12 აპრილს, რიგაში, მოჭადრაკე ქალთა ინდივიდუალურ ევროპის ჩემპიონატში მეორე ტურის შეხვედრები გაიმართა
12 აპრილს, ლატვიის დედაქალაქ რიგაში, მოჭადრაკე ქალთა ინდივიდუალურ ევროპის ჩემპიონატში მეორე ტურის შეხვედრები გაიმართა. კვლავ წარმატებით ითამაშა დიდოსტატმა ნანა ძაგნიძემ - უკრაინელი ოლგა ბაბიუ დაამარცხა.

ასევე წარმატებით ითამაშეს სალომე მელიამ და მერი არაბიძემ, რომლებმაც, შესაბამისად, ანასტასია პარამზინასა (რუსეთი) და ესე ოზბეის (თურქეთი) გააჩერებინეს საათები.

დაზავდნენ: ნატალია ბუკსა (უკრაინა)-ლელა ჯავახიშვილი, ლილიტ გალოიანი (სომხეთი)-ბელა ხოტენაშვილი, ოლგა ზიმინა (იტალია)-ნინო ხომერიკი, დარია ჩაროჩკინა (რუსეთი)-სოფიო გვეტაძე, ხოლო ნინო ბაციაშვილმა თეთრი ფიგურებით მარინა ბრუნელოსთან (იტალია) წააგო.

ფავორიტთაგან ნახევარ-ნახევარი ქულა დაკარგეს მსოფლიოს ვიცე-ჩემპიონმა ანა მუზიჩუკმა (უკრაინა), ევროპის ორგზის ჩემპიონმა კატერინა ლაგნომ (რუსეთი), მსოფლიოს და ევროპის ექსჩემპიონმა ანტოანეტა სტეფანოვამ (ბულგარელი დიდოსტატი შეჯიბრებაზე ევროპის საჭადრაკო კავშირის სახელით გამოდის), რომლებიც ყაიმზე შეუთანხმდნენ სოფი მილეს (საფრანგეთი), იულია ოსმაკსა (უკრაინა) და ტიცია გარას (უნგრეთი). მსოფლიოს ექსჩემპიონმა მარია მუზიჩუკმა (უკრაინა) ბეთულ ილდიზს (თურქეთი) სძლია.

ჩემპიონატზე 2-2 ქულით 12 მოჭადრაკე დაწინაურდა. მათ შორისაა ნანა ძაგნიძე, რომელიც დღეს უნგრელ პეტრა პაპს შეხვდება. 1.5-1.5 ქულა მოაგროვეს ჯავახიშვილმა, ხომერიკმა, ხოტენაშვილმა, გვეტაძემ, მელიამ და არაბიძემ, ბაციაშვილს კი 1 ქულა აქვს.

(იბეჭდება მცირე ცვლილებით)

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

"ვალენსიამ" შეიძლება "რეალის" ყოფილი ვარსკვლავი უფასოდ დაიმატოს
"რეალთან" წაგების შემდეგ – "ბარსელონას" უჩვეულო გეგმა ფინანსურ სარგებელამდე
[VIDEO] დიდი შერიგება და სიყვარული - ვინისიუსის და ვირჯინიას ამ კადრებს 10 მილიონზე მეტი მოწონება აქვს
"ლორიენთან" მატჩში პსჟ-ს შემადგენლობა ცნობილია
"ვალენსიამ" შეიძლება "რეალის" ყოფილი ვარსკვლავი უფასოდ დაიმატოს
დე ბრუინს ბელგიაში ოპერაცია გაუკეთეს
"რეალს" "ტოტენჰემის" მცველის დამატება სურს
უპირებენ თუ არა გათავისუფლებას სლოტს - ფაბრიციო რომანო "ლივერპულის" მწვრთნელის მომავალზე
სპალეტი "იუვენტუსს" უახლოვდება - "ნაპოლის" ყოფილი მწვრთნელი საქმეში მალე დაბრუნდება
დიდი როტაციით "ლორიენთან" - იქნება ხვიჩა სასტარტოში?
"სამგურალის" ზედიზედ მეხუთე მოგება
"ნაპოლიმ" "ლეჩესთან" მძიმე გამარჯვება მოიპოვა
გოჩოლეიშვილი უნიღბოდ დაბრუნდა - "ჰამბურგმა" თასზე ზივზივაძის "ჰაიდენჰაიმს" მოუგო
ოდიკაძე ევროპის ჩემპიონ-პრიზიორია - მან სამივე სინჯის მედალი მოიპოვა
"ზაბარნი იხრჩობა და თავდაჯერებულობას კარგავს" - ფრანგული მედია უკრაინელს აკრიტიკებს
უბედური შემთხვევა - "ინტერის" მეკარემ ავტომობილით 81 წლის მამაკაცი გაიტანა
"ნაპოლი" ლეონარდო სპინაცოლას ახალ კონტრაქტს გაუფორმებს
"ბაიერნი" 23 წლის კოსოვოელი ფორვარდის დამატებას აპირებს
კიდევ ერთი ვარიანტი - "იუვენტუსი" შესაძლოა, ლორან ბლანმა ჩაიბაროს
კიმი შესაძლოა, სერია A-ში დაბრუნდეს - "ნაპოლის" ყოფილი ფეხბურთელი გრანდების სამიზნეა
მინიმუმ 100 მილიონი ფუნტი სურთ - ელიოტ ანდერსონი გრანდების სამიზნეა
ბრენდან როჯერსმა "სელტიკის" მთავარი მწვრთნელის პოსტი დატოვა
დღეს "კვარა" თუ მბაიე? - 4 საგოლე პასით დაწყებულს მიქაუტაძე გააგრძელებს
ბათუმი 2018: ქალთა ნაკრების მეოთხე გამარჯვება ვიეტნამთან
ჭადრაკი. ქალთა ევროპის ჩემპიონატი: ქართველების წარმატებული სტარტი
ნანა ძაგნიძემ მიუნხენის გრან-პრის მეორე ეტაპზე წარმატებით იასპარეზა
ქართული ჭადრაკის დიდი წარმატება: ნანა ძაგნიძემ მსოფლიო გრან პრი მოიგო!
მერი არაბიძე ჭადრაკში ევროპის ჩემპიონი გახდა
მერი არაბიძე საქართველოს ჩემპიონი გახდა
ნანა ძაგნიძე მსოფლიო საჭადრაკო რეიტინგ-სიის ათეულშია
მსოფლიოს გუნდური ჩემპიონატი: ქართველი ქალების ბრინჯაო
ჭადრაკი. ქალთა ევროპის ჩემპიონატი: ქართულ-რუსული ტანდემი ლიდერობს
ჭადრაკი. ქალთა ევროპის ჩემპიონატი: ნანა ძაგნიძე ისევ სათავეშია
"დიდი მადლობა მათ" - ნანა ძაგნიძემ მსოფლიო გრან-პრიზე გამარჯვება ამირან გამყრელიძესა და ექიმებს მიუძღვნა
ფიდემ მოჭადრაკე ქალ-ვაჟთა განახლებული რეიტინგები გამოაქვეყნა
ბათუმის "ნონა" ევროპის საკლუბო თასის მფლობელია
ჭადრაკში მსოფლიო ჩემპიონს საზოგადოების დახმარება სჭირდება - მის 1 წლის შვილს აგრესიული ფორმის ნეირობლასტომა აღმოაჩნდა
ფიდეს განახლებული რეიტინგის პირველ ასეულში ცხრა ქართველია
საქართველოს ქალ მოჭადრაკეთა ნაკრებმა მსოფლიოს გუნდურ ჩემპიონატზე ბრინჯაოს მედალი მოიპოვა
"ნონამ" ევროპის საკლუბო ჩემპიონატზე მეორე ადგილი დაიკავა
საქართველოს ქალ მოჭადრაკეთა ნაკრებმა ევროპის ჩემპიონატზე ვერცხლი მოიპოვა
არაოლიმპიურ სახეობებში საუკეთესოები გამოვლინდნენ - ძაგნიძე, შარიქაძე...
ფიდე-ს ახალი რეიტინგი: ნანა ძაგნიძე მე-11 ადგილზეა
ევროპის ჩემპიონი ნანა ძაგნიძე მსოფლიო რეიტინგში დაწინაურდა
ქალთა ევროპის ინდივიდუალურ ჩემპიონატში 8 ქართველი მოჭადრაკე გამოვა
ლეგენდარული მოჭადრაკეები ჭადრაკის საერთაშორისო დღეს დააფასეს
ჭადრაკი. ქალთა ევროპის ჩემპიონატი: ნანა ძაგნიძე დაწინაურდა
ნანა ძაგნიძის ევროპის ჩემპიონობა და ოჯახური ტრაგედია
ჭადრაკი. ქალთა ევროპის ჩემპიონატი: ძაგნიძე და გორიაჩკინა იგებენ და ლიდერობენ
მსოფლიოს გუნდური ჩემპიონატი: ჩემპიონობა დავთმეთ
ბელა ხოტენაშვილი ელვისებურ ჭადრაკში ევროპის ჩემპიონატის ბრინჯაოს პრიზიორია
ივლისის რეიტინგები: ნანა ძაგნიძე მე-11 ადგილზეა, ბაადურ ჯობავა - 36-ე