ქართულად მოცეკვავე და მართლმადიდებლურად მონათლული ბრაზილიელი, რომლისთვისაც საქართველო მეორე სამშობლოა
Sportall.ge იწყებს ახალ რუბრიკას "მოედანს მიღმა", სადაც სპორტის სხვადასხვა წარმომადგენელთან ინტერვიუს წარმოგიდგენთ აბსოლუტურად ყველაფერზე, გარდა სპორტისა.

რუბრიკის პირველი სტუმარი საქართველოს ფუტსალის ეროვნული ნაკრების წევრი რონინიოა.

- დაგვიხასიათე საკუთარი თავი 3 სიტყვით...

- მიზანმიმართული, ერთგული, რისკიანი.

- ყველაზე მეტად რა არ მოგწონს სხვა ადამიანებში?

- სიყალბე.

- ხშირად ჩხუბობ?

- არა.

- ბავშვობაში რაზე ოცნებობდი?

- რა თქმა უნდა, ფეხბურთელობაზე.

- რომ არა ფუტსალი, რითი დაკავდებოდი?

- მართლა არ ვიცი. ყოველთვის ეს მინდოდა და მჯეროდა, რომ დასახულ მიზანს მივაღწევდი. ვერ წარმომიდგენია, სხვა რამე ვაკეთო.

- შენი მეუღლე სად გაიცანი?

- ქეთი სატრენაჟორო დარბაზში გავიცანი, სადაც ადმინისტრაციაში მუშაობდა. მე იქ სავარჯიშოდ დავდიოდი და ზუსტად იქიდან დაიწყო ჩვენი ურთიერთობაც. 3 წლის შემდეგ სიონის საკათედრო ტაძარში დავიწერეთ ჯვარი. მანამდე მართლმადიდებლურად მოვინათლე.

- სკოლას ხშირად აცდენდი?

- კი, ძალიან ხშირად, ფეხბურთის გამო (იცინის).

- ყველაზე მეტად რომელი საგანი მოგწონდა?

- მათემატიკა. ალბათ იმიტომ, რომ ყველაზე მეტად მისი სწავლა მიადვილდებოდა.

- როგორი მუსიკა მოგწონს?

- ბრაზილიური, უფრო კონკრეტულად, სამბა და სერტანეჟო.

- ოჯახთან ერთად ვის კონცერტს დაესწრებოდი სიამოვნებით?

- რობერტო კარლოსის.

- ვინ რობერტო კარლოსის?

- არის ასეთი ბრაზილიელი მომღერალი.

- თავისუფალ დროს რას აკეთებ?

- თავისუფალ დროს ოჯახთან ერთად ვატარებ.

- კიდევ რისი სწავლა გინდა?

- მინდა, სკეიტბორდით სრიალი დავხვეწო. პატარაობაში ძალიან მომწონდა.

- ქართული ცეკვა მოგწონს?

- ეს ძალიან ლამაზი და რთული ცეკვაა, რომლის ყურებაც ნამდვილად მსიამოვნებს.

- თავად არ გიცდია, გეცეკვა?

- ვერ ვცეკვავ. ერთხელ, ჩემს ქორწილში კი შევასრულე ქართული ცეკვა, მაგრამ კარგად არ გამომივიდა (იცინის).

- რომელი ქვეყანა მოგწონს ყველაზე მეტად მათ შორის, რომელიც უკვე მოინახულე?

- უპირველესად, საქართველო. ქართველი ხალხი გულღია, თბილი და ყურადღებიანია. საქართველო ჩემი მეორე სამშობლოა. გამოვყოფდი ასევე საფრანგეთს, საემიროებს.

- შენი აზრით, რომელია საქართველოში ყველაზე ლამაზი ადგილი?

- ბათუმი.

- ალკოჰოლთან როგორ ხარ?

- დიდად არ მიყვარს, მაგრამ იშვიათად ლუდს ვსვამ.

- ჟურნალისტების მიერ დასმული რომელი კითხვები გაღიზიანებს?

- აქამდე არ მქონია შემთხვევა, ჟურნალისტის კითხვას რომ გავეღიზიანებინე.

- დიდ ფეხბურთში ვის გულშემატკივრობ?

- მადრიდის "რეალს". ისე კი, "მანჩესტერ სიტის" ფეხბურთელის, ფერნანდინიოს მაისური მაქვს. ფერნანდინიო რომარიოს მეგობარია, რომელთან ერთადაც "იბერია სტარში" ვთამაშობდი. რომარიო ჩემი ახლო მეგობარია და ფერნანდინიომ მას გამოატანა ეს მაისური.

- პატიება გიჭირს?

- თუ ადამიანი ჩემ მიმართ დაშვებულ შეცდომას გულწრფელად აღიარებს, პატიება შემიძლია, მაგრამ ღალატს ვერავის ვაპატიებ.

- ავტომობილები გხიბლავს?

- ზოგადად მომწონს, კი, მაგრამ რომ გითხრათ, დიდად გატაცებული ვარ-მეთქი, მოგატყუებთ. დუბაიში ერთ-ერთ ტურნირზე ყოფნის დროს რამდენიმე ავტომობილთან ფოტოები გადავიღე.

- რა არის შენთვის ბედნიერება?

- ბედნიერება იმ ადამიანის გვერდით ყოფნაა, რომელიც გიყვარს და რომელსაც უყვარხარ. ასევე, ბედნიერებაა აკეთო ის, რაც გიყვარს, შენი ოჯახის წევრებს ბედნიერს ხედავდე... უფლის წყალობით, ეს ყველაფერი მაქვს და უზომოდ ბედნიერი ვარ.

- მომავალში პოლიტიკოსობაზე დაფიქრდები?

- არა. პოლიტიკა და პოლიტიკოსები საერთოდ არ მიყვარს.

- ქუჩაში ხშირად გცნობენ?

- საქართველოში ძალიან იშვიათად. "იბერია სტარში" ყოფნის პერიოდში, როდესაც თბილისში უეფას ოთხთა ტურნირი ვითამაშეთ, მაშინ რამდენიმემ მიცნო. სამაგიეროდ, უკრაინაში მსგავსი შემთხვევა ხშირად მქონია. იქ ჩვენი თამაშების სანახავად გულშემატკივარი მრავლად მოდიოდა და ქალაქშიც ბევრი მცნობდა.

- ყველაზე მეტად რისი გეშინია?

- ალბათ, სიკვდილის.

- რომელია შენი საყვარელი კერძი?

- ბრაზილიური კერძებიდან ყველაზე მეტად ფეჟუადა მიყვარს, ქართულებიდან - ხინკალი.

lasha
აი რას ნიშნავს წესიერი ქალი გაყვაა უცხოელს მარა ისე რო მართმადიდებელიც გახადა და ქართული სულიც ჩაუნერგა გაყვებიან მუსტაფებს და მაჰმუდებს გაჰყვებიან კიარა საყვარლობაც ეპრესტიჟებათ მათი
Georgian
ძაან მაგარი კაცი. წარმატებები რონი!
zviadi
ვაა, ეს არ ვიცოდი.. ეს მართლა ქართველია :)
ლუის ენრიკე: რთულ მომენტებში ცხადი ხდება, ვინაა შენს გვერდით და ვინ - არა
Opta-ს რეიტინგით მუნდიალზე ფავორიტი შეიცვალა
"რეალმა" "დორტმუნდს" სძლია და ნახევარფინალში პსჟ-ს შეხვდება
"მილანს" რასმუს ჰოილუნის შეძენა სურს
დირკ შუსტერი: უზომოდ ბედნიერი ვარ და თითოეული ფეხბურთელით ვამაყობ
აზაროვმაც ითამაშა და გოჩოლეიშვილმაც - "შახტარის" მომავალი მეტოქე "ბეშიქთაშია"
შოტლანდიელების წინააღმდეგ მეოთხედ მოსაგებად - უმცროსი "ბორჯღალოსნების" შემადგენლობა
მძიმე არტილერია ბრუნდება! - "ბორჯღალოსნების" შემადგენლობა მსოფლიო ჩემპიონ სამხრეთ აფრიკის წინააღმდეგ
პსჟ შეიძლება მალე დონარუმას გარეშე დარჩეს
Giorgi² - ფრანგული "მეცი" ქართული ფრთებით შეუტევს
ქართული კლუბების შესაძლო მეტოქეები კონფერენციის ლიგის შესარჩევის მეორე რაუნდში
გრანიტ ჯაკა შესაძლოა, პრემიერლიგაში დაბრუნდეს
"რა გაუკეთებია, რომ "ბარსელონაში" ითამაშოს?" - "იუნაიტედის" ლეგენდამ რაშფორდი გააკრიტიკა
"რეალს" ალაბასთან კონტრაქტის გაწყვეტა სურს
"თუკი კვარაცხელიას ხელი არ შეუშალეს, ოსიმენს პრობლემებს რატომ უქმნიან?!" - ნიგერიელის მეგობარმა დე ლაურენტისი გააკრიტიკა
რეტეგის მიქაუტაძე შეცვლის? - "ატალანტა" ქართველ ფორვარდზე ოცნებობს
აღფრთოვანება შეცდომის მიუხედავად - ქოჩორაშვილმა "სპორტინგში" სადებიუტო მატჩი ჩაატარა
საქართველოს 20-წლამდელთა ნაკრებს 3 ლიდერი გამოაკლდა
ერთი მოედანზე, მეორე ჯერ ტრიბუნაზე - ფრანგულ გუნდში ორი ქართველი ითამაშებს?
"ეს საქმეს მიმარტივებს" - თოფურიამ ახსნა, როგორ ახერხებს მეტოქეების დანოკაუტებას
"ლივერპული ამით ყველა გრანდს ჯობნის" - რა განაცხადა ფერდინანდმა?
პსჟ-ს კიდევ ერთი ფეხბურთელი დატოვებს
რა გეგმა აქვს შუსტერს? - დღეს 2 ქართული კლუბი ითამაშებს
ვახტანგ წერეთელი: უნგრეთში კი არა, საქართველოში დავმარცხდით
ფუტსალი | საქართველოს ნაკრები ორ ამხანაგურ მატჩს გამართავს
"იბერია სტარი" უეფას ფუტსალის თასის ჯგუფური ეტაპიდან ვერ გავიდა
TimeLine: ჰო თუ არა სოჭის ზამთრის ოლიმპიადას?
"დევის თასის" გათამაშებაში "იბერია სტარმა" გაიმარჯვა
სხვებისთვის სამაგალითო: "დვანი და დიცი საქართველოა!"
[მოედანს მიღმა] ცოტა ზარმაცი, მიზანდასახული და ერთგული "ლიპო"
[მოედანს მიღმა] გიორგი მერებაშვილი - უბრალოდ, ადამიანი
ფუტსალი | ნაკრები რუმინეთთან ამხანაგური მატჩებისთვის ემზადება
იბერია სტარი-ტანგო 0:0 - გამარჯვება არბიტრმა წაგვართვა?
საქართველო 2:0 რუმინეთი
ფუტსალი | საქართველო 3:0 რუმინეთი
საქართველო - რუმინეთი | ფუტსალის ნაკრებმა მატჩისწინა ვარჯიში გამართა
ევრო 2026 | საქართველოს ნაკრები პლეი-ოფში სლოვაკეთს დაუპირისპირდება