ზესტაფონში იმედი ცოცხალია. მაშ, ბრძოლაც ღირს და დროებით გაჭირვების მოთმენაც!
ფეხბურთი არის ბედნიერება და სულის ზეიმი - აღარ მახსოვს, სად ამოვიკითხე ეს ფრაზა, რომელიც წლებმა ვერ წაშალა ჩემი მახსოვრობიდან. ბავშვობა ბევრი რამის გამოა ყველაზე კარგი და ამადაც კითხულობ და ისრუტავ ყველაფერს - კარგსაც და ცუდსაც. მერე წლები რაღაცას შლის შენი მეხსიერებიდან და რაღაც რჩება. წლებმა ჩემი მახსოვრობიდან ბევრი რამ წაშალა, ეს ფრაზა კი, რომელიღაც ჟურნალისტისა თუ ნაკლებად ცნობილი მწერლის მიერაა დაწერილი, დარჩა და აწი მას ვერაფერი წაშლის...

ჟურნალისტი გვერდს ვერ აუვლის ხალხის საწუხარს. სწორედ ეს სატკივარი უნდა იყოს მისთვის მთავარი თემა და უნდა ეცადოს, მცირე სალბუნად მაინც დაედოს ტკივილს. ბოლო დროს ზესტაფონის მნიშვნელობა ქართული ფეხბურთისთვის ძალიან გაიზარდა. გაიზარდა იმაზე მეტადაც კი, ვიდრე მაშინ, როცა ადგილობრივი საფეხბურთო კლუბი ყველა ქართულ ტიტულს იგებდა.

ტური იშვიათად ჩაივლის, ზესტაფონის მთავარ სპორტულ არენაზე საქართველოს ჩემპიონატის მატჩი არ ჩატარდეს. გასულ ტურში სულაც ორმა გუნდმა ითამაშა სტადიონზე, ახლა მარადისობაში გარდასული ძალიან კარგი ზესტაფონელი კაცის, დავით აბაშიძის სახელს რომ ატარებს - საჩხერის "ჩიხურას" გორის "დილაც" შეუამხანაგდა...

მე რასაც ვუყურებ, ზესტაფონურ მატჩებში საქართველოს მასშტაბით კარგი თამაშებიც გამოერევა ხოლმე, მაგრამ პირდაპირ უნდა დაიწეროს - იმ მატჩებს საერთო არაფერი აქვთ საფეხბურთო ზეიმთან. დიდი ვერაფერი სიამოვნებაა სტადიონის ცარიელი ტრიბუნების ცქერა.

არადა, ვერავინ იტყვის, რომ ზესტაფონში ფეხბურთი არ უყვართ. თავის დროზე, "ზესტაფონი" რომ "ზესტაფონობდა", დიდი ზეიმებიც ახსოვს ამ ქალაქს, სახალისო და, ასე განსაჯეთ, ტრაგიკული ისტორიებიც. ეს სტადიონი ცარიელი არასოდეს ყოფილა, ახლა კი არის.

მოგეხსენებათ, "ზესტაფონის" დიდი გუნდი ამ ეტაპზე გამქრალია ქართული საფეხბურთო რუკიდან და მხოლოდ ქაღალდზე არსებობს. როგორ და რატომ მოხდა ეს, ძალიან ტევადი თემაა. ამაზე ადრეც საკმარისად დავწერეთ და საკითხი ისეთია, თან აზრთა გვარიანი სხვადასხვაობაც რომ ახლავს.

მთავარი ერთია: ხალხს ჰქონდა სულის ზეიმი, ჰქონდა ბედნიერება და მას ეს აღარ აქვს. მეორეხარისხოვანია, რატომ არ აქვს, რადგან ამ კითხვაზე პასუხი იქნებ ჩვენი მთავარი საქმეც იყოს, მაგრამ ეს არ აინტერესებს იმ გულშემატკივარს, რომელიც თავის დროზე სამსახურიდან გაათავისუფლეს იმის გამო, რომ საყვარელი გუნდის თამაში ვერ გააცდინა...

გულშემატკივარს, რომელიც მთელი კვირის განმავლობაში დღეების სწრაფად გასვლას ნატრობდა საიმისოდ, რომ "ზესტაფონის" თამაში ენახა...

გულშემატკივარს, რომელიც საკუთარი გუნდის ევროპული ვოიაჟის სანახავად ქართული ბანკების ნებისმიერ შეთავაზებას ყაბულდებოდა და დღესაც იხდის ან ახლახან მორჩა ვალების გადახდას...

გულშემატკივარი, რომელიც კვირაში ერთი დღე ივიწყებდა ყველა პრობლემას...

ფაქტი ესაა: ხალხს სიხარული ჰქონდა და აღარ აქვს. დამნაშავის ძიება კი მეორე საკითხია და ხალხს ეს ნაკლებად აინტერესებს - ხალხს სიხარული ჰქონდა და აღარ აქვს. ხალხს ეს სიხარული უნდა.

...არ გვგონია, საქართველოს ასაკობრივი ჩემპიონატის მატჩებს სადმე იმდენი მაყურებელი ჰყავდეს, რამდენიც - ზესტაფონში. ამ ქალაქს ორი ასაკობრივი გუნდი ჰყავს - 15 და 17-წლამდელები. მშობლიურ ქალაქში დაბრუნებულ, რანგით მესამელიგელ "მარგვეთთან" ერთად, სწორედ ისინი აცოცხლებენ ფეხბურთს ზესტაფონში.

თან ძალიან, ძალიან კარგი თაობაც მოდის. ისეთი, იქაურობას კარგა ხანია, რომ აღარ ახსოვს. ადგილობრივი გულშემატკივარი ფეხბურთის ჭიას ამათი ქომაგობით ახარებს. საშინაო შეხვედრები იქით იყოს და, გასვლებზეც მრავლად დაჰყვებიან 17-წლამდელთა გუნდს, რომელთაც "იმედის ბიჭები" შეარქვეს.

ისინიც ჩუმად და თავდადებით აკეთებენ თავიანთ საქმეს. პატარა მხრებზე დიდი პასუხისმგებლობა აწევთ, მაგრამ ეს არ აშინებთ. 17-წლამდელთა გუნდი თავის ზონაში ლიდერია, გატანილი აქვს 20 და გაშვებული აქვს ოდენ ერთი ბურთი.

რაოდენ კარგიც უნდა იყოს თაობა, მას კვალიფიციური მასწავლებელი სჭირდება. 35 წელია, გურამ მაზმიშვილი ზესტაფონური ფეხბურთის სამსახურშია და ბოლო დროს ამ ქალაქში არ გაზრდილა ფეხბურთელი, რომლის პროგრესშიც მისი ხელი არ ერიოს. ბოლო დროს გურამს მხარში მისი ვაჟი, ლაშაც ამოუდგა.

...როცა იმედი კვდება, ცხოვრებას აზრი აღარ აქვს. ზესტაფონში იმედი ცოცხალია. მაშ, ბრძოლაც ღირს და დროებით გაჭირვების მოთმენაც!

(იბეჭდება მცირე ცვლილებით)

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

kaxas
გლოვა არაფერ შუაშია. ჩვენ აბსოლიტურად უფეხბურთოდ დავრჩით ამხელა სტადიონით და ბაზებით თქვენ და ყველა ჩამოთვლილ ქალაქს ჰყავს გუნდიდა თქვენთან სხვა ფფგუნდები არ თამაშობენ
zesta
ზუსტადაა გადმოცემული ჩვენი განცდები! უდიდესი მადლობა ავტორს!
kaxa
პატივცემულო ჟურნალისტებო კარგია რომ წერთ ზესტაფონზე სტატიებს, მაგრამ სხვა რაიონებიც არის ქვყანაში და მათაც უთქვამთ სიტყვა ქართულ ფეხბურთში. მათ გასაჭირზეც თქვით რამე მაგალითად საქართველოში კარგი გუნდი იყო სამგურალი,მაღაროელი,ოზურგეთის მერცხალი და სხვა. ამ გუნდების პრობლემებიც გააშუქეთ,ამათ პრობლემებზე რაიმე თქვით . ეს ზესტაფონი როდემდე უნდა ვიგლოვოთ? დავიღალეთ რა, სხვა რაიონებსაც გვინდა ყურადღება მარტო მთავრობიდან კიარა ჟურნალისტებიდანაც.
კარგი ამბავი - ბათუმის "დინამოს" ახალი მფლობელი ჰყავს
"მომავალ წელს კლუბში მინიმუმ 20 მილიონი ლარის ინვესტირება მოხდება" - ტარიელ ხეჩიკაშვილმა "იბერიას" სამომავლო გეგმებზე ისაუბრა
"იბერია 1999"-მა ბათუმში მოიგო
სასაჩუქრე ნაკრებები მამაკაცისთვის - PSP-ში საახალწლო ფასდაკლება გელოდებათ
"ლიგის ფინალიდან რამდენიმე თვის შემდეგაც ამ მატჩზე ფიქრობდა" - ვისენსმა გავრდიოლასთან მუშაობის პერიოდი გაიხსენა
"ფლორენტინო პერესმა საფეხბურთო სამყარო შეცვალა" - რონალდომ "რეალის" პრეზიდენტის მიმართ უდიდესი პატივისცემა გამოხატა
ერთ ნაბიჯში "სიტისთან" - დღეს სემენიო "ბორნმუთში" სავარაუდოდ, ბოლო მატჩს ჩაატარებს
სპერციანი სერია A-ში - "ინტერში" სომხური დუეტი იქნება?
7-კაცა | გიორგი ნოზაძე - შეიყვარე და გამოგვყევი
"შახტარს" აზაროვი და კიდევ შვიდი ფეხბურთელი დატოვებს
სუპერლიგის პირველი წრე დრამატული მატჩით დასრულდა – ორბმა რუსთავი ოვერტაიმში დაამარცხა
ხორდი კრუიფი "აიაქსის" სპორტულ დირექტორად დაინიშნა
"გერმანია და ბრაზილია ტოპ 5-ში არ არიან" - კროოსმა მსოფლიო ჩემპიონატის ფავორიტები დაასახელა
ედინსონ კავანიმ ფეხბურთელის კარიერა დაასრულა
ხვიჩა კვარაცხელია „არქის“ მასშტაბური პროექტის, „გრანდ ავენიუს“ ინვესტორი და პარტნიორი გახდა
[VIDEO] მამუკელაშვილის 22 წუთი და ბარნსის საოცარი მატჩი - "ტორონტომ" "გოლდენ სტეიტი" ოვერტაიმში დაამარცხა
ქოჩორაშვილი შეცვლაზე შევიდა - "სპორტინგმა" ადვილად გაიმარჯვა
"ინშალა". გოლი ყოველ 5 წუთში "რეალის" კარში - ლაპორტამ თქვა, რა არის სამოთხე
Globe Soccer Awards. საუკეთესო ფეხბურთელი დემბელე გახდა - კვარაცხელია თავდამსხმელებში ნომინანტებს შორის იყო
ჰოილუნის ლიდერობით - "ნაპოლიმ" "კრემონეზეს" მოუგო
"გაზაევი ულვაშა ჰომოსექსუალია" - კიევის "დინამოს ყოფილი" ფეხბურთელი
"ნაპოლი" აღარ ხუმრობს - მზადაა "რეალის" 18 წლის შემტევი 50 მილიონად შეიძინოს
"მანჩესტერ იუნაიტედი" "რომას" ნახევარმცველის შეძენასთან ახლოსაა
სასიამოვნო სიახლე: "ზესტაფონმა" ეროვნული ლიგისკენ 1 ნაბიჯი გადადგა
[ოთხშაბათის საკითხავი] ოქრის დაბრუნება
ჯაბა დვალთან ერთად - "ზესტაფონი" წინსვლისთვის ბრძოლას იწყებს
საქართველოს ფეხბურთის ფედერაცია კორონავირუსთან დაკავშირებით სპეციალურ განცხადებას ავრცელებს
"ზესტაფონი" საფეხბურთო აკადემიას თბილისში ხსნის
საქართველოს თასის გათამაშება დაიწყო
"ზესტაფონი": ჩვენი კლუბი დღესაც ელის ფეხბურთის ფედერაციის ვერდიქტს
[ოთხშაბათის საკითხავი] ლუკას ამბავი
სფფ-ის მიერ კორონავირუსთან საბრძოლველად გამოყოფილი თანხა StopCov ფონდში გადაირიცხა
"ზესტაფონისა" და "დინამოს" ექსფეხბურთელი "პორტუში" გადადის
მსაჯის შეურაცხყოფისთვის ოქრიაშვილი გააძევეს - "სამგურალმა" "საბურთალოს" მოუგო [VIDEO]
[ოთხშაბათის საკითხავი] ხომ არ ვჩქარობთ?
[ოთხშაბათის საკითხავი] რომ არ ვიყოთ მხოლოდ ლანდი...
სფფ-ის წარმომადგენლებმა ევროტურნირების მონაწილე კლუბებთან ვიდეო კონფერენცია გამართეს
სფფ-მ ჩემპიონატის შეცვლილი ფორმატი და თასის დებულება დაამტკიცა
[ოთხშაბათის საკითხავი] ჩვენი ბიჭობის ამბავი
[ოთხშაბათის საკითხავი] ვისია ეს სია? რბილად რომ ვთქვათ, უცნაურია...
სიახლეები ისტორიულ მატჩთან დაკავშრებით
"მიხეილ მესხზე" ეკრანები დამონტაჟდება - სფფ-ის ინიციატივით, გულშემატკივარს ევრო 2024-ზე ერთობლივად საქართველოს ნაკრების მატჩების ხილვა შეეძლება