"ატლეტიკომ" ორჯერ გააგდო "ლესტერი" და გასამება სურს
* "ლესტერ სიტის" ჩემპიონთა ლიგაზე შინ 100%-იანი შედეგი აქვს - ყველა თამაში მოიგო.

* თუ "ატლეტიკო" დუელს მოიგებს, ეს გუნდი ნახევარფინალში ბოლო ოთხ სეზონში მესამედ გავა.

* "ატლეტიკომ" აქამდე ორივე დუელი მოუგო "ლესტერს" და ევროთასებს ჩამოაცილა.

მაშინ, როცა კლაუდიო რანიერის ჯადოსნურ ჯოხს ყავლი გაუვიდა, ესტაფეტა კრეიგ შექსპირმა გადაიბარა. თუკი იტალიელმა გუნდს პრემიერლიგა მოაგებინა სასწაულებრივად და ჩემპიონთა ლიგის პლეი ოფამდე მოიყვანა, დიდი ინგლისელის მოგვარემ "მელიებს" პრემიერლიგაში დარჩენის პრობლემა მოუხსნა და დებიუტანტი გუნდი ლიგის მეოთხედფინალში გაიყვანა.

კრეიგ შექსპირის გუნდი "ატლეტიკოსთან" ისტორიულ დაპირისპირებას საკადრო პრობლემებით ხვდება, დისკვალიფიცირებულია ახმახი გერმანელი მცველი რობერტ ჰუთი, საეჭვოა მისი მეწყვილის, გუნდის კაპიტან მორგანის თამაშიც. ამ დროს, დიეგო სიმეონეს მხოლოდ ის ხალხი აკლია, რომლებიც ისედაც კარგა ხნის წინათ მოისაკლისა.

I მატჩი

"ატლეტიკოს" უპირატესობა "ვისენტე კალდერონზე" მხოლოდ ერთ გოლში აისახა. ისიც, ანტუან გრიზმანმა პენალტით გაიტანა, რომელიც არ უნდა დანიშნულიყო, თამაშის წესების დარღვევა ფრანგის წინააღმდეგ საჯარიმოს გარეთ იყო.

პრესკონფერენცია

კრეიგ შექსპირი (ლესტერი): "თანამედროვე ფეხბურთში უბრძოლველად ვერავის დაამარცხებ. ამიტომ ჩვენ მეოთხედფინალში იმისთვის არ ვართ, რომ სტატისტიკაში ჩავეწეროთ, ჩვენ შემდეგ ეტაპზე გასვლა გვსურს. დიახ, ყველას მოსწონს, როცა ფეხბურთელები სიამოვნებით და გაღიმებულნი თამაშობენ, მაგრამ საბოლოო გამარჯვებისთვის ჭკვიანური, მობილიზებული თამაშია საჭირო. კარგად დაბალანსებული გუნდი გვყავს, რომელმაც ბოლო 18 თვის განმავლობაში ბევრი რამ დაამტკიცა.

ძალიან კარგად ვიცით, რა უნდა გავაკეთოთ "ატლეტიკოს" წინააღმდეგ, უნდა შევუტიოთ, რადგან გოლი გასატანია. დიახ, ჩვენ ამ წყვილში აუტსაიდერის როლი გვაქვს, მაგრამ ეს როლი სავსებით გვაკმაყოფილებს".

დიეგო სიმეონე (ატლეტიკო): "ლესტერი" ჩინებულ ფორმაშია, ბოლო 6-7 მატჩია გუნდი დაემსგავსა იმ "ლესტერს", რომელიც შარშან მთელმა მსოფლიომ გაიცნო. მე ვფიქრობ, რომ ორი თანაბარძალოვანი გუნდის დაპირისპირება გველის. არა მგონია, მადრიდული მატჩისგან დიდად განსხვავებული შეხვედრა ვიხილოთ. მე უფრო მგონია, რომ დიდი ბრძოლა იქნება და საბოლოოდ, მცირე დეტალმაც კი შეიძლება გადასწონოს რომელიმე გუნდის სასარგებლოდ.

ბოლო წლებში "ატლეტიკომ" მებრძოლი სული გამოიმუშავა, რაც ჩვენი ყველაზე დიდი შენაძენია. "ლესტერი" შინ ძლიერად თამაშობს და ჩვენ მას არ უნდა მივცეთ საშუალება, ეს უპირატესობა გამოიყენოს. ბურთი რაც შეიძლება დიდხანს უნდა გვეჭიროს. ჩვენ ვაჯობეთ მათ "კალდერონზე", ახლა მათი ჯერია. ეს არის ორი გუნდი, რომელთა შორის გამარჯვებულს მცირე დეტალები გამოავლენს".

ამ უქმეებზე

"ატლეტიკომ" "კალდერონზე" უიმედო აუტსაიდერი "ოსასუნა" მიიღო და 3:0 გაუსწორდა. იანიკ ფერეირა-კარასკომ დუბლი შეასრულა, გოლი გაიტანა ბოლო დროს შეტევაში გააქტიურებულმა ფილიპე ლუიშმაც.

ერთია, "ატლეტიკომ" მატჩში ორი პენალტი გააცუდა - ბელგიელმა ჰეთ-თრიკი ვერ შეასრულა, ხოლო შემდეგ თომასმაც ვერ აჯობა "ოსასუნას" გოლკიპერს.

"ლესტერი" სტუმრად 2:0-ს უგებდა "კრისტალ პალასს" რობერტ ჰუთისა და ჯეიმი ვარდის გოლებით, მაგრამ ამხელა უპირატესობა ვერ შეინარჩუნა და "არწივებს" 2:2 დაუზავდა.

სამშაბათი. 18 აპრილი

ლესტერი-ატლეტიკო 22:45 (0:1)

დისკვალიფიკაცია: ჰუთი -

ტრავმა: მენდი, ვოგი, მორგანი (?), სლიმანი (?) - ტიაგო, ვრსალიკო, აუგუსტო ფერნანდესი

სავარაუდო შემადგენლობები

ლესტერი (4-4-1-1): შმეიხელი - სიმპსონი, მორგანი, ბენალუანი, ფუხსი - მაჰრეზი, ნდიდი, დრინკვოტერი, ოლბრაიტონი - ოკაზაკი - ვარდი

ატლეტიკო (4-4-2): ობლაკი - ხუანფრანი, სავიჩი, გოდინი, ფილიპე ლუიში - ფერეირა-კარასკო, კოკე, საულ ნიგესი, გაბი - გრიზმანი, გამეირო

ურთიერთშეხვედრები: 5 თამაში: +0=1-4 (2:8)

მსაჯი: ჯანლუკა როკი

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

"განავალი უნდა შეჭამო და მოინელო" - "ინტერის" მწვრთნელი პსჟ-სთან მარცხზე
მხითარიანი: ეს იარაა - პსჟ-სთან წაგების გამო ტკივილი არ ყუჩდება
"გეტყვით, რატომ მოუგო პსჟ-მ "ინტერს" დიდი ანგარიშით" - რობერტო დე ძერბი
20 წ. | ირლანდია ირლანდიამდე
"უდინეზეს" მეკარეს 4-წლიანი დისკვალიფიკაცია ემუქრება
"სპაერმა" "ტორპედო" დაამარცხა და სუპერთასის ფინალში ითამაშებს
სუპერკომპიუტერმა საკლუბო მუნდიალის ფავორიტი დაასახელა
გუგეშაშვილი "პაოკში" წარადგინეს - ძირითადი მეკარე გუნდს ტოვებს
"ყველას ვეტყვი, სანაპიროზე რას აკეთებდი და ვისთან ერთად" - ცნობილი ფრანგი რეპერი მბაპეს დაემუქრა
38 წლის ჟირუ MLS-დან ლიგა 1-ში ბრუნდება - ცნობილია სად ითამაშებს ვეტერანი
უიმბლდონის პირველ წრეში ბასილაშვილის მეტოქე ცნობილია
კონტემ რასპადორის თაობაზე მოულოდნელი გადაწყვეტილება მიიღო
ილია თოფურიამ სასურველი მეტოქე დაასახელა
"ამ ფეხბურთელს ვაღმერთებ" - ბრედ პიტი
[VIDEO] "რეალის" ლამაზი გოლები "ზალსბურგთან" - ალონსოს გუნდმა ჯგუფში პირველი ადგილი დაიკავა და "იუვენტუსს" შეხვდება
"ლივერპულმა" "ნაპოლის" თავდამსხმელი ძვირად დაუფასა
პსჟ-ს სერიოზული პრობლემა აქვს - "კვარა" და პსჟ ჯორჯიის მწველი მზის ქვეშ
"დილა" სუპერთასის პირველი ფინალისტია
Tutto Juve: ეს შანსი გამოსაყენებელია - მიქაუტაძის შეძენის სურვილი იტალიურ გრანდსაც აქვს
ლუნინი "რეალს" მხოლოდ ერთ შემთხვევაში დატოვებს
ფედელე: კვარაცხელიას შეცვლა? - მხოლოდ ღმერთის იმედი უნდა გვქონდეს
2022 წლის შემდეგ პირველად - ნიკოლოზ ბასილაშვილი უიმბლდონის ძირითად ბადეში ითამაშებს
თოფურია vs ოლივეირა: დიდ დაპირისპირებამდე – წინასწარი ანალიზი და მოლოდინები
მის გადაწყვეტილებას პატივს სცემენ - გრიზმანმა ზაფხულში შესაძლოა, "ატლეტიკო" დატოვოს
[VIDEO] რა გააკეთა ვარდიმ, როცა ტრავმირებული მსაჯი დაინახა? - ვიდეო სოციალურ ქსელებს იპყრობს
სიმეონე: იცით, ენრიკემ პსჟ-ში რა შეცვალა?
"არსენალი" მზადაა "ლესტერის" ფეხბურთელის სანაცვლოდ 52 მლნ ევრო და გრანიტ ჯაკა გაიღოს
"მონაკომ" იჯარით "ლესტერის" თავდამსხმელი აიყვანა
"14 სანტიმეტრით დაბალი გრიზმანი თავზე გადაახტა" - სლოვაკურმა გამოცემამ "ატლეტიკოსთან" "სლოვანიდან" ყველაზე სუსტად კაშია მიიჩნია, მაგრამ ამას სხვები არ ეთანხმებიან...
"ატლეტიკო" ნუნიესის გადაბირებას შეეცდება
"ლესტერის" ყოფილი მწვრთნელი კრეიგ შექსპირი 60 წლის ასაკში გარდაიცვალა
ობლაკის დუბლიორი - მუსო კარიერას "ატლეტიკოში" განაგრძობს
"ფანების პროვოცირება კურტუამ მოახდინა" - სიმეონე "რეალთან" მატჩის შემდეგ
ვინისიუსმა "ატლეტიკოს" ფანებს მატჩის შემდეგ მოედანზე "რეალის" მაისური დაუფინა [VIDEO]
გრიზმანმა წასვლა გადაიფიქრა და "ატლეტიკოში" დარჩენა სურს
"როდესაც ენრიკეს პრობლემები შეექმნა და დახმარება დასჭირდა..." - რა თქვა სიმეონემ კვარაცხელიაზე?
ცნობილია ვინ შეცვლის სიმეონეს, როცა "ატლეტიკოს" აღარ გაწვრთნის
"მეტოქის გულშემატკივრებს პატივი უნდა სცე" - ზეედორფმა "რეალი" გააკრიტიკა
რა ითქვა "არსენალი" - "ლესტერის" ნამატჩევს?
"მანჩესტერ იუნაიტედი" 38 წლის ჯეიმი ვარდის დამატებას ეცდება
სრულიად შიშველი აივანზე - 41 წლის ვარდის მეუღლემ სუპერ თამამი ფოტოთი გამომწერები შოკში ჩააგდო [PHOTO]
35 წლის ჯეიმი ვარდი შესაძლოა, ინგლისურ გრანდში გადავიდეს
"ბარსელონა" 40 მილიონად პაულინიოს შეიძენს, 45-50 მილიონად კი რიად მაჰრეზს?
კლაუდიო რანიერის "ლესტერში" დაბრუნებაზე უარი უთქვამს
"ამდენი რამ კარიერაში იმიტომ გავაკეთე, რომ ახალგაზრდა ფეხბურთელებმა მიმითითონ, დავარტყა თუ არა?!"
მაჰრეზის ყოფილმა მეუღლემ ქორწინების დასრულების მიზეზად "მანჩესტერ სიტი" დაასახელა
"ლესტერის" მწვრთნელი კრეიგ შექსპირი გადააყენეს
"რა განსხვავებაა სიმეონესა და გვარდიოლას შორის?" - როდრიმ განმარტა
"მანჩესტერ სიტი" მზად არის, საკუთარი სატრანსფერო რეკორდი გააუმჯობესოს
UEFA-მ ჩემპიონთა ლიგის ჯგუფური ეტაპის პირველი ტურის საუკეთესო ფეხბურთელთა ნომინანტები დაასახელა
შექსპირი მაჰრეზს ემუქრება
ვინ არის 21-ე საუკუნის საუკეთესო ფეხბურთელი? - Goal-ის Top 25
"ლესტერის" მცველი შესაძლოა "ჩელსიში" ზაფხულში გადავიდეს
დელ პიერო: ჩემი აზრით, გრიზმანი მსოფლიოში ერთ-ერთი საუკეთესო ფეხბურთელია
ჯეიმი ვარდიმ პრემიერლიგის რეკორდი დაამყარა
კვარაცხელიასა და მიქაუტაძის მატჩის დღე! - შეხვედრები, რომელიც დღეს და ხვალ დიდ ინტერესს იმსახურებს