ქართველები
• ქართველი სპორტსმენები
• ფეხბურთი
• ეროვნული ნაკრები
• ეროვნული ლიგა
• ეროვნული ლიგა 2
• ლეგიონერები
• თასი
• ასაკობრივი ნაკრები
• სხვადასხვა
• ევროპა ლიგა
• კონფერენს ლიგა
• ინგლისი
• ესპანეთი
• იტალია
• გერმანია
• საფრანგეთი
• მსოფლიო
• ჩემპიონთა ლიგა
• ევროპის ჩემპიონატი
• სხვადასხვა
• ქალთა ფეხბურთი
• ტრანსფერები
• კალათბურთი
• ეროვნული ნაკრები
• სუპერლიგა
• თასი
• NBA
• ლეგიონერები
• ევრო ლიგა
• ევროპის ჩემპიონატი
• მსოფლიოს ჩემპიონატი
• ასაკობრივი ნაკრები
• სხვადასხვა
• ჩოგბურთი
რაგბი
• ეროვნული ნაკრები
• დიდი 10
• თასი
• ლეგიონერები
• 6 ერი
• ტესტები
• ერთა თასი
• მსოფლიო თასი
• ასაკობრივი ნაკრები
• სხვადასხვა
• MMA
• UFC
• ფორმულა 1
ჭიდაობა
• ძიუდო
• თავისუფალი
• კლასიკური
• ქართული
• სუმო
• სამბო
• ქალთა ჭიდაობა
• ბერძნულ-რომაული
• სხვადასხვა
• კრივი
• ველოსპორტი
• ტანვარჯიში
• ცურვა
• ჭადრაკი
• მძლეოსნობა
• ძალოსნობა
• მკლავჭიდი
• ტყვიის სროლა
• კარატე
• ნიჩბოსნობა
• მშვილდოსნობა
• ფარიკაობა
• წყალბურთი
• ხელბურთი
• ფრენბურთი
• ავტოსპორტი
• ჰოკეი
• თხილამურებით სრიალი
• ფიგურული სრიალი
• საინტერესო ამბები
• სხვადასხვა
• ფიტნესი
• ფიგურული ციგურაობა

[ექსკლუზივი] რომან ფიფია: ისეთი ლეგიონერები ჩამოვლენ, გაგიხარდებათ!..

[ექსკლუზივი] რომან ფიფია: ისეთი ლეგიონერები ჩამოვლენ, გაგიხარდებათ!..

ექსკლუზიური ინტერვიუ თბილისის "დინამოს" პრეზიდენტ რომან ფიფიასთან
დასრულდა საქართველოს ჩემპიონატის პირველი წრე და გულშემატკივარი სატურნირო ცხრილს რომ ჩახედავს, შეიძლება ცოტა გაუკვირდეს. არა, თბილისის "დინამოს" ლიდერობა, ზოგადად, გასაკვირი ნამდვილად არ არის, მაგრამ გასათვალისწინებელია, რომ სეზონის დაწყების წინ ძირითად გუნდში ახალგაზრდა ფეხბურთელების დიდი ჯგუფი დაწინაურდა, ფეხბურთელები, რომელთაც ამ დონეზე თამაშის გამოცდილება აკლდათ, თუმცა...

ახლა უკვე თამამად შეიძლება ითქვას, რომ კლუბის პრეზიდენტმა რომან ფიფიამ მართებული გადაწყვეტილება მიიღო, როცა მთავარ მწვრთნელად კახა კაჭარავა დანიშნა. ფაქტია, ჩვენ თვალწინ იქმნება გუნდი, რომელსაც შეუძლია, გულშემატკივარი გაახაროს.

საინტერესოა, კლუბის ხელმძღვანელობა როგორ უყურებს პერსპექტივას. ამას გარდა, ცოტა ხნის წინ დასრულდა ვიტალი დარასელიას ხსოვნისადმი მიძღვნილი საერთაშორისო ტურნირი...

მოკლედ, სალაპარაკო დაგროვდა და აგერ, ინტერვიუ რომან ფიფიასთან, რომელსაც დიღმის ბაზაზე ვეწვიეთ...

კაჭარავა ყველაზე მეტად...

- გულწრფელად ვთქვათ, გასაგებ მიზეზთა გამო ბევრი არ ელოდა "დინამოს" ლიდერობას. საინტერესოა, რითი ხელმძღვანელობდით, როცა მთავარი მწვრთნელის პოსტზე არჩევანი კახა კაჭარავაზე შეაჩერეთ?

- შექმნილ სიტუაციაში კახა კაჭარავა იყო ის კანდიდატი, რომელიც ყველაზე მეტად მოუხდებოდა "დინამოს". რა თქმა უნდა, ეს გადაწყვეტილება ერთპიროვნულად არ მიმიღია. ვესაუბრე ჩემს კოლეგებს და ყველა ერთხმად მიემხრო კაჭარავას კანდიდატურას. დღეს ჩვენ ვხედავთ შედეგს - ყველაფერი ნორმალურად მიდის.

- წინა წლებში კაჭარავა ძალიან კარგად მუშაობდა მოკრძალებული რესურსის მქონე "ცხინვალში" და გუნდის ევროთასებზე გაყვანაც კი მოახერხა. ამანაც ხომ არ განაპირობა თქვენი გადაწყვეტილება?

- სიმართლე გითხრათ, მის მუშაობას ყოველთვის დიდი ყურადღებით ვადევნებდი თვალს.

- ცნობილია, რომ ის შესანიშნავად მუშაობს ახალგაზრდა ფეხბურთელებთან...

- რა თქმა უნდა, ეს ძალზე მნიშვნელოვანი ფაქტორი იყო...

- სხვათა შორის, როცა "დინამოს" პრეზიდენტი გახდით, თქვენი პირველი ნაბიჯი სწორედ კაჭარავას დანიშვნა იყო მთავარი მწვრთნელის პოსტზე...

- იცით, მწვრთნელის დანიშვნა ყოველთვის ძალიან რთულია. შენს გადაწყვეტილებას ყოველთვის თან სდევს კრიტიკა...

...ზოგმა ნამუსზე აიღო ხელი

- კრიტიკა, რომლის მთავარი ობიექტიც თქვენ ხართ...

- ...ოღონდ ეგ არის, რომ კრიტიკის მთქმელს არ აქვს პასუხისმგებლობა, თუმცა კრიტიკას ყოველთვის გულისყურით ვეკიდები. ადამიანს, თავისუფალი სიტყვის პრინციპებიდან გამომდინარე, უფლება აქვს, ვინმე გააკრიტიკოს.

ამ ექვს წელიწადში ბევრმა წყალმა ჩაიარა. ჩემი მიზანი და ამოცანა სულ იყო ის, რომ რაც შეიძლება, ბევრი გამეკეთებინა "დინამოსთვის". ამ პროცესში გუნდმა 13 მწვრთნელი გამოიცვალა...

- ცოტა არ არის, მაგრამ ფეხბურთში უარესებიც გვინახავს...

- სწორედ აქეთკენ მიმყავს საუბარი. კლუბის მეპატრონეზე მეტად არავის უნდა, რომ გუნდი წარმატებული იყოს. ახლა მე შეგეკითხებით - რომელი მწვრთნელის გაშვება დავაგვიანე, ან რომლის დანიშვნაში შევცდი?

- ალბათ, თავის დროზე მეტი ნდობა უნდა ჰქონოდა კაჭარავას, ასევე შეცდომად გვეჩვენება მიხალ ბილეკის მოყვანა... ცოტა ადრე შეიძლებოდა დამშვიდობება იურაი იარაბეკთან...

- მე კი მგონია, რომ ესპანელი გარსიას გაშვებაც დავაგვიანე.

შეიძლება ვინმე დარწმუნებულია, რომ რომან ფიფია ერთპიროვნულად იღებს გადაწყვეტილებებს. ეს ასე არ არის. კი, მე ვიღებ საბოლოო გადაწყვეტილებას, მაგრამ მანამდე სხვის აზრსაც ვიგებ. გარსიას, ბილეკისა და იარაბეკის შემთხვევაში იყო ისე, რომ მე დავეთანხმე შეთავაზებას. ფაქტია, ვერც ფეხბურთში და ვერც ცხოვრებაში ვერაფერს მიაღწევ ისე, თუ არაფერი გააკეთე. რა თქმა უნდა, შეცდომები იყო...

აი, ახლა რა მოცემულობაც გვაქვს, თქვენ ნახავთ - თუ "დინამოში" ჩამოვლენ ლეგიონერები, და ეს ისე მოხდება, რომ ჩვენ მიერ არჩეული გეზი, ახალგაზრდების ნდობის, არ დადგება კითხვის ნიშნის ქვეშ, ეს ლეგიონერები უმაღლესი კლასის ფეხბურთელები იქნებიან. ვესაუბრე ჩემს მეგობრებს და მათი აზრიც მოვისმინე. მერწმუნეთ, თუ ლეგიონერი ჩამოვა, ჩამოვა ისეთი, რომ თქვენც გაგიხარდებათ...

ახლა ამბობენ, ცუდია, "დინამომ" თუნდაც საპრიზო ადგილი რომ ვერ დაიკავა და რომ ევროთასებზე ვერ ითამაშებსო. კი, ძალიან ცუდია, მაგრამ ჩემთვის ეს არ არის ტრაგედია. გასული სეზონის შედეგები, ალბათ, ცოტა სხვანაირი იქნებოდა, მაგრამ ბოლო მატჩებში ზოგიერთმა ფეხბურთელმა ნამუსზე აიღო ხელი...

მე მომწონს ახალი "დინამო", ჩემი აქ ყოფნის განმავლობაში ეს არის პირველი გუნდი, რომელსაც აქვს იმის პოტენციალი, რომ დროთა განმავლობაში მოუმატოს, ზემოთ წავიდეს და არა - ქვემოთ დაეშვას. მათი მონდომება და საქმისადმი მიდგომა მომწონს.

არავის დავაბამ!..

- როგორ აპირებთ ამ გუნდის შენარჩუნებას?

- ქვეყანაში მიდის აღმშენებლობა, გადავედით 10-გუნდიან ჩემპიონატზე... ახლა მთავარია, გაკეთდეს ინფრასტრუქტურა. გადიან ჩვენი ფეხბურთელები ქობულეთის მოედანზე სათამაშოდ და ვერ თამაშობენ. ეს კიდევ არაფერი, ტრავმებს იღებენ. აგერ, ვიტალი დარასელიას ხსოვნისადმი მიძღვნილი ტურნირი ჩავატარეთ. ორიოდ დღის წინ შევხვდი აკადემიის აღსაზრდელებს... აქამდე ერთ ან ორ გუნდს ვუშვებდით უცხოურ ტურნირებზე, ახლა ყველა ასაკის გუნდი წავა.

- კარგად გვახსოვს შარშანდელი ტურნირი, სადაც ჩაკვეტაძე, ლოჩოშვილი, კუცია, ნინუა და სხვები თამაშობდნენ. დღეს ისინი "დინამოს" ძირითადი გუნდის წევრები არიან...

- ჩვენთვის ეს ტურნირი ძალიან ძვირფასია. შარშან ფინალი როგორ წავაგეთ, გახსოვთ. მოწინააღმდეგის გაძევებას ვგულისხმობ, ჩვენ რომ არ დავტოვეთ კაცნაკლულნი... მსაჯობა აქ უნდა იყოს იდეალური. ასე რომ არ გვინდოდეს, წელსაც გავიდოდით ჯგუფიდან. სამართლიანად უნდა იყოს ყველაფერი, დღეს ქართული ფეხბურთის საერთაშორისო იმიჯი შელახულია. აქედან გამომდინარე, სამაგალითონი უნდა ვიყოთ ყველასთვის.

რამდენიმე ბავშვი წავა და ეს ბუნებრივი პროცესია. აქ მაინცდამაინც ტრანსფერს არ ვგულისხმობ. შეიძლება, დააკვირდნენ სოლიდური კლუბები, აზრი შეიქმნან და ასე შემდეგ...

სხვათა შორის, საინტერესო საუბარი გვქონდა ივო შუშაკთან, რომელიც მსოფლიოს ერთ-ერთ საუკეთესო, ზაგრების "დინამოს" აკადემიას ხელმძღვანელობს. ივომ გვითხრა, რომ ხორვატიის ასაკობრივი ჩემპიონატებიც არ არის მაინცდამაინც მაღალი დონის, მაგრამ ამის კომპენსირება ხდება მოზარდების უცხოურ ტურნირებზე მივლინებით.

საქართველოში ასეა - კლუბის მეპატრონე დებს ფულს ფეხბურთში. პრაქტიკულად მისთვის ეს არის სოციალური პროექტი და, ამასთან ერთად, მას ფიქრი უწევს იმაზე, თუ როგორ შეინარჩუნოს გუნდი. მე უკვე ვუთხარი ფეხბურთელებს, რომ რომან ფიფია არც ერთ მათგანს არ დააბამს. წავა ყველა, ვისაც ექნება ღირსეული შეთავაზება. უბრალოდ, ეს მოხდება ისე, რომ კლუბის ინტერესები არ დაზარალდეს. ყველა ერთად ვერ წავა, თანაც, უნდა წავიდნენ ისეთი დონის გუნდებში, სადაც ზრდისა და განვითარების საშუალება ექნებათ.

მინდორზე რომ გადიხარ, ფეხი ხომ უნდა გაანძრიო?!

- ნდობის ფაქტორი ახსენეთ და, არ შეიძლება არ ვთქვათ ისეთ ლეგიონერებზე, რომლებმაც სხვადასხვა დროს ნდობა ვერ გაამართლეს...

- მართალი ხართ, ბევრი შეცდომა იყო ამ კუთხით. ერთია - "დინამოში" ყოფნის განმავლობაში არასდროს ვყოფილვარ ჩართული გუნდის ყოველდღიურობაში, ოღონდ - კარგი გაგებით, ისე, როგორც ვარ დღეს. ჩვენ დღეს ვართ ერთი მთლიანი ორგანიზმი. ლეგიონერები ახსენეთ და, განა გამონაკლისები არ იყვნენ? მაგალითად, ჩისკო. მისი დონის ლეგიონერი არ ყოფილა საქართველოში.

- "დინამოს" თქვენი ხელმძღვანელობით ქართული ტიტულები არ აკლია. ორჯერ გუნდს მხოლოდ ერთი ნაბიჯი დააკლდა ევროპალიგის ჯგუფში მოხვედრამდე. "ტოტენჰემი" იქით იყოს და, აეკ-ის ძლევა მართლაც ძალიან რეალური იყო...

- ახლა ევროთასებზე რომ არ ვიქნებით, ეს შეიძლება რაღაც ასპექტში კარგიც იყოს. ხდები საქართველოს ჩემპიონი და რა მერე? მთავარია, ევროპაში რას იზამ. იქ ისე ვერ მიაღწევ წარმატებას, თუ მტკიცე საფუძველი არ ჩაყარე.

- ალბათ, მწარედ გახსენდებათ ბოლოდროინდელი წარუმატებლობები ევროასპარეზზე - "აქტობე", "გაბალა"...

- "დინამოს" იმდროინდელ ფეხბურთელებსაც ისე რომ ეთამაშათ, როგორც დღეს ეს ბიჭები თამაშობენ, დაანგრევდნენ ყველაფერს, მაგრამ არ უნდოდათ თამაში! იმავე "აქტობესთან" ნამდვილი საშინელება იყო, ფეხი არ გაუნძრევიათ. ამიტომ იყო, მეორე დღესვე რომ გავუშვი ბევრი გუნდიდან...

- რით ახსნით ამას?

- ფეხბურთს მხოლოდ გვარი და სახელი არ თამაშობს. მინდორზე რომ გახვალ, ფეხი ხომ უნდა გაანძრიო? ძალიან მძიმე თემაა ჩემთვის, ძალიან მტკივნეული...

- გიორგი შაშიაშვილი, დავით კვირკველია, ალექსანდრე იაშვილი... თქვენი ფორმაციის "დინამოში" სულ იყვნენ ადამიანური თვისებებით გამორჩეული გამოცდილი ფეხბურთელები. ახლა ასეთები ნუკრი რევიშვილი და ლაშა სალუქვაძე არიან...

- ...და ეს ძალიან კარგია. უკვე ვთქვი, რომ ჩვენთვის მხოლოდ სახელი და გვარი არ არის მთავარი. ალექსანდრე იაშვილი ჩემთვის არის სამაგალითო ფეხბურთელი, სამაგალითო ადამიანი... სამაგალითო - თავისი მომზადებით, საქმისადმი მიდგომით, კაცობით... გუნდში ასეთი ფეხბურთელის ყოლა დიდი ბედნიერებაა.

ლოგიკური იყო, ცხვირში ძალიან მწარედ რომ მოხვდათ...

- თავის დროზე, თბილისის "დინამო", "ზესტაფონი" და "ჩიხურა" იყო ის სამი გუნდი, რომელიც 10-გუნდიანი ჩემპიონატის ჩატარებას მოითხოვდა...

- "დინამომ" დაიწყო ეს პროცესი ზვიად სიჭინავას დროს და იმათმაც, თითქოს ჯიბრით, 16-გუნდიანი ამოიჩემეს. ეს იყო პროტესტი ჩვენ წინააღმდეგ. არ შეიძლება, უსამართლოდ მოიქცე, რადგან ადრე თუ გვიან ეს შენვე დაგიბრუნდება.

ფეხბურთში თეთრი არ ჩაგიდია, სტადიონი შენ არ გაქვს, არც სხვა ინფრასტრუქტურა და 16-გუნდიანი პირველობა გინდა? ლოგიკური იყო, არჩევნებზე ცხვირში ძალიან მწარედ რომ მოხვდათ. ჯერ ჩადე ფული, თუნდაც ორი კაპიკი და მერე ილაპარაკე...

- რას იტყვით გაზაფხული-შემოდგომის სისტემაზე?

- მისაჩვევად შეიძლება ცოტა რთულია ფეხბურთელებისთვის, მაგრამ იმაზე უკეთესია, რაც ადრე იყო.

- არაერთხელ გითქვამთ, რომ "დინამოსთვის" სასიცოცხლოდ აუცილებელია კონკურენტუნარიანი გარემო...

- უტვინო უნდა იყოს კლუბის ხელმძღვანელი, კონკურენციას რომ არ მიესალმოს. სხვანაირად ვერც ის კლუბი განვითარდება და ვერც - ფეხბურთი. ყველა საფეხბურთო ქვეყანაში 4-5 კონკურენტი გუნდია, მე სამს მაინც ვისურვებდი საქართველოში. ეს მინიმუმია. ვფიქრობ, მოვა ეს დროც. საქართველოშიც არიან გუნდები, რომლებიც ფეხზე დგებიან, ძლიერდებიან... მინდა, მათ წარმატებები ვუსურვო.

მადლობა ტორპედოს ქომაგს!

- მტკივნეული თემა: როგორ უნდა იმატოს ქომაგმა "დინამოს" საშინაო მატჩებზე?

- ქუთაისში გამართულ მატჩს დავესწარი. ძალიან ბედნიერი ვიყავი, როცა სავსე სტადიონი ვნახე. პირველად მოხდა "დინამოში" ჩემი ყოფნის პერიოდში, რომ გინება არ ყოფილა ჩვენი მისამართით. ის კი არა, თავიანთ და ჩვენს ფეხბურთელებს ტაშიც კი დაუკრეს. ამისთვის მადლობა "ტორპედოს" გულშემატკივარს და ჩვენც ასევე დავხვდებით მათ თბილისში...

ხომ გახსოვთ, რა მოხდა ერთხელ ქუთაისში? ხალხი რომ შევიდა სტადიონზე. მაშინ გიჟივით ჩავხტი მასაში. შემეშინდა, ვინმეს ფეხბურთელებისთვის არ დაერტყა... მაგალითად, ჩისკოსთვის რომ დაერტყა ვინმეს, ადგებოდა და წავიდოდა. ახლა კი ასეთი დახვედრა... სიმართლე გითხრათ, სასიამოვნოდ გაკვირვებული დავრჩი...

რაც შეეხება ქომაგის მატებას... მე მაინც მგონია, რომ ჩვენი გულშემატკივარი ელოდება დიდ და ლამაზ გამარჯვებას. თქვენ ნახავთ, რა დონის ლეგიონერები ჩამოვლენ "დინამოში". უმაღლესი დონის უცხოელი აქ ხანგრძლივი დროით არ წამოვა, მაგრამ გარკვეული ხნით მოვახერხებთ მის ჩამოყვანას. ევროთასებზე რომ უნდა დაგეხმაროს, იმ ლეგიონერს მინიმუმ ექვსი თვით ადრე ხომ ჩამოიყვან? იქნებ ამან მოაბრუნოს ხალხი სტადიონზე...

ოღონდ ერთხელაც ვიტყვი - ლეგიონერის ჩამოყვანა არ ნიშნავს, რომ კითხვის ნიშნის ქვეშ ვაყენებთ ჩვენს გეზს - ვგულისხმობ მაქსიმალურ ნდობას ახალგაზრდა ფეხბურთელების მიმართ. ეს გზა უცვლელი დარჩება.

თუ ფეხბურთი რამეს ნიშნავს საქართველოში, ეს კორპუსი იქ არ უნდა აშენდეს!

- 6 წლის წინათ, "დინამოს"პრეზიდენტის რანგში პირველი პრესკონფერენცია რომ გამართეთ, გკითხეთ და ახლაც გავიმეორებთ - ხომ არ აპირებთ 4-5-ათასიანი არენის აშენებას, რომელიც განკუთვნილი იქნება კონკრეტულად "დინამოს" საშინაო მატჩებისთვის?

- სხვათა შორის, მახსოვს ეს კითხვა და სწორადაც იყო დასმული. ახლა ჩვენთვის ძალიან მტკივნეულია ის, რომ "დინამოს" ბაზასთან შენდება 16-სართულიანი საცხოვრებელი კორპუსი. ეს შეუძლებელს ხდის ბაზის ნორმალურ ფუნქციონირებას.

ვიღაც ბიზნესმენს ფულის შოვნა უნდა "დინამოს" ბაზის ხარჯზე. ამ ბაზაში კი დევს დიდი ისტორია ჩვენი ფეხბურთისა, თავი რომ დავანებოთ ჩემს გულს, სულს და ფულს. სასამართლოს ძალიან დიდი იმედი მაქვს. მჯერა, ჩვენ მიერ წარდგენილი არგუმენტები წონადი იქნება. მზად ვარ, ავაშენო ასეთი სტადიონი იქ, სადაც ეს კორპუსი შენდება. იმედია, ჩაეტევა და თუ არ ჩაეტევა, მაშინ მზად ვარ, თუნდაც "ავაზას" ტერიტორიაზე ავაშენო პატარა სტადიონი. ახლა იქ კატასტროფული მდგომარეობაა...

თუ ამ ქვეყანაში რამეს ნიშნავს ფეხბურთი, არ უნდა აშენდეს ეს კორპუსი იქ, სადაც ქართული ფეხბურთის ისტორიაა. ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი საკითხი. დიდი იმედით ველოდებით სასამართლოს გადაწყვეტილებას.

- დაბოლოს: ალბათ, თქვენთვის სულერთი არ იქნება, თუ რომელ კლუბებში წავლენ ფეხბურთელები "დინამოდან"...

- არ ვარ ის ადამიანი, ფული ავიღო ფეხბურთელში და მისი მომავალი სულერთი იყოს ჩემთვის. პირდაპირ ვამბობ: "დინამოდან" თუ წავა ფეხბურთელი, წავა კარგ ევროპულ გუნდში, ან, მინიმუმ, რუსეთის პირველი სამეულის გუნდში. ფეხბურთელს ასე ალალბედზე ვერ დავტოვებ...

ეგ არის, დღეს ჩვენი ფეხბურთი ისეთ მდგომარეობაშია, რომ "დინამოდან" პირდაპირ ტოპ-კლუბში მოხვედრა ძალიან რთულია, პრაქტიკულად - შეუძლებელიც.

ჩვენ უნდა გავუშვათ ფეხბურთელი ისეთ გუნდში, რომელიც ტოპ-კლუბის წინა ეტაპი იქნება და თან ამ გუნდს ჩვენი მოთამაშე ძალიან უნდა სჭირდებოდეს...

ძალიან მახარებს ჩვენი აკადემიის გამართული მუშაობა. ჩვენ უკვე მივიღეთ, ასე ვთქვათ, პირველი მოსავალი. ყველაფერს დრო სჭირდება... ცოტა დრო კი დავკარგეთ, მაგრამ რა პერიოდსაც ვფიქრობდით, ზუსტად იმ პერიოდში მოიტანა შედეგი აკადემიამ. კი, შეიძლება გვყავდეს უმაღლესი დონის ლეგიონერები, მაგრამ ძირითადად ჩვენი აკადემიის აღსაზრდელებს უნდა დავეყრდნოთ.

იცით, ჩისკოს რამდენი ჰქონდა ხელფასი? 20 ათასზე მეტი. ასეა - თუ ხარისხიანი ლეგიონერი გინდა, მას შესაბამისი ანაზღაურებაც სჭირდება.

დიდი შრომა დევს ამ აკადემიაში. გვეუბნებიან, რად უნდათ ასეთი პირობებიო?! ჩემი აზრით, უნდათ! რატომ არ უნდა იყოს ბავშვი კარგ პირობებში? სპარტანულად უნდა გაზარდოთო. იქ ბოლომდე არის დისციპლინა დაცული. ჩემთვის სამაგალითოა "ბარსელონას" დიდებული აკადემია. თუ გადაჭარბებაში არ ჩამითვლით, ჩვენი ბევრად ნაკლები არ არის. მას უდიდესი როლი ეკისრება კლუბის ცხოვრებაში, სამომავლო წარმატებებში.

იყო შეცდომები ლეგიონერებთან დაკავშირებით, მაგრამ ჩვენ ველოდით აკადემიიდან შევსებას და რა გვექნა? ამიტომაც იყო შემთხვევები, როცა ჩვენთან, პირდაპირ რომ ვთქვათ, "ჩამოწერილი" ფეხბურთელებიც კი ხვდებოდნენ. აქ აღარ ჩამოვა ისეთი ფეხბურთელი, რომელიც მხოლოდ იმაზე ფიქრობს, როგორ გავიდეს პენსიაზე.

კიდევ ერთხელ ვამბობ - გაძლევთ პირობას, რომ მომავალ წელს ისეთი ლეგიონერები ჩამოვლენ, თქვენც კმაყოფილნი დარჩებით.

გია ტუხაშვილი

ალეკო კაკაურიძე

(იბეჭდება მცირე ცვლილებით)

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

• 888

ამან ხომ ვერ დაანება ტყუილებს თავი.

• gia

ფიფია გაგებასჰი არა აკადემიასჰი კარგად არისო საკმე აუუ როგორ ატკუებენ ამ უცოდინარ ფიფიას

• დიტო

მომავლის იმედიტ ისევ ასე 25 წელი ასე ვართ და უკვე მივეჩვიეთ იმედია მომდევნონ 25 წლის განმავლობასი ცოტა რამერ შეცვლება

• გუჯა კახაძე

დღეს "დინამომ" აჩვენა "სვარკა" და "ლოკომოტივმა" ამ საზიზღრობას ხელი ვერ შეუშალა!

• mixeil saakovi

კარგია ელგუჯა ლობჯანიძემ გაიტა გოლი!

• quTaiseli

ხოდა მერე თუარ მოგწონთ დინამო ამ კაცის ხელში ადექით და შეისყიდეთ საუბარიც აქ მორჩება. ხოარ ესმის ფეხბურთი ხოდა ვისაც უყვარს ესმის და ამაზე მეტი ფულიც ააქ იმან იყიდოს.კრიტიკა ადვილია და საქმის კეთება და საუბარი იოლიო ნათქვამია.სიმართლე კიდე ერთ რამესია არარის ეს კაცი არც აბრამოვიჩი და არც სხვა მილიარდელივით წელმაგარი თორე ამას რო ქონდეს წლიური შემოსავალი ახმეტოვივით რა შახტარზე ნაკლები გუნდი ეყოლებოდა.ასი მილიონი ევრო ქონდა შახტარს უეფა რო მოიგო ბიუჯეტი.იმის გარდა რო ფეხბურთელებშიც კაი გვარიანად იხდიდა მაყუთს

• nugo

რამდენი კომენტარი წერია და რამდენია შორს რეალობიდან. ფიფიას ისეთ რამეში აკრიტიკებენ თითონ 2 ლარიანი ბილეთი არ უყიდიათ რომ რამეში მაინც წვლილი შეიტანონ. ვინც არ შრომობს იმას შეცდომა როგორ მოუვა. ახალგაზრდა ფეხბურთელები ვისაც გაინტერესებს და ვინ გაიზარდა ბოლო პერიოდშიო- გადახედეთ დინამოს დღევანდელ შემადგენლობას და მერე სატურნირო ცხრილსაც გადახედეთ

• 11

ძალიან ბევრ კომენტარებს ბლოკავთ. რისი ან ვისი გეშინიათ? ფიფიაზე რაც კრიტიკა ისმის ბლოკავთ და არ აქვეყნებთ კომენტარებს. ფიფია დინამოს შავი ფულის გასათეთრებლად იყენებს ეს ყველამ იცის

• Vova

Tbiliski95,3 მილიონიან ქალაქში 300 კაცზე მეტი რომ არ დადის ფეხბურთის საყურებლად 80 000 სტადიონზე მართლა საამაყოა

• ომაზი

ბატონო რომან, თქვენ დიდი კაცი ხართ. თქვენზე შეძლებულებმა არ მოკიდეს მაგ საქმეს ხელი. ღქვენ ფეხბურთი, სამშობლო გიყვართ. მეშინია რაიმე არ გატკინოთ, მაგრამ დიდი ხანია მინდა გითხრათ; შედეგი რომ იყვეს ნორმალური, გირჩევთ ვიცეპრეზიდენტად მოიყვანოთ მერაბ ჟორდანია და თქვენ საორგანიზაციო საქმით დაკავდით და ფეხბურთი მთლიანად მას მიანდეთ

• Tbiliski95

ბატონო რომან, ვამაყობ თქვენით. ქართულ ფეხბურთისათვის ყველაფერს აკეთებთ, და ამ ბოღმა ხალხს ნუ უსმენთ, ასე გააგრძელეთ - ბრავო!

• 1

ფიფია გრცხვენოდეს რა "სიმერთლესაც" აქ ლაპარაკობ... "ბრავო" შენ... სასაცილოები ხართ

• vova

ლაშა, ფიფიას ხელში აღზრდილი 1 დინამოელი ვარსკვლავი დამისახელე! რომელსაც თუნდაც ალბანეთში მაინც იცნობს ვინმე მგონი ბრმაც მიხვდება რომ ამ ადამიანმა ფეხბურთის და პროფესიონალური ფეხბურთელების განვითარება ვერ შეძლო

• ლაშა

თუ 4გუნდი მაინც არ გაივსება ხარისხიანი ლეგიონერებით, აზრი არააქვს არაფერს, ფიფიასნაირი პატრონი ჰყავდეს რამოდენიმე გუნდს ამას.არაფერი აჯობებს

• ნათია

მეტი რაღა უნდა ჩამოვიდნენ, ისეც ფრინავენ ბიჭები :)))) მთალდ ისეც ნუ გავძლიერდებით ევროპა რომ უკან მოვიტოვოთ, თორემ დაინახავენ ჩვენს გამოხეულ შარვლებს უკანალზე.

• vova

ანალოგიური კლასის ფეხბურთს ევროპაში მე4 მე5 ლიგაში თამაშობენ ის ილუზიები რომ დინამო უმაღლეს სტანდარტებს მიაღწევს უნდა დავივიწყოთ!

• გუჯა კახაძე

მოგესალმებით ბ-ნო რომან! იქნებ გადახედოთ - ქართული ფეხბურთის მომგებიან ბიზნესად გადაქცევის მოკლევადიანი პროგრამა-ს, რომელიც სირბილისა და სიარულის სწავლების ცენტრი-ს გვერდზე დევს. იქ განმარტებულია რა უნდა გაკეთდეს, ქართველი ფეხბურთელი რომ განვითარდეს და ევროპელ, საშუალოზე მაღალი დონის ლეგიონერს კონკურენცია როგორ გაუწიოს და სტადიონზე გულშემატკივარი ადვილად მოიზიდოს. იქნებ თვითონ გადახედოთ ამ პროგრამას - სპეციალისტების იმედი ნუ გექნებათ. მათ რამდენჯერმე ავუხსენი , მაგრამ ვერფერი გაიგეს და არც მალავენ. ამ პროგრამის გაგებას მაღალი ინტელექტი სჭირდება!

• Jango

რად უნდა დინამოს ახალი 4-5000 იანი სტადიონის შენება? როდის იყო ბოლო 15 წელიწადს დინამოს საშინაო მატჩზე 4000 ადამიანი? დინამოს პიკური საშინაო დასწრებაა 2000 ადამიანი, ეს კი არის 105 მეტრის სიგრძის 11 საფეხურიანი რკინის კონსტრუქციის ტრიბუნა,რაც მას დაუჯდება მაქსიმუმ 150 000 ლარი (ასეთია მარტვილის ტრიბუნა, სამტრედიის კიდევ უფრო მცირეა, იქ 1540 ეტევა) სტადიონის ცალ მხარეზე. ესაა და ეს 2000 კაცზე მეტი უახლოეს 10 წელიწადს დინამოს საშინაო მატჩებზე მაინც არ ივლის :) ისე კი რასაც ჰქვაია კაპიტალური 5000 იანი სტადიონის ნულიდან აშენება, ამას რაც ფული უნდა, იმ ფულით და კარგი პიარტექნოლოგიებით,კარგი მენეჯმენტით,მართლაც შესაძლებელი იქნებოდა დინამოს მატჩებზე თუნდაც 10 000 ადმიანის მოყვანა იმავე დინამოს სტადიონზე,მაგრამ სანამ თუნდაც ერთი ბიუჯეტის ხარჯზე მომუშავე კლუბი არსებობს 1-ლ და მეორე ლიგაშიც კი, მანამდის ფეხბურთს გემო არ ექნება, ეს ბიუჯეტის ფულით მოსაზრდოვე კლუბები არიან ფეხბურთის მტრები, სურთ მათ ეს თუ არა, იგივე ჩემპიონი სამტრედია, იგივე ტორეპდო, კოლხეთი, დინამო ბათუმი, ნებსით თუ უნებლიეთ არიან ფეხბურთის განვითარების საწინააღმდეგო მხარეს. ამის მაგალითია სამტრედიას არაჩემპიონური და არაპროგნოზირებადი მატჩები,ასევე კოლხეთის,ასევე საერთოდ მუდმივ პრობლემებში არსებადი ბათუმი და ტორპედო. სანამ ყველა კლუბი არ გახდება კერძო, მანამდის არაფერი იქნება, მესი და რონალდოც რომ ჩამოიყვანოთ, მაინც ცარიელ სტადიონზე იქნება თამაში თბილისში.

• status quo

შენ კი გაქრი რომანა...

• silovan

ფეხბურთის და საერთოდ სპორტის დაუწერელი კანონია, გაქვს შედეგი გაქებენ, არ გაქვს გაგინებენ. ასე, რომ მტავარია შედეგი. ვნახოთ, ღმერთმაც ქნას.

• akia

ფული მისია ბიძიკო და უნდა 20 ათასს მისცემს და უნდა 50 -ს, შენ რა თამაშზე დასასწრებ ბილეთს ყიდულობ, თუ რა? ითამაშე და შენც მოგცემენ, თუ არადა ბალღამს მანიც ნუ ანთხევ

• კოტე

ტრამპივით ლაპარაკობს. 20 ათასიან-ხელფასიანი ლეგიონერით თუ აპირებს საქართველოს გაკვირვებას, მაგრად ცდება.

• dato

ბევრ რამეში არ ვეთანხმები ფიფიას, თუმცა მოვიდა დრო აკადეემის აღზრდილი ფეხბურთელების, მე დიდი იმედი მაქვს ამ ნიჭიერი და გულანთებული ბიჭების!

• ნოდა

მესი თუ ჩამოიყვანეთ გვეშველება,სხვა არაფერი......

• haha

1) ადრე უნდა დაგეწყო რეფორმა. ჯობს გვიან ვიდრე არასდროს. 2) 10 გუნდა მართლაც კარგი ვარიანტია, გარისკვაა ახალგაზრდების ნდობა, მაგრამ ღირს. 3) ქვეყანა წინ მიდის, საჭიროა ფეხის აწყობა. უკან მოხედვა დამღუპველია.

• vaska777

რომან ჯიგარი ხარ! დინამოსათვის ყველაფერს აკეთებ!

• 1,2,3,5,8...

რჩევას თუ სხვას ეკითხება თანაც უფასოდ კიდე კაი შედეგი აქ დინამოს

• ბიძინას ზებრა

ქვეყანაში აღმავლობააო

• გენო

16 გუნდიანი ჩემპიონატი ჩიონეთს აქვს ჩვენ ვიზე ნაკლები ვართ!!!!!!!!!!!

• georgian

რომან ბევრს აკეთებ ქართული ფეხბურთისთვის და კონკრეტულად დინამოსთვის,მაგრამ ხშირად წყალში გეყრებათ დრო და ფული. ამის მიზეზი არის არასწორი საკადრო პოლიტიკა. იმედია აღარ გაიმეორებთ დაშვებულ შეცდომებს და ერთად გავიხარებთ. წარმატებები!

• გოგი

"ქვეყანაში მიდის აღმშენებლობა"-:))))) რომელ ქვეყანაში ცხოვრობს ეს?

• ROMAN!!

წადი!!! უბრალოდ წადი!!!

• asea es!!!!!!!!

ქართველ კაცს ფეხბურთით ტკბობა ენატრება და არა ბრტყელ-ბრტყელი სიტყვები. თუ შედეგი არ იქნა მიღწეული, ყველაფერს ფასი დაეკარგება, მათ შორის რომანის მიერ გაწეულ, მართლაც კარგ საქმეს. შედეგი და კიდევ ერთხელ, შედეგი!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!

• გოგა

ბატონო რომან დარასელიას სახელობის ტურნირი ყველაფერს გვეუბნება, ბავშვთა ფეხბურთი ნულის ტოლია არა მარტო თქვენტან მთელ ქვეყანაში. ფული უნდა ჩადოთ თუ გინდათ წარმატებას მიაღწიო, საკმარისია სულ ერთ წრეზე სიარული.

• xxx

ევროპული კლუბები ძალიან გამდიდრდენ გაზლიერდენ ბევრი ფულია საჭირო ანგარიშგასაწევი გუნი რომ გახდე თუნდაც ლიგაზე გახვიდე და ექვისივე თამაში წააგო ამასაც დიდი შრომა და ფული ჭირდება დინამოსი ბევრი ფული უნდა ჩაიდოს და ლეგიონერებს უნდა მიაწვეს

• Guadua

რომან უცვლელი, ისევ თავის არღანს ატრიალებს, ასჯერ რომ ჩამოართვა ინტერვიუ, შინარსი ერთი იქნება. რომან 10 კი არა 6 გუნდიანი უნდა ამოგეჩემებინა ჩემპიონატი და ეს იქნებოდა ყველაზე მეტად მისაღები შენთვის. და ასეთები ამბობენ მერე ფეხბურთს რა უნდა ამე ვიციო :)

• giga

ბოლი ბოლი ბოლი ბოლი

• kika

საუბარი კარგი აქვს,მაგრამ ჯერ შედეგს ვერ ვხედავთ. წელს დინამო თუ გაჩემპიონდა ამ ბიჭებიდან გაისად კლუბში ალბათ აღარავინ დარჩება.ჭ კლასის გუნდაბში გადავლენ და მერე თავიდან დავიწყებთ ისევ მოჯადოებულ წრეზე სიარულს.

ტური 14: დაძაბულობა, ბოლო წუთების დრამა, სადებიუტო გოლები

"იბერია 1999" და "ტორპედო" კვლავ იგებენ

"სამგურალს" ფალკაოს და სკოლარის ყოფილი თანაშემწე ჩაუდგა სათავეში

20 წ. | მსოფლიომდე ინგლისთან

თოფურია vs ოლივეირა: დიდ დაპირისპირებამდე – წინასწარი ანალიზი და მოლოდინები

"მათ კომპლექსები არ გააჩნიათ" - ლაპორტა "ბარსელონას" ფეხბურთელებზე

[VIDEO] ბრწყინვალე იამალის გოლი და საგოლე პასი - "ბარსელონა" ვადამდე გახდა ჩემპიონი

[VIDEO] უმძიმესი კადრები "ელ პრატიდან" - "ესპანიოლი" "ბარსელონას" მატჩი რამდენიმე წუთით შეჩერდა

ლეგენდა მიდის - "ლიონის" მთავარი თავდამსხმელი მიქაუტაძე გახდება

ევროპის ჩემპიონატზე საქართველოს ნაკრების მეტოქეები ცნობილია

Ballon d'Or 2025: კვარაცხელია რეიტინგში კიდევ უფრო დაწინაურდა

მოურინიოს პორტუგალიის ნაკრების მწვრთნელად არ დანიშნავენ

მარადიშვილი საქართველოს ნაკრების ფეხბურთელი უნდა გამხდარიყო, ახლა კი შეიძლება კარიერის დასრულება მოუწიოს

"ესპანელი ბიჭუნა ხარ" - მახაჩევმა თოფურიას მიმართა

პსჟ გოლების მანქანის შეძენას გეგმავს

"რეალისთვის" ყველაფერი გავაკეთე" - კარლო ანჩელოტი

სუპერლიგის ფინალურ სერიაში "ქუთაისი" და თსუ შეერკინებიან

ფეხბურთელი, რომელმაც კვარასთან ერთად სკუდეტო მოიგო, სერია C-ში ითამაშებს

"დე ბრუინს "ნაპოლის" შესახებ ეს უთხრეს" - ცნობილმა იტალიელმა ჟურნალისტმა ბელგიელზე ისაუბრა

"ქართული ფეხბურთის ხარისხი იზრდება და ეს შთაგონება სხვა პატარა ქვეყნებისთვისაცაა" - სავიოლა ლეგენდების მატჩის წინ

"იცით, "ალავესის" ფეხბურთელმა რა მითხრა?" - მამარდაშვილი

უარი "ლივერპულს" და "ჩელსის" - ალონსოს ინიციატივით "რეალმა" პირველი ტრანსფერი შეათანხმა

[VIDEO] "გოლდენ სტეიტი" პლეი-ოფს გამოეთიშა - "მინესოტა" კონფერენციის ფინალშია

ქართველი ტალანტი ჩაკვეტაძის სტილითა და ტოპჩემპიონატის პერსპექტივით - რა აახლოებს ხვიჩას "ოქროს ბურთთან" - ნუკრი რევიშვილი ბევრ თემაზე

"ეგეთი ნაბიჯები პირველად მოხდება, რაც 11 წელია "დინამოს" პრეზიდენტი ვარ" - რომან ფიფიამ გასულ სეზონსა და სამომავლო მიზნებზე ისაუბრა [VIDEO]

დაბრუნებაც, დებიუტიც... "იბერია 1999"-მა და "დინამო ბათუმმა" მოიგეს, ერთი მატჩი ფრედ დასრულდა

ეროვნული ლიგა. I ტური. "დინამო" (ბთ) - "დინამო" (თბ) [LIVE]

"უოტფორდმა" ჩისკო გაათავისუფლა

წარმატებული უცხოელი მწვრთნელები, რომლებმაც ქართულ ხასიათს გაუგეს

კვარას შეუძლია "რეალში" ან "ბარსელონაში" ითამაშოს, ის ამისთვის მზადაა - ლაშა სალუქვაძე

ყაზახეთის ნაკრები თბილისის "დინამოს" ყოფილ მწვრთნელს ჩააბარეს

მწარე გაკვეთილი რომ არ განმეორდეს - თბილისის "დინამოს" ავსტრიული შეკრების ანალიზი

16 წელი ისტორიული გამარჯვებიდან - 2003 წლის 30 აპრილი. საქართველო-რუსეთი 1:0 [VIDEO+PHOTO]

კახა კაჭარავა: ყველას გვინდა, რომ შვეიცარიასა და ხორვატიას მოვუგოთ, მაგრამ...

ვახტანგ ჭანტურიშვილი უკრაინულ "ოლეკსანდრიაში" ითამაშებს

ᓒᓘᓝᓠᓒᓘ ᓛᓔᓠᓔᓑᓐᓨᓕიᓚᓘ: ...ᓗᓘᓗᓥᓝᓡ "ᓓᓘᓜᓐᓛოᓨᓘ" ᓙᓘ ᓐᓠᓐ, ᓡᓮᓕᓐ ᓒᓣᓜᓓᓨᓘ ᓕᓗᓐᓛᓐᓨᓝᓑᓓᓘ

"საქართველოში მიაჩნიათ, რომ..." - ლაშა სალუქვაძემ "დინამო"-"ნეფტჩის" მატჩის შესახებ ისაუბრა

"მე საერთოდ ვერ წარმომიდგენია, როგორ შეიძლება, ირაკლი 11-კაციან განაცხადში ვერ მოხვდეს" - რევიშვილმა აზაროვზე ისაუბრა

ვიტალი დარასელიას თასი: ეს მარცხი არ არის კატასტროფა, მაგრამ... [VIDEO]

კახა კაჭარავამ და მისმა თანაშემწეებმა "სამტრედია" დატოვეს

"ხვიჩას ბევრი საუბარი არ უყვარს... გუნდურად უფრო გაზრდილია... სიყვარული ხელს ვერ შეგიშლის" - ნუკრი რევიშვილი

ალექსანდრე იაშვილი: ყველას დავანახეთ, რომ შეგვიძლია ასეთ გუნდებთან თამაში და მათი დამარცხება

"მომავალი წლიდან ძირითადი აქცენტი აკადემიის აღზრდილებზე გაკეთდება, მწვრთნელი კი ეს ადამიანი იქნება..." - რომან ფიფია განცხადებას ავრცელებს

ჩისკოს პრემიერლიგის მომგები მწვრთნელი შეცვლის

საქართველოს ჩემპიონატი და ლეგიონერები: სარეკორდო სეზონი

ქართველ ფეხბურთელებს რაც აკლიათ, ეს არის პროფესიონალიზმი - კახა კაჭარავას ინტერვიუ

[სავარაუდო ტრანსფერი] ვახტანგ ჭანტურიშვილი ტრნავის "სპარტაკში"?

"როგორც ფეხბურთში ერკვევა, ისე ერკვევა პოლიტიკაშიც" - რას აცხადებს ირაკლი კობახიძე რომან ფიფიაზე?

soccer.ru: რუსეთის ჩემპიონატის 10 ყველაზე რეიტინგული ქართველი - ბრწყინვალეები, ჩემპიონები, ბომბარდირები, სიმბოლო და ჯარისკაცი

თბილისის "დინამო" სახალხო კლუბია, რომელიც მუდმივად დგას ქართველ ხალხთან ერთად" - ფიფიას პასუხი კობახიძეს

რუსეთის დამარცხება ასათიანის გოლით, "ბარსელონასთან" მოგება... - ინტერვიუ ფოთის "კოლხეთის" მწვრთნელთან...

"ლეო, "ბარსელონაში" დაბრუნება მინდა" - ნეიმარი - 13 ნოემბრის დაიჯესტი

იაშვილი: მიზანია ვიბრძოლოთ პლეი-ოფის საგზურისთვის, მინიმუმ მეორე ადგილისთვის

არასაკმარისი ხალხი ქართულ ფეხბურთში, ცოდნის არასწორად გადაცემა და რესურსი, რომელიც იკარგება...

ლაშა სალუქვაძე: ხვიჩას შეუძლია დიდ გუნდში ითამაშოს

ეროვნული ლიგა. V ტური. "დინამო" (თბ) - "გარეჯი" [LIVE]

ჩისკო Marca-ს მამარდაშვილზე ესაუბრა

ჩისკოს გუნდმა ლიდერი მეორედ დაამარცხა და პრემიერლიგას კიდევ უფრო მიუახლოვდა [VIDEO]

ველით სისტემის შეცვლას - ვილი სანიოლი და საქართველოს ნაკრები სომხეთისთვის ემზადებიან

ლაშა სალუქვაძე: ხვიჩა რუსეთში თავს ცუდად გრძნობდა

თბილისის "დინამოს" იურაი იარაბეკის ნაცვლად ქართველი სპეციალისტი გაწვრთნის

ეროვნული ლიგა. IV ტური. "თელავი" - "დინამო" (თბ) [LIVE]

გავაუმჯობესებ ინგლისურს, ჩავალ ესპანეთში, ვნახავ იტალიურ ფეხბურთს - ჩისკოს გეგმები

კვეკვესკირის როლი გასახდელში დიდია... ეს კონკურენციაა... ბათუმში კარგი საფარი იქნება - სანიოლისა და იაშვილის პრესკონფერენცია

ᓠᓝᓛᓐᓜ ᓤᓘᓤᓘᓐ: ᓞᓐᓡᓣᓮიᓡᓛᓒეᓑᓚᓝბᓐს ᓡᓐᓙᓣᓗᓐᓠ ᓗᓐᓕᓖᓔ ვᓘღᓔბ! [ᓡᓠუᓚᓘ ᓕერᓡᓘᓐ]

"კვარაცხელია დღეს ესპანეთს დაამარცხებს და გუტის ამ მაისურს გაუგზავნის" - რევიშვილი ესპანეთთან დაპირისპირებაზე

"იბერია 1999"-მა და "დილამ" მოიგეს, ფოთში ფრე დაფიქსირდა

კახა კაჭარავა: ჩემპიონატის განახლებას ვემხრობი, რადგან ევროტურნირებს ქართული გუნდები კარგ ფორმაში უნდა შეხვდნენ

იარაბეკს ჭანტურიშვილი და პარუნაშვილი სლოვაკეთში მიჰყავს?

"ისეთები გვითხრა, მზად ვიყავით რუსეთის ნაკრები შეგვეჭამა!" - ლადო ბურდულმა მოჰყვა, როგორ აუმაღლა ივო შუშაკმა მოტივაცია საქართველოს ნაკრების ფეხბურთელებს რუსეთთან მატჩამდე

"დილამ" სტუმრად "ტორპედოს" მოუგო; ორი მატჩი ფრედ დასრულდა

კვარაცხელია - ზაფხულამდე დარჩენა, "მანჩესტერი" თუ მაინც პსჟ - "გადამწყვეტი თავად ფეხბურთელის სურვილი იქნება"

"ფიფია უთავმოყვარეო კაცია, მის ხელში "დინამო" სირცხვილთან და თავის მოჭრასთან ასოცირდება" - ნიკოლოზ მჟავანაძის მწვავე შეფასება ქართული გუნდის "ასტანასთან" მარცხის შემდეგ [VIDEO]

[ლელოს სტუმარი] "შესაძლოა, იმიტომაც, რომ თავმდაბალი ვარ...."

ოფიციალურად: თბილისის "დინამოს" ახალი მთავარი მწვრთნელი ჰყავს

[წარდგენა] ბიჭები ძმობისა და მეგობრობის ქალაქიდან...

სამწვრთნელო თემა: საინტერესო ტენდენციები ქართულ ფეხბურთში

"არ მინდოდა პირადი რაღაცების თქმა, მაგრამ ბუდუზე ეს უნდა მოგიყვეთ..." - რა განაცხადა იაშვილმა ზივზივაძეზე

ალექსანდრე იაშვილი: ანტალ იაკობაშვილთან საუბარი გვქონდა, მაგრამ სამწუხაროდ, მას უნგრეთის ნაკრებში სურს თამაში

"რუსთავმა" თურქულ შეკრებაზე წასაყვანი 26 ფეხბურთელი დაასახელა

ლაშა პარუნაშვილი: ამისთვის ათი წელი მაინც გვჭირდება...

ამჯერად სამშობლოში - ჩისკომ "უოტფორდიდან" წამოსვლის შემდეგ ახალი გუნდი 1 თვეში იპოვა

ნუკრი რევიშვილი: ქართველი ფეხბურთელები რუსებზე ნიჭიერები არიან