ქართველი ფორვარდის ინტერვიუ ტრავმაზე, "რომასთან" თამაშზე და სატრანსფერო ჭორებზე
დღეს ლევან მჭედლიძემ პირველად ივარჯიშა გუნდთან ერთად სრულყოფილად, რისი წყალობითაც დიდია ალბათობა, რომ ქართველი ფორვარდი მოედანს 2 აპრილს "რომასთან" საგარეო მატჩში დაუბრუნდება.

შეგახსენებთ, რომ მჭედლიძე ზურგისა და ფეხის კუნთის პრობლემების გამო თითქმის ორი თვეა, იძულებით უქმობს. ამ ხნის განმავლობაში "ემპოლიმ" ზედიზედ 6 მატჩი წააგო და სახიფათო ზონაშია.

სანამ უქმობდა, ქართველს ინტერვიუ "ილ ტერანომ" ჩამოართვა.

- როგორც იქნა, გვირაბის ბოლოს სინათლე გამოჩნდა. ძალიან ბევრი თამაში გამოვტოვე, თუმცა ხასიათის სიმტკიცე არ დამიკარგავს. "ტორინოსთან" მატჩი რომ მახსენდება, ბურთის შეხებაც არ შემეძლო... ახლა კი ყველაფერი კარგადაა და "რომასთან" დაბრუნების იმედი მაქვს.

- ეს პირველი შემთხვევა არ არის, როცა ტრავმას იღებთ. ამჯერად რა მოხდა?

- დიახ, ეს ასეა. ამჯერად ტრავმა სრულიად მოულოდნელად მეწვია. ბოლოს ბევრს ვთამაშობდი, გადაბმულად, ძნელი იყო ამის შენარჩუნება.

- თქვენი ტრავმა ძალიან ცუდ დროს მოუწია "ემპოლის", რომელმაც ამის შემდეგ ყველაფერი წააგო...

- ფეხბურთი ინდივიდუალური სპორტის სახეობა არ არის, აქ ყველა ერთად იგებს ან აგებს. თუკი მე მაშინ კარგად ვთამაშობდი, ეს ჩემი თანაგუნდელების დამსახურება იყო. მარილუნგოს წყალობით "კალიარის" გავუტანე, ვესელის დახმარებით - "უდინეზეს".

- მაგრამ გუნდმა ზედიზედ 6 მატჩი წააგო...

- და ეს ძალიან სამწუხაროა. ფანების გამო ვწუხვარ, მაგრამ მათ უნდა იცოდნენ, რომ ეს პირველ რიგში, ფეხბურთელებს გვაღელვებს. მაგრამ ჩვენ ვერ გავტყდებით. ნახავთ, რომში ბოლომდე ვიბრძოლებთ.

- "ემპოლის" ფანები, როგორც მხსნელს, ისე გელიან...

- მე არ ვარ მხსნელი, ერთად შევძლებთ გუნდის დატოვებას ელიტაში. ხალხს აქ ყოველთვის ვუყვარდი, ვგრძნობ, რომ "ემპოლის" ნაწილი ვარ.

- ამის მიუხედავად, ბევრი დაიწერა თქვენს შესაძლო ტრანსფერებზე...

- სისულელეებია. კიდევ ერთი წლით "ემპოლის" საკუთრება ვარ და თუ კლუბს სურს, სიამოვნებით გავახანგრძლივებ კონტრაქტს. შეთანხმება განხილვის სტადიაშია და ვერაფერს ვხედავ, რაც ამას ხელს შეუშლის. ახლა "ემპოლი" ჩემთვის ოჯახივითაა და აქ მანამ დავრჩები, სანამ კლუბს დავჭირდები.

- გსურთ, მაკარონეს დარად, "ემპოლიში" 100 გოლი გაიტანოთ?

- ის დიდი ფეხბურთელია და ასეთი რამის მიღწევა ერთეულებს შეუძლიათ. კარგი იქნებოდა, მაგრამ ამაზე არც მიოცნებია.

როგორი შეფასებები მიიღეს პსჟ-ს ფეხბურთელებმა "ნიცასთან" მატჩში?
[VIDEO] კვარაცხელიას ლამაზი გოლი გაუუქმეს - პსჟ-მ "ნიცას" ადვილად მოუგო
[VIDEO] დავითაშვილმაც გოლი პატრიარქის ხსოვნას მიუძღვნა - საგოლე პასიც გააკეთა
"მანჩესტერ იუნაიტედი" და "ბაიერნი" ბაზუმან ტურეს დამატებით ინტერესდებიან
"ბარსელონამ" ბერნარდო სილვას თაობაზე გადაწყვეტილება მიიღო
"გვარდიოლა "მანჩესტერ სიტიდან" უნდა წავიდეს - მერსონმა ესპანელ სპეციალისტზე ისაუბრა
ისევ სათადარიგო გოჩოლეიშვილი და სამი პენალტი "ჰამბურგის" კარში
ლუის ენრიკემ "ნიცასთან" მატჩში შემადგენლობა დაასახელა
ზივზივაძის სრული მატჩი და "ჰაიდენჰაიმის" საბრძოლო ფრე "ბაიერთან"
[VIDEO] საქართველოს ნაკრებმა ისრაელს მოუგო, თუმცა მიზანს ვერ მიაღწია
[VIDEO] გიორგი ლოლაძემ თბილისის გრანდ სლემზე ბრინჯაოს მედალი მოიპოვა
[VIDEO] ლოჩოშვილმა "კაიზერსლაუტერნთან" გატანილი გოლი პატრიარქის ხსოვნას მიუძღვნა
[თბილისის გრანდ სლემი] მეორე დღე ფინალისტის გარეშე და ორი ბრინჯაოს შანსი
"არსენალი" ზაფხულის სატრანსფერო ფანჯარაზე სამი ფეხბურთელის დამატებას შეეცდება
ბასტონი ან ტორესი - "ბარსელონა" ზაფხულში ცენტრალურ მცველს აუცილებლად შეიძენს
"წადი და მსოფლიო ჩემპიონატი მოიგე!" - შაკილ ო'ნილმა ნეიმარს მიმართა
[VIDEO] მამუკელაშვილის 14 წუთი - "ტორონტო" "დენვერთან" დამარცხდა
კვარაცხელია თავიდანვე შეუტევს - პსჟ ლიდერობის დაბრუნებას ძალიან გადახალისებული შემადგენლობით შეეცდება
როგორი შეფასებები მიიღო მიქაუტაძემ "სოსიედადთან" მატჩში?
კიტეიშვილის და მამაგეიშვილის "შტურმი" "ზალცბურგს" ფრედ ეთამაშა
"ნეიმარი მესიზე და რონალდოზე უკეთესია" - კაფუ
მატჩის დღე! გადახალისებული პსჟ და "შვიდიანი" სასტარტოში
ალვარესი წასვლას არ აპირებს - არგენტინელს "ატლეტიკოში" დარჩენა დიდი ხნით სურს
ქართველი ფეხბურთელები, რომლებმაც ევროპაში ხვიჩამდე გაიბრწყინეს - კალაძიდან "მანჩესტერ სიტის" ლეგენდამდე და "აიაქსის" ბომბარდირამდე
მჭედლიძესთან ერთად 2 ფეხბურთელი წავიდა, არის შევსებაც - ქუთაისის "ტორპედოში" სიახლეებია
უკვე არაიტალიური ვარიანტი - გოგლიჩიძემ შეიძლება კარიერა სხვა ქვეყანაში გააგრძელოს
ოფიციალურად - საბა გოგლიჩიძე "უდინეზეს" ფეხბურთელია
ვინ სად გადავიდა? - ბოლო სატრანსფერო დღის გარიგებები
48 მლნ ევრო მცველში - მადრიდის "რეალმა" მესამე ტრანსფერი განახორციელა
ქართული კლუბები ევროტურნირების გზაზე - კონკურენცია, პრობლემები და ნაკრების კანდიდატები
სერია A. XVII ტურის ფაქტები: მანჯუკიჩი იტალიას იპყრობს
ეს იყო საშინელი სიმულაცია - მჭედლიძეს მაურიციო ძამპარინი გამოექომაგა
il tirreno: "ემპოლის" ვარიანტი - მჭედლიძე "ინტერის" ტანმაღალი მცველების წინააღმდეგ
კვერნაძის 82 წუთი და "ფროზინონეს" ფრე "ემპოლისთან"
ლევან მჭედლიძე ისევ ეროვნულ ლიგაში ითამაშებს
ისაკი გუნდთან ერთად ვარჯიშს არ აპირებს - "ნიუკასლმა" შვედი დააჯარიმა
ავტოგრაფი ლევან მჭედლიძისგან [VIDEO]
ლეგიონი: ლევან მჭედლიძე "ტორინოსთან" მატჩში ათი წუთით ათამაშეს
პსჟ-ს, შესაძლოა, ტრანსფერების განხორციელება აეკრძალოს
"სერია A-ს ასეთი ფეხბურთელი დიდი ხანია არ ჰყოლია" - იტალიის ნაკრების ყოფილმა ფეხბურთელმა "კვარაზე" ისაუბრა
იტალიაში 3 ფეხბურთელი და 2 კლუბი დასაჯეს
გადაწყდა - გოგლიჩიძე კარიერას "უდინეზეში" გააგრძელებს
მიხაილ გორელიშვილი გორის "დილაში" დაბრუნდა
დუეინ უეიდმა "კლივლენდი" აირჩია
საქართველოს ნაკრების ამჟამინდელი და ყოფილი ფეხბურთელები უეფას A ლიცენზიის მფლობელები გახდნენ
გოგლიჩიძის ტრანსფერის დეტალები - რა თანხას გამოიმუშავებს და რამდენ წლიან კონტრაქტს გააფორმებს ქართველი მცველი "უდინეზესთან"
თუ ლეონი წავა - გოგლიჩიძე სერია A-ს კლუბისთვის პრიორიტეტული იქნება