დღის მიღწევები და სტატისტიკა
"ვაშინგტონი" უფსკრულის პირას აღმოჩნდა პირველი ორი საშინაო მატჩის წაგების შემდეგ. ლიგის ისტორიაში 87 გუნდი ყოფილა ასეთ სიტუაციაში და მხოლოდ 18 შემთხვევაში გადიოდა შემდეგ ეტაპზე. ამიტომაც, რეგულარული ჩემპიონატის საუკეთესო გუნდს უკან დასახევი გზა მოჭრილი ჰქონდა და სერიოზული განწყობით გავიდა მესამე მატჩზე.

როგორც გაირკვა, ეს სერიოზული განწყობა "პიტსბურგის" ლიდერის სიდნი კროსბის მიმართ უხეშობაში გამოიხატებოდა. პირველ პერიოდში, ერთ-ერთ ეპიზოდში კროსბის ჯერ "ვაშინგტონის" კაპიტანმა ოვეჩკინმა ჩაარტყა თავში ჯოხი, შემდეგ კი ასევე თავში დარტყმით ნისკანენმა დააგდო ყინულზე. "პინგვინების" კაპიტანი დიდი ხანი ვერ წამოდგა, შემდეგ გაჭირვებით დატოვა ყინული და თამაში ვეღარ გააგრძელა.

რაც შეეხება თამაშის პერიპეტიებს, პირველი ორი მატჩისგან განსხვავებით, როცა "ვაშინგტონს" ზუსტ დარტყმებში დიდი უპირატესობა ჰქონდა (71:45), "პიტსბურგი" ფლობდა უპირატესობას, ბევრი მომენტიც შექმნა, მაგრამ აგებდა 0:2-ს სირენამდე ორი წუთით ადრე. მასპინძლებს ისღა დარჩენოდათ, მეკარე წინა ხაზის მეექვსე მოთამაშით შეეცვალათ და ამან გაამართლა. დაახლოებით 45 წამის ინტერვალით მასპინძლებმა ორი შაიბა გაიტანეს და მატჩი ოვერტაიმში გადაიყვანეს.

დამატებით დროში "პიტსბურგი" დააღალატა ტრევორ დეილიმ, რომელმაც სულელური გაძევება აიკიდა შვედ მარკუს იოჰანსონზე. "ვაშინგტონმა" კევინ შატენკირიკის წყალობით შეძლო გამარჯვების გოლის გატანა და ზედიზედ მესამე წაგების თავიდან აცილება.

პიტსბურგი-ვაშინგტონი 2:3 (ო)

0:1, 0:0, 2:1, 0:1

გოლები: 0:1 ბექსტრიომი-4 (ოვეჩკინი-3, ჯასტინ უილიამსი-4), 0:2 კუზნეცოვი-3 (მ. იოჰანსონი-4, ჯასტინ უილიამსი-5), 1:2 მალკინი-4 (კესელი-8, შულცი-5), 2:2 შულცი-1 (მალკინი-11, კუნიტცი-1), 2:3 შატენკირკი-1 (ბექსტრიომი-6, კუზნეცოვი-3).

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

საქართველოს თასის პირველი და მეორე ეტაპის წილისყრა
მეორე ლიგის "სპაერმა" თბილისის "დინამოს" მოუგო და თასის მფლობელი გახდა [VIDEO]
საქართველოს თასის ნახევარფინალური ეტაპის წილისყრა
ჰაუ ნაკრებში ტუხელი ისევ პრემიერ ლიგაში - მუნდიალის შემდეგ შესაძლო სამწვრთნელო ცვლილებაა მოსალოდნელი
გლასნერმა დაადასტურა - ავსტრიელი "კრისტალ პალასს" დატოვებს
სქოულზმა "მანჩესტერ იუნაიტედს" კრისტიან რომეროს დამატება ურჩია
ტონალი "რეალის" გეგმებში - იტალიელის დასამატებლად მადრიდელებს სხვა მოთამაშის გაყიდვა მოუწევთ
ტერ შტეგენის ტრავმის გამო "ჟირონამ" მეკარე დაიმატა
მსაჯთა სამი გუნდით რაგბი ევროპის ჩემპიონატსა და 20-წლამდელთა ექვს ერზე
ინტერესი სერიოზულია - ლევანდოვკის MLS-ში ეპატიჟებიან და 2-წლიან კონტრაქტს სთავაზობენ
ვინ არის პირველი ნომერი, საფონოვი თუ შევალიე - ენრიკემ კითხვაზე უპასუხა
"მილანი" "ფიორენტინას" ფორვარდის სამსახურით ინტერესდება
ერთ-ერთი ყველაზე მოთხოვნადი - "ჩელსიმ" ხულიან ალვარესის ტრანსფერზე მუშაობა დაიწყო
ჯონ დურანი კარიერას "ზენიტში" განაგრძობს
არანაირი ურთიერთობა კაპიტანთან - არბელოა კარვახალს არ ეკონტაქტება
უკვე მეორედ - მორატა ცოლს გაშორდა და მიზეზზე ისაუბრა
"ამ პროექტის განხორციელება შეუძლებელი იყო" - ლაპორტა "ბარსელონას" სუპერლიგიდან გასვლაზე
დევისის და სმოლკინის წყვილმა თავისუფალ პროგრამაში გამოსვლის უფლება მოიპოვა
[VIDEO] ლა ლიგისკენ. გულიაშვილს მეკარემ არადა არ გაატანინა - "რასინგმა" მოიგო და ისევ ლიდერია
როგორი შეფასებები მიიღო მიქაუტაძემ "ესპანიოლთან" მატჩში?
[VIDEO] მიქაუტაძის კოხტა გოლი და საგოლე პასი - "ვილიარეალმა" "ესპანიოლი" გაანადგურა
[VIDEO] მიქაუტაძემ "ვილიარეალი" ესპანიოლთან" დააწინაურა
WU17 | საქართველო 4:0 აზერბაიჯანი