„გალათასარაი“ „ლივერპულთან“ ჩემპიონთა ლიგის საპასუხო მერვედფინალურ მატჩში 0:4 დამარცხდა, გათამაშებას გამოეთიშა და თანაც, ორი წამყვანი ფეხბურთელის გარეშე დარჩა.

თავდამსხმელმა ვიქტორ ოსიმენმა ტრავმა მიიღო, შესვენებაზე შეცვალეს, შეხვედრის დასრულების შემდეგ კლუბის ექიმებმა საავადმყოფოში გადაიყვანეს, სადაც მარჯვენა წინამხრის მოტეხილობის დიაგნოზი დაუსვეს, თაბაშირი დაადეს და ოპერაციის გაკეთების შესახებ გადაწყვეტილებას დამატებითი გამოკვლევის შემდეგ მიიღებენ.

ნახევარმცველი ნოა ლანგი შეცვლაზე შესვენების შემდეგ შევიდა, მე-80 წუთზე სარეკლამო ბანერს შეეჯახა, სისხლი წამოუვიდა და მოედნიდან საკაცით გაიყვანეს. მას მარჯვენა ცერა თითის სერიოზული ჭრილობა აქვს (ადრე გავრცელდა ინფორმაცია, რომ თითის ნაწილი დაკარგა). ნიდერლანდელს სასწრაფო ოპერაცია გაუკეთეს.

კომენტარი „გალათასარაის“ მწვრთნელმა ოკან ბურუკმა გააკეთა: „კონატე მუდმივად ეუხეშებოდა ოსიმენს. მსოფლიოს საუკეთესო მსაჯს ველოდებოდით და ყველაზე უარესი მივიღეთ. მეტოქე ჩვენზე გაცილებით უკეთ თამაშობდა. თვითდაჯერება დავკარგეთ. ჩვენი გულშემატკივრები უფრო გაბედულ გუნდს ელოდნენ. ტრავმები, ჩვენი არასწორი გადაწყვეტილებები... ფეხბურთელებმა თავი არ დაზოგეს, მაგრამ არაფერი გამოგვივიდა.

შედეგზე ოსიმენის ტრავმამ იმოქმედა, რაც ფსოქოლოგიურად გარდამტეხი მომენტი გამოდგა. ხელი სტკიოდა და 100%-ით სათამაშოდ მზად არ იყო. მეორე გაშვებულმა გოლმა გაგვტეხა. მოწინააღმდეგე უფრო მოტივირებული გახლდათ. „ლივერპულს“ გამარჯვებას ვულოცავ. ეს ჩვენთვის ასეთ დონეზე ასპარეზობის პირველი გამოცდილებაა. ქომაგებს ბოდიშს ვუხდი“.

შეგახსენებთ, წაგების შემთხვევაში "ლივერპულის" მწვრთნელს, არნე სლოტს გადაყენებას უპირებდნენ. მეოთხვედფინალში მერსისაიდული გუნდი ხვიჩა კვარაცხელიას პსჟ-ს დაუპირისპირდება.

ვაჟა მასწავლებელი
ხვიჩა კვარა, ხომ ხარ მამარდას მეგობარი? ხო და გააკეთე ის, რაც ჟორჟმა გაუკეთა დონარუმას და რაც ჩვენც გვინდა . . . "დაჩაგრული" მამარდას სასარგებლოდ!
ბესო
ეხლა კი გადაურჩა სლოტი , მარა ხვიჩას ვეღარ გადაურჩება 😀)))
[VIDEO] "იბერია 1999" ბრატისლავაში "სლოვანს" ფრედ ეთამაშა და ევროპა ლიგაზე გადაერთვება
[VIDEO] ორი გაუქმებული გოლი, არდანიშნული პენალტი - "სლოვანმა" "იბერია 1999"-ს უფრო გამოცდილების ხარჯზე მოუგო
ევროტურნირების მესამე შესარჩევ ეტაპზე "იბერია 1999"-ის სავარაუდო მეტოქეები ცნობილია
საქართველოს 16-წლამდელთა ნაკრებმა ევრობასკეტი ისრაელთან მარცხით გახსნა
"ნაპოლი" "არსენალის" თავდამსხმელის შეძენას ცდილობს
ფილიპ კოსტიჩი კარიერას ერედივიონში განაგრძობს
კვლავ სერია A-ში - დანიელ მალდინი "კალიარის" ღირსებას დაიცავს
სარეკორდო შენაძენი - ტრაფორდი პრემიერ ლიგის მორიგ გუნდში გადავიდა
აპრილში დანიშნული "ბორდოს" მწვრთნელი გადააყენეს
საქართველოს U16 ნაკრები ევრობასკეტის ფინალურ ეტაპზე – A დივიზიონში ასპარეზობას იწყებს
ვინისიუსმა "არსენალით" დაინტერესება გამოიყენა და "რეალთან" კონტრაქტი მომგებიანად გააგრძელა
ევროტურნირებზე ერთი ქართული გოლი მაინც გავიდა
თბილისის "დინამოს" მძლეველი "ჟალგირისი" სახლში "ჰაიდუკთან" განადგურდა
პსჟ-მ საფრანგეთის ნაკრების ფეხბურთელი დაიმატა
U18. საქართველოს ნაკრებმა მეოთხე მატჩიც მოიგო და ერთპიროვნული ლიდერი გახდა
18 წ. | სამხრეთ აფრიკის სერიას ინგლისით ვიწყებთ
პსჟ და "ლივერპული" ბარკოლას ფასზე ვერ თანხმდებიან
სამიდან სამი გამარჯვება - კვიპროსიც დამარცხებულია
პსჟ მეკარის შეძენას და "იუვენტუსში" განათხოვრებას აპირებს
ლუის ენრიკე: ნანახით კმაყოფილი ვარ - ეს ის შედეგი არ არის, რომელიც გვინდოდა
"არსენალი" ყველა ტიტულისთვის იბრძოლებს, ჩვენ დინასტიის შექმნა გვსურს" - მიკელ არტეტა
"ვერ ვხვდები, ამ კაცმა მეტი რაღა უნდა ჩაიდინოს?" - ფიგუ ინფანტინოს გადადგომას მოითხოვს
ოფიციალურად: გიგა ჭიკაძე UFC-ში მორიგ ბრძოლას სექტემბერში გამართავს
[PHOTO] ლამის დაასახიჩრეს. სლოტის თქმით, წამოსაწოლად ჩადიან - ოსიმენს და ლანგს ოპერაცია გაუკეთეს
მოურინიო მორიგ დიდ სკანდალშია - რასიზმის ბრალდებით უჩივლეს, თავად კი მსაჯთა ოთახში შევიდა [VIDEO]
"ბარსელონას" ოსიმენი შესთავაზეს, მაგრამ..." - "ბლაუგრანამ" ნიგერიელს სხვა თავდამსხმელი ამჯობინა
"კონტესთან კარგი ურთიერთობა არ მქონდა" - "ახალ კვარად" წოდებულმა ლანგმა "ნაპოლის" დატოვების მიზეზი განმარტა
"უმადურებო, მე რომ არა, "გალათასარაის" შესახებ არავის არაფერი ეცოდინებოდა" - ოსიმენი კლუბს შემოსწყრა?
"ახალმა კვარამ" იმედები ვერ გაამართლა და გაყიდვას უპირებენ
"ამ ასპექტებში მომატება სჭირდება" - "ლიდსთან" მატჩის შემდეგ, ირაოლამ მამარდაშვილზე ისაუბრა
"ლივერპულს" ასე გაუჭირდება - რა წინადადებით მიმართა ბარკოლას თაობაზე ინგლისურმა გრანდმა პსჟ-ის
საქმე სერიოზულადაა - ოსიმენმა და კვარაცხელიამ შეიძლება ისევ ერთად ითამაშონ
ალისონმა მუნდიალის შემდეგ 5 კვირა დაისვენა და "ლივერპულს" დაუბრუნდა
ლანგი: თითი მომაკერეს - PlayStation-ის თამაში და ტუალეტში მიჭირს
ლეაოს თურქეთში უხმობენ - პორტუგალიელ ფეხბურთელს მსუყე გასამრჯელო ექნება
მე-3 კლასში სკოლის მიტოვება მოუწია - ოსიმენმა თქვა, რას აპირებს კარიერის დასრულების შემდეგ
"წამოწოლა ყველას ჩვენს მოედანზე რატომ უნდება?" - სლოტი გულცივიც ყოფილა
უარი სუპერ შეთავაზებაზე - "გალათასარაიმ" ოსიმენი არ გაყიდა
პსჟ და "ლივერპული" ბარკოლას ფასზე ვერ თანხმდებიან
ოსიმენი: კვარაცხელიას "ოქროს ბურთის" მოგება შეუძლია - საოცარი ფეხბურთელი და შესანიშნავი ბიჭია
[VIDEO] მრავლისმნახველი სალაჰიც შოკში ჩააგდეს - რა ხდებოდა ტრაბზონში ეგვიპტელი ფეხბურთელის წარდგენისას
"კლუბის ლეგენდად დარჩება" - იკარდი "გალათასარაიდან" წავიდა
მას ნეაპოლში ახალ "კვარას" უწოდებდნენ - ლანგი კარიერას "გალათასარაიში" გააგრძელებს
"სეზონს ალისონი დაიწყებს, მამარდაშვილს შანსის გამოსაყენებლად მოთმინება სჭირდება, რომელსაც 100%-ით მიიღებს" - განაცხადა "ლივერპულის" ყოფილმა მეკარემ