"ჩვენი მთავარი მიზანია 2020 წლის ოლიმპიური თამაშებისთვის მომზადება და ტიტულის შენარჩუნება"
ხორვატიულ სპლიტში ძალოსანთა ევროპის ჩემპიონატში შეუდარებელი გახლდათ ქართველი მძიმეწონოსანი, რიოს ოლიმპიადის გამარჯვებული, მსოფლიოს და ევროპის ჩემპიონი ლაშა ტალახაძე, რომელმაც ორჭიდში 467 (217+250) კილოგრამით შარშან მოპოვებული კონტინენტის ჩემპიონობა შეინარჩუნა.

- მსოფლიო რეკორდი 217 კგ-ით - ლაშა ტალახაძემ ევროპა მეორედ დაიპყრო [VIDEO]

ტიტულოვანი სპორტსმენი "ლელოს" სტუმარი გახლდათ.

- რიოს ოლიმპიადის შემდეგ, ფაქტობრივად, არ დამისვენია და წლის მიწურულს ეილათში (ისრაელი) 23-წლამდელ ევროპის ჩემპიონატში ვიასპარეზე, - გვითხრა ლაშამ. - იქ სამი ოქროს მედალი მოვიპოვე. ახალი წლიდან ვარჯიში განვაახლე, რამდენიმე საწვრთნელი შეკრება გავიარეთ ევროპის ჩემპიონატის წინ.

მოგეხსენებათ, ძალოსნობა ტრავმული სპორტია - სიმძიმეებთან გიწევს შეჭიდება. წელის ტრავმა გამიმიზეზდა, მაგრამ ოლიმპიური გუნდის მთავარი ექიმის - ზურაბ კახაბრიშვილისა და ჩვენი ნაკრების ექიმ გიორგი ჭინჭარაულის დახმარებით დროულად შევძელი ტრავმების მოშუშება და ევროპის ჩემპიონატში მონაწილეობა.

- ბოლო ორ წელიწადში მნიშვნელოვან წარმატებებს მიაღწიეთ - ოლიმპიური თამაშების გამარჯვებულს სპლიტში საასპარეზოდ მოტივაცია ხომ არ გაკლდათ?

- ზოგიერთი სახელოვანი ათლეტი ოლიმპიადის შემდეგ ერთი-ორი წელიწადი დასვენებას ამჯობინებს - საერთაშორისო ტურნირებში არ მონაწილეობს. ჩემს გეგმებში ასეთი დასვენება არ შედის. მწვრთნელებთან ერთად გადავწყვიტეთ, რომ 2020 წლის ოლიმპიადამდე ყველა ტურნირში ვიასპარეზო...

- ასე ვთქვათ, მეორე წრეზე წახვედით...

- რიოს ოლიმპიადის შემდეგ წლევანდელი ევროპის ჩემპიონატი პირველი მნიშვნელოვანი შეჯიბრება იყო და მინდოდა, ქომაგებისთვის კიდევ ერთხელ მეჩვენებინა ჩემი შესაძლებლობები, რომ მეტოქეებს არ ვნებდები. მწვრთნელები კი უფრო შორს იხედებიან - მათ ჩემთვის ბევრად მეტი ტიტული აქვთ დაგეგმილი, ვიდრე დღეს გამაჩნია.

- ხორვატიულ ბატალიებსა და იქაურ ემოციებზე უფრო დაწვრილებით ხომ ვერ მოგვიყვებით?

- სერიოზული კონკურენტები მყავდა: დისკვალიფიკაციის შემდეგ დიდ სპორტს დაუბრუნდა ლონდონის ოლიმპიადის პრიზიორი, მსოფლიოს და ევროპის ჩემპიონატების ორ-ორგზის გამარჯვებული რუსი ალბეგოვი. რიოს ოლიმპიადის სომეხი ვერცხლის პრიზიორი გორ მინასიანი და მისი თანამემამულე რუბენ ალექსანიანი, ესტონელი მარტ სეიმი და სხვები.

ეს შეჯიბრება ჩემთვის ფსიქოლოგიურად იყო ძალიან რთული: მოგეხსენებათ, ოლიმპიური ჩემპიონისგან ქომაგები ყოველთვის გამარჯვებას ელიან, წაგება არ გეპატიება.

ჩემპიონობა კი, მაგრამ რეკორდი წინასწარ არ დაგვიგეგმავს. ამიტომ ატაცში ასპარეზობა 203 კილოგრამით დავიწყე. ირაკლი თურმანიძემ 201 კილოთი ბრინჯაო გაინაღდა. სამწუხაროდ, შემდეგ მან ტრავმის გამო ბრძოლის გაგრძელება ვერ შეძლო. სამაგიეროდ, გორ მინასიანმა 211 კილო აიტაცა და დაწინაურდა, ეს პატარა წონა არ არის - სანამ მას შარშან მოვხსნიდი, მსოფლიოს რეკორდი იყო.

გორის შედეგი, ფაქტობრივად, გამოწვევა გახლდათ. მთავარმა მწვრთნელმა გიორგი ასანიძემ მითხრა, სხვა როგორ გავუშვათ წინ, შენ ბევრად დიდი შედეგისთვის ხარო მზად. 215 კილოზე მეტი არასდროს დამიძლევია. გადავწყვიტეთ, ირანელი ბეჰდადის მიღწევაზე მიგვეტანა იერიში. ცდა წარმატებული გამოდგა - 217 კილოგრამით მსოფლიოს რეკორდი დავამყარე.

აკვრაში პირველსავე ცდაზე 238-კილოიანი შტანგის აწევით ორჭიდში ოქროს მედალი გავინაღდე, მაგრამ მინდოდა ამ მოძრაობაშიც მომეპოვებინა ოქროს მედალი. არადა, რუბენ ალექსანიანმა პირველსავე ცდაზე 240, მეორეზე 244 კილო ასწია. ამიტომ მეორე ცდაზე 245 კილო დავძლიე. ფაქტობრივად, აქაც გავინაღდე პირველობა, სინკლერის ცხრილით გამარჯვებისთვის კი 250 კილოს აწევა საკმარისი გამოდგა.

- აკვრასა და ორჭიდშიც თუ შეიძლებოდა მსოფლიო მიღწევების გაუმჯობესება?

- ცხადია, შეიძლებოდა, მაგრამ 264 კილოს დაძლევა იოლი არ არის. ბოლომდე არ ვიყავი დარწმუნებული, რომ ამ წონის დაძლევა შემეძლო, ამიტომ არ გამირისკავს - ტრავმის შემდეგ მაინც ვფრთხილობდი. თან ამის საჭიროებაც არ იყო.

- წლეულს მსოფლიოს ჩემპიონატზე, ევროპელი კონკურენტების გარდა, სხვა კონტინენტის წარმომადგენლებიც გეყოლებათ, თუნდაც ირანელი ბეჰდადი.

- სელიმი დიდი სპორტსმენია. მისი პირადი მწვრთნელი ირანის ძალოსნობის ფედერაციის პრეზიდენტიცაა. იგი სპლიტში ევროპის ჩემპიონატზე ჩამოვიდა და კვარცხლბეკზე რომ ავედი, სწორედ მან დამაჯილდოვა.

ჩვენებს რომ ვკითხე, ამას აქ რა უნდა-მეთქი, ბატონმა გიორგი ასანიძემ მითხრა, დღეს შენ ისეთი სპორტსმენი ხარ, ყველა კონკურენტი ქვეყნის წარმომადგენლები რომ გაკვირდებიან, ასე რომ, ეს ნუ გაგიკვირდებაო. როგორც მე ვსწავლობ მეტოქეთა ბრძოლის ტექნიკასა და ტაქტიკას, დარწმუნებული ვარ, სხვებიც ასე იქცევიან.

ჩვენი მთავარი მიზანია 2020 წლის ოლიმპიური თამაშებისთვის მომზადება და ტიტულის შენარჩუნება. მანამდე კი უამრავი ბარიერი გვაქვს გადასალახავი. უპირველესი წლევანდელი მსოფლიოს ჩემპიონატია, რომელსაც დეკემბერში ამერიკა უმასპინძლებს. ვეცდები, ქომაგებს იმედები არ გავუცრუო.

(იბეჭდება მცირე ცვლილებით)

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

maiam
გილოცავ,წარმატება მეტი და მეტი
გერგებე
გიორგი გილოცავ! გვეამაყები
dima
მსოფლიოზე კი ,მაგრამ ევროპის ჩემპიონატებზე და მსაგავს ტურნირებზე ნუღარ იასპარეზებ-ოლიმპიადისთვის შეინახე თავი-ან ტრავმა არ დაგემართოს, ან არ ,,გადაიწვა,,.... მართლა ,ძალიან გულშემაკტკივრობს მთელი საქართველო!
გიო
გილოცავ, მომავალშიც ბევრი წარმატებისთვის მიგეღწიოს. იმ ადამიანებს ნუ უსმენ, ვინც გეუბნება ბევრი ფული მოთხოვე სახელმწიფოს, თუ არა, უცხოეთში წადიო. საკმაოდ ბევრს გიხდიან და თავი არ შეირცხვინო.
glaxuna
მინიმუმ 3 ოლიმპიადა უნდა აჩუქო შენს ერს და სახელმწიფოს! ხელის გულზე უნდა გატაროს ერმა და ს ა ხ ე ლ მ წ ი ფ ო მ შენ და შენისთანა სპორტსმენები.
არტაგი
უფლის მადლით გამარჯვებები არ მოგკლებოდეს ლაშა!!!....
llcl
გილოცავ აღდგომის ბრწყინვალე დღესასწაულს ქართველო საამაყო გოლიათო, მრავალს დაესწარი!
სოსო
მაგარი ბიჭია ლაშა,მის სარეკორდო გამოსვლას რომ ვუყურე,ისეთი შთაბეჭდილება შემექმნა და მგონი არც ვცდები,რომ მას იმ მომენტში 220 კგ*ს აწევაც არ გაუჭირდებოდა.მისვლა სრულყოფილი იყო ტექნიკურად და არც რამე ყოყმანი დასტყობია.ასე რომ კიდევ ბევრ რეკორდს ველი ლაშასაგან,მთავარია ტრავმები აირიდოს თავიდან.
nukri
ლაშა შენ ხარ ერთ ერთი საუკეთესო სპორსმენი საქართველოში ჯერ ყველაფერი წინაა დევო
status quo
კარგი ქართველი კაცი...
საქართველოს 17 და 20-წლამდელ ძალოსანთა ნაკრები მსოფლიო ჩემპიონატიდან 13 მედლით დაბრუნდა
ევროპირველობა - თურმანიძის ბრინჯაო ატაცში
რევაზ დავითაძე ევროპის ვიცე-ჩემპიონია
საქართველოს რაგბის ეროვნული ნაკრები, სულ რაღაც, ერთ თვეში თბილისში ირლანდიის ნაკრებს ხვდება!
როგორია ნაკრები ხვიჩას და ლიდერების გარეშე და რა დავინახეთ სექტემბრისთვის?
"ვერ ვხვდები, ჩემგან უპატივცემულობა სად დაინახა" - სპალეტიმ აჩერბის უპასუხა
"მბაპე ცენტრფორვარდია და ამ პოზიციაზე თამაშს გააგრძელებს" - დეშამი ესპანეთთან მარცხის შემდეგ
"მესი თუ რონალდო?" - იგუაინმა უცნაური არჩევანი გააკეთა
[VIDEO] ჰალიბარტონის და "ინდიანას" მორიგი სასწაული - "ოკლაჰომა" სუპერფინალის პირველ მატჩში დამარცხდა
შენგელიას ლიდერობით "ვირტუსმა" მილანში იმარჯვა და სერია A-ს ფინალამდე 1 მოგება აშორებს
ნიონში გოგონათა ასაკობრივი გუნდების წილისყრა შედგა
კაპაძის ხელმძღვანელობით - უზბეკეთი პირველად გავიდა მსოფლიოს ჩემპიონატზე
[VIDEO] 5:4 - ესპანეთმა საფრანგეთს მოუგო და ფინალში გავიდა
სანიოლი: საუკეთესო ლობჟანიძე გახლდათ - მეორე ტაიმში მეტი ემოცია და ნაკლები მონდომება იყო
ფარერების მწვრთნელი: დასანანია, ფრეს რომ ვერ გამოვრჩით
[VIDEO] ლორიას ბოლო და 16 წლის ხარებაშვილის პირველი მატჩი - საქართველოს ნაკრებმა ფარერებს მოკრძალებული ანგარიშით მოუგო
[VIDEO] პირველი ტაიმის შემდეგ საქართველოს ნაკრები ფარერებს 1:0 ამარცხებს
პსჟ-ს თავდამსხმელი შეიძლება "მანჩესტერში" გადავიდეს
ფარერებთან საქართველოს ნაკრების შემადგენლობა ცნობილია
FIFA Arena - გლდანის საფეხბურთო ცენტრში ახალი მოედანი გაიხსნა
ქართველი მსაჯები 21-წლამდე ევროპის ჩემპიონატის საკვლაიფიკაციო ეტაპის მატჩზე
3x3Tbilisi Challange საქართველოს ნაკრების წევრებით შემდგარმა თბილისმა მოიგო
"იცოდა, რომ პსჟ-ზე ჰკითხავდნენ და დაიმალა" - როტენმა მბაპე გააკრიტიკა
"არა რუსულ კანონს - ჩვენ უკეთესები უნდა ვიყოთ" - ქართველი სპორტსმენები ქვეყნის ევროპულ მომავალს უჭერენ მხარს
"მაგრად ვცემ! ვერ გამწიწკნიან ხელიდან" - ჭინჭარაულის მორიგი სახალისო ვიდეო [VIDEO]
ძიუდო. მსოფლიოს ჩემპიონატი: დღეს ჯანაშვილი და შავდათუაშვილი იჭიდავებენ
ძმის კვალდაკვალ საბა ასანიძემაც მოიპოვა ევროპის ჩემპიონობა: "სამი ოქრო მყავს სახლში!!!" - რას წერს გიორგი ასანიძის მეუღლე
ლაშა ტალახაძემ ბათუმში ევროპის ჩემპიონატზე რეკორდი მოხსნა და ტურნირი ტრიუმფით დაასრულა! [VIDEO]
ბიჭებო, გეხვეწებით, ეს სიგარეტის ბლოკები გამომართვით - ქართველი ექიმი "ფეისბუქში" ლაშა ტალახაძეზე სახალისო ისტორიას აქვეყნებს
"ზურა ექიმო, პირობა შესრულებულია!" - კახაბრიშვილის ცრემლები
ქართველ ძალოსანთა წლიური მონაგარი - 80 მედალი და მსოფლიოს 10 რეკორდი!
"სპორტალი": გადაცემის სტუმარია ძალოსანთა ნაკრების მთავარი მწვრთნელი გიორგი ასანიძე
მესამე ოქროს მედალი - ლაშა ტალახაძე ოლიმპიური ჩემპიონია!
სანამ ტალახაძე დაასრულებს... - დღეიდან მედლებისთვის ბრძოლას კრივით ვაგრძელებთ...
თქვენ ჩვენი ქვეყნის სახე ხართ - პრემიერ-მინისტრმა საუკეთესო ძალოსნები დააჯილდოვა
"სადაც ღმერთია, იქ გამარჯვებაა!" - როგორ გამოიყურება ლაშა ტალახაძის ოთახი ტოკიოში [PHOTO]
ქართველი ძალოსნების სხეულში აკრძალული ნივთიერება აღმოჩნდა
ლაშა ტალახაძე და გენო პეტრიაშვილი "ქართული ოცნების" საარჩევნო სიაში არიან
ლაშა ტალახაძე მსოფლიოს სამგზის ჩემპიონია! [VIDEO]
წარუმატებლად დაწყებულ ოლიმპიადაზე მედლების დროა! - დღეს შავდათუაშვილი, ლიპარტელიანი და გურული...
ზურაბ კახაბრიშვილი ძალოსნობის საერთაშორისო სამედიცინო კომიტეტის წევრად აირჩიეს
საქართველოს ძალოსანთა ნაკრების შემადგენლობა ბათუმში გასამართი ევროპის ჩემპიონატისთვის ცნობილია
ჩვენი პირველი დღე ოლიმპიადაზე - სარდალაშვილი ნაგაიამას ფინალამდე არ ხვდება, ნახევარფინალში კი იქნებ მხეიძეს დაუპირისპირდეს...
[ირაკლი თავაძე ბუდაპეშტიდან] 6 ნემსი და გმირობის დასანანი დასასრული [VIDEO]
საქართველოს ძალოსანთა ახალგაზრდული ნაკრები მსოფლიო ჩემპიონატიდან 4 მედლით დაბრუნდა
ლაშა ტალახაძეს ბათუმის საპატიო მოქალაქის წოდება მიენიჭა, ირაკლი თურმანიძე ღონისძიებაზე არ მიიწვიეს
"ჩემი მხრიდან, ჩემი შვილები არასდროს იქნებიან სხვებზე უპირატესი ან გამორჩეული! უპირატესი იქნება ის შედეგი, რომელსაც ისინი აჩვენებენ" - ინტერვიუ გიორგი ასანიძესთან
ახალი წონები, ახალი რეკორდები - დღეს ძალოსნობაში მსოფლიოს ჩემპიონატი იწყება
საქართველოს ძალოსანთა ნაკრების შემადგენლობა მსოფლიოს ჩემპიონატისთვის ცნობილია
"ტაქსით წასვლა გადავწყვიტეთ, დანარჩენს ხედავთ" - ჭინჭარაული ბოგოტადან ვიდეოს ავრცელებს [VIDEO]
"ვარჯიში, ტკივილი, წამალი, ისევ ვარჯიში... მადლობა რომ იმედს არასდროს გვიცრუებ" - ჭინჭარაულის ემოციური წერილი ტალახაძეს
საქართველოს ძიუდოისტთა ნაკრები: კორეელები ქართველობენ
მხოლოდ ტალახაძის იმედად არ დაგვტოვოთ - მოჭიდავეებმა საშინლად დაიწყეს, თავისუფლებმა უნდა გამოასწორონ!..