ქართველები
• ქართველი სპორტსმენები
• ფეხბურთი
• ეროვნული ნაკრები
• ეროვნული ლიგა
• ეროვნული ლიგა 2
• ლეგიონერები
• თასი
• ასაკობრივი ნაკრები
• სხვადასხვა
• ევროპა ლიგა
• კონფერენს ლიგა
• ინგლისი
• ესპანეთი
• იტალია
• გერმანია
• საფრანგეთი
• მსოფლიო
• ჩემპიონთა ლიგა
• ევროპის ჩემპიონატი
• სხვადასხვა
• ქალთა ფეხბურთი
• ტრანსფერები
• კალათბურთი
• ეროვნული ნაკრები
• სუპერლიგა
• თასი
• NBA
• ლეგიონერები
• ევრო ლიგა
• ევროპის ჩემპიონატი
• მსოფლიოს ჩემპიონატი
• ასაკობრივი ნაკრები
• სხვადასხვა
• ჩოგბურთი
რაგბი
• ეროვნული ნაკრები
• დიდი 10
• თასი
• ლეგიონერები
• 6 ერი
• ტესტები
• ერთა თასი
• მსოფლიო თასი
• ასაკობრივი ნაკრები
• სხვადასხვა
• MMA
• UFC
• ფორმულა 1
ჭიდაობა
• ძიუდო
• თავისუფალი
• კლასიკური
• ქართული
• სუმო
• სამბო
• ქალთა ჭიდაობა
• ბერძნულ-რომაული
• სხვადასხვა
• კრივი
• ველოსპორტი
• ტანვარჯიში
• ცურვა
• ჭადრაკი
• მძლეოსნობა
• ძალოსნობა
• მკლავჭიდი
• ტყვიის სროლა
• კარატე
• ნიჩბოსნობა
• მშვილდოსნობა
• ფარიკაობა
• წყალბურთი
• ხელბურთი
• ფრენბურთი
• ავტოსპორტი
• ჰოკეი
• თხილამურებით სრიალი
• ფიგურული სრიალი
• საინტერესო ამბები
• სხვადასხვა
• ფიტნესი
• ფიგურული ციგურაობა

ეროვნული ლიგის VI ტურის მიმოხილვა და სიმბოლური ნაკრები

ეროვნული ლიგის VI ტურის მიმოხილვა და სიმბოლური ნაკრები

ტესტი გამძლეობაზე - "შუქურა" ვერ ახერხებს ბოლო ადგილიდან დაძვრას, "ლოკომოტივი" კი, ზედიზედ მეორე ტურია, ლიდერობას არავის უთმობს
აპრილის პირველი რიცხვებიდან ჩვენი ფეხბურთელებისათვის ერთგვარი "გამძლეობის ტესტი" დაიწყო: აბა, სხვა რა სახელწოდება უნდა მოგვეფიქრებინა იმ ფაქტისთვის, როცა თითოეულ გუნდს ორი კვირის განმავლობაში... 4 (ოთხი!) ოფიციალური მატჩი უწევს...

რა თქმა უნდა, იმასაც წინასწარ ვიყავით შეგუებულნი, რომ ამ "საგაზაფხულო მარათონს" ყველა გუნდი ერთნაირი წარმატებით ვერ გაივლიდა, ხოლო სატურნირო ცხრილში ხშირი გადაადგილებები იქნებოდა. თუმცა, ეს ბოლო ვარაუდი მხოლოდ ნაწილობრივ გამართლდა: ისე, როგორც "შუქურა" ვერ ახერხებს ბოლო ადგილიდან დაძვრას, "ლოკომოტივიც" ზედიზედ მეორე ტურია, ლიდერობას არავის უთმობს.

ჰოდა, რა გასაკვირია, რომ VI ტურის მიმოხილვას სწორედ "ლოკომოტივის" მართლაც შთამბეჭდავი სერიით ვიწყებთ...

შთამბეჭდავი სერია

"ლოკომოტივს" სეზონის სტარტიც ჩინებული ჰქონდა: მხოლოდ გიორგი დევდარიანის დამოძღვრილმა გუნდმა შეძლო საწყის ორ ტურში ქულათა მაქსიმუმის აღება; თუმცა, ამას მცირე ჩავარდნაც მოჰყვა, როცა მომდევნო ორ ტურში გუნდმა მხოლოდ 1 ქულა მოიპოვა. და აი, ოთხდღიან ინტერვალში, "ლოკომოტივმა" ზედიზედ ორი საგარეო მატჩი მოიგო და ორივე შემთხვევაში 5 (ხუთი!) უპასუხო გოლი გაიტანა!

არადა, არ დაგვავიწყდეს, თუ რა საკადრო პრობლემები ჰქონდა ამ ორ მატჩში "ლოკომოტივს" - ტრავმების გამო ხომ გუნდს გეგა დიასამიძე, ზურაბ მენთეშაშვილი და ირაკლი კომახიძე ვერ ეხმარებოდნენ...

თუმცა, ამ სოლიდური დანაკლისის მიუხედავად, "ლოკომოტივმა" ზედიზედ ორ საგარეო მატჩში გაილაღა და სავსებით დამსახურებულად ლიდერობს კიდეც ეროვნული ლიგის გათამაშებას. ეს წარმატებული სერია, სამწვრთნელო შტაბთან ერთად, რაღა თქმა უნდა, მთელი გუნდის დამსახურებაც არის, მაგრამ ამ ბოლო ორ მატჩში მართლაც შეუჩერებელნი არიან გუნდის ფორვარდები - 26 წლის ირაკლი სიხარულიძე და 22 წლის მამია გავაშელიშვილი.

შეგახსენებთ, რომ ირაკლი სიხარულიძემ ამ ორივე მატჩში "დუბლი" შეასრულა, ერთი "დუბლიც" პირველ ტურში (ბათუმის "დინამოსთან") მიითვალა და 6 გოლით დამსახურებულადაც დაწინაურდა ბომბარდირთა დავაში.

ბოლო წლებში, სხვადასხვა გუნდის მაისურით, სიხარულიძისათვის უმაღლეს ლიგაში დუბლის შესრულება თუ ჩვეულებრივი ამბავი იყო, მისი ახალგაზრდა პარტნიორისთვის წლევანდელი აპრილი მართლაც განსაკუთრებულია - გავაშელიშვილმა ამ ტურში ხომ სადებიუტო დუბლი შეასრულა უმაღლეს ლიგაში, წინა ტურში კი უფრო მეტი "მოინდომა" და "კოლხეთის" კარში 3 გოლი გაიტანა.

გავაშელიშვილისთვის ეს ჰეთ-თრიკიც სადებიუტო იყო, ოღონდ უმაღლეს ლიგას ვგულისხმობთ, თორემ პირველ ლიგაში ასპარეზობისას, როცა "ლოკომოტივს" ვასილ მაისურაძე წვრთნიდა, ამ ფორვარდმა 2014/15 წლების სეზონი 45 (!) გოლით დაასრულა და ჰეთ-თრიკებისა თუ "პოკერების" გარდა, თავი იმითიც გამოიჩინა, რომ ერთ მატჩში 5(!) გოლიც გაიტანა.

დინამოს გაზაფხული

"საგაზაფხულო მარათონს" კიდევ უფრო წარმატებული მონაწილეც ჰყავს - თბილისის "დინამომ" ზედიზედ 3 მატჩი მოიგო. სხვათა შორის, ამ სეზონში, ჯერჯერობით, სხვა არც ერთ გუნდს არ მოუგია მიჯრით 3 თამაში და, ალბათ, იმის თქმაც უპრიანი იქნება, რომ კლუბის პრეზიდენტ რომან ფიფიას გადაწყვეტილება, გუნდის მთავარ მწვრთნელად კახა კაჭარავა დანიშნულიყო, აშკარად სწორი ნაბიჯი გამოდგა...

მერე იმასაც ხომ აქვს მნიშვნელობა, რა გუნდებს მოუგო გაახალგაზრდავებულმა "დინამომ" - ქვეყნის ჩემპიონ "სამტრედიას", ამ სეზონის ერთ-ერთ უმთავრეს ფავორიტ "ჩიხურას" და წინა სეზონის ბრინჯაოსპრიზიორ ბათუმის "დინამოს".

თანაც, ნურც ის დაგვავიწყდება, რომ "დინამო" ნელ-ნელა ძლიერდება კიდეც - ძირითად გუნდში საბა ლობჟანიძის დაბრუნება გუნდისთვისაც სასარგებლო აღმოჩნდა და თავად ამ ნიჭიერი ფეხბურთელისთვისაც. აღარაფერს ვამბობთ ბოლო წლების ერთ-ერთი გამორჩეული ქართველი მეკარის, ნუკრი რევიშვილის დაბრუნებაზე...

...3 ტურის წინ "დინამოს" სატურნირო მდგომარეობა მეტად არასახარბიელო იყო, ახლა კი ისეთი სიტუაციაა, კაჭარავას გუნდი სულაც პირველი წრის გამარჯვებული შეიძლება გახდეს. თუმცა, ამ ჩემპიონატში როგორ შეიძლება რაიმეს პროგნოზირება?!.

ერთად დაბრუნდნენ...

ამ ტურის წინათქმაშიც ვივარაუდეთ, რომ "ჩიხურას" ზედიზედ 2 მარცხი დროებითი მოვლენა უნდა ყოფილიყო და სეზონის წინ ჩვენ მიერ ერთ-ერთ მთავარ ფავორიტად მიჩნეული გუნდიც მალე გამოვიდოდა დროებითი კრიზისიდან...

ასეც მოხდა: სოსო ფრუიძის გუნდმა არცთუ იოლ მატჩში შეძლო საკადრო პრობლემებით დახუნძლული "საბურთალოს" ძლევა და მესამე ადგილამდე აღზევდა.

წარმატების მომტანი გამოდგა საჩხერელთა გუნდის გამოცდილი თავკაცის მიერ განხორციელებული საკადრო ცვლილებებიც - ამ ჩემპიონატში პირველად გამოჩნდა ძირითად შემადგენლობაში დიმიტრი ტატანაშვილი, რომელმაც ნდობას გამარჯვების მომტანი დუბლით უპასუხა.

მოკლედ, "ჩიხურაც" დაბრუნდა ცხრილის ზედა სამეულში და 33 წლის ტატანაშვილიც - თავისთვის არცთუ უცხო დუბლებით...

ქუთაისური ტრიო

ამ ტურის ერთ-ერთი ყველაზე საინტრიგო მატჩი სამტრედიაში გაიმართა, სადაც მოქმედი ჩემპიონი თასის მფლობელს მასპინძლობდა. მოგეხსენებათ, სწორედ ამ გუნდების მატჩით დაიწყო წლევანდელი საფეხბურთო წელიწადი - 26 თებერვალს, მარტვილში, საქართველოს სუპერთასზე, "სამტრედიამ" "ტორპედოს" 2:1 მოუგო...

და აი, რევანშიც შედგა: კახა ჩხეტიანის გუნდმა, ზედიზედ 2 ფრის შემდეგ, უმნიშვნელოვანესი მატჩი მოიგო და ერთმანეთზე ურთულესი 3 მომდევნო მატჩის წინ სატურნირო მდგომარეობა საგრძნობლად გამოისწორა.

"ტორპედოს" მთავარ მწვრთნელთან ერთად, ცალკე აღნიშვნას იმსახურებს ამ გუნდის ორი ფეხბურთელიც - კლუბის ახალწვეულმა, 24 წლის ბიძინა მახარობლიძემ ჯერ საგოლე პასი მიითვალა, მერე კი, ნიკა საბანაძის ზუსტი პასის შემდეგ, ამ იმერული დერბის საბოლოო ანგარიში დააფიქსირა.

საბანაძე კი ის ერთადერთი ფეხბურთელია ეროვნულ ლიგაში, აპრილში ჩატარებულ სამივე მატჩში რომ შეძლო გოლის გატანა!

ლეგიონერთა აღლუმი

"დილასა" და "კოლხეთის" დაპირისპირება იმითაც იყო საინტერესო, რომ მწვრთნელ-ფეხბურთელებიანად, თამაშში 9 ლეგიონერი მონაწილეობდა. თანაც, სწორედ უცხოელებმა გაიტანეს კიდეც გოლები VI ტურის ამ ერთადერთ საყაიმო (ოღონდ აშკარად "არამშვიდობიან") მატჩში.

"კოლხეთის" 21 წლის ცენტრფორვარდმა მიკოლა კოვტალიუკმა უკვე მეოთხედ გამოიჩინა თავი ეროვნულ ლიგაში, "დილას" 22 წლის შემტევმა სალიუ ტარავალემ კი სადებიუტო გოლი გაიტანა საქართველოს ჩემპიონატში.

ამას გარდა, ისიც უნდა აღვნიშნოთ, რომ ეროვნული ლიგის ყველაზე "უცხოურ" გუნდს კიდევ ერთი ლეგიონერი შეემატა: "დილას" შემადგენლობაში პირველი მატჩი ჩაატარა 24 წლის ბრაზილიელმა ფორვარდმა ნუბიო ფლავიომ. ამ უკანასკნელის შესაძლებლობებზე, ჯერჯერობით, ძნელია ლაპარაკი, სამაგიეროდ, იმის თქმა კი შეიძლება, რომ მისმა თანამემამულემ, 22 წლის ლეანდრო რიბეირომ ჩვენი ჩემპიონატი აშკარად დაამშვენა.

ამას ნამდვილად ვერ ვიტყვით "დილას" სხვა ბრაზილიელებზე: 22 წლის ცენტრალური ნახევარმცველი ჟეან დერეტი და მისივე კბილა, ცენტრფორვარდი ჟოაო ლეონარდო ხანდახან გორელთა 18-კაციან განაცხადშიც კი ვერ ხვდებიან...

დაბოლოს, კიდევ ერთ უცხოელზე: VI ტურში საქართველოს ჩემპიონატში სადებიუტო მატჩი ჩაატარა "შუქურას" ახალწვეულმა, 31 წლის ალექსანდრ კლეცკოვმა (უზბეკეთი).

სხვა ფაქტები...

გასულ ტურში ერთდროულად რამდენიმე ახალგაზრდა ფეხბურთელმა ჩაატარა სადებიუტო მატჩი უმაღლეს ლიგაში: 19 წლის ერეკლე მალაზონიამ, 19 წლის დავით ცეცხლაძემ (ორივე - "შუქურა"), 18 წლის ლუკა ქაფიანიძემ (თბილისის "დინამო") და 18 წლის ნიკოლოზ მალიმ ("საბურთალო").

(იბეჭდება მცირე ცვლილებით)

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

• Guadua

ყველაფერი დროებითია,წინგაქცეულებიც გახდებიან უკანწაქცეულებად,ბოლოში მყოფნიც პირველები გახდებიან. ჩვენს საფეხბურთო სოციალიზმში გასაკვირი არაფერია, მთავარი საქმე კეთდება, ქართულ ფეხბურთს შეფუთულად ამზადებენ გასასვენებლად. სულ ესაა და მეტი არაფერი.

სამი ფრე და "დილას" მოგება ბათუმში

ტური 14: დაძაბულობა, ბოლო წუთების დრამა, სადებიუტო გოლები

"იბერია 1999" და "ტორპედო" კვლავ იგებენ

20 წ. | მსოფლიომდე ინგლისთან

თოფურია vs ოლივეირა: დიდ დაპირისპირებამდე – წინასწარი ანალიზი და მოლოდინები

"მათ კომპლექსები არ გააჩნიათ" - ლაპორტა "ბარსელონას" ფეხბურთელებზე

ხვიჩას დაჯილდოება, მიქაუტაძისა და დავითაშვილის გადამწყვეტი მატჩი და სხვა ამბები

[VIDEO] ბრწყინვალე იამალის გოლი და საგოლე პასი - "ბარსელონა" ვადამდე გახდა ჩემპიონი

[VIDEO] უმძიმესი კადრები "ელ პრატიდან" - "ესპანიოლი" "ბარსელონას" მატჩი რამდენიმე წუთით შეჩერდა

ლეგენდა მიდის - "ლიონის" მთავარი თავდამსხმელი მიქაუტაძე გახდება

ევროპის ჩემპიონატზე საქართველოს ნაკრების მეტოქეები ცნობილია

Ballon d'Or 2025: კვარაცხელია რეიტინგში კიდევ უფრო დაწინაურდა

მოურინიოს პორტუგალიის ნაკრების მწვრთნელად არ დანიშნავენ

მარადიშვილი საქართველოს ნაკრების ფეხბურთელი უნდა გამხდარიყო, ახლა კი შეიძლება კარიერის დასრულება მოუწიოს

"ესპანელი ბიჭუნა ხარ" - მახაჩევმა თოფურიას მიმართა

პსჟ გოლების მანქანის შეძენას გეგმავს

"რეალისთვის" ყველაფერი გავაკეთე" - კარლო ანჩელოტი

სუპერლიგის ფინალურ სერიაში "ქუთაისი" და თსუ შეერკინებიან

ფეხბურთელი, რომელმაც კვარასთან ერთად სკუდეტო მოიგო, სერია C-ში ითამაშებს

"დე ბრუინს "ნაპოლის" შესახებ ეს უთხრეს" - ცნობილმა იტალიელმა ჟურნალისტმა ბელგიელზე ისაუბრა

"ქართული ფეხბურთის ხარისხი იზრდება და ეს შთაგონება სხვა პატარა ქვეყნებისთვისაცაა" - სავიოლა ლეგენდების მატჩის წინ

"იცით, "ალავესის" ფეხბურთელმა რა მითხრა?" - მამარდაშვილი

უარი "ლივერპულს" და "ჩელსის" - ალონსოს ინიციატივით "რეალმა" პირველი ტრანსფერი შეათანხმა

ირაკლი სიხარულიძე: "სლოვაცკოში" გადასვლა ვლადიმირ ვაისმა მირჩია

ტატანაშვილი, თარგამაძე და იაშვილი "საბურთალოს" დაემშვიდობნენ

გიორგი პაპუნაშვილმა და კიდევ ოთხმა ფეხბურთელმა "ტორპედო" დატოვა

მამია გავაშელიშვილი "სამგურალში" გადავიდა

მჭედლიძესთან ერთად 2 ფეხბურთელი წავიდა, არის შევსებაც - ქუთაისის "ტორპედოში" სიახლეებია

კახა ჩხეტიანი ეროვნულ ლიგას დაუბრუნდა

ეროვნული ლიგის III ტურის მიმოხილვა და სიმბოლური ნაკრები

ლაშა ნოზაძე: ფავორიტი მეტოქეა - შემდეგ ეტაპზე გასვლას ვაპირებთ

ირაკლი სიხარულიძე: ამ დონის გუნდის დამარცხება განსაკუთრებულია

დილამ" ლეანდრო რიბეიროს პრიზი გადასცა და "შერიფს" ფრე გაუგორა

ეროვნული ლიგა. VI ტური: "ტორპედომ" სტუმრად "სამტრედიას" მოუგო [VIDEO]

ქართველმა ფეხბურთელმა სიმსივნე დაამარცხა და მოედანს დაუბრუნდება! - 22 ოქტომბრის დაიჯესტი

დიმიტრი ტატანაშვილი კარიერას "თელავის" რიგებში გააგრძელებს

წერილი: ტრაგიკომედიური სატრანსფერო პერიოდები ეროვნულ ლიგაში

ეროვნული ლიგა. XXIV ტურის წინ: პაუზამდე

შუქურა-სამტრედია 2:2 - სოსიაშვილი ქულით დაბრუნდა

ნიკა საბანაძე: ასეთ მწვრთნელთან უნდა გააკეთო ყველაფერი, რაც შეგიძლია

სამტრედია-ტორპედო 1:1 - დერბი, განსხვავებული ტაიმები და ლოგიკა [VIDEO]

მამია გავაშელიშვილმა ინდივიდუალური პროგრამით ვარჯიში დაიწყო

სამტრედია-ტორპედო 0:2 - დამაჯერებელი რევანში სუპერთასის გამო [VIDEO]

დიმიტრი ტატანაშვილი "საბურთალოს" ფეხბურთელი გახდა

სასწაული მატჩი ეროვნულ ლიგაში: სამტრედიაში თრილერი გათამაშდა [VIDEO]

"ჩიხურა" მზადებას შეუდგა - შეძლებს ფრუიძე წასული ლიდერების გარეშე ბრძოლისუნარიანი გუნდის შექმნას?

სიხარულიძის დუბლის მიუხედავად "საბურთალო" "ორენბურგთან" დამარცხდა

ნიკა საბანაძე ბათუმის "დინამოს" ღირსებას დაიცავს

ეროვნული ლიგის XV ტურის სიმბოლური ნაკრები Sportall.ge-ს ვერსიით

კახა ჩხეტიანმა "ტორპედო" დატოვა

უკრაინა, ბრაზილია, საფრანგეთი - ეროვნული ლიგის სამი საუკეთესო ლეგიონერი Sportall.ge-ს ვერსიით

ლეანდრო რიბეირო "დილადან" "შერიფში" გადავიდა - მერე გვიკვირს, რატომაა საქართველოს ჩემპიონატი დაბალი დონის

ლეანდრო რიბეირო: იმედი მაქვს, საქართველოში ჩავალ და გამარჯვებას მოვიპოვებ

ტორპედო-კოლხეთი 2:1 - მახარობლიძე, გამარჯვების გოლის მახარობელი [VIDEO]

ირაკლი სიხარულიძე: ბათუმის "დინამოსთან" მატჩი ჩვენთვის ერთგვარი გამოცდა იქნება

ვინ არის ყველაზე მნიშვნელოვანი ფეხბურთელი გუნდისთვის ეროვნულ ლიგაში

ეროვნული ლიგის V ტურის სიმბოლური ნაკრები Sportall.ge-ს ვერსიით (+გამოკითხვა)

ოფიციალურად - ჩხეტიანი "ტორპედოში" დაბრუნდა

ეროვნული ლიგის XVII ტურის სიმბოლური ნაკრები Sportall.ge-ს ვერსიით

თემურ შალამბერიძე: ყველას არ შეუძლია, ფული გადაიხადოს და ფეხბურთზე იაროს

"მესიმ თვეში მხოლოდ 1000 ლარი რომ მოითხოვოს, იმასაც ვერ ავიყვანთ"

ეროვნული ლიგის XXIV ტურის მიმოხილვა და სიმბოლური ნაკრები

ქუთაისის "ტორპედო" 20 მაისს ახალ მწვრთნელს წარადგენს

დიმიტრი ტატანაშვილი "სიონისთვის" გაიტანს

სეზონის საუკეთესო ფეხბურთელი სიხარულიძე, მწვრთნელი ჭიაბრიშვილი, ნომინანტები და გამარჯვებულები - ეროვნული ლიგის ტრადიციული დაჯილდოება