"უნდა დამთავრდეს ჩვენს ფეხბურთში იმ ხალხის დრო, ვინც ახლობლობით მოვიდა, ძმაკაცობით მოვიდა"
საქართველოს ეროვნული ნაკრების ყოფილი მწვრთნელი რევაზ ძოძუაშვილი ყოველთვის საინტერესო მოსაუბრეა. ის დღეს სოხუმის "დინამოს" ავარჯიშებს. "ლელო" ბატონ რევაზს რამდენიმე აქტუალურ თემაზე გაესაუბრა. რა თქმა უნდა, ინტერვიუ სანაკრებო ამბებით დავიწყეთ...

ცოტა ხნის წინ თბილისში ლატვიის ნაკრები გვეწვია. ამ ქვეყნის ფეხბურთის პროგრესში კი, თავის დროზე, ძოძუაშვილმა დიდი წვლილი შეიტანა...

- მოდით, ჯერ საქართველოს ნაკრების ბოლო ორი მატჩი შევაფასოთ...

- სერბეთთან პირველ ტაიმში მართლაც კარგად ვითამაშეთ, მაგრამ საბოლოოდ წავაგეთ და აქ დამთავრდა ყველაფერი. ჩვენ ერთხელ და სამუდამოდ უნდა ამოვიღოთ ჩვენი ლექსიკონიდან თუ აზროვნებიდან ფრაზა - "კარგად ვითამაშეთ, მაგრამ წავაგეთ". ასეთი რამ ფეხბურთში არ არსებობს. აქ მთავარი შედეგია. მორჩა და დამთავრდა!

იმავე სერბეთთან შეხვედრაში დავუშვით რამდენიმე ტაქტიკურ-ტექნიკური შეცდომა. ტაქტიკურს რაც შეეხება, ჩემი აზრით, შეცდომა იყო ოთხი მცველით ზონაში თამაში.

მეორე მატჩისთვის მოხდა ძალიან დიდი გარდატეხა. მაგალითად, სერბეთთან შეხვედრაში ჯანო ანანიძემ ითამაშა საშუალოდ, ლატვიასთან კი საუკეთესო იყო. პირდაპირ უნდა გითხრათ, რომ ქართველი ფეხბურთელის თამაშით ასეთი სიამოვნება, კარგა ხანია, აღარ მიმიღია. ლატვიასთან თამაში მართლაც განსაკუთრებული იყო. ნაკრებმა ისე ითამაშა, არველაძეებისა და ქინქლაძის დრო გამახსენდა... ჯანო ორივე გუნდში საუკეთესო იყო და ნათლად გვიჩვენა, რამხელა წვლილი შეუძლია შეიტანოს ნაკრების წარმატებაში.

ძალიან კარგი იყო ცენტრფორვარდი გიორგი ქვილითაიაც, შესანიშნავად შევიდა თამაშში გიორგი არაბიძე...

ერთი სიტყვით, დიდი სხვაობა იყო სერბეთთან და ლატვიასთან მატჩებს შორის, ძალიან დიდი!

- თქვენი აზრით, რით იყო განპირობებული ამხელა კონტრასტი? გასაგებია, რომ სერბეთი ლატვიაზე ძლიერია, ერთი საკვალიფიკაციო მატჩი იყო, ხოლო მეორე - ამხანაგური, მაგრამ მარტო ეს იყო მიზეზი?

- საინტერესო კითხვაა. სიმართლე გითხრათ, მეც ბევრი ვიფიქრე ამაზე და გეტყვით ჩემს აზრს. ჩვენი ფეხბურთელები ჯერაც არ არიან ნამდვილი, ჭეშმარიტი პროფესიონალები. სერბეთთან მატჩამდე სამი დღე თუ ცოტა მეტხანს იყვნენ შეკრებაზე და გაუჭირდათ ბოლომდე სანაკრებო მონახაზში ჩაჯდომა. ლატვიასთან მატჩისთვის კი შეკრება 10 დღე გამოვიდა და ხარვეზი მეტ-ნაკლებად გამოსწორდა. ეს მწვრთნელისთვისაც დიდი პლუსია.

ამ თამაშმა კიდევ ერთი რამ გვიჩვენა - ქართულ ფეხბურთში ახალი ტალღა შემოვარდა, რომელზეც ნაწილობრივ უკვე გითხარით წეღან. რა თქმა უნდა, ბევრად უკეთესი იქნებოდა, ოფიციალური მატჩი მოგვეგო, მაგრამ ლატვიასთან გამარჯვებამ მაინც იმედი მომცა. არ არის ასეთი სუსტი ლატვიის ნაკრები. ჩვენამდე შვეიცარიას ეთამაშა და ბრძოლაში წააგო.

კიდევ ერთი - მგონი, ლატვიასთან შეხვედრის შემდეგ საბოლოოდ მორჩება ლაპარაკი იმაზე, რომ ჩვენ არ გვყავს თაობა, რომ ამ თაობას არ შეუძლია ფეხბურთის თამაში და ასე შემდეგ. 18 წლის ბიჭი რომ ასე შედის მოედანზე, რაზეა ლაპარაკი?! ერთი ეგაა, რომ უნდა დამთავრდეს ჩვენს ფეხბურთში იმ ხალხის დრო, ვინც ახლობლობით მოვიდა, ძმაკაცობით მოვიდა და ახლა რომ შეხედა საქმის სირთულეს, წასვლა კი უნდა, მაგრამ ობობას ქსელში რომ გაეხვევა მწერი, ისეა და ვეღარ გამოდის იმ ქსელიდან.

თქვენს გაზეთს ძალიან დიდ პატივს ვცემ, ჟურნალისტებსაც... ხომ შეიძლება, ერთ დღეს ყველანი მრგვალ მაგიდასთან დავსხდეთ და ვთქვათ ჩვენი აზრი შექმნილ ვითარებაზე, იმაზე, თუ როგორ შეიძლება, უკეთესი გავხადოთ ქართული ფეხბურთი. ეს ხომ ჩვენი საერთო სატკივარია?!

- წეღან ჯანოზე ილაპარაკეთ. ბევრი კამათია იმაზე, თუ რომელ პოზიციაზეა უფრო სასარგებლო ნაკრებისთვის. რა თქმა უნდა, საინტერესოა თქვენი აზრიც...

- დღეს ტაქტიკა ისეა აწყობილი, რომ ყველა იცვლის პოზიციას, ყველა გადადის და გადმოდის ფლანგებზე. ამჟამად მსოფლიო ფეხბურთი ისევ დაუბრუნდა 4-4-2 განლაგებას, მაგრამ ესეც დროებითია. ჩვენ ვხედავთ, რომ დღეს დაცვით ფაზაში ყველა გუნდი 4-5-1-ზე გადადის, ან სულაც 4-6-0-ზე. "ბარსელონა" თამაშობს 4-4-3 სქემით, მაგრამ მას სხვანაირად არ შეუძლია, რადგან წინა ხაზზე გენიალური სამეული ჰყავს. აღარ არის დღეს ისე, რომ ფეხბურთელი იყოს მიწებებული ერთ პოზიციაზე, მაგრამ ამა თუ იმ მოთამაშისთვის მაინც არის გარკვეული პოზიცია, რომელზეც უფრო მეტი სარგებელი მოაქვს.

რაც შეეხება კონკრეტულად ანანიძეს, მას მე ვხედავ თავდამსხმელების უკან, როგორც ადრე ვამბობდით ხოლმე - დისპეტჩერად. თქვენ არ გემახსოვრებათ და, იყო საბჭოთა ფეხბურთში დიდებული გამთამაშებელი - ვალენტინ ივანოვი. ათი სვლა წინასწარ ჰქონდა გათვლილი. ქართველებსაც გვყავდა დიდებული დისპეტჩერები - კახი ასათიანი, დავით ყიფიანი...

გასაგებია, რომ ჯანოს არ შეუძლია განსაკუთრებით დიდი მოცულობის "შავი" სამუშაოს შესრულება, მაგრამ ვფიქრობ, ძალიან კარგი იქნება, თუ უფრო მეტად იზრუნებს მეტოქის გადაცემების ჩაჭრაზე და კონტრშეტევებს წამოიწყებს.

საერთოდ, საქართველოს ნაკრების ამ თაობას ძალიან კარგი მომავალი აქვს. ჩვენ უნდა გავითვალისწინოთ, რა ასაკში არიან ისინი. ეს იმის წინაპირობაა, რომ კიდევ მოუმატებენ.

აუცილებლად მინდა შევეხო ერთ, მეტად საჭირბოროტო თემას. ალბათ, ყველა დამეთანხმება, რომ თუ რამ არის ჩვენი ფეხბურთელებისთვის აუცილებელი, ეს არის სათამაშო პრაქტიკა. მათ თავიანთ კლუბებში მეტი უნდა ითამაშონ და იმასაც ვისურვებდი, რომ უკეთეს გუნდებში გადასულიყვნენ.

- არ გადავაჭარბებთ, თუ ვიტყვით, რომ ლატვიის ნაკრების მთავარი მწვრთნელი, მარიან პაჰარსი, თქვენი აღმოჩენაა. თუ შეხვდით მას?

- თამაშის წინ შევხვდი, ვარჯიშზე მივედი... თუ გადაჭარბებად არ ჩამითვლით, დღემდე დიდ სიყვარულს ვგრძნობ იქაურებისგან. თამაშის მერე აღარ შევაწუხე, ნაკრებიდან წასვლაზე გააკეთა განცხადება და ცოტა უხერხული იყო...

ლატვიური ფეხბურთის პროგრესი ჩვენი დამსახურებაცაა. თავის დროზე "სკონტოში" ქართველ ფეხბურთელებთან ერთად რომ მივედი, ჩვენებური სითბო მივეცით, მათ კი, კარგი გაგებით, "ცივი სისხლი" დაგვახვედრეს. ამ შერწყმამ ძალიან კარგი შედეგი გამოიღო. "სკონტო" ძლიერ გუნდად ჩამოყალიბდა, ლატვიის ნაკრებმა კი, ცოტა მოგვიანებით, ევროპის ჩემპიონატზეც კი ითამაშა. თუ არ ვცდები, დღეს იქ ჩვენებიდან მხოლოდ თამაზ პერტია მუშაობს. წამოვედით და ჩვენი სითბო მოაკლდა ლატვიურ ფეხბურთს. ახლა მათაც გარდატეხის პერიოდი აქვთ და ვნახოთ, როგორ გააგრძელებენ განვითარებას.

ჩვენ ყოველთვის ასე წარმოგვედგინა - ლატვიაშიც ქართული ფეხბურთის საკეთილდღეოდ ვსაქმიანობდით. ჩვენი მიზანი იყო ის, რომ საქართველოს სახელი რაც შეიძლება შორს გაგვეტანა.

- ვლადიმირ ვაისს არ იცნობთ? არ გისაუბრიათ მასთან?

- ვაისი გამაცნეს საქართველოს ახალგაზრდული ნაკრების თამაშზე. ისე შემომხედა, როგორც მწვრთნელი მწვრთნელს შეხედავს. მე მის თვალებში ბევრი რამ ამოვიკითხე...

მინდა გითხრათ, რომ ლატვიასთან თამაშმა სლოვაკი მწვრთნელის ბევრი პლუსი წარმოაჩინა. და მაინც, არც ჩამოსული და არც ადგილობრივი სპეციალისტი არ უნდა მივაჩვიოთ იმას, რომ ამხანაგური მატჩის მოგებაა ყველაფერი, მთავარი მაინც ოფიციალური შეხვედრებია. მწვრთნელის მუშაობა მარტივად ფასდება - თუ შედეგი გაქვს, კარგად მიდის შენი საქმე, თუ არა და, უნდა წახვიდე.

- ხშირად ხართ საქართველოს ჩემპიონატის მატჩებზე. რას იტყვით დონეზე, ახალ ფორმატზე, უფრო მიმზიდველად შეფუთვის მცდელობაზე?..

- ვხედავ საინტერესო სიახლეებს და მიმაჩნია, რომ საქმე კეთდება. ჯერ უნდა ვაცალოთ ამ ხალხს. როცა "ახალი ცოცხი" გაცვდება, მერე უნდა ვიფიქროთ სხვაზე. პირადად მე ბოლომდე მაშინ ვიქნები კმაყოფილი, როცა ჩვენი ნაკრები ევროპისა თუ მსოფლიოს ჩემპიონატის ფინალურ ეტაპზე ითამაშებს, კლუბები კი ევროთასებზე ჯგუფებში მოხვდებიან. ჩვენი დიდი ფეხბურთელების დანატოვარი უკვალოდ არ უნდა გაქრეს. შეუძლებელია, არ გვქონდეს ფეხბურთი, როგორც ქართული გენის, ხასიათის გამოხატულების ერთ-ერთი საშუალება.

- შევიტყვეთ, რომ სოხუმის "დინამოს" მთავარ მწვრთნელად დაინიშნეთ...

- არ მინდოდა, ტონუსიდან ამოვვარდნილიყავი. ეს ერთი, და მეორეც - მე, როგორც ყველა ქართველს, ვალი მაქვს სოხუმის წინაშე და ამ ვალს გადახდა სჭირდება.

(იბეჭდება მცირე ცვლილებით)

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

Amachaidze75@mail.ru
... ზენიტზე დგას მიხიჩა მყარად
g
არა რა ნაცნობები ქართულ ფეხბურთში სადაა ნაცნობობა. ისე პირველი ჭირს, თორემ ერთხელ რომ გაგიწყდება შუბლზე ძარღვი მერე რაც გინდა ილაპარაკე,ენას ძვალი არ აქვს.ეს რომ ჩაწყობაზე და ნაცნობობაზე ილაპარაკებს უხერხულია უბრალოდ.
gurami
მიხიცჰა მაგარი იყო,არის და იქნება,ზოგ-ზოგიერტებმა მოკეტონ,აეწვატ ერტი ადგილი..პეხბურტი უნდა იტამასოს ნაკრებსი იმან, ვინც გირსია და პორმასია,ვინც იმ მომენტსი მზადაა სანაკრებოდ და არა ნაცნობობიტ,ტუ დამსახურებიტ...ცჰვენ გვაკლია პროპესიონალური მიდგომა ყველა დონეზე..
ილია
ვისაც ძოძუაშვილის ჟილკიანი თამაში ადეკვატურად არ აღუქვამს ის ამ კაცს ვერ გაუგებს,სამწუხაროდ მოჭორავე ზერელე საქართველო ამ კაცს არ დააფასებს.
zaza
რეზო კარგი და მაგარი კაცი ხარ ,ფეხბურთის ერტგული.იყვნენ და იწვალონ ამ საცოდავებმა.ჯერ ჯერობით მარტო წერა და ლაპარაკია ამათი საქმე.ვერც შენზე უკეთესი გუნდი გააკეთა რომელიმემ გინდა კლუბის სახით და გინდა ნაკრების სახით ვერც ვერაფელს ვხედავთ ჯერჯერობიტ მომავალში.კარგად გვახსოვს როგორ მდიმე პერიოდში რა კარგი გუნდები აკეთე.გმერტი იყოს შენი მფარველი.
ZXV0
მიხიჩამ ნაცნობები არაო? :))))) მაგრამ დამხვდა ესეთი კომენტარები უკვე ნეტა რატო :)))
mamulo
სინდისი კარგი საქონელიაო უთქვამთ.მიხიჩს როგორც ჩანს ამის დეფიციტი აქცს.ერთი კითხეთ რამდენი წლისაა?რომ უთხრა ნაკრების მწვრთნელადაც წავა.ძარღვი აქვს გაწყვეტილი ამ კაცს.ჰო შუბლის ძაეღვი არა აქვს.შედეგის მიხედვით კი ნოდარ ახალკაცია საქართველოში 1 მწვრთნელი და სამწუხაროდ მის სშედეგს კიდევ კარგა ხანს ვერავინ გაიმეორებს.
მიშა - Pele-ს
მაგარია!!! )))))))))))))))))))))))
anzori
ხო ნაყიდ თამაSზე ყველა საუკეთესო იქნება აბა რა იქნება მსაჯი მოსყიდuლი მეკარე ლატვიის მოსყიდული fულიც გააკეთეს და ყველა გმაყოფილია...
kai erti
ყომარობდა თუ არ ყომარობდა , ეგ კიდევ საკითხავია ! მაგრამ ის , რომ მიხიჩას ქართველი მწვრთნელებიდა ყველაზე დიდი შედეგი ქავს , ფაქთია -- ლატვიაში რაც გააკეთა , ყველამ იცის . საქართველოში კი არასოდეს არ ანდეს ნაკრები მარტოს . ცხონებული ყიფიანიც კი ითხოვდა , მიეცით ამ კაცს ნაკრებიო .
lasha
თავის დროზე ნამდვილად წარმატებული მწვრთნელი იყო მაგრამ თანამედროვეობას ვერ აუბა ფეხი (ნაცნობობაზე ვეთანხმები ) ბევრი მოვიდა ძმაკაობით თანამდებობებზე და ვატყობ ბევრსაც აეწვა ეს მისი სიტყვებიი.თუმცა ეს სიმართლე მის სიკარგეს არ უსვამს ხაზს დავაკვირდი და ყველა ამტყუნებს ნაკრების მწვრთნელს ისეთები ვისაც მის ადგილზე დანიშვნა უნდა და მაინტერესებს ვინ მოვა ისეთი ვისაც შედეგი ექნება ? უშედეგო და უსახო ფეხბურთის თამაშ კარგი ფეხბურთი ვითამაშოთ და ლოგიკურ შედეგს დაველოდოთ არ ჯობია ? სოხუმის ვალის გამო კიააა უკეთესი შემოთავაზების არარსებობის გამო მიხვედი შენ მანდ და ესა რალობა
haha
რა ნაცნობ მეგობრებზე საუბრობს? მგონი ნაცებში გგადავიდა)))
pele
"ბარსელონა" თამაშობს 4-4-3 სქემით -ანუ, მეკარის ჩათვლით 12 ფეხბურთელი ჰყავს მოედანზე. მეც არა ვთქვი რატომ აღწევს "ბარსელონა" წარმატებებს?!
ქომაგი
მიხიჩ შენ არ იყავი ტორპედოში მწვრთნელობისას პირველ ტაიმებშივე რომ შეცვლებს აკეთებდი (როგორც ამბობენ არც თუ უანგაროდ და ტოტალიზატორშიც ყომარობდით მაგითი)...
სულო
მიხიჩ შენ არ იყავი თამშებს რომ ყიდდი ხმა არ გაქვს ამოსაღები
გურამ კაშიამ და ნიკა კვეკვესკირმა ფეხბურთის ფედერაციას თხოვნით მიმართეს
კაბო-ვერდესთან საქართველოს ნაკრების მატჩზე ყველა ბილეთი გაიყიდა
"ქართველ ფეხბურთელებს რუსეთთან თამაშის გამბედაობა არ ეყოფათ" - ამბობს დუმის დეპუტატი
20 წ. | მსოფლიომდე ინგლისთან
თოფურია vs ოლივეირა: დიდ დაპირისპირებამდე – წინასწარი ანალიზი და მოლოდინები
"მათ კომპლექსები არ გააჩნიათ" - ლაპორტა "ბარსელონას" ფეხბურთელებზე
ხვიჩას დაჯილდოება, მიქაუტაძისა და დავითაშვილის გადამწყვეტი მატჩი და სხვა ამბები
[VIDEO] ბრწყინვალე იამალის გოლი და საგოლე პასი - "ბარსელონა" ვადამდე გახდა ჩემპიონი
[VIDEO] უმძიმესი კადრები "ელ პრატიდან" - "ესპანიოლი" "ბარსელონას" მატჩი რამდენიმე წუთით შეჩერდა
ლეგენდა მიდის - "ლიონის" მთავარი თავდამსხმელი მიქაუტაძე გახდება
ევროპის ჩემპიონატზე საქართველოს ნაკრების მეტოქეები ცნობილია
Ballon d'Or 2025: კვარაცხელია რეიტინგში კიდევ უფრო დაწინაურდა
მოურინიოს პორტუგალიის ნაკრების მწვრთნელად არ დანიშნავენ
მარადიშვილი საქართველოს ნაკრების ფეხბურთელი უნდა გამხდარიყო, ახლა კი შეიძლება კარიერის დასრულება მოუწიოს
"ესპანელი ბიჭუნა ხარ" - მახაჩევმა თოფურიას მიმართა
პსჟ გოლების მანქანის შეძენას გეგმავს
"რეალისთვის" ყველაფერი გავაკეთე" - კარლო ანჩელოტი
სუპერლიგის ფინალურ სერიაში "ქუთაისი" და თსუ შეერკინებიან
ფეხბურთელი, რომელმაც კვარასთან ერთად სკუდეტო მოიგო, სერია C-ში ითამაშებს
"დე ბრუინს "ნაპოლის" შესახებ ეს უთხრეს" - ცნობილმა იტალიელმა ჟურნალისტმა ბელგიელზე ისაუბრა
"ქართული ფეხბურთის ხარისხი იზრდება და ეს შთაგონება სხვა პატარა ქვეყნებისთვისაცაა" - სავიოლა ლეგენდების მატჩის წინ
"იცით, "ალავესის" ფეხბურთელმა რა მითხრა?" - მამარდაშვილი
უარი "ლივერპულს" და "ჩელსის" - ალონსოს ინიციატივით "რეალმა" პირველი ტრანსფერი შეათანხმა
[ჩვენ და ლატვიელები] გავასწოროთ ანგარიში
ქვილითაია შეცვლაზე შევიდა და გამარჯვების გოლი გაიტანა [VIDEO]
ქოჩორაშვილის შეძენას "ნაპოლი" და "სპორტინგი" შეეცდებიან
"უბრალოდ მეტი, ვიდრე ფეხბურთი" - ქოჩორაშვილმა სევიკიანთან გადაღებული ფოტო გამოაქვეყნა
საქართველოს ნაკრებთან დამარცხების გამო სომხეთში აღშფოთებული არიან
Geo Team: "სლოვანს" გაგუას დამატება სურს - ტრანსფერის ინიციატორი ვლადიმირ ვაისია
ვინ რა მიზეზით არ იქნება ივნისში საქართველოს ნაკრებში?
"შეუძლებელია, სპორტი რუსეთის გარეშე არსებობდეს, ევროპელებს ერთი სული აქვთ, როდის დავბრუნდებით საერთაშორისო არენაზე" - ანანიძის ყოფილი თანაგუნდელი
დვალის და ქვილითაიას "აპოელი" კვიპროსის ჩემპიონი გახდა [VIDEO]
ზაზა ჯანაშია: ქართველი მწვრთნელები სამშობლოს რეკლამას უკეთებენ
"არისმა" "ომონიას" ქვილითაიას დუბლით მოუგო
ერთ-ერთი მეტოქე ცნობილია - ვისთან გამართავს ამხანაგურ მატჩს ივნისში საქართველოს ნაკრები
ერთ-ერთი მეტოქე ცნობილია - ვისთან გამართავს ამხანაგურ მატჩს ივნისში საქართველოს ნაკრები
სოხუმის "დინამო" "ლაციოსა" და ცსკა-სთან - კიდევ ერთხელ დაფიქსირებული "აფხაზეთი საქართველოა!"
სოხუმური დერბი - პირველად დამოუკიდებელი ქართული ფეხბურთის ისტორიაში
ქვილითაია "აპოელს" გულთბილად დაემშვიდობა
"ანანიძეს იმდენად შეეშინდა, ლოცვა დაიწყო; რაღაც მომენტში, მეგონა, ტიროდა" - სპარტაკის" ყოფილი ფეხბურთელი ჯანოს შესახებ
სოხუმი არაღიარებული ქვეყნების 2016 წლის მსოფლიო ჩემპიონატს უმასპინძლებს
"როდესაც წნეხს ნაკლებად ვგრძნობთ, უკეთესად ვთამაშობთ ხოლმე, იმედი მაქვს, პორტუგალიასთანაც ასე იქნება" - გიორგი ქვილითაია
რევაზ ძოძუაშვილი ტყიბულის "მეშახტეში" იმუშავებს
[ლეგიონი ევროპალიგაზე] ორი გოლი და მწვრთნელების წარმატება [VIDEO]
"რუსთავში" რევაზ ძოძუაშვილი იმუშავებს
საქმე დაიძრა! - სოხუმის "დინამოს" ტკივილი და იმედები
ჩემპიონთა ლიგის ახალი ფორმატის ლიდერები, აუტსაიდერები, ორი ქართველი დღეს და მთავარი ინტერესი "რეალის" მიმართ
სომხური დრამა ჩემპიონთა ლიგაზე, ქალი პრეზიდენტი და ანანიძის ექსმწვრთნელი...
დღეს - "შახტარის" ქართველების მატჩი და კაშია, კანკავა, ვაისი კიტეიშვილის წინააღმდეგ!..
დავით ყიფიანის თასი: "ზესტაფონი" მოგებით დაბრუნდა
სოხუმელი სეპარატისტები ე.წ. მსოფლიოს ჩემპიონატის სამასპინძლოდ ემზადებიან [VIDEO]
რევაზ ძოძუაშვილი: სირცხვილია იმაზე საუბარი, რომ მსაჯები ვინმეს ეხმარებიან
"საუკეთესო გუნდია, რაც კი ოდესმე მინახავს" - ვაისი "სიტისთან" მარცხის შემდეგ
ლეგიონი ევროპალიგაზე: ვერც ცხადაძემ მოიგო, ვერც ბერიძემ
რევაზ ძოძუაშვილი: ხელმძღვანელობას და ახალ სპონსორებს უნდოდათ, რომ მთავარ მწვრთნელად დავნიშნულიყავი, მაგრამ...
ჩემპიონთა ლიგის ახალი ფორმატი, ორი გარანტირებული ადგილი ქართველებს და მესამის შანსი...
გვყავდა ფეხბურთის არწივები, დღეს კი უმეტესობა ინდაურია - ძოძუაშვილი თბილისის "დინამოს" განადგურებაზე
"დილას" 22 წლის შემტევი გიორგი ერისთავი ლატვიური "ლიეპაიას" ღირსებას დაიცავს
"მისნაირი ადამიანებისთვის ჯოჯოხეთში ცალკე ქვაბია" - ანანიძის ყოფილი თანაგუნდელის ხუმრობა ჯანოს შესახებ
"ვინც კი ოდესმე მინახავს, ყველაზე ჭკვიანი და ტექნიკური ფეხბურთელია" - ანანიძეზე ყოფილმა თანაგუნდელმა ისაუბრა
ვლადიმირ ვაისი: ჯოჯოხეთი გველის, მაგრამ სასწაულის მოხდენას შევეცდებით
"თავისი ტალანტის მხოლოდ 50% გამოიყენა" - მალხაზ ასათიანმა ერთმანეთს კვარაცხელია და ანანიძე შეადარა
ლეგიონი ევროპის ლიგაზე: აქაც კრახი!
ძოძუაშვილი: კარგი იქნება ნაკრებში ანჩელოტი, ისე კი ქართველს ვემხრობი
ოფიციალურად: გიორგი ქვილითაია ახალ გუნდში გადავიდა