირკვევა.

მატჩის მნიშვნელობა

სერბეთთან განცდილი მარცხის შემდეგ გულშემატკივარი გულგატეხილია, მაგრამ უნდა გვახსოვდეს ერთი: საქართველოს ნაკრები, რაც უნდა ცუდ მდგომარეობაში იყოს, ჩვენი გუნდია და გაჭირვების ჟამს მისი მიტოვება არაფრით ეგების. ამიტომ ნუ დავიზარებთ მისვლას ქვეყნის მთავარ სპორტულ არენაზე და ჩვენი ნაკრების გამხნევებას. ფეხბურთელები კი, იმედია, გაიმარჯვებენ. ბოლოს და ბოლოს, ეს ღირსების ამბავია...

მარტის მთავარი სანაკრებო ომი სერბეთთან წაგებულია და თუნდაც ლატვიასთან გამარჯვება ვერ გადაწონის იმ მარცხის სიმწარეს ვერც პრაქტიკული და ვერც - მორალური კუთხით. ამის მიუხედავად, სასიამოვნო იქნება გამარჯვება თუნდაც ამხანაგურ მატჩში ჩვენს კბილა მეტოქესთან, რომლის დამარცხებაც ყოველთვის გვიჭირდა; ეს კი არა, სხვა წერილში წაიკითხავთ ისტორიას და ნახავთ, რომ ლატვიელებთან ბოლო ორი თბილისური მატჩი (ერთი - ამხანაგური, ერთიც - შესარჩევი) წაგებული გვაქვს...

მატჩი განსაკუთრებული მნიშვნელობისაა ვლადიმირ ვაისისთვის. საიდუმლო არავისთვისაა, რომ სერბეთთან თბილისური მარცხის შემდეგ საქართველოს ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა უკვე ღიად დაიწყო ლაპარაკი ეროვნული გუნდიდან შესაძლო წასვლის თაობაზე. ლატვიასთან გამარჯვება 52 წლის სლოვაკი სპეციალისტის მორყეულ სავარძელს ოდნავ, მაგრამ მაინც გაამყარებს.

სათვალავში ჩასაგდებია ისიც, რომ ეს სპარინგი იქნება შანსი მთელი რიგი ახალგაზრდა ფეხბურთელებისთვის, რომლებიც უკვე თამამად აკაკუნებენ ეროვნული ნაკრების კარზე. სერბეთთან მატჩის შემდეგ საქმე ისე წავიდა, რომ ამ მოთამაშეების რაოდენობა აუცილებლად გაიზრდება.

დანაკლისი და შანსი

თავიდანვე ცნობილი იყო, რომ საქართველოს ნაკრებს ლატვიასთან მატჩში ვერ დაეხმარებოდნენ ტრავმირებულები, ლევან მჭედლიძე და თორნიკე ოქრიაშვილი. სერბეთთან თამაშის შემდეგ კი შევიტყვეთ, რომ ლატვიასთან შეხვედრაში არ ითამაშებენ გიორგი ლორია, საბა კვირკველია და ჯაბა კანკავა.

ამ შემთხვევაში ვერც მთავარ მწვრთნელს დავძრახავთ და ვერც ამ ფეხბურთელებს. სამეულს ნაკრებში გამოსაცდელი არაფერი სჭირს. ამხანაგური შეხვედრა კი იმისაა, რომ შანსი ახალგაზრდებს მიეცეთ. აქვე მადლობა უნდა ვუთხრათ იმ გამოცდილ მენაკრებეებს, სერბეთთან მატჩის შემდეგ ლატვიასთანაც რომ ითამაშებენ. ბალტიისპირელებთან მხოლოდ ახალგაზრდული, გამოუცდელი გუნდით დაპირისპირება ძალიან სარისკო იქნებოდა.

გადაწყვეტილი ამბავია, რომ ლატვიასთან მატჩში საქართველოს ნაკრების არაერთ ისეთ ფეხბურთელს მიეცემა თავის გამოჩენის შანსი, მოუთმენლად რომ ელიან - გიორგი მაკარიძე, დავით ხოჭოლავა, ჯემალ ტაბიძე, გიორგი რეხვიაშვილი, ოთარ კიტეიშვილი, ჯაბა ჯიღაური, სანდრო კობახიძე, გიორგი არაბიძე, გიორგი ქვილითაია...

ამათგან რამდენიმეს მეტად დატვირთვას სერბეთთან მატჩშიც ველოდით, მაგრამ ასე არ მოხდა. ახლა ამ ფეხბურთელებმა უნდა დაამტკიცონ, რომ ეროვნულ გუნდში მათი ადგილი არის.

მოგვენატრა!

მართალია, ეს არ არის ოფიციალური მატჩი, რომელიც საქართველოს ნაკრებს ვაისის ხელმძღვანელობით ჯერაც არ მოუგია, მაგრამ გამარჯვება ნებისმიერ შემთხვევაში სასიამოვნო იქნება. მით უმეტეს, დღეს ჩვენში, ამ სიტყვის სრული მნიშვნელობით, საფეხბურთო ნიჰილიზმი მეფობს. ამიტომაც ჰაერივით გვჭირდება თუნდაც პატარა წარმატება.

უნდა მოვიგოთ მარტო იმიტომ, რომ საფეხბურთო ნიჰილიზმი კიდევ არ გაძლიერდეს; უნდა მოვიგოთ იმიტომ, რომ ყველაფერს აქვს ზღვარი და მათ შორის, იმ "თავისუფალ ვარდნასაც", რომელსაც დღეს ქართული ფეხბურთი განიცდის...

როცა მთავარი ვარსკვლავი მთავარი მწვრთნელია...

ჩვენგან განსხვავებით, ბალტიისპირელებმა უკვე გაუსინჯეს გემო დიდ ტურნირს - ითამაშეს ევრო 2004-ის ჯგუფურ ეტაპზე და თუ იმ წარმატების მთავარი შემოქმედი ცნობილი მწვრთნელი ალეკსანდრ სტარკოვსი გახლდათ, უმნიშვნელო არც ჩვენებური რევაზ ძოძუაშვილის წვლილი იყო...

მიმდინარე ციკლში ლატვიელები ვერ ყოჩაღობენ. გუნდს ბოლოსწინა ადგილი უჭირავს - უსწრებს მხოლოდ ანდორას და ჩამორჩება... ფარერებს. ბოლო შეხვედრაში ლატვიელებმა შვეიცარიაში გვარიანად იბრძოლეს, თუმცა მაინც დამარცხდნენ მინიმალური ანგარიშით - 0:1.

ლატვიელთა მთავარი ვარსკვლავი... მთავარი მწვრთნელია. მართლაც, ამ ქვეყნის ისტორიაში ბევრი არ ყოფილა ისეთი ფეხბურთელი, როგორიც იყო მარიანს პაჰარსი. 1996-2007 წლებში მან ლატვიის ნაკრებში 75 მატჩი ჩაატარა და 15 გოლი გაიტანა.

არანაკლებ კარგი იყო მისი საკლუბო კარიერა. სახელი ჯერ კიდევ რიგის "სკონტოში" თამაშის დროს გაითქვა. ამის შემდეგ ძალები მოსინჯა "საუთჰემპტონსა" და "ანორთოსისში". მერე ისევ "სკონტოს" დაუბრუნდა. აქტიური საფეხბურთო კარიერა კი "იურმალაში", 2010 წელს დაასრულა.

40 წლის პაჰარსი სწორედ ამ დროიდან გამოჩნდა სამწვრთნელო ასპარეზზე. ჯერ "სკონტოს" მეორე მწვრთნელი გახლდათ, მერე ამ კლუბს ხელმძღვანელობდა, რასაც მოჰყვა ლატვიის ახალგაზრდული ნაკრების დამრიგებლის როლი, 2013 წლიდან კი ეროვნული გუნდის სათავეშია.

ლიდერები

როგორც ყველა გუნდსა თუ ნაკრებს, ლატვიასაც ჰყავს ლიდერები. კარს ყველაზე ხშირად 36 წლის ანდრის ვანინსი იცავს. მან ეროვნული გუნდის შემადგენლობაში 80 მატჩი ჩაატარა. ამ დროისთვის შვეიცარიული "ციურიხის" მეკარეა.

დაცვაში მთავარი კაცი კაპიტანი კასპარ გორკსია. ის ამჟამად "რიგაში" თამაშობს, თუმცა აქვს ინგლისის პირველ და მეორე დივიზიონებში, ასევე, საბერძნეთსა და ჩეხეთში ასპარეზობის დიდი გამოცდილება.

დაცვის ხაზში ასევე გამოირჩევიან ვლადისლავს გაბოვსი (29 წლის, "კორონა", პოლონეთი), ვიტალის მაკსიმენკო (26 წლის, "მატერსბურგი", ავსტრია) და იგორს ტარასოვსი (28 წლის, "გირესუნი", თურქეთი).

ნახევარდაცვის ლიდერია ეროვნულ გუნდში 74 მატჩის (9 გოლი) ჩამტარებელი, 33 წლის ვეტერანი - ალექსის ვიშნიაკოვსი. მან სხვადასხვა ქვეყანაში ითამაშა, მათ შორის - პოლონეთსა და რუსეთში. დღეს კი რიგის საფეხბურთო სკოლის კლუბის ღირსებას იცავს.

კარგი ფეხბურთელია 22 წლის იანის იკანუნიეკსი. ის ფრანგულ "მეცში" თამაშობდა. ამჟამად კი ბერძნული აელ-ის ფეხბურთელია.

თავდასხმაში ლატვია ძირითადად ახალგაზრდების იმედადაა. 35 წლის გირტს კარლსონსი გამონაკლისია. მას არაერთ რუსულ და აზერბაიჯანულ კლუბში უთამაშია. 22 წლის ვალერის შაბალამ უკვე 10 გოლის გატანა მოასწრო ლატვიის ნაკრებში. ახლა ის "რიგაშია". უთამაშია არაერთ უცხოურ კლუბში, მათ შორის - ბელგიურ "ბრიუგეში".

სახიფათო ფორვარდია 24 წლის დენის რაკელსი. პოლონეთში წარმატებული თამაშის შემდეგ რაკელსი ინგლისში გადაბარგდა და ახლა "რედინგის" ღირსებას იცავს.

(იბეჭდება მცირე ცვლილებით)

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

totalizatori
0-2 დამთავრდება დადეთ ფული მოიგეთ 4.2 კუშია
givi-s
ამ სტატისტიკებს ყიდულობთ ხოლმე სადმე თუ საიდან იგონებთ ასეთ რაღაცებს :)))
გივი
80 პროცენტი ფეხბურთელი მარჯვენა კუთხეში ურტყამს პენალტს. ლორიამ თუ ეს არ იცის უნდა დაუთმოს კარები რევიშვილს.
kika
ეს თამაში თუ წავგეთ მაშინ მართლა უნდა დაანებოს ნაკრებმა საერთაშორისო ასპარეზე გამოსვლას თავი. ლატვიას თუ ვერ მოვუგებთ აბა ვიღას უნდა მოვუგოთ დედამიწაზე.სჯობ ის ფული სახემწიფომ სხვა რამეში დახარჯოს. სულ წაგებების გამო ხალხს ნერვოზს დაგვმართებენ ისედაც არ გვაკლია სანერვიულო ამ ქვეყანაში. სახელმწიფომ თუ შეილება ოდნავ მაინც შეგვიცოდოს ხალხი და წაგების შემთხვევაში აღარ დააფინანსოს პროფესიული ფეხბურთი . იყოს მხოლოდ სამოყვარულო ფეხბურთი. ნაკრები გამუდმებით აგებს კლუბები გამუდმებით აგებენ აბა რაღაში გვჭირდება ფეხბურთი ყოველთვის თუ წავაგეთ!
გოგი ქუთაისელი
ჩივაძე შეცვალეს გეგუჩაძემ ნაკრები აათამაშა. ჯორჯიკაშვილი შეიცვალა ჩხეტიანმა ტორპედო ევროპაზე გაიყვანა. კარგი მასწავლებელი ძლიერ მოსწავლეებს ზრდის!
მამით მეგრელი, დედით იმერელი, გულით ქართველი
სადღა დაგრჩათ ღირსება?
qaruma
არც ერთი კაცი ტრიბუნებზე, 100% ბოიკოტი ამ ვითომ ფეხბურთელებს! მთელი ეს წლები თამაშს არ ვაცდენდი და მაგარ შეურაცხყოფილად ვგრძნობ თავს! მოიგებენ ზედიზედ მინ. 2 თამაშს და დავიწყოთ სტადიონზე სიარული, მანამდე კი ჩემდათავად ...................................................................................................................................................................................................................
burusa
მოდი რა სიმართლე ვთქვათ და პრობლემის სათავე, არის ის რომ საბავშო ფეხბურთიდან დიდ გუნდში ხვდებიან ჩაწყობით ნათესაური ნიშნით ან მეგობრობით და ნიჭიერ ბავშვებს გასაქანს არ აძლევენ! ზოგი ბავშვი გვიან იხსნება და ზოგიც ადრე ხოდა მწვრთნელების კომპეტენციაც არის დაბალი რომ ვერ ხვდება შეასბამისი მიდგომები! მთელ ქვეყანაშია ნეპოტიზმი გამეფებული და ფეხბურთშიც ანალოგიურად! ამიტოა ჩვენი ნაკრები 0
megreli
Absoliturad swori patosia...eko kvelas gulaoba RAs..burdulma swored agnishna...chkuas mouxmon fexburtelebma...mogalateobrivi "principi"AR gamoadgebat...rezultatia mtacari Da ARA fintebi Da vitom tags is maimunobebi...
xorxe
ოხ რა კარგად შენიღბული სტატიაა. და როგორ ოცნებიბს ავტორი რო წააგოს დღეს საქართველომ რო მერე მაგრათ შეუტუოს ვაისს)))
achi
შანსი კიარა დააყენოს ის სასტავი ტუნდაც სერბეთან რომ იყო თორე ამ ბავშვების იმედად ამასაც წააგებენ
giorgi megula
სახლი კარგა ხანია შეკეთებას აღარ ექვემდებარება დასანგრევია სულ და ახალია ასაშენებელი კაპიტალური რემონტით, თუ არადა იძახეთ ესე ღირსების თამაში იქნებ მეხუთე ადგილზე, იქნებ ერთი გოლი, იქნებ მოგება, იქნებ ისე იქნებ ასე.
achi
შანსი კიარა დააყენოს ის სასტავი ტუნდაც სერბეთან რომ იყო თორე ამ ბავშვების იმედად ამასაც წააგებენ
გაცეცხლებული!
ღირსების ამბავი პირველ რიგში ფეხბურთელებს მოკითხეთ! როცა საქართველოს სახელით გადიხარ მოედანზე, კეთილი უნდა ინებო და შეუძლებელი შეძლო, საკუთარ თავს უნდა გადაახტე, აჯობო ყველას და ყველაფერს! ამხელა ხალხი მოდის სტადიონზე და იმედგაცრუებულია მარტო იმით კი არა, რომ წვაგეთ (თუმცა ესეც ძალიან მნიშვნელოვანი მომენტია) არამედ იმით, რომ გამოდის 11 კაცი მოედანზე და ზედმეტად ოფლის ღვრა არ უნდათ, გაუწვებიან უსირცხვილოდ მეტოქეს, ჩამოყრიან ცხვირებს და "მოტივაცია" უვარდებათ! რაგბის ნაკრების თამაშებს უყურონ - რა ბრძოლა და თავდადებაა მოედანზე და გადაიღონ მაგალითი მათგან. ისი როცა აგებენ, თავდადებით მაინც თამაშობენ და ხალხიც მათ გვერდზეა. სწორედ ასეთ ნაკრებს უნდა უგულშემატკივრო და არა ამ მოდუნებულ და საკუთარ თავზე შეყვარებულ ნარცისომანებს. მწვრთნელმაც უნდა გაიაზროს ეს მომენტი და ფეხბურთელები ფსიგოლოგიურად მოამზადეოს. მე დღეს არ მივდივარ და სწორედაც ვიქცევი!
1900
19:00 ზე მაინც დაწყებულიყო
ვაშა ღირსებას
*** ღირსება არა ტოლმა....დამთავრდა ქართული ფეხბურთი
CE
რომელი ღირსებისთვის? არ გინდათ ეს საცოდავი მყვირალა სათაურები არ შეეფერება სიტუაციას
რეზო
ღირსებ :))) აღიაროს საფეხბურთო თემმა, რომ ვართ ნოლი ფეხბურთში. დაისახოს ერთობლივი მიზანი (ნაკრებებისთვის და ნაწილობრივ კლუბებისთვის, მითუმეტეს, რომ სახელმჭიფოს კმაყოფაზე კლუბები) და 10-15 წლიანი გეგმა შეასრულოს პატარ პატარა მყარი ნაბიჯებით. სხვანაირად ჯანმრთელ კონკურენტუნარიან და საინტერესო ფეხბურთს ვერ მოესწრება საქართველო ამ საუკუნეში. ფედერაცია ფეხბურთელიანად გაერთიანდით და იკისრეთ პასუხისმგებლობა ერთმანეთზე და მართლა თუ მოეკიდებით საქმეს იმდენ სიყვარულს და მხარდაჭერას ნახავთ, რაგბსაც შესურდება.
დათო
ღირსება არა ტაფა. სადა აქვთ ღირსება!!!
ქუთაისელი
რატო არ ითამაშებს ლორია, კაკავა და კვირკველია, მწვრთელის გადაწყვეტილებაა, ტრამვა აქვთ თუ კუჭი აეშალათ, რატო არ წერთ??
1,2,3,5,8...
მე მივდივარ სტადიონზე!
giga
აი სად ქართული ფეხბურთი და სად ღირსება?
გურამ კაშიამ და ნიკა კვეკვესკირმა ფეხბურთის ფედერაციას თხოვნით მიმართეს
კაბო-ვერდესთან საქართველოს ნაკრების მატჩზე ყველა ბილეთი გაიყიდა
"ქართველ ფეხბურთელებს რუსეთთან თამაშის გამბედაობა არ ეყოფათ" - ამბობს დუმის დეპუტატი
"პირლოსთან, ნესტასთან და მალდინისთან მითამაშია, მაგრამ მას ვერავინ შეედრება" - დევიდ ბექჰემმა საუკეთესო კაპიტანი დაასახელა
"ვილა პარკზე" ბოლო მატჩი ჩაატარა და ცრემლები ვერ შეიკავა - მარტინესი "ასტონ ვილას" ტოვებს
დე ძერბი: პსჟ - "ინტერის" მატჩისას კინოს ვუყურებ
20 წ. | მსოფლიომდე ინგლისთან
თოფურია vs ოლივეირა: დიდ დაპირისპირებამდე – წინასწარი ანალიზი და მოლოდინები
"მათ კომპლექსები არ გააჩნიათ" - ლაპორტა "ბარსელონას" ფეხბურთელებზე
"შედარება მესისთან?" - რა თქვა ლამინ იამალმა
"იცი ჩვენს შორის რა განსხვავებაა?" - თოფურიამ მახაჩევს უპასუხა
დღეს საფრანგეთის ჩემპიონატი დასრულდება - ხვიჩას ოქრო და სხვა ქართველების ამბები...
[VIDEO] სერიამ კულმინაციას მიაღწია - იოკიჩს მხარი მარიმ აუბა და "დენვერმა" "ოკლაჰომა" დაამარცხა
[VIDEO] ბრწყინვალე იამალის გოლი და საგოლე პასი - "ბარსელონა" ვადამდე გახდა ჩემპიონი
[VIDEO] უმძიმესი კადრები "ელ პრატიდან" - "ესპანიოლი" "ბარსელონას" მატჩი რამდენიმე წუთით შეჩერდა
ლეგენდა მიდის - "ლიონის" მთავარი თავდამსხმელი მიქაუტაძე გახდება
ევროპის ჩემპიონატზე საქართველოს ნაკრების მეტოქეები ცნობილია
Ballon d'Or 2025: კვარაცხელია რეიტინგში კიდევ უფრო დაწინაურდა
მოურინიოს პორტუგალიის ნაკრების მწვრთნელად არ დანიშნავენ
მარადიშვილი საქართველოს ნაკრების ფეხბურთელი უნდა გამხდარიყო, ახლა კი შეიძლება კარიერის დასრულება მოუწიოს
"ესპანელი ბიჭუნა ხარ" - მახაჩევმა თოფურიას მიმართა
პსჟ გოლების მანქანის შეძენას გეგმავს
"რეალისთვის" ყველაფერი გავაკეთე" - კარლო ანჩელოტი
გიორგი ლორიას "ანჟი" ჯემალ ტაბიძის "უფასთან" 2:3 დამარცხდა [VIDEO]
ქოჩორაშვილის შეძენას "ნაპოლი" და "სპორტინგი" შეეცდებიან
"უბრალოდ მეტი, ვიდრე ფეხბურთი" - ქოჩორაშვილმა სევიკიანთან გადაღებული ფოტო გამოაქვეყნა
საქართველოს ნაკრებთან დამარცხების გამო სომხეთში აღშფოთებული არიან
კვეკვესკირი შესაძლოა, თავის ძველ კლუბს დაუბრუნდეს
ჯიმი ტაბიძე რუსეთის ჩემპიონატის ტურის სიმბოლურშია
პროფესორი მოსწავლის წინააღმდეგ - "ქართველებმა ლატვიას მასტერ-კლასი ჩაუტარეს"
Geo Team: "სლოვანს" გაგუას დამატება სურს - ტრანსფერის ინიციატორი ვლადიმირ ვაისია
ვინ რა მიზეზით არ იქნება ივნისში საქართველოს ნაკრებში?
ისევ ესპანეთში - გიორგი მაკარიძის ახალი გუნდი ცნობილია
ბლექჰედების სასახლე, მოტორმუზეუმი, ქუჩის მუსიკოსები, ანუ მეორე დღე რიგაში
"სპარტაკის" 3:0 დამარცხების შემდეგ ტაბიძემ კომენტარი გააკეთა
მაკარიძემ პორტუგალიური გუნდი დატოვა
მსოფლიოს ჩემპიონატის 12 მონაწილე და ევროპიდან პლეი-ოფში ყველა გასული გაირკვა [VIDEO]
ერთ-ერთი მეტოქე ცნობილია - ვისთან გამართავს ამხანაგურ მატჩს ივნისში საქართველოს ნაკრები
ერთ-ერთი მეტოქე ცნობილია - ვისთან გამართავს ამხანაგურ მატჩს ივნისში საქართველოს ნაკრები
გურამ კაშიამ და ნიკა კვეკვესკირმა ფეხბურთის ფედერაციას თხოვნით მიმართეს
გიორგი მაკარიძემ "ალმერია" დატოვა
მაკარიძე ისევ პორტუგალიის ჩემპიონატში იასპარეზებს
ჩემპიონთა ლიგა. 1/8-ფინალი: "ლაიფციგს" გოლი არ ჩაუთვალეს, "რეალმა" გაიმარჯვა - "სიტი" ცალი ფეხით მეოთხედფინალშია [VIDEO]
ჩემპიონთა ლიგის ახალი ფორმატის ლიდერები, აუტსაიდერები, ორი ქართველი დღეს და მთავარი ინტერესი "რეალის" მიმართ
თბილისში გამომგზავრებამდე ყაზახეთმა ასტანაში ლატვია ვერ დაამარცხა
კიდევ ერთი ქართველი იტალიაში? - ნაკრების ფეხბურთელები გუნდის გარეშე არიან...
დღეს - "შახტარის" ქართველების მატჩი და კაშია, კანკავა, ვაისი კიტეიშვილის წინააღმდეგ!..
"საუკეთესო გუნდია, რაც კი ოდესმე მინახავს" - ვაისი "სიტისთან" მარცხის შემდეგ
Geo Team: კვეკვესკირი კარიერას უნგრულ გუნდში გააგრძელებს
ჩემპიონთა ლიგის ახალი ფორმატი, ორი გარანტირებული ადგილი ქართველებს და მესამის შანსი...
ჯემალ ტაბიძემ კვიპროსის "ალკის" გოლი გაუტანა [VIDEO]
Breaking: დავით ხოჭოლავამ ფეხბურთელის კარიერა დაასრულა
ყაზახეთის ნაკრებს ისეთი თარჯიმანი ჰყავს, რომ ლატვიელი ფეხბურთელი პრესკონფერენციაზე სიცილით კინაღამ ჩაბჟირდა [VIDEO]
რატომ ახალი კონტრაქტი ვაისს? რა ხდება სხვა ქვეყნებში, როცა მწვრთნელი შედეგს ვერ დებს
გიორგი მაკარიძემ "მარიტიმუსთან" კონტრაქტი გააფორმა
კვეკვესკირი: მცირეოდენ ფეხის დაცდენაზე რეაქცია უნდა გვქონდეს
მუნდიალი 2022. შესარჩევი: პორტუგალიას გამარჯვება მოპარეს - რონალდომ მოედანი სკანდალურად დატოვა [VIDEO]
18 დეკემბერს მერვედფინალების წილისყრაა - კვარაცხელიას და ხოჭოლავას გუნდების სავარაუდო მეტოქეები გაირკვა
ვლადიმირ ვაისი: ჯოჯოხეთი გველის, მაგრამ სასწაულის მოხდენას შევეცდებით
ქეცბაიას მშვენიერი სერია და სხვა ქართველების ორშაბათი
ესპანელი სელექციონერი: საქართველო საინტერესო და პერსპექტიული ბაზარია
ხოჭოლავას მესამე ოპერაციის გაკეთება დასჭირდება
ხოჭოლავა ექვსთვიანი პაუზის შემდეგ დაბრუნდა - ითამაშებს "ოლდ ტრაფორდზე"?
ხოჭოლავა ექსთვიანი პაუზის შემდეგ დაბრუნდა - ითამაშებს "ოლდ ტრაფორდზე"
ტაბიძე რუსეთის პრემიერლიგის გუნდში გადავიდა
ოფიციალურად - ნიკა კვეკვესკირი "ნირედჰაზაში" გადავიდა