ქართველები
• ქართველი სპორტსმენები
• ფეხბურთი
• ეროვნული ნაკრები
• ეროვნული ლიგა
• ეროვნული ლიგა 2
• ლეგიონერები
• თასი
• ასაკობრივი ნაკრები
• სხვადასხვა
• ევროპა ლიგა
• კონფერენს ლიგა
• ინგლისი
• ესპანეთი
• იტალია
• გერმანია
• საფრანგეთი
• მსოფლიო
• ჩემპიონთა ლიგა
• ევროპის ჩემპიონატი
• სხვადასხვა
• ქალთა ფეხბურთი
• ტრანსფერები
• კალათბურთი
• ეროვნული ნაკრები
• სუპერლიგა
• თასი
• NBA
• ლეგიონერები
• ევრო ლიგა
• ევროპის ჩემპიონატი
• მსოფლიოს ჩემპიონატი
• ასაკობრივი ნაკრები
• სხვადასხვა
• ჭიდაობა
• ძიუდო
• თავისუფალი
• კლასიკური
• ქართული
• სუმო
• სამბო
• ქალთა ჭიდაობა
• ბერძნულ-რომაული
• ჩოგბურთი
• როლან გაროსი
• უიმბლდონი
• ავსტრალიის ღია პირველობა
• ამერიკის ღია პირველობა
• მონტე კარლო
• ATP ცინცინატი
• მადრიდის მასტერსი
• რომის მასტერსი
• მაიამის მასტერსი
• რაგბი
• ეროვნული ნაკრები
• დიდი 10
• თასი
• ლეგიონერები
• 6 ერი
• ტესტები
• ერთა თასი
• მსოფლიო თასი
• ასაკობრივი ნაკრები
• სხვადასხვა
• ფორმულა 1
• მონაკოს გრან-პრი
• ბრიტანეთის გრან-პრი
• იტალიის გრან-პრი
• ბელგიის გრან-პრი
• ბაჰრეინის გრან-პრი
• საუდის არაბეთის გრან-პრი
• იაპონიის გრან-პრი
• ჩინეთის გრან-პრი
• მაიამის გრან-პრი
• ემილია-რომანიის გრან-პრი
• აბუ დაბის გრან-პრი
• MMA
• UFC
• სხვადასხვა
• კრივი
• ველოსპორტი
• ტანვარჯიში
• ცურვა
• ჭადრაკი
• მძლეოსნობა
• ძალოსნობა
• მკლავჭიდი
• ტყვიის სროლა
• კარატე
• ნიჩბოსნობა
• მშვილდოსნობა
• ფარიკაობა
• წყალბურთი
• ხელბურთი
• ფრენბურთი
• ავტოსპორტი
• ჰოკეი
• თხილამურებით სრიალი
• ფიგურული სრიალი
• საინტერესო ამბები
• სხვადასხვა
• ფიტნესი
• ფიგურული ციგურაობა
• სხვა სახეობები

უცნური ამბავი: ქართული "ეგრისი" მოსკოვში და ვასილი უტკინის მიზანი

უცნური ამბავი: ქართული "ეგრისი" მოსკოვში და ვასილი უტკინის მიზანი

"თუ კაცები ხართ, მაშინ მიიღეთ ეს გამოწვევა!.."
უცხოეთში ბევრი ისეთი გუნდი ყოფილა, სადაც უამრავ ქართველს უთამაშია. მაგალითად, წლების წინ არაერთი ჩვენებური თამაშობდა გერმანულ "ფრაიბურგში", რიგის "სკონტოში", შეპეტოვკის "ტეპში", ნიჟნი ნოვგოროდის "ვოლგაში", მახაჩყალის "ანჟიში", ხაბაროვსკის "სკა ენერგიაში", ვლადიკავკაზის "ალანიაში", დანიურ "ორჰუსში"... 2014 წელს კიევის "ლოკომოტივს" სახელი გადაარქვეს და "ლოკომოტივ-გრუზიად" "მონათლეს", გუნდში კი 12 ქართველი თამაშობდა...

...მაგრამ პოპულარულმა რუსმა კომენტატორმა ვასილი უტკინმა გასაოცარი რამ გააკეთა - შეფობა აიღო რუსეთის სამოყვარულო ლიგაში მოასპარეზე, ქართული სახელწოდების მქონე კლუბ "ეგრისზე".

ეს გუნდი მოსკოვის ჩრდილო-აღმოსავლეთის ზონის მესამე დივიზიონში თამაშობს, 30 ტურის შემდეგ მე-3 ადგილზეა და ერთი რანგით დაწინაურების რეალური კანდიდატია. აქ გუნდები ერთმანეთს 8/8-ზე ფორმატში ეთამაშებიან.

საინტერესოა, რომ მოყვარულთა ლიგაში ბევრი ცნობილი ფეხბურთელი თამაშობს, მაგალითად - რუსეთის ნაკრების ყოფილი კაპიტნები - რომან შიროკოვი და ალექსეი სმერტინი. "ეგრისის" წარმომადგენელი ლაშა ბასხოლიანი გახლავთ, გუნდის თავდამსხმელი კი 31 წლის ზურაბ შენგელიაა.

უტკინი ამბობს, რომ ამ საფეხბურთო კლუბის მართვასა და ფულის შოვნას საკუთარი პოპულარობით აპირებს.

"მინდა გითხრათ, რომ მნიშვნელოვანი გადაწყვეტილება მივიღე. სინამდვილეში, რა თქმა უნდა, ეს არანაირი გადაწყვეტილებაც არ არის. ადამიანებისთვის, რომლებმაც ფეხბურთი შეიყვარეს, ეს უბრალოდ ცხოვრების სტილია.

თავიდან, როცა თქვენ ხართ მოზარდი და ახალგაზრდა, ფეხბურთს თამაშობთ. შემდეგ, მხოლოდ ზოგიერთ ჩვენგანს უმართლებს და ახერხებს კომენტატორობას, მაგრამ დგება დრო, როცა ერთი საშუალება გრჩებათ - მე, ევგენი გინერი, ლეონიდ ფედუნი და მსგავსები საფეხბურთო კლუბს ვაყალიბებთ. სწორედ ასეთი გადაწყვეტილება მივიღე.

ეს მე ყოველთვის მინდოდა. თქვენ ყველას გინდათ გუნდი, რომელსაც "ჩემს გუნდს" უწოდებთ. ცსკა გინერამდეც არსებობდა, "სპარტაკი" - ფედუნამდე, მაგრამ ადამიანებს უნდა დაეხმარო. მე ზედმეტი ფული არ მაქვს, მაგრამ ვფიქრობ, ამ გუნდით ფულს გამოვიმუშავებ. ამ გუნდს ქართული სახელი, "ეგრისი" ჰქვია და რუსეთის სამოყვარულო ლიგაში ასპარეზობს. ეს სიტყვა რაღაცით გვაგონებს "აგრესიას", მაგრამ აბსოლუტურად სხვა შინაარსი აქვს", - ამბობს უტკინი ვიდეომიმართვაში.

ის ამბობს, რომ ჯერ კრედიტები არ გაუსტუმრებია, მაგრამ გუნდის შენახვას საკუთარი ცნობადობით, საკუთარი რესურსებითა და ბიზნესის მიზიდვით აპირებს. დარწმუნებულია, ამას "ინსტაგრამის" საშუალებით მოახერხებს და სპონსორებს მიიზიდავს. უტკინმა პირველ წარმატებას უკვე მიაღწია და სპორტული პროდუქციის მწარმოებელმა კომპანიამ "ეგრისს" ეკიპირება აჩუქა.

უტკინმა ვეტერანი რუსი ფეხბურთელები, "მატჩ TV-ის" ტელეშოუს წამყვანები - ვალერი კარპინი და სერგეი იურანი გამოიწვია, რომლებიც ერთ-ერთ გუნდს წვრთნიან:

"აღიარეთ, რომ ბოლო ორი თვე სისულელეებით ხართ დაკავებულები. თქვენი გუნდი მალე დაიშლება. მე კი ნამდვილ ფეხბურთს წარმოვადგენ, მოსკოვის ქუჩის ფეხბურთს, ხოლო "ეგრისი" მათ შორის ყველაზე ცუდი ნამდვილად არ არის. თუ კაცები ხართ, მიიღეთ ეს გამოწვევა. ეს თქვენი შანსია და არა - ჩვენი".

(იბეჭდება მცირე ცვლილებით)

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

ტელეფონით თუ წერ, ავტოკორექტი გექნება ჩართული :)

• ნიანია ბაკურიანი

როცა წნორის გუნდს მილანი დაარქვეს,იტალიის პრემიერს ბერლუსკონეს შეეკითხნენ?.......

• jango-s

შენ ნორმალური ხარ?, რა შუაშია ჩვენი ნებართვის გარეშე, ეგრისი დაარქვა კაცმა გუნდს და რა შუაშია პოლიტიკა და სიტყვა ოკუპაცია? ან რას ჰქვია პროექტი და ეგეთი რაღაცეები? ექიმთან მიდი "ჯიგარო" ეგ უკეთესი იქნება შენთვის.

• კახა ქირია

დიდ ბოდიშს მოუხდი მკითხველს ჩემს კომენტარში შეცდომის გამო.მე უტკინი დავწერე და ვკითხულობ- პუტინს,ვწერ აფანატებს,ვკითხულობ- აჩანაგებს.ასე რომ... ნამდვილად არ ვიცი რატომ.

• კახა ქირია

მე არ ვიცი ვინ რას ფიქრობს მაგრამ ერთ რამეს გეტყვით,მე პირადად ვიცნობ პუტინს და ბევრჯერ გვილაპარაკია საქართველოზე და ფეხბურთზე.მან იმ დენი რამ იცის ქართულ ფეხბურთზე რომ ბევრ ქართველს შეშურდება.დათოზე ხომ აჩანაგებს,ისეთი ისტორიები მოყვა.ასე რომ ყველას და ყველაფერს ერთ ქვაბში ნუ ხარშავთ.

• gia

უტკინის პროექტი ცუდი ნამდვილად არაა. სულ რომ არ დაეწყო ამაზე ფიქრი, რა ვალდებული იყო ეს ქართველებისთვის გაეკეთებინა. ასე რომ პოლიტიკა სპორტიდან გამორიცხეთ ამ სემთხვევაში, ხოლო სახალხო დიპლომატიისთვის დიდი ნაბიჯი გადაიდგმება.

• Jango

murtalo odala gulSematkivari დავით 67 არ ვიცი რა ხნისა ხართ "ბავშვებო" მაგრამ დაგუგლეთ ან მოიძიეთ რას ამბობდა ევგენი ევტუშენკო ჯერ კიდევ 1990 წლამდის საქართველოზე, არ იყო ადამიანი იმაზე მეტად შეყვარებული საქართველოზე როგორც ევტუშენკო, მაგრამ როგორც კი აგვახიეს აფხაზეთი პოზიციაც შეიცვალა, ტონალობაც და ბოლოს ისი კი სთქვა რომ ბედნიერები არიან ქართველები და აფხაზებიო,ახალი რელაობა მოვიდა,ორივე თავ-თავის სახლში ცხოვრობსო. ეს კი იმიტომ სთქვა რომ აფხაზეთში მას სახლი და ინტერესები ჰქონდა, იმიტიომ რომ ასე სჭირდებოდა რუსულ პოლიტიკას. იგივეა აქაც,ერთი პატარა სამოყვარულო კლუბიდან და უმნიშვნელო რამიდან იწყება ახალი "მეგობრულობის მტკიცებულობა" ცნობილ პირთა გამოყენებით. უტკინმა მტელი საქართველო რომაქოს და ადიდოს ,ყოველი ფეხბრუთელი მესიდ გამოაცხადოს, როგორც მინიმუმ ის უკვე ჩათრეულია,ასე რომ, ზედმეტად მიამიტები ნუ იქნებით. იმის არ იყოს, ჩვენ საქართველოს რას ვერჩოდით, სააკაშვილის გამო დავიწყეთ ომი და მის გამო წავართვით აფხაზეთ-ოსეთი საქართველოსო. ისე ამბობენ თითქოსდა ომი საერთოდ აზრდაც არ მოუვიდოდათ თავში რომარა სააკაშვილი. ასე რომ, თუკი მეტიო გექნებათ ერუდირებულობა და ინფოზე წვდომა, უკეთესი იქნება.

• მიშა

რუსი ოკუპანტების ... ასე და ისე... მაგრამ უტკინს მართლა უყვარს ქართული ფეხბურთი და ... რა ვიცი, აბა...

• დავით 67

Jango კაროჩე რა! მურტალოს კომენტარს დავამატებდი რომ მან წინა წელს უტკინმა როცა ბარსამ ლიგა მოიგო,ბარსა დინამოს (1981წ)შეადარა და ბევრი თბილი სიტყვები თქვა! მაგრამ ზოგს შენნაირს ყველგან ოკუპანტი ელანდება

• g

განთავისუფლდი ჯანგო)

• gulSematkivari

Jango შE კაი კაცო წნორის გუნდს ერქვა ,,მილანი" , ყოველ მეორე სიტყვაზე რუსულ ჟარგონს და ბარბარიზს ვხმარობთ ,ტელეწამყვანები და კორესპოდენტები რა ენაზე საუბრობენ ძნელი გასაგებია ხშირად, თბილისის ცენტრი ლამის წაიღოს უცხოურმა აბრებმა , კიდევ მრავალი ესეთი და მოსკოვში შექმნილ გუნდს რას დაარQმევენ , რა საგანგაშო ნახეთ ესეთი და ხეჩიკაშვილმა რა უნდა ქნას , მითხარი თუ ძმა ხარ ?! თუ მარტო რუსული ტყვია კლავს ქართველს თქვენის აზრით , ან დანარჩენი მსოფლიო ჩვენი ჯავრით აღარაა ?

• emigranti

ჯანგო სუფტა ჯაგა აზროვნება გაქ გეტყობა

• tngh

უტკინმა არა ერთხელ შეადარა "ბარსელონა" და ესპანეთის ნაკრები დიდ თბილისის "დინამოს". ძნელია, მისი საქციელის ახსნა "რუსოფობებისთვის"...

• odala

იმ დონემდე ....ხალხი, როგორაც ბატონი ჯანგოა :))))))

• murtalo

ვასილი უტკინის საქართველოსთან, კერძოდ კი ქართულ ფეხბურთთან დამოკიდებულება ცნობილია...თუნდაც მისი დავით ყიფიანისადმი მიძღვნილი სტატია ერთ რამედ ღირს, ასე რომ ბატონო Jango უტოპიამდე ნუ მიგყავთ ამგვარი ფაქტის შეფასება...ეს თუ პოლიტიკური პროექტია ე.ი. მთლად დავშტერდით:)

• Jango

ჰოდა არავის გაგიჩნდათ პროტესტის გრძნობა რომ ჩვენი ქვეყნის ოკუპანტი სახელმწიფოში სპორტს ამოფარებული პოლიტიკური პროექტი კეთდება? ადგნენ და ჩვენი ნებართვის გარეშე კლუბს ეგრისი უწოდეს თითქოს ძაღლს "ცუგა" დაარქვეს. სადაა ხეჩიკაშვილი და მთავრობა, სადაა კობიაშვილ-მუჯირი-იაშვილის სამეული?

"მოსკოვზე შეყვარებული ვარ" - დიდიე დროგბა

საქართველოს ამერიკული ფეხბურთის ნაკრების წარმატება

"ლივერპულს" კვლავ განადგურების შეეშინდა - უცხოური მედია "დინამოს" ტრიუმფს იხსენებს

7-კაცა | მაკარსკაში კლოდ სორელის ხსოვნის პატივსაცემად

რეგიონების განვითარების პროექტის ფარგლებში თანამედროვე ტაბლოები თელავისა და ლაგოდეხის დარბაზებმაც მიიღეს

ისტორიული ოქრო პარაკაიაკის ევროპის ჩემპიონატზე

კიმი შეიძლება იტალიაში დაბრუნდეს

საბო: რა ჯანდაბა უნდოდა შევჩენკოს უკრაინის ფეხბურთის ასოციაციაში?

ანშლაგი ქუთაისში - საქართველო - კაბო-ვერდე | 7 ივნისის განრიგი

უარი "სიტის" - მიქაუტაძის თანაგუნდელის გოლი და საგოლე პასი ესპანეთთან

ევრობასკეტისთვის მოსამზადებელ პერიოდში საქართველოს ნაკრები 6 ამხანაგურ მატჩს გამართავს

საქართველოს რაგბის ეროვნული ნაკრები, სულ რაღაც, ერთ თვეში თბილისში ირლანდიის ნაკრებს ხვდება!

როგორია ნაკრები ხვიჩას და ლიდერების გარეშე და რა დავინახეთ სექტემბრისთვის?

"ვერ ვხვდები, ჩემგან უპატივცემულობა სად დაინახა" - სპალეტიმ აჩერბის უპასუხა

"მბაპე ცენტრფორვარდია და ამ პოზიციაზე თამაშს გააგრძელებს" - დეშამი ესპანეთთან მარცხის შემდეგ

უარი "ალ ჰილალს" - ოსიმენისთვის ბრძოლაში ახალი კლუბი ჩაერთო

ცნობილია ის ოთხი ფეხბურთელი, რომელთა შეძენაც კონტემ დე ლაურენტისს მოსთხოვა

"მესი თუ რონალდო?" - იგუაინმა უცნაური არჩევანი გააკეთა

"არც მესია, არც რონალდო და არც მარადონა, მაგრამ..." - არშავინმა კვარაცხელიაზე ისაუბრა

[VIDEO] ჰალიბარტონის და "ინდიანას" მორიგი სასწაული - "ოკლაჰომა" სუპერფინალის პირველ მატჩში დამარცხდა

შენგელიას ლიდერობით "ვირტუსმა" მილანში იმარჯვა და სერია A-ს ფინალამდე 1 მოგება აშორებს

ნიონში გოგონათა ასაკობრივი გუნდების წილისყრა შედგა

კაპაძის ხელმძღვანელობით - უზბეკეთი პირველად გავიდა მსოფლიოს ჩემპიონატზე

ზახარიანი სომხეთის ნაკრებში გადაბარგებას ცდილობს - კარპინმა საზონოვსა და სპერციანზე გააკეთა კომენტარი

რუსთავი-მიკა 1:1 - სასარგებლო სპარინგი ლეგენდებთან ერთად

ვასილი უტკინი გარდაიცვალა

ფარისევლობა თუ გულისტკივილი - თინა კანდელაკმა აღიარა, რომ ვასილი უტკინთან დამნაშავე იყო

მიხაილ გორელიშვილი კარიერას სომხურ "მიკაში" გააგრძელებს

უტკინი: "ეგრისის" მწვრთნელი სიომინზე გაცილებით უკეთესია

აზიისკენ ჰერი, ჰერი - რუსეთი უეფადან გასვლას აპირებს

მოსკოვში ამბოხება დაიწყება, ხალხს საარსებო სახსრები უმთავრდება - რუსეთის ნაკრების ექსფეხბურთელი შეშფოთებულია

ხვიჩას რუსეთში 20 მილიონზე ნაკლებად არავინ გაყიდის, - ამბობს რუსეთის ნაკრების ექსფეხბურთელი

რუსეთში ბუცები, რომლითაც ფეხბურთელმა მსაჯი ჩაწიხლა, აუქციონზე გაიყიდება

"რუსეთის ჩემპიონატში ვერაფერი განსაკუთრებული აჩვენო და..." - უტკინმა ხვიჩას შესახებ ისაუბრა

სულ გაგიჟდნენ - რუსეთში მსაჯს წიხლებით სცემეს [VIDEO]

"საზონოვი მესია თუ რონალდო?" - რუსეთის ნაკრების მწვრთნელი

"ევრო 2024-ზე საქართველოსა და გერმანიას ვუქომაგებ" - რუსეთის საფეხბურთო ნაკრების მწვრთნელის მეუღლემ სოციალურ ქსელში თავის ფავორიტებზე ისაუბრა

რუს კომენტატორს, ვასილი უტკინს აპლოდისმენტებით დაემშვიდობნენ [VIDEO]

B დივიზიონიდან გავარდნილი სომხეთის ნაკრები ისევ უმწვრთნელოდაა

საქმე სერიოზულადაა - უკვე სლუცკის გადაყენებაზე ალაპარაკდნენ

რუსეთის ჩემპიონატში ქართველი მარტო გრიგალავა დარჩა - წავა თუ არა ისიც ამ ქვეყნიდან, რას ამბობს "ხიმკის" მწვრთნელი

"მაიმუნმა ტაქსისტი რომ გამოა**ევა, იმ ანეკდოტს მახსენებს" - უტკინმა რუსეთის ნაკრების მდგომარეობა ცნობილ ანეკდოტს შეადარა

კანდიდატი ცნობილია - სომხეთის ნაკრებს საქართველოსთან მატჩისთვის რუსი მწვრთნელი მოამზადებს?

კერპთთაყვანისმცემლობა რუსულ ფეხბურთში: იურანის აზრით, პუტინი შესანიშნავია

"იქნებ რუსული ბინძური ფულით დაიღალა, ევროპული ღირებულებების კაცია..." - რატომ დატოვა სლუცკიმ "რუბინი"?

"ნაპოლი" მძ**ნერი კლუბია" - ვასილი უტკინი "პარტენოპეიზე"

"როგორც მრცხვენია ჩვენი გულშემატკივრების!" - ვალერი კარპინის მეუღლე რუსი ფანების საქციელმა აღაშფოთა