ქართველები
• ქართველი სპორტსმენები
• ფეხბურთი
• ეროვნული ნაკრები
• ეროვნული ლიგა
• ეროვნული ლიგა 2
• ლეგიონერები
• თასი
• ასაკობრივი ნაკრები
• სხვადასხვა
• ევროპა ლიგა
• კონფერენს ლიგა
• ინგლისი
• ესპანეთი
• იტალია
• გერმანია
• საფრანგეთი
• მსოფლიო
• ჩემპიონთა ლიგა
• ევროპის ჩემპიონატი
• სხვადასხვა
• ქალთა ფეხბურთი
• ტრანსფერები
• კალათბურთი
• ეროვნული ნაკრები
• სუპერლიგა
• თასი
• NBA
• ლეგიონერები
• ევრო ლიგა
• ევროპის ჩემპიონატი
• მსოფლიოს ჩემპიონატი
• ასაკობრივი ნაკრები
• სხვადასხვა
• ჭიდაობა
• ძიუდო
• თავისუფალი
• კლასიკური
• ქართული
• სუმო
• სამბო
• ქალთა ჭიდაობა
• ბერძნულ-რომაული
• ჩოგბურთი
• როლან გაროსი
• უიმბლდონი
• ავსტრალიის ღია პირველობა
• ამერიკის ღია პირველობა
• მონტე კარლო
• ATP ცინცინატი
• მადრიდის მასტერსი
• რომის მასტერსი
• მაიამის მასტერსი
• რაგბი
• ეროვნული ნაკრები
• დიდი 10
• თასი
• ლეგიონერები
• 6 ერი
• ტესტები
• ერთა თასი
• მსოფლიო თასი
• ასაკობრივი ნაკრები
• სხვადასხვა
• ფორმულა 1
• მონაკოს გრან-პრი
• ბრიტანეთის გრან-პრი
• იტალიის გრან-პრი
• ბელგიის გრან-პრი
• ბაჰრეინის გრან-პრი
• საუდის არაბეთის გრან-პრი
• იაპონიის გრან-პრი
• ჩინეთის გრან-პრი
• მაიამის გრან-პრი
• ემილია-რომანიის გრან-პრი
• აბუ დაბის გრან-პრი
• MMA
• UFC
• სხვადასხვა
• კრივი
• ველოსპორტი
• ტანვარჯიში
• ცურვა
• ჭადრაკი
• მძლეოსნობა
• ძალოსნობა
• მკლავჭიდი
• ტყვიის სროლა
• კარატე
• ნიჩბოსნობა
• მშვილდოსნობა
• ფარიკაობა
• წყალბურთი
• ხელბურთი
• ფრენბურთი
• ავტოსპორტი
• ჰოკეი
• თხილამურებით სრიალი
• ფიგურული სრიალი
• საინტერესო ამბები
• სხვადასხვა
• ფიტნესი
• ფიგურული ციგურაობა
• სხვა სახეობები

[სახელი] უტიტულო ვარსკვლავი - დღეს გელა დარსაძეს 55 წელი შეუსრულდებოდა

[სახელი] უტიტულო ვარსკვლავი - დღეს გელა დარსაძეს 55 წელი შეუსრულდებოდა

ქომაგთა გულთამპყრობელი, რომელიც შეუდარებელი გარღვევებითა და უზადო შორეული ტყორცნებით ხიბლავდა ყველას...
მაგიდაზე სიყვითლეშეპარული გაზეთები და ფოტოსურათებია გაშლილი. ვათვალიერებ მათ და მახსენდება გასული საუკუნის 80-იანი წლების თბილისის სპორტის სასახლის გადაჭედილი ტრიბუნები, მქუხარე ოვაცია და ხმამაღალი შეძახილები: გე-ლა, გე-ლა...

დიახ, გელა დარსაძე გახლდათ ქომაგთა გულთამპყრობელი, რომელიც შეუდარებელი გარღვევებითა და უზადო შორეული ტყორცნებით ხიბლავდა ყველას - შინ თუ გარეთ.

პირველი ნაბიჯები

1977 წლის ივნისში თბილისმა საქართველოს მოსწავლეთა 29-ე სპარტაკიადას უმასპინძლა. ქუთაისელმა კალათბურთელებმა, ფინალის გარდა, ყველა შეხვედრაში წარმატებას მიაღწიეს, გადამწყვეტი პაექრობა კი დედაქალაქელებთან დათმეს. გელა დარსაძემ 4 მატჩში საკუთარ გუნდს 127 ქულა შესძინა.

იმავე წლის შემოდგომაზე ბათუმში 1962-63 წლებში დაბადებულ კალათბურთელთა პირველობა გაიმართა. სულიკო თორთლაძის შეგირდებმა ფინალში თბილისის "დინამოს" ნორჩ კალათბურთელებს 75:73 მოუგეს. დარსაძემ, რომელმაც გუნდს 31 ქულა მოუტანა, და მისმა მეგობრებმა საქართველოს ჩემპიონობასთან ერთად სსრ კავშირის პირველობის ზონალური ტურნირის საგზურიც მოიპოვეს.

ეს შეჯიბრება 1978 წელს უზბეკურ ანდიჟანში გაიმართა. ქუთაისელებმა თურქმენებსა და ასპარეზობის ფავორიტ ლატვიელებს აჯობეს, მესამე ტურში ლენინგრადის გუნდს, რომლის შემადგენლობაში 2 მეტრზე მეტი სიმაღლის ოთხი კალათბურთელი თამაშობდა, ქართველებმა 105:70 მოუგეს, საბოლოოდ კი ფინალურ ეტაპზე თამაშის უფლება მოიპოვეს, სადაც მე-6 ადგილს დასჯერდნენ.

ქუთაისის გუნდიდან გელა დარსაძე, ედიშერ შვანგირაძე, ვალენტინ დერიუგინი და ანდრეი ალიხანოვი საბჭოთა კავშირის ჭაბუკთა ნაკრების კანდიდატებად დაასახელეს.

დინამოში

ქუთაისელმა ჭაბუკმა ტაშკენტში მოსწავლეთა საკავშირო სპარტაკიადაზეც მიიქცია სპეციალისტთა ყურადღება. იქიდან დაბრუნების შემდეგ მეცხრეკლასელი კალათბურთელი თბილისის "დინამოში" მიიწვიეს.

1979 წელს დუბლშემადგენლობათა საკავშირო პირველობის მე-2 ტურის შეხვედრები თბილისში გაიმართა. გელა დარსაძემ "დინამოს" მაისურით პირველად ვილნიუსის "სტატიბასთან" ითამაშა. დაძაბულ პაექრობაში მოგებულ მატჩში (82:80) დებიუტანტის ანგარიშზე 10 ქულა იყო, მინსკის რტი-სთან (115:114) 20 ქულას მოუყარა თავი, კიევის "სტროიტელთან" წარმატება (82:81) კი რიონისპირელი ჭაბუკის უშუალო დამსახურებაა: შეხვედრის დამთავრებამდე 20 წამით ადრე სტუმრები 4 ქულით იგებდნენ შეხვედრას. დარჩენილ დროში დარსაძემ ორი ინდივიდუალური გარღვევითა და ერთი ზუსტი საჯარიმო ტყორცნით "დინამოს" დუბლებს გამარჯვება მოუტანა, თავად კი 16 ქულით გამოირჩა.

ბოლო მატჩში ქართველებმა რიგის ვეფ-ის კალათბურთელებს აჯობეს - 97:90. გელამ იმ ორთაბრძოლაში 21 ქულა მიითვალა.

თბილისის "დინამოს" მთავარმა მწვრთნელმა ლევან მოსეშვილმა ნიჭიერ კალათბურთელს 1979 წელსვე გაუხსნა გზა დიდი სარბიელისკენ - ძირითად შემადგენლობაში ანდო ადგილი. დებიუტი მოსკოვში შედგა ვარსკვლავებით დახუნძლულ ცსკა-სთან. ეს ის პერიოდია, როცა "დინამო" დაღმავალი გზით მიდიოდა, უმაღლეს ლიგაში დარჩენა-არდარჩენის საკითხი წყდებოდა.

პაატა გურასპაული, ვეტერანი კალათბურთელი:

"გელა "დინამოში" ჩემზე ერთი წლით ადრე მიიწვიეს. ეს პერიოდი მწვრთნელთა ხშირ ცვლას დაემთხვა: ჯერ მოსეშვილი ინწკირველით ჩაანაცვლეს, მერე ოლიმპიური ჩემპიონების - ქორქია-საკანდელიძის დუეტი მოვიდა, შემდეგ მოსეშვილი დაბრუნდა. გელა დარსაძე სწორედ ამ წლებში გამოიწრთო და გუნდის საიმედო საყრდენი გახდა.

ბევრი კარგი პარტნიორი მყავდა: "დინამოში" დერიუგინი და ნოდარ ქორქია, საკავშირო ახალგაზრდულ ნაკრებში - არვიდას საბონისი და ხოსე ბირიუკოვი, მაგრამ ყველაზე უკეთ გელასთან ვიყავი შეწყობილი. თვალდახუჭული ვუგებდით ერთმანეთს, შინაგანად გრძნობდა, სად და როდის მიეწოდებინა პასი პარტნიორისთვის. ყველა მატჩში ბოლომდე იხარჯებოდა. მისი რეაქტიული სისწრაფე და იმპროვიზაცია თავგზას უბნევდა მეტოქეებს".

ქომაგების კერპი

თბილისის "დინამომ" ნელ-ნელა კრიზისი დაძლია და საკავშირო ჩემპიონატში ისევ ანგარიშგასაწევი ძალა გახდა. 1984 წელს ჩვენმა გუნდმა მე-4 ადგილი დაიკავა. ამ წარმატებაში მნიშვნელოვანი წვლილი გელა დარსაძემ შეიტანა.

გაზეთ "ლელოში" ცნობილმა ჟურნალისტმა ირაკლი ბერიაშვილმა დარსაძე-კაპუსტინის ტანდემს საბჭოთა კავშირში ერთ-ერთი საუკეთესო წყვილი უწოდა. ამას სპეციალისტებიც აღიარებდნენ: ორივე კალათბურთელი მეტოქეებზე სწრაფი იყო და შორიდანაც კარგად ტყორცნიდნენ ბურთს კალათში.

ეს უპირატესობა განსაკუთრებით თვალში საცემი გახდა 1985 წლიდან, რაც სამქულიანები შემოიღეს. ეს სეზონი იმდენად წარმატებული აღმოჩნდა დარსაძისთვის, რომ ქართველმა სპორტულმა ჟურნალისტებმა იგი წლის 10 საუკეთესო სპორტსმენს შორის დაასახელეს. იმავე წელს გუნდის კრებამ ახალგაზრდა ნიჭიერი კალათბურთელი "დინამოს" კაპიტნად აირჩია.

გია სანაძე, ვეტერანი კალათბურთელი:

"გელა გამორჩეული ტალანტი იყო, თამაშის მანერით ზურაბ საკანდელიძეს ჰგავდა. მოედანზე მის მსგავს პარტნიორს თუ ინატრებს კაცი. არ მახსოვს, პასი დაეგვიანებინოს. რამდენიმე წელიწადი ერთ ოთახში ვცხოვრობდით, ამიტომ ბევრი რამ ვიცი მის შესახებ. მსგავსი უნიკალური - ალალი და მართალი პიროვნებები იშვიათად იბადებიან".

ზურაბ გრძელიძე, ვეტერანი კალათბურთელი:

"55-ე საკავშირო ჩემპიონატის სტარტზე გელა დარსაძე ყოველ მატჩში 20-25 ქულას აგროვებდა. პირველი წრის შედეგებით ბომბარდირი გახდა - 20 შეხვედრაში 420 ქულა მიითვალა. ტალინის ტურში ადგილობრივ "კალევთან" ორთაბრძოლაში მატჩის სადავეები თავიდანვე დინამოელებმა იგდეს ხელთ. შესვენების შემდეგ ვითარება შეიცვალა. საფინალო სირენამდე 20 წამით ადრე ბალტიისპირელები ქულით წინ გავიდნენ - 77:76, თან შეტევაც მათ დაიწყეს, მაგრამ ერთ-ერთმა ესტონელმა ბურთი დაკარგა, მას გელა დაეუფლა და ზუსტი სამქულიანი ტყორცნით "დინამოს" გაამარჯვებინა - 79:77.

გულისხმიერი პიროვნება იყო, გამორჩეული სითბოს კაცი. ქუთაისიდან რომ ჩამოვიდა, ბინა საბურთალოზე ჰქონდა, მაგრამ ჩემთან ცხოვრობდა დიდუბეში. ჩემს მეზობლებთან მეგობრული ურთიერთობა დაამყარა. დაქორწინების შემდეგ იმ ბინიდან გადავედი, გელას კი ჩემს მეზობლებთან კონტაქტები არ შეუწყვეტია.

გელა დარსაძე ნაადრევად წავიდა ამ ქვეყნიდან. არა მარტო ოჯახმა, არამედ მთელმა საქართველომ დაკარგა დიდებული ადამიანი, ვირტუოზი კალათბურთელი".

1988 წლის ზაფხულში ნბა-ის ერთ-ერთი წამყვანი გუნდი "ატლანტა ჰოუქსი" ჩამოვიდა საბჭოთა კავშირში ამხანაგური მატჩების ჩასატარებლად. პირველი შეხვედრა საკავშირო ნაკრებთან 25 ივლისს თბილისის სპორტის სასახლეში ჩატარდა.

ლევან მოსეშვილის თხოვნით, ალექსანდრ გომელსკიმ მასპინძელთა გუნდის შემადგენლობაში მცირე ხნით ათამაშა გელა დარსაძე, რომელიც მთელი თვის უვარჯიშებელი იყო. ის მატჩი საბჭოელებმა 84:85 დათმეს. მერე გომელსკის დარსაძე გუნდში არ მიუწვევია. არადა, იმავე წელს პარდუბიცეში ხუთთა ტურნირზე, სადაც "დინამომ" მე-3 ადგილი დაიკავა, გელა დარსაძე საუკეთესო კალათბურთელად დაასახელეს.

ერთგულება

საბჭოეთის დაშლის შემდეგ გელა დარსაძემ კარგა ხანს ითამაშა საქართველოს ეროვნულ ჩემპიონატშიც. იგი ბოლომდე თბილისის "დინამოს" და ლევან მოსეშვილის ერთგული დარჩა. გაზეთმა "სარბიელმა" 1995-96 წლების საუკეთესო კალათბურთელად დაასახელა და სპეციალური პრიზითაც დააჯილდოვა. ბოლოს "ქუთაისი 2010"-ის მწვრთნელი გახლდათ.

ნინო ადამია, გელა დარსაძის მეუღლე, მედიცინის მეცნიერებათა დოქტორი:

"2013 წლის იანვარში გვინდოდა, ხელი მოგვეწერა. ბოლოს გადავწყვიტეთ, პირველ ივნისს ნინოობაზე დაგვეწერა ჯვარი. მერე იტალიაში მივდიოდი კონფერენციაზე, გელაც უნდა წამოსულიყო, წინასწარ ბილეთებიც ავიღეთ, მაგრამ... იგი მაისში გარდაიცვალა".

14 აპრილს გელა დარსაძეს 55 წელი შეუსრულდებოდა.

(იბეჭდება მცირე ცვლილებით)

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

• Samcuxaroa

"Qartveli kalatburtrlebi aseti shemadgenlobit asparezoben kapustini, borodachevi, tiubini, deriugini da gela darsaze. Diax megobrebo gela darsaze". Komentatoris legendaruli fraza. Martla legenda iyo gela. Egeti adamianebi ase uyuradgebod ar unda midiodnen. Saertod ar gaakares qartul kalatburts? Nutu mcvrtnelad ar gamodgeboda?

• iuri

ალალი კაცი იყო. სამწუხაროდ სასმელზე დამოკიდებული გახდა და მან შეურია ჯამრთელობა. ცეროზი დაემართა

• მეხუთე კვარტალი, საბურთალო

მაგარი წესიერი კაცი იყო და უმაგრესი კალათბურთელი. საწყალს ცოფიანმა ძაღლმა უკბინა .... აცხონოს უფალმა

• სოსო

ძალიან უხდებოდა დინამოს და ამავე დროს მის თამაშში ქუთაისელი ბიჭების საფირმო ნიშნებიც იკვეთებოდა,მაგრამ თითქოს ბოლომდე მაინც ვერ გაიხსნა,იგრძნობოდა ,რომ მეტიც შეეძლო, თითქოს რაღაც აფერხებდა,არ ვიცი შეიძლება,მაგრამ შთაბეჭდილება მის შესახებ ასეთი მახსოვს და ასეთიც კი მაინც შესანიშნავი იყო.ნაკრებში რომ აეყვანათ ,ალბათ უფრო თავდაჯერებული იქნებოდა.მისი დაღუპვის შესახებ არ ვიცოდი და ძალიან ვწუხვარ.მისნაირი კალათბურთელი ახლაც ძალიან გამოადგებოდა საქართველოს ნაკრებს.ღმერთმა ნათელში ამყოფოს გელას სული.

• zura

ნათელში ყოფილიყოს მისი სული... უკაცრავად, რა დაემართა, რით გარდაიცვალა?

• ბესო72

ღმერთმა ნათელში ამყოფოს გელას სული !!! ეხლა გავიგე მისი გარდაცვალების ამბავი და ძალიან დამენანა . გუშინდელი დღესავით მახსოვს მისი თამაშები ისიც ატლანტასთან ჩატარებული თამაში. სულ სამი წუთით შეიყვანეს მოედანზე და იმ დროშიც მოასწრო გაბრწყინება , ეხლაც კი მახსოვს იმ თამაშში გელას თავგანწირული ნახტომი ბურთის შესანარჩუნებლად მაყურებლებში , რომ გაფრინდა. ბევრი კარგი მოგონებები დაამშვენებს მის ნათელ ხსოვნას...

• llcl

ნათელში ამყოფოს ღმერთმა, ძალიან ახალგაზრდა წავიდა, ჩვენს დღევანდელ ნაკრებს თუ რაღაც აკლია, ეს გელასნაირი მსროლელია

რეგიონების განვითარების პროექტის ფარგლებში თანამედროვე ტაბლოები თელავისა და ლაგოდეხის დარბაზებმაც მიიღეს

3x3Tbilisi Challange საქართველოს ნაკრების წევრებით შემდგარმა თბილისმა მოიგო

ნიკა ბურჯანაძე Junior NBA-ს წლის საუკეთესო მწვრთნელის ნომინაციაზეა წარდგენილი

7-კაცა | მაკარსკაში კლოდ სორელის ხსოვნის პატივსაცემად

რეგიონების განვითარების პროექტის ფარგლებში თანამედროვე ტაბლოები თელავისა და ლაგოდეხის დარბაზებმაც მიიღეს

სომხეთის ნაკრები ისევ დიდი ანგარიშით დამარცხდა

ზედიზედ მესამედ - ვახტანგ ახობაძე ევროპის ჩემპიონია!

ისტორიული ოქრო პარაკაიაკის ევროპის ჩემპიონატზე

კიმი შეიძლება იტალიაში დაბრუნდეს

საბო: რა ჯანდაბა უნდოდა შევჩენკოს უკრაინის ფეხბურთის ასოციაციაში?

ანშლაგი ქუთაისში - საქართველო - კაბო-ვერდე | 7 ივნისის განრიგი

უარი "სიტის" - მიქაუტაძის თანაგუნდელის გოლი და საგოლე პასი ესპანეთთან

ევრობასკეტისთვის მოსამზადებელ პერიოდში საქართველოს ნაკრები 6 ამხანაგურ მატჩს გამართავს

საქართველოს რაგბის ეროვნული ნაკრები, სულ რაღაც, ერთ თვეში თბილისში ირლანდიის ნაკრებს ხვდება!

როგორია ნაკრები ხვიჩას და ლიდერების გარეშე და რა დავინახეთ სექტემბრისთვის?

"ვერ ვხვდები, ჩემგან უპატივცემულობა სად დაინახა" - სპალეტიმ აჩერბის უპასუხა

"მბაპე ცენტრფორვარდია და ამ პოზიციაზე თამაშს გააგრძელებს" - დეშამი ესპანეთთან მარცხის შემდეგ

უარი "ალ ჰილალს" - ოსიმენისთვის ბრძოლაში ახალი კლუბი ჩაერთო

ცნობილია ის ოთხი ფეხბურთელი, რომელთა შეძენაც კონტემ დე ლაურენტისს მოსთხოვა

"მესი თუ რონალდო?" - იგუაინმა უცნაური არჩევანი გააკეთა

"არც მესია, არც რონალდო და არც მარადონა, მაგრამ..." - არშავინმა კვარაცხელიაზე ისაუბრა

[VIDEO] ჰალიბარტონის და "ინდიანას" მორიგი სასწაული - "ოკლაჰომა" სუპერფინალის პირველ მატჩში დამარცხდა

შენგელიას ლიდერობით "ვირტუსმა" მილანში იმარჯვა და სერია A-ს ფინალამდე 1 მოგება აშორებს

ქართული კალათბურთის გზა - სანაძე, დარსაძე, გურასპაული

გურასპაული: საქართველოს ნაკრები ყველასთან გამარჯვებისთვის გადის და არც ესპანეთი იქნება გამონაკლისი

საქართველოს 14-წლამდელთა ნაკრებმა ევროპის ლიგაზე ორი მატჩი მოიგო

ლეგენდარული ლევან მოსეშვილი გარდაიცვალა

მიხეილ გაბრიჩიძე: ორი მხარის დავაში თავს დაჩაგრულად ვგრძნობ

ვითამაშოთ ევროთასებზე და ეთიოპიასაც აღარ შეგვადარებენ

მოთამაშეთა განვითარების ლიგა 17 აგვისტოს დაიწყება (გუნდების შემადგენლობები)

მიხეილ გაბრიჩიძე კოკოშკოვზე: 6 წელი საკმაოდ დიდი დრო იყო ერთი მწვრთნელისთვის

გია სანაძე: ამერიკაში მიაჩნიათ, თუ განათლებული არ ხარ, დიდ კალათბურთს ვერ ითამაშებ

კოკოშკოვს საქართველოს დამსახურებული მწვრთნელის წოდება მიენიჭა

"ის უნიკალური კალათბურთელი იყო, რომლის მსგავსიც დღემდე არ დაბადებულა"

გურასპაული VS სანიკიძე - პრეზიდენტობის მეორე მსურველიც ცნობილია

დუდა სანაძე: ევროპის კლუბში უნდა დაამტკიცო, რომ NBA-სთვის მზად ხარ

TimeLine: ჩუმად, ფაჩულიამ არ გაიგოს!

იმ გორიდან იგორამდე - საქართველოს კალათბურთელთა ნაკრების მწვრთნელები

ქართული კალათბურთის ყველა დროის ერთ-ერთი საუკეთესო მსროლელი 55 წლის გახდა

"მზად ვარ, "ტორპედოში" სოლიდური ინვესტიცია დავაბანდო და "დინამოს" კონკურენტი გავხდეთ"

საკალათბურთო ისტორია: ევროპული ოქროების ქვეყანა

ლევან მოსეშვილი: ვიცოდით, რომ უნდა გვეთამაშა და მოგვეგო, სხვა შედეგს არ გვაპატიებდნენ

მანილაში ზურაბ საკანდელიძის დიდების დარბაზში წარდგენის ცერემონია გაიმართა!

შიო ხეცურიანის ორი წარმატებული პროფესია და მისი გზავნილი მომავალ კალათბურთელებს

პაატა გურასპაული: ჩვენი მთავარი ამოცანა მხოლოდ ჯგუფიდან გასვლა არ არის

დღესაც რა ლამაზ ჟღერს - 57 ცსკა-სთან!

პაატა გურასპაულის ოთხწლიანი ანგარიში

ზურაბ საკანდელიძისა და მიხეილ ქორქიას სახელობის მემორიალური ტურნირის კალენდარი

ვიცით, რასაც ვკიდებთ ხელს - "ტორპედოს" მომავალი პრეზიდენტის ამბიციური გეგმა