ქართველები
• ქართველი სპორტსმენები
• ფეხბურთი
• ეროვნული ნაკრები
• ეროვნული ლიგა
• ეროვნული ლიგა 2
• ლეგიონერები
• თასი
• ასაკობრივი ნაკრები
• სხვადასხვა
• ევროპა ლიგა
• კონფერენს ლიგა
• ინგლისი
• ესპანეთი
• იტალია
• გერმანია
• საფრანგეთი
• მსოფლიო
• ჩემპიონთა ლიგა
• ევროპის ჩემპიონატი
• სხვადასხვა
• ქალთა ფეხბურთი
• ტრანსფერები
• კალათბურთი
• ეროვნული ნაკრები
• სუპერლიგა
• თასი
• NBA
• ლეგიონერები
• ევრო ლიგა
• ევროპის ჩემპიონატი
• მსოფლიოს ჩემპიონატი
• ასაკობრივი ნაკრები
• სხვადასხვა
• ჩოგბურთი
რაგბი
• ეროვნული ნაკრები
• დიდი 10
• თასი
• ლეგიონერები
• 6 ერი
• ტესტები
• ერთა თასი
• მსოფლიო თასი
• ასაკობრივი ნაკრები
• სხვადასხვა
• MMA
• UFC
• ფორმულა 1
ჭიდაობა
• ძიუდო
• თავისუფალი
• კლასიკური
• ქართული
• სუმო
• სამბო
• ქალთა ჭიდაობა
• ბერძნულ-რომაული
• სხვადასხვა
• კრივი
• ველოსპორტი
• ტანვარჯიში
• ცურვა
• ჭადრაკი
• მძლეოსნობა
• ძალოსნობა
• მკლავჭიდი
• ტყვიის სროლა
• კარატე
• ნიჩბოსნობა
• მშვილდოსნობა
• ფარიკაობა
• წყალბურთი
• ხელბურთი
• ფრენბურთი
• ავტოსპორტი
• ჰოკეი
• თხილამურებით სრიალი
• ფიგურული სრიალი
• საინტერესო ამბები
• სხვადასხვა
• ფიტნესი
• ფიგურული ციგურაობა

ეროვნული ლიგის IV ტურის მიმოხილვა და სიმბოლური ნაკრები

ეროვნული ლიგის IV ტურის მიმოხილვა და სიმბოლური ნაკრები

ვინ სტუმარია და ვინ მასპინძელი?!
ვერაფერს იტყვი: ახალი სეზონი მართლაც საინტერესოდ დაიწყო და ვფიქრობთ, წინ კიდევ უფრო საინტერესო და, რაც მთავარია, არაპროგნოზირებადი მატჩები გველოდება!

ყოველი ტურის მერე ახალ-ახალი ლიდერის გამოჩენაც არავის უნდა გაუკვირდეს - ეროვნული ლიგის სტარტიდან ჯერ მხოლოდ 4 ტურია გასული, მაგრამ ნებისმიერ წყვილში ფავორიტისა და აუტსაიდერის ცნებები რომ აქტუალობას კარგავს, ფაქტია.

თანაც, გუნდების საერთო დონის გათანაბრების პრინციპზე ისიც მეტყველებს, რომ დიდი ანგარიშებიც იშვიათობაა (ჩემპიონატის სტარტიდან მხოლოდ ერთადერთი მატჩი დასრულდა სამბურთიანი სხვაობით) და მასპინძლის სტატუსიც უკვე აღარაფერს ნიშნავს.

რაღა შორს მივდივართ - გასული ტურის 5 მატჩიდან 4-ში სტუმრებმა იმარჯვეს და ერთადერთი, რომელმაც საკუთარ მოედანზე ქულის აღება შეძლო, "ლოკომოტივი" იყო.

თუმცა IV ტურში სხვაც არაერთი იყო გამოსარჩევი ფაქტი და მოვლენა...

საბურთალოს განაცხადი

IV ტურის უმთავრესი მოვლენა, რაღა თქმა უნდა, ლიდერის შეცვლა იყო: აქამდე ერთადერთმა დაუმარცხებელმა გუნდმა "ჩიხურამ" ჩემპიონატში პირველი მატჩი წააგო და ცხრილის სათავეშიც "საბურთალო" მოექცა.

მოვლენების ასეთ განვითარებას, ალბათ, ბევრი არც მოელოდა, მით უფრო, რომ, წინა ტურის მსგავსად, "საბურთალომ" ამჯერადაც არაოპტიმალური შემადგენლობით იასპარეზა. თუმცა, ამ გუნდის მთავარი მწვრთნელის, გიორგი ჭიაბრიშვილის მიერ არჩეული საკადრო გადაწყვეტილებები, როგორც გაირკვა, ეფექტიანი და სასურველი შედეგის მომტანი აღმოჩნდა.

თანაც, იმასაც ვერავინ იტყვის, რომ სეზონის სტარტზე "საბურთალოს", თითქოსდა, იოლი მეტოქეები ჰყავდა...

დინამომ თავი შეგვახსენა...

ამ ტურის ერთ-ერთი ყველაზე საინტრიგო მატჩი, რაღა თქმა უნდა, მოქმედი ჩემპიონის, "სამტრედიის" და ჩვენი ქვეყნის ყველაზე ტიტულიანი გუნდის, თბილისის "დინამოს" დაპირისპირება უნდა ყოფილიყო.

ასეც მოხდა, თანაც, ისიც უნდა ვთქვათ, რომ ერთობ საინტერესო მატჩიც ვიხილეთ და, რაც მთავარია, თამაშის ხარისხს არაფერი დაეწუნებოდა. საერთოდაც, თამაშის ხარისხის თვალსაზრისით, IV ტურის, ფაქტობრივად, არც ერთ მატჩს არაფერი დაეწუნებოდა...

თუმცა, ისევ დავუბრუნდეთ ტურის ცენტრალურ შეხვედრას, სადაც მასპინძელთა დიდი მცდელობის მიუხედავად, 3 ქულა სტუმრებმა მოიპოვეს, თანაც - სრულიად დამსახურებულად. არადა, ზამთრის პერიოდში თბილისის "დინამომ" რომ აშკარად არაეფექტიანი სატრანსფერო კამპანია აწარმოა, ამ თემაზე ბევრჯერ გვისაუბრია.

ამ ყველაფერს ისიც დაემატა, რომ დისკვალიფიკაციის გამო "დინამოს" ორი ფეხბურთელიც (ოთარ კიტეიშვილი, გია ჩადუნელი) აკლდა, მაგრამ დინამოელთა თავკაცმა კახა კაჭარავამ მაქსიმალურად ეფექტიანად გამოიყენა მის ხელთ არსებული რესურსი და მეტად და მეტად საჭირო გამარჯვება მოიპოვა.

აბსოლუტურად გამართლებული გამოდგა კაჭარავას საკადრო გადაწყვეტილებებიც - დაცვის მარცხენა ფლანგზე ლაშა თოთაძე რომ გაამწესა, ხოლო ტანმაღალი და ათლეტური ლუკა ლოჩოშვილი - დაცვის ცენტრში.

აბსოლუტურად გამართლებული აღმოჩნდა კლუბის ხელმძღვანელთა გადაწყვეტილებაც, როცა სეზონის წინ დასჯილ საბა ლობჟანიძეს ისევ მთავარ გუნდში უხმეს. ლობჟანიძემაც ეს ნდობა ჩინებული თამაშით გაამართლა: 22 წლის ნიჭიერმა შემტევმა გოლიც ეფექტური გაიტანა და, საერთოდაც, ერთ-ერთი გამორჩეული გახლდათ ორივე გუნდის შემადგენლობაში!

ქვეყნის ჩემპიონმა კი ეროვნული ლიგის სტარტზე სამ საშინაო მატჩში მხოლოდ ერთი ქულა მოიპოვა, თუმცა, სეზონი ხომ გრძელია და "სამტრედიის" მთავარ მწვრთნელ გია ცეცაძეს საკმარისზე მეტი დრო აქვს სატურნირო მდგომარეობის გამოსასწორებლად. თუმცა, იმ ფაქტს კი ვერსად გავექცევით, რომ რამდენიმე პოზიციაზე გუნდი აშკარად საჭიროებს გაძლიერებას.

წარმატებული ლეგიონერები

ტურის ამ ცენტრალურ მატჩს კიდევ ერთი გამორჩეული პერსონა ჰყავდა: "დინამოში" გადმოსვლის შემდეგ, უდავოდ, საუკეთესო მატჩი ჩაატარა 29 წლის უკრაინელმა მეკარემ, სერგეი ლოტოვჩენკომ, რომელმაც თავისი გუნდი რამდენჯერმე იხსნა აშკარა ხიფათისგან.

არანაკლებ დამაჯერებელი გახლდათ ჩვენს ჩემპიონატში მოასპარეზე კიდევ ერთი უკრაინელი ლეგიონერი: ბათუმის "დინამოს" 24 წლის მეკარემ, ანატოლი ტიმოფეევმა უშეცდომო თამაშით ხომ ასევე უდიდესი წვლილი შეიტანა თავისი გუნდის წარმატებაში! თანაც, ნუ დაგვავიწყდება, რომ ლევან ხომერიკის დამოძღვრილმა ბათუმის "დინამომ" სტუმრად მოუგო მანამდე დაუმარცხებელ და საერთოდაც, ეროვნული ლიგის ერთ-ერთ გამოკვეთილ ფავორიტს, "ჩიხურას"...

ლეგიონერების თემა ასევე აქტუალური იყო ამ ტურის სხვა მატჩებშიც: "საბურთალოს" 20 წლის მარჯვენა გარემარბი ვაგნერ გონსალესი სეზონის სტარტზე მართლაც ჩინებულ ფორმაშია და სწორედ მისმა ერთადერთმა გოლმა მოუტანა კიდეც გამარჯვება აწ უკვე ახალ ლიდერს.

აი, "კოლხეთის" ახალწვეულმა ლეგიონერებმა ხომ, საერთოდ, ბენეფისი მოიწყვეს: 25 წლის სენეგალელმა ფლანგის ნახევარმცველმა არფანგ დაფემ ერთი საგოლე პასი მიითვალა, 20 წლის კენიელმა მარცხენა მცველმა ერიკ უმა ოტიენომ კი სულაც სამ საგოლე კომბინაციაში მიიღო აქტიური მონაწილეობა!

აღარაფერს ვამბობთ ამ მატჩის ("შუქურა"-"კოლხეთი") კი არა, საერთოდ, IV ტურის ერთ-ერთ გამორჩეულ პერსონაზე: ფოთელთა გუნდის უკრაინელმა ახალწვეულმა, 21 წლის მიკოლა კოვტალიუკმა საქართველოს ჩემპიონატში პირველი გოლ(ებ)ი ხომ გაიტანა, ამას გარდა, პირველი ფეხბურთელია, ვინც ამ სეზონში ჰეთ-თრიკი შეასრულა.

მივიწყებული ჰეთ-თრიკი და კოლხეთის სიურპრიზები

ესეც სეზონის პირველი ჰეთ-თრიკი! აღსანიშნავია, რომ წინა, გარდამავალ ჩემპიონატშიც არ ვიყავით მსგავსი შემთხვევებით განებივრებულნი და მხოლოდ ორმა ფეხბურთელმა შეძლო ერთ მატჩში 3 გოლის გატანა: "საბურთალოს" გარემარბმა გიორგი ფანცულაიამ და ბათუმის "დინამოს" ცენტრფორვარდმა ელგუჯა ლობჯანიძემ.

სამაგიეროდ, 2015/16 წლების სეზონი იყო ამ მხრივ გამორჩეული, როცა ერთდროულად რვა ფეხბურთელმა მოახერხა ჰეთ-თრიკის შესრულება: გიორგი ქვილითაიამ, ნიკა კაჭარავამ, ოთარ მარცვალაძემ, გიორგი ბერიაშვილმა, დიმიტრი ტატანაშვილმა, ირაკლი სიხარულიძემ, გურამ სამუშიამ, გიორგი ხარაიშვილმა...

თითქმის სამი წელიწადი გავიდა მას შემდეგ, საქართველოს ჩემპიონატში მოასპარეზე ლეგიონერმა ჰეთ-თრიკი რომ შეასრულა. ბოლოს ასეთი შედეგიანი თამაშით თავისი გუნდის ქომაგებს თბილისის "დინამოს" ესპანელი შემტევი ჩისკო ანებივრებდა. მისი ყოფილი თანაგუნდელი, რუმინელი დორინ გოგაც არ უნდა დაგვავიწყდეს (ჰეთ-თრიკი 2013/14 წლების სეზონში შეასრულა).

და აი, კიდევ ერთმა ლეგიონერმაც გამოიჩინა შესაშური შედეგიანობა და "კოლხეთის" უკრაინელი ფორვარდი მიკოლა კოვტალიუკი 4 ტურის მერე ბომბარდირთა დავაში პირველ-მეორე ადგილებსაც იყოფს, თანაც, თანაგუნდელთან, "კოლხეთის" კიდევ ერთ ახალწვეულთან, გიორგი ჯანელიძესთან ერთად.

საერთოდაც, "კოლხეთის" ასპარეზობა მიმდინარე სეზონის ერთ-ერთ მთავარ სიურპრიზად უნდა მივიჩნიოთ: მოკრძალებული ფინანსური რესურსის მქონე გუნდს არც უცხოური შეკრება გაუვლია, ეროვნულ ლიგაშიც არც ერთი მატჩი არ ჩაუტარებია ოპტიმალური შემადგენლობით და, ყოველივე ამის მიუხედავად, ეროვნულ ლიგაში ჯერჯერობით ყველაზე მეტი გოლი (8) სწორედ გელა სანაიას ხელმძღვანელობით მოასპარეზე "კოლხეთს" აქვს გატანილი...

კუტალიას დუბლი საკმარისი არ იყო...

წინა სამ ტურში სამმა ფეხბურთელმა შეძლო "დუბლის" შესრულება და სამივე ეს შემთხვევა წარმატების გარანტიც აღმოჩნდა: გიორგი გაბედავას, ირაკლი სიხარულიძისა და გიორგი ჯანელიძის "წყვილი" გოლებით, შესაბამისად, "ჩიხურამ", "ლოკომოტივმა" და "კოლხეთმა" თავიანთი მატჩები მოიგეს.

აი, ამ ტურში შესრულებული ერთადერთი დუბლი კი 1 ქულისთვისაც არ აღმოჩნდა საკმარისი: "შუქურას" 27 წლის ნახევარმცველმა ლევან კუტალიამ 2 გოლი კი გაიტანა "კოლხეთის" კარში, მაგრამ ქობულეთელთა გუნდი მაინც დამარცხდა IV ტურის ამ ყველაზე უხვგოლიან მატჩში...

სხვა ფაქტები

"ლოკომოტივი"-"ტორპედოს" მატჩის მეორე ტაიმში სტუმართა გუნდში შეცვლაზე შემოვიდა 28 წლის შემტევი ნახევარმცველი ნიკა კვასხვაძე, რომელსაც თავის ძმასთან, როინ კვასხვაძესთან ერთად თამაში თითქმის 7-წლიანი პაუზის მერე მოუწია.

"ტორპედოს" ფორვარდმა, 25 წლის ნიკა საბანაძემ კი ქუთაისელთა გუნდის მაისურით ორწლიანი პაუზის მერე გაიტანა გოლი;

ახალი გუნდის მაისურით ჩემპიონატში პირველი მატჩები ჩაატარეს 20 წლის მეკარემ, ბექა ქურდაძემ ("ლოკომოტივი"), ასევე 20 წლის საყრდენმა ნახევარმცველმა ჭიაბერ ჭეჭელაშვილმა ("შუქურა"), ხოლო შეცვლაზე შემოსულმა 25 წლის გიორგი ბუხაიძემ ("კოლხეთი") თავისი ახალი გუნდის მაისურით პირველი გოლი გაიტანა.

რაც შეეხება 22 წლის ნიკა შერმადინსა ("კოლხეთი") და 18 წლის ჯაბა გოგიტიძეს ("შუქურა"), ამ ახალგაზრდა ფეხბურთელებმა უმაღლეს ლიგაში სადებიუტო მატჩები სწორედ ამ ტურში ჩაატარეს.

(იბეჭდება მცირე ცვლილებით)

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

• Temuri

ტაბატაძეს ყოჩაღ, ნამდვილი ვაჟკაცია

ტური 14: დაძაბულობა, ბოლო წუთების დრამა, სადებიუტო გოლები

"იბერია 1999" და "ტორპედო" კვლავ იგებენ

"სამგურალს" ფალკაოს და სკოლარის ყოფილი თანაშემწე ჩაუდგა სათავეში

მოურინიოს პორტუგალიის ნაკრების მწვრთნელად არ დანიშნავენ

"რეალისთვის" ყველაფერი გავაკეთე" - კარლო ანჩელოტი

სუპერლიგის ფინალურ სერიაში "ქუთაისი" და თსუ შეერკინებიან

"დე ბრუინს "ნაპოლის" შესახებ ეს უთხრეს" - ცნობილმა იტალიელმა ჟურნალისტმა ბელგიელზე ისაუბრა

"ქართული ფეხბურთის ხარისხი იზრდება და ეს შთაგონება სხვა პატარა ქვეყნებისთვისაცაა" - სავიოლა ლეგენდების მატჩის წინ

"იცით, "ალავესის" ფეხბურთელმა რა მითხრა?" - მამარდაშვილი

უარი "ლივერპულს" და "ჩელსის" - ალონსოს ინიციატივით "რეალმა" პირველი ტრანსფერი შეათანხმა

[VIDEO] ლობჟანიძემ MLS-ში საგოლე პასი შეასრულა

[VIDEO] ოსიმენის ისტორიული რეკორდი - ნიგერიელმა "გალათასარაის" თასი მოაგებინა

[VIDEO] მამარდაშვილის მოგერიებები, "აკიდებული" პენალტი და "ვალენსიას" ათმატჩიანი წაუგებელი სერიის შეწყვეტა

საფრანგეთში რეფორმა იგეგმება, რათა პსჟ ვადამდე არ გახდეს ჩემპიონი

პსჟ ორი ფეხბურთელის შეძენას აპირებს და დაცვის ეკვადორული ცენტრი ეყოლება

"შახტარს" "ნაპოლის" მიერ სუდაკოვში შეთავაზებული თანხა ეცოტავა

საქართველოს ნაკრების ფეხბურთელმა შეიძლება ესპანური კლუბი დატოვოს

„შავი ლომის“ ბრიტანული ტურნე: მატჩები შოტლანდიაში და შემადგენლობაში ცვლილებები

100 მილიონი ევრო ფაბრეგასის შესანარჩუნებლად - "კომოს" დიდი მიზნები აქვს

ფინანსების მოძიება ჰოლანის ტრანსფერისთვის - "ბარსელონა" ნორვეგიელის დამატებას გეგმავს

რაფინიამ ახსნა, როგორ ცდილობდა ნეიმარი "ბარსელონაში" დაბრუნებაზე დაერწმუნებინა

ბასილაშვილის ბრწყინვალე შეხვედრა - ნიკოლოზმა სახელოვანი ესპანელი მეტოქე 2 სეტში გაანადგურა

კვარაცხელიას შეტევაში ახალი პარტნიორი ეყოლება? - მიქაუტაძის თანაგუნდელის გზა პარიზისკენ მიდის

"არც ერთ სხვა ქვეყანაში ეს არ მოხდებოდა, სანიოლმა იცის ჩემი არსებობის შესახებ?" - ლევან კუტალია

"ნიუკასლის" ფეხბურთელი ლობჟანიძის თანაგუნდელი გახდება

კუტალია ბათუმის "დინამოს" ფეხბურთელი გახდა

ბათუმის "დინამო": მწვრთნელობის მეხუთე კანდიდატი ალექსანდრ შტელინია

გორის "დილაში" უკრაინელი ფორვარდი დაბრუნდა

ლევან კუტალია ერევნის "ალაშკერტში" გადავიდა

მიკოლა კოვტალიუკი ყაზახეთის უმაღლეს ლიგაში დაწინაურებულ გუნდში გადავიდა

მიკოლა კოვტალიუკს "ზორია" იწვევს

კახა კაჭარავა: ყველას გვინდა, რომ შვეიცარიასა და ხორვატიას მოვუგოთ, მაგრამ...

კახა კაჭარავამ და მისმა თანაშემწეებმა "სამტრედია" დატოვეს

საქართველოს ორი ჩემპიონი ერთმანეთის პირისპირ - შესამჩნევი იაპონელი და განელებზე კარგი შთაბეჭდილებით

სანამ კიდევ ცოცხალია - ანუ რა სიკეთე მოაქვთ ლეგიონერებს?

ანატოლი ტიმოფეევი ბათუმის "დინამოს" კარს მოტეხილი ხელით იცავდა

ქართველ ფეხბურთელებს რაც აკლიათ, ეს არის პროფესიონალიზმი - კახა კაჭარავას ინტერვიუ

დინამო(ბთ)-იაგელონია 0:1 - მონდომებას კლასმა აჯობა [VIDEO]

"ლეო, "ბარსელონაში" დაბრუნება მინდა" - ნეიმარი - 13 ნოემბრის დაიჯესტი

დინამო(ბთ)-დილა 2:3 - სასწაული ბათუმში [VIDEO]

იაგელონია-დინამო(ბთ) 4:0 - ვერ გავრისკეთ, არ დაგვინდეს [VIDEO]

ეროვნული ლიგა. XIII ტურის წინ: ჩემპიონი თუ ლიდერი?

ბათუმის "დინამოს" მთავარმა მწვრთნელმა ლევან ხომერიკმა თანამდებობა დატოვა

[VIDEO] ლობჟანიძემ MLS-ში საგოლე პასი შეასრულა

უკრაინელი ლეგიონერი "დილასგან" 2,5 თვის ხელფასის გადახდასა და გათავისუფლების ფურცელს ითხოვს

ლეგიონერები ეროვნულ ლიგაში: შემთხვევითები აღარ არიან!

"ჩვენთვისაც გაუგებარია, რა ხდება კოვტალიუკის თავს" - გორის "დილა" უკრაინელ ფეხბურთელს პასუხობს

ლევან კუტალია: ჩემი საოცარი გოლი ფეხბურთის ისტორიას დარჩება [VIDEO]

კახა კაჭარავა: ჩემპიონატის განახლებას ვემხრობი, რადგან ევროტურნირებს ქართული გუნდები კარგ ფორმაში უნდა შეხვდნენ

ბათუმის "დინამო" უკრაინელმა ლეგიონერებმა დატოვეს

ლობჟანიძის საგოლე პასი - საბა MLS-ის ახალ სეზონს შედეგიანად იწყებს [VIDEO]

ბათუმის "დინამო": ვინ შეცვლის ხომერიკს? ოთხი სავარაუდო კანდიდატურა

ლობჟანიძის საგოლე პასი - "ატლანტამ" და "ცინცინატიმ" ფრედ ითამაშეს [VIDEO]

ქეცბაიას მშვენიერი სერია და სხვა ქართველების ორშაბათი

[წარდგენა] ბიჭები ძმობისა და მეგობრობის ქალაქიდან...

ლობჟანიძის გუნდის უდიდესი სენსაცია - "ატლანტამ" ლიონელ მესის მაიამის "ინტერი" პლეი-ოფიდან გამოთიშა [VIDEO]

უდრამატულეს შეხვედრაში მესის გუნდი დამარცხებულია - ლობჟანიძეს ლეგენდარულ არგენტინელთა დაპირისპირება უკვე გადამწყვეტ მატჩში მოუწევს [VIDEO]

სეზონის საუკეთესო ფეხბურთელი სიხარულიძე, მწვრთნელი ჭიაბრიშვილი, ნომინანტები და გამარჯვებულები - ეროვნული ლიგის ტრადიციული დაჯილდოება

რთულია, მაგრამ შესაძლებელი - ლევან ხომერიკი ქართული გუნდების ევროშანსებზე