ქართველები
• ქართველი სპორტსმენები
• ფეხბურთი
• ეროვნული ნაკრები
• ეროვნული ლიგა
• ეროვნული ლიგა 2
• ლეგიონერები
• თასი
• ასაკობრივი ნაკრები
• სხვადასხვა
• ევროპა ლიგა
• კონფერენს ლიგა
• ინგლისი
• ესპანეთი
• იტალია
• გერმანია
• საფრანგეთი
• მსოფლიო
• ჩემპიონთა ლიგა
• ევროპის ჩემპიონატი
• სხვადასხვა
• ქალთა ფეხბურთი
• ტრანსფერები
• კალათბურთი
• ეროვნული ნაკრები
• სუპერლიგა
• თასი
• NBA
• ლეგიონერები
• ევრო ლიგა
• ევროპის ჩემპიონატი
• მსოფლიოს ჩემპიონატი
• ასაკობრივი ნაკრები
• სხვადასხვა
• ჭიდაობა
• ძიუდო
• თავისუფალი
• კლასიკური
• ქართული
• სუმო
• სამბო
• ქალთა ჭიდაობა
• ბერძნულ-რომაული
• ჩოგბურთი
• როლან გაროსი
• უიმბლდონი
• ავსტრალიის ღია პირველობა
• ამერიკის ღია პირველობა
• მონტე კარლო
• ATP ცინცინატი
• მადრიდის მასტერსი
• რომის მასტერსი
• მაიამის მასტერსი
• რაგბი
• ეროვნული ნაკრები
• დიდი 10
• თასი
• ლეგიონერები
• 6 ერი
• ტესტები
• ერთა თასი
• მსოფლიო თასი
• ასაკობრივი ნაკრები
• სხვადასხვა
• ფორმულა 1
• მონაკოს გრან-პრი
• ბრიტანეთის გრან-პრი
• იტალიის გრან-პრი
• ბელგიის გრან-პრი
• ბაჰრეინის გრან-პრი
• საუდის არაბეთის გრან-პრი
• იაპონიის გრან-პრი
• ჩინეთის გრან-პრი
• მაიამის გრან-პრი
• ემილია-რომანიის გრან-პრი
• აბუ დაბის გრან-პრი
• MMA
• UFC
• სხვადასხვა
• კრივი
• ველოსპორტი
• ტანვარჯიში
• ცურვა
• ჭადრაკი
• მძლეოსნობა
• ძალოსნობა
• მკლავჭიდი
• ტყვიის სროლა
• კარატე
• ნიჩბოსნობა
• მშვილდოსნობა
• ფარიკაობა
• წყალბურთი
• ხელბურთი
• ფრენბურთი
• ავტოსპორტი
• ჰოკეი
• თხილამურებით სრიალი
• ფიგურული სრიალი
• საინტერესო ამბები
• სხვადასხვა
• ფიტნესი
• ფიგურული ციგურაობა
• სხვა სახეობები

ეროვნული ლიგის VIII ტურის მიმოხილვა და სიმბოლური ნაკრები

ეროვნული ლიგის VIII ტურის მიმოხილვა და სიმბოლური ნაკრები

კახა კაჭარავას ხელმძღვანელობით მოასპარეზე თბილისის "დინამომ" ზედიზედ მე-5 მატჩი მოიგო და ლიდერობა შეინარჩუნა
გასულ ტურში, ერთი შეხედვით, განსაკუთრებული არაფერი მომხდარა და ამ შემთხვევაში, უპირველეს ყოვლისა, ცხრილის სათავეში კვლავაც თბილისის "დინამოს" ყოფნას ვგულისხმობთ. სიმართლე ითქვას, უკვე იმას აღვიქვამთ მოულოდნელობად, ჩვენმა ყველაზე ტიტულოვანმა კლუბმა ლიდერობა რომ შეინარჩუნა...

შეგახსენებთ, რომ XXIX ჩემპიონატის სტარტიდან მოყოლებული, თითქმის ყოველი ტურის მერე იცვლებოდა ლიდერი და ამჟამად ისეთი სიტუაციაა, თბილისის "დინამო", შესაძლოა, სულაც პირველი წრის გამარჯვებული გახდეს...

თუმცა, ვიდრე მომავალ უქმეებზე პირველი წრის დასკვნითი ტური გაიმართება, მანამდე გასული ტურის ბატალიებზე ვილაპარაკოთ...

ზედიზედ მეხუთე!..

ამას უკვე სერიოზული განაცხადი უნდა ვუწოდოთ: კახა კაჭარავას ხელმძღვანელობით მოასპარეზე თბილისის "დინამომ" ზედიზედ მე-5 მატჩი მოიგო და, როგორც ზემოთ აღვნიშნეთ, ლიდერობაც შეინარჩუნა.

არც ის ფაქტი მიგვაჩნია უმნიშვნელოდ, რომ ამ ხუთ მატჩში "დინამომ" ოთხ შეხვედრაში საკუთარი კარი მშრალად შეინახა! ასე მოხდა ამ ტურშიც, როცა "დინამომ" მეორე ტაიმში შეძლო საკადრო პრობლემების გამო დასუსტებული "საბურთალოს" წინააღმდეგობის დაძლევა.

აღსანიშნავია, რომ ამ დედაქალაქურ დერბიში მშვენივრად წარმოაჩინეს თავი დინამოელთა პერსპექტიულმა ახალგაზრდებმა: 17 წლის მართლაც ნიჭიერი ნახევარმცველი გიორგი ჩაკვეტაძე ტურიდან ტურამდე ამტკიცებს თავის შესაძლებლობებს, ისევე, როგორც 18 წლის ცენტრალური მცველი ლუკა ლოჩოშვილი ჩამოყალიბდა "დინამოს" საკვანძო ფეხბურთელად.

აღარაფერს ვამბობთ გუნდის ერთ-ერთ ლიდერ საბა ლობჟანიძეზე - ამ 22 წლის შემტევ ნახევარმცველს მიმდინარე ეროვნული ლიგის საუკეთესო ფეხბურთელობაზეც შეიძლება ჰქონდეს საფუძვლიანი პრეტენზია...

კიდევ ერთი ნიჭიერი ფეხბურთელის აღნიშვნაც გვინდა: 20 წლის მარცხენა მცველი (ნახევარმცველადაც რომ შეუძლია თამაში) გიორგი თევზაძე ქრონიკული ტრავმების გამო ამ სეზონში პირველად გამოჩნდა და შეცვლაზე შემოსულმა გოლიც გაიტანა. თუმცა, თევზაძეს ეს გოლი არ უზეიმია: ეს ფეხბურთელი პირველად ხომ სწორედ "საბურთალოში" გამოჩნდა...

...მეხუთე მატჩი ჩაატარა "საბურთალომ" თბილისის "დინამოს" წინააღმდეგ და ვერც ამჯერად გაუტანა გოლი. თუმცა, ამ ახალგაზრდული გუნდის მთავარ მწვრთნელ გიორგი ჭიაბრიშვილისთვის სხვა რამ უფრო უნდა იყოს პრობლემატური: ტრავმების გამო "საბურთალოს" ოთხივე რგოლში აკლია საკვანძო ფეხბურთელები...

სარეკორდო სერია და ქართული კლასიკოს მოლოდინი

მომავალი ტურის კი არა, მთლად პირველი წრის ცენტრალური მატჩი ქუთაისში უნდა გაიმართოს, სადაც ერთმანეთს ძველი და პრინციპული მეტოქეები - "ტორპედო" და თბილისის "დინამო" უნდა დაუპირისპირდნენ...

"დინამოს" ზედიზედ ხუთ გამარჯვებაზე უკვე ვთქვით, თუმცა, არანაკლებ კი არა, კიდევ უფრო ხანგრძლივი სერია აქვს "ტორპედოსაც": ქუთაისელთა საყვარელმა გუნდმა ეროვნულ ლიგაში ზედიზედ მეშვიდე მატჩი ჩაატარა წაუგებლად.

ეს სერია ამ ტურშიც გაგრძელდა, არადა, "ტორპედო" სტუმრად თამაშობდა წინა სეზონის ბრინჯაოსპრიზიორ ბათუმის "დინამოსთან". თავიდან აგებდა კიდეც, მაგრამ კახა ჩხეტიანის დამოძღვრილმა გუნდმა იმდენი მოახერხა, რომ 3 უპასუხო გოლი გაუტანა მასპინძლებს! არადა, ბათუმელთა უკრაინელ მეკარეს, ანატოლი ტიმოფეევს, წინა შვიდ მატჩში მხოლოდ სამი გოლი ჰქონდა გაშვებული...

...ჩინებული მატჩი ჩაატარა "ტორპედოს" შემტევმა ნახევარმცველმა, 28 წლის ბექა ტუღუშმა, რომელმაც ლომის წილი დაიდო ორ გოლში. ასევე უნდა აღინიშნოს 34 წლის გრიგოლ დოლიძის პირველი გოლი მიმდინარე სეზონში - ამ გამოცდილმა გარემარბმა "ტორპედოს" მაისურით 4-წლიანი პაუზის მერე გაიტანა გოლი.

თუმცა, ამ შეხვედრის უმთავრესი პერსონა, რაღა თქმა უნდა, სტუმართა ცენტრალური მცველი გიორგი გურული გახლდათ, რომელმაც დუბლი შეასრულა! მიმდინარე სეზონში გურულმა უკვე სამი გოლი გაიტანა და ცენტრფორვარდ ნიკა საბანაძესთან ერთად, "ტორპედოს" საუკეთესო ბომბარდირიც გახლავთ!..

ბათუმის "დინამოს" სატურნირო ცხრილში პოზიცია არ შეუცვლია, მაგრამ ზედიზედ სამი წაგების გამო ლევან ხომერიკის გუნდი სულ ოდნავღაა დაშორებული სახიფათო ზონას...

პენალტების თემა

...ისე მოხდა, რომ მიმდინარე სეზონში მხოლოდ მეშვიდე ტურში შეძლეს ფეხბურთელებმა პენალტის ზუსტად შესრულება! შეგახსენებთ, რომ მაშინ ერთდროულად სამმა ფეხბურთელმა მოახერხა 11-მეტრიანი ნიშნულიდან ზუსტად დარტყმა: ლეანდრო რიბეირომ ("დილა"), ნიკა სანდოხაძემ ("სამტრედია") და გიორგი კუხიანიძემ ("ტორპედო").

თუმცა ეს "წარმატებული სერია" კვლავაც შეწყდა: VIII ტურში 2 პენალტი დაინიშნა (თანაც, ერთ მატჩში) და... ორივე გაცუდდა. არადა, ორივე შემთხვევაში 11-მეტრიანის ნიშნულთან ეროვნული ლიგის ერთ-ერთი ყველაზე გამოცდილი ფეხბურთელები იდგნენ, მაგრამ 33 წლის დიმიტრი ტატანაშვილის ("ჩიხურა") მიერ დარტყმული ბურთი "კოლხეთის" მოლდოველმა მეკარემ, სტეპან სიკაჩმა მოიგერია, ხოლო ამ უკანასკნელის თანაგუნდელმა, 36 წლის დავით ბოლქვაძემ ბურთი კარს ააცილა.

ისე, ტატანაშვილის დარტყმული პენალტის მოგერიება სიკაჩს "არ შეერგო": დამატებაზე ყველას ირაკლი ლექვთაძემ აჯობა და 25 წლის გარემარბმაც ამ სეზონში პირველი გოლი გაიტანა.

ისე, ტატანაშვილმა ერთი გოლის გატანა ამ მატჩში მაინც მოახერხა, როცა საჩხერელთა გუნდის მართლაც შთამბეჭდავი და მრავალსვლიანი კომბინაცია დაასრულა ზუსტი დარტყმით, საგოლე პასი კი 27 წლის გიორგი ივანიშვილმა შეასრულა, თუმცა, "ჩიხურას" შემტევი ნახევარმცველი ამით არ დაკმაყოფილდა და კიდევ ერთი მშვენიერი საგოლე პასი გააკეთა...

საჩხერელთა შორის კიდევ ერთმა ფეხბურთელმა მოიწყო ბენეფისი: 24 წლის მიხეილ სარდალიშვილმა პენალტიც გამოიმუშავა და ამ სეზონში პირველი გოლიც გაიტანა. ამ მოგებით სოსო ფრუიძის გუნდი კვალავაც მიუახლოვდა ლიდერთა სამეულს, აი, "კოლხეთს" კი უკვე ოთხმატჩიანი მოუგებელი სერია აქვს.

თუმცა, თავისი გამოცდილი კოლეგისგან განსხვავებით, "კოლხეთის" მთავარ მწვრთნელ გელა სანაიას ნამდვილად არა აქვს იმის ფუფუნება, რომ დისკვალიფიცირებული ან ტრავმირებული ფეხბურთელი უმტკივნეულოდ ჩაანაცვლოს. ანუ ფოთელთა გუნდისთვის მართლაც სერიოზული პრობლემაა მოკლე სათადარიგოთა სკამი.

აქვე დავძენთ, რომ "კოლხეთის" შემადგენლობაში შეცვლაზე შესულმა 24 წლის ლევან კაკულიამ უმაღლეს ლიგაში სადებიუტო გოლი გაიტანა.

დანავსული საშინაო არენა

ამ ტურის ცენტრალური მატჩი სამტრედიაში გაიმართა, სადაც მოქმედი ჩემპიონი მიმდინარე სეზონის ერთ-ერთ მთავარ აღმოჩენას და, რაც მთავარია, საკმაოდ ამბიციური მიზნების მქონე "ლოკომოტივს" მასპინძლობდა.

მატჩი ისეთი გამოდგა, როგორსაც ყველა ვვარაუდობდით: დაძაბული და უკომპრომისო, თუმცა, გულშემატკივარმა გოლები ვერ იხილა და ამაში ლომის წილი ორივე გუნდის გამოცდილ მეკარეებსაც მიუძღოდათ: ომარ მიგინეიშვილსა ("სამტრედია") და რევაზ თევდორაძეს ("ლოკომოტივი").

ძირითად შემადგენლობაში დაბრუნებულმა თევდორაძემ ერთ ეპიზოდში თავისი გუნდი სულაც აშკარა გოლს გადაარჩინა და მატჩიც საბოლოოდ ლოგიკური ყაიმით დასრულდა.

აღსანიშნავია, რომ გუნდის საკვანძო ფეხბურთელის, ეროვნული ლიგის ერთ-ერთი საუკეთესო მარჯვენა მცველის, თეიმურაზ ღონღაძის დისკვალიფიკაციის გამო "ლოკომოტივის" მთავარმა მწვრთნელმა გიორგი დევდარიანმა რამდენიმე ტაქტიკური გადაადგილება მოახდინა: ჩემპიონის წინააღმდეგ სამი ცენტრალური მცველით იასპარეზა, თანაც ნიკა ჭანტურია ამჯერად ცენტრალურ მცველად, ხოლო გუნდის კაპიტანი და ნომინალური მარცხენა მცველი დავით უბილავა საყრდენად დააყენა.

"ლოკომოტივისთვის" ჩემპიონთან (თან, სტუმრად) ქულის აღება ურიგო შედეგი არ უნდა იყოს, აი, "სამტრედიამ" კი მიმდინარე სეზონში უკვე მეხუთე მატჩი ჩაატარა საკუთარ მოედანზე და ვერც ამ ჯერზე შეძლო საშინაო გამარჯვების მოპოვება...

პირველი გადაადგილება

მსგავსი რამ საქართველოს ეროვნულ ჩემპიონატში კარგა ხანია, არ მომხდარა: 7 ტური ისე გავიდა, ყველა გუნდის მთავარმა მწვრთნელმა პოსტი შეინარჩუნა.

და აი, პირველი სამწვრთნელო გადაადგილებაც: ამ ტურის პირველ მატჩში ("შუქურა"-"დილა") მასპინძლები პირველად გაიყვანა მოედანზე ახალგაზრდა სპეციალისტმა ირაკლი ბალაძემ (წარსულში ბათუმის "დინამოსა" და, საერთოდ, საქართველოს ჩემპიონატების ისტორიაში ერთ-ერთი საუკეთესო მეკარის, ასლან ბალაძის ვაჟი).

სხვათა შორის, ახალი მწვრთნელის ხელმძღვანელობით, "შუქურამ" შეწყვიტა წარუმატებელი სერია და ზედიზედ 5 ფრის შემდეგ 1 ქულა მოიპოვა. აღსანიშნავია, რომ გუნდის ძირითადი მეკარის, ტრავმირებული აზამატ ჯიოევის შემცვლელი, 21 წლის ირაკლი სტურუა უმაღლეს ლიგაში ერთწლიანი პაუზის მერე დაბრუნდა და კარი "მშრალად" შეინახა.

აი, რაც შეეხება "დილას", ძალიან გვეეჭვება, რომ კლუბის უცხოელ მეპატრონეებს აკმაყოფილებდეთ "დილას" ბოლოდროინდელი შედეგები: ზედიზედ 5 მოუგებელი მატჩი და არასახარბიელო სატურნირო მდგომარეობა...

(იბეჭდება მცირე ცვლილებით)

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

• Guadua

სამტრედიის მენეჯმენტო: ნებისმიერი სათამაშო სქემა შეიძლება იყოს დროის რაღაც მონაკვეთში და გარკვეულ ისტორიულ პირობებში მომგებიანი მცირე ხნით,მაგრამ ეს არ ნიშნავს რომ ის ახალ სეზონზე ისევ მომგებიანი და წარმატებული იქნება.სანამ გიას სქემა ახალი და ძნელად ასათვისებელი იყო მეტოქეებისათვის,სანამ სხვებს კლუბები დასალაგებელი ჰქონდათ, ის მიდიოდა წინ,მაგრამ როგორც კი მეტოქეებმა ყველაფერი გაუგეს ამ პრიმიტივიზმს,მაშინვე გამოჩნდა რომ ეს არათუ კლასიკა ან ნოუ -ჰაუ,არამედ უცნაური ექსპერიმენტი იყო რომელმაც მხოლოდ გაამართლა დროის მოკლე მონაკვეთისათვის,ახლა კი როცა ყველა გათანაბრდა და თანაც კლუბის მენეჯმენტმა "მოახერხა" წამყვანი ფეხბურთელების დაკარგვა", დარჩენილ ფეხბურთელებს კი ხელფასებიც არ გაუზარდა,ყველაფერი უცბად დადგა თავის ადგილზე,ეიფორია კი მწარე რეალობამ შეცვალა. ამ წარმატებებისათვის გია ცეცაძეს მადლობა,მაგრამ ეს უკევ ისტორიაა,დღეს უკვე ჩემპიონობაა შესანარჩუნებელი და ყველა სტადიონზე ანშლაგი უნდა იყოს იმიტომ რომ "ჩემპიონი თამაშობს",აქ კი მუდამ ხალხმრავალი სამტრედიის სტადიონიც გაუკაცრიელდა(რამდენი შრომა უნდა რომ ამას მიაღწიო? :) ) . აი ეს ელემენტარული სიბრძნე ვერ შეიგნეს ვერც ომანაძემ,ვერც კალაძემ და ვერც ცეცაძემ. არ იცვლება სქემა, არ იცვლება ტაქტიკა,საერთოდ არა ჰყავთ თავდამსხმელები და ფიქრობენ ჩინელივით- იჯექი მდინარის პირას და მდინარე თვითონ ჩამოიტანს შენი მტრის გვამსაო. ალბათ ისტორიული სამართლიანობა და ლოგიკა თავისას იზამს,ან შეცვლიან ყევლაფერს ან შეიცვლება მთელი ამ კლუბის მენეჯმენტი. წარმატებისაკენ მიმავალ გრძელ გზაზე გულშემატკივარი მუდამ მომთმენია,წარმატებისათვის მადლიერიცაა, მაგრამ ტრიუმფის შემდეგ საყოველთაო ჩასვრას ის არ და ვერ მიიღებს ბატონებო და არც არავის აპატიებს იმედების ასე ხელოვნურ მკვლელობას. აწი ყველაფერი თქვენს უნარებზე,სინდისზე და პასუხისმგებლობაზეა დამოკიდებული ბატონებო.

• Bakuri

Tevdoradze nagdat girsi iko simboluris!! Didi dzala lokostvis

როგორია ნაკრები ხვიჩას და ლიდერების გარეშე და რა დავინახეთ სექტემბრისთვის?

"საქართველოში ამით ძალიან გაკვირვებული დავრჩი" - "გაგრას" ბელარუსი მეკარე

მეორე წრე დასრულდა: გოლი მე-20 წამზე და სხვა ამბები

"ტოტენჰემმა" პოსტეკოგლუ დაითხოვა და მის შემცვლელთან მოლაპარაკებებს უკვე აწარმოებს

ისტორიული ოქრო პარაკაიაკის ევროპის ჩემპიონატზე

კიმი შეიძლება იტალიაში დაბრუნდეს

ანშლაგი ქუთაისში - საქართველო - კაბო-ვერდე | 7 ივნისის განრიგი

ევრობასკეტისთვის მოსამზადებელ პერიოდში საქართველოს ნაკრები 6 ამხანაგურ მატჩს გამართავს

საქართველოს რაგბის ეროვნული ნაკრები, სულ რაღაც, ერთ თვეში თბილისში ირლანდიის ნაკრებს ხვდება!

როგორია ნაკრები ხვიჩას და ლიდერების გარეშე და რა დავინახეთ სექტემბრისთვის?

"ვერ ვხვდები, ჩემგან უპატივცემულობა სად დაინახა" - სპალეტიმ აჩერბის უპასუხა

"მბაპე ცენტრფორვარდია და ამ პოზიციაზე თამაშს გააგრძელებს" - დეშამი ესპანეთთან მარცხის შემდეგ

უარი "ალ ჰილალს" - ოსიმენისთვის ბრძოლაში ახალი კლუბი ჩაერთო

"მესი თუ რონალდო?" - იგუაინმა უცნაური არჩევანი გააკეთა

[VIDEO] ჰალიბარტონის და "ინდიანას" მორიგი სასწაული - "ოკლაჰომა" სუპერფინალის პირველ მატჩში დამარცხდა

შენგელიას ლიდერობით "ვირტუსმა" მილანში იმარჯვა და სერია A-ს ფინალამდე 1 მოგება აშორებს

ნიონში გოგონათა ასაკობრივი გუნდების წილისყრა შედგა

კაპაძის ხელმძღვანელობით - უზბეკეთი პირველად გავიდა მსოფლიოს ჩემპიონატზე

[VIDEO] 5:4 - ესპანეთმა საფრანგეთს მოუგო და ფინალში გავიდა

სანიოლი: საუკეთესო ლობჟანიძე გახლდათ - მეორე ტაიმში მეტი ემოცია და ნაკლები მონდომება იყო

ფარერების მწვრთნელი: დასანანია, ფრეს რომ ვერ გამოვრჩით

[VIDEO] ლორიას ბოლო და 16 წლის ხარებაშვილის პირველი მატჩი - საქართველოს ნაკრებმა ფარერებს მოკრძალებული ანგარიშით მოუგო

[VIDEO] პირველი ტაიმის შემდეგ საქართველოს ნაკრები ფარერებს 1:0 ამარცხებს

გიორგი პაპუნაშვილმა და კიდევ ოთხმა ფეხბურთელმა "ტორპედო" დატოვა

"ტორპედომ" ბექა ტუღუშის გუნდიდან წასვლა იუწყა

"ტორპედო" საქართველოს თასის 1/2-ფინალში გავიდა

მჭედლიძესთან ერთად 2 ფეხბურთელი წავიდა, არის შევსებაც - ქუთაისის "ტორპედოში" სიახლეებია

"ნიუკასლის" ფეხბურთელი ლობჟანიძის თანაგუნდელი გახდება

ტრავმირებული ჩაკვეტაძე მარცხენა ფეხზე ფიქსატორით, ბირმინგენში კვარაცხელიას საქომაგოდ ჩავიდა

დინამო(ბთ)-ტორპედო 0:5 - ნულოვანი მაჩვენებელი [VIDEO]

კახა ჩხეტიანი ეროვნულ ლიგას დაუბრუნდა

სამტრედია-ლოკომოტივი 0:0 - შინმოუგებელი

"ტორპედომ" "ტრენჩინთან" პირველ ტაიმში ანგარიშში უპირატესობა ვერ შეინარჩუნა

"ტრენჩინთან" შერცხვენილ "ტორპედოს" გიორგი ბერიძემაც გაუტანა [VIDEO]

თასი. 1/4-ფინალი: მესამელიგელი და ომში გამარჯვებული "ტორპედო"

კახა კაჭარავა: ყველას გვინდა, რომ შვეიცარიასა და ხორვატიას მოვუგოთ, მაგრამ...

ჩიხურა VS ბეითარი - სოსო ფრუიძის იმედად

კახა კაჭარავამ და მისმა თანაშემწეებმა "სამტრედია" დატოვეს

"არ ვაპირებთ, ჯოხი ვინმეზე გადავტეხოთ!"... "ლოკომოტივის" სამი პრობლემა

დავით ბოლქვაძე: ასე მეგონა, ფეხი მომაძრეს

კვარაცხელიას სვლა ჩემპიონთა ლიგის მოსაგებად და მიქაუტაძის დიდი დაპირისპირება "მანჩესტერთან" - მთავარი ამბები ზაფხულამდე

ჩაკვეტაძეს კლევერლი აღარ გაწვრთნის - "უოტფორდმა" ინგლისელი სპეციალისტი გაათავისუფლა

ეროვნული ლიგის II ტურის სიმბოლური ნაკრები Sportall.ge-ს ვერსიით

ჩაკვეტაძის გარეშე - "უოტფორდი" "ვესტ ბრომვიჩთან" დამარცხდა

Calciocremonese: გადაწყვეტილია, რომ ლოჩოშვილი ამ ზამთარს გუნდს შეიცვლის

ქართველ ფეხბურთელებს რაც აკლიათ, ეს არის პროფესიონალიზმი - კახა კაჭარავას ინტერვიუ

ჩიხურა-ალტახი 0:1 - ძალიან შორს ევროპისგან [VIDEO]

ტრენჩინი-ტორპედო 5:1 - რაში გიხდით სახელმწიფო ფულს? [VIDEO]

"ლეო, "ბარსელონაში" დაბრუნება მინდა" - ნეიმარი - 13 ნოემბრის დაიჯესტი

ქუთაისის "ტორპედომ" ახალი სეზონისთვის მზადება დაიწყო

პატივი ეცით ჟურნალისტის საქმიანობას! - Sportall.ge-ს სოლიდარობა "აჭარასპორტის" ჟურნალისტს!

ეროვნული ლიგის X ტურის მიმოხილვა და სიმბოლური ნაკრები

ოფიციალურად: ქუთაისის "ტორპედოს" პირველი ახალწვეული ჰყავს

ტორპედო-საბურთალო 2:0 - ქუთაისი ოქროსკენ იწევს [VIDEO]

გადაწყდა - ლოჩოშვილი იტალიაში გუნდს გამოიცვლის

[VIDEO] ლობჟანიძემ MLS-ში საგოლე პასი შეასრულა

"უოტფორდმა" ისევ წააგო და მე-12 ადგილზე დაქვეითდა

"ჩაკვეტაძის გაყიდვა არ განიხილება, მაგრამ..." - პოცოებმა "უდინეზე" გაასხვისეს და მთლიანად "უოტფორდზე" გადაერთვნენ

დრამა იტალიაში - გავარდნილმა "სამპოდორიამ" მომავალ სეზონში კვლავ სერია B-ში იასპარეზოს

ლოკომოტივი-ჩიხურა 5:0 - მხუთავი სიამოვნება [VIDEO]

კახა ჩხეტიანმა "ტორპედო" დატოვა

ჩიხურა-დილა 3:0 - სრული უპირატესობით... [VIDEO]

ლოჩოშვილი "სალერნიტანას" ფეხბურთელი გახდა

კახა კაჭარავა: ჩემპიონატის განახლებას ვემხრობი, რადგან ევროტურნირებს ქართული გუნდები კარგ ფორმაში უნდა შეხვდნენ

ლობჟანიძის საგოლე პასი - საბა MLS-ის ახალ სეზონს შედეგიანად იწყებს [VIDEO]

ეროვნული ლიგა. XXV ტური: "ლოკომოტივმა" "დილას" მოუგო

ეროვნული ლიგის V ტურის სიმბოლური ნაკრები Sportall.ge-ს ვერსიით (+გამოკითხვა)

მიხეილ სარდალიშვილი: არ გვაქვს იმის უფლება, რომ უიმედოდ ვიყოთ!

ლობჟანიძის საგოლე პასი - "ატლანტამ" და "ცინცინატიმ" ფრედ ითამაშეს [VIDEO]

ოფიციალურად - ჩხეტიანი "ტორპედოში" დაბრუნდა

[წარდგენა] ბიჭები ძმობისა და მეგობრობის ქალაქიდან...

ლოჩოშვილის დებიუტი და "სალერნიტანას" მარცხი ლიდერთან

ლობჟანიძის გუნდის უდიდესი სენსაცია - "ატლანტამ" ლიონელ მესის მაიამის "ინტერი" პლეი-ოფიდან გამოთიშა [VIDEO]

უდრამატულეს შეხვედრაში მესის გუნდი დამარცხებულია - ლობჟანიძეს ლეგენდარულ არგენტინელთა დაპირისპირება უკვე გადამწყვეტ მატჩში მოუწევს [VIDEO]

ქუთაისის "ტორპედო" 20 მაისს ახალ მწვრთნელს წარადგენს