საქართველოში საფეხბურთო სეზონი დაიწყო. გაჩაღდა-თქო ვერ ვიტყვით, უამინდობამ ფაქტობრივად ჩაშალა პირველი ტური, მაგრამ სალაპარაკო ახლა ეს არ არის.

გვინდა, წინასასეზონო პერიოდი შევაჯამოთ და გადავხედოთ გუნდების პოტენციალს, ვინ - გაძლიერდა, ვინ - დასუსტდა, ვის რა მიზნები შეიძლება ჰქონდეს...

იქნებ, ეს ადრეც უნდა გაგვეკეთებინა, მაგრამ 11 მარტამდე სატრანსფერო ფანჯარა ღიაა და ამ მხრივ სიახლეებს, ალბათ, კიდევ უნდა ველოდოთ, მაგრამ გავლილმა პერიოდმა ისედაც საკმარისი საზრდო დაგვიტოვა მსჯელობისთვის...

"იბერია 1999" (თბილისი)

საქართველოს მოქმედი ჩემპიონი რჩება ერთ-ერთ მთავარ ფავორიტად და ამის თქმის საფუძველს გვაძლევს ის სატრანსფერო კამპანია, რაც დედაქალაქურ კლუბის ხელმძღვანელობამ აწარმოა.

არადა, "იბერია" არაერთ წამყვან ფეხბურთელს (გიზო მომაგეიშვილი, სანდრო ალთუნაშვილი, დერეკ აგიაკვა, გიორგი ჯგერენაია, ლუკა სილაგაძე...) შეელია, იმ ფეხბურთელებს, რომელთა მხრებზე გადაიარა საჩემპიონო სეზონმა, მაგრამ...

"იბერიას" ბოლოდროინდელი წარმატებების საიდუმლოც ის არის, რომ კლუბი ოპერატიულად ახერხებს ნაპრალების ამოვსებას - პაატა ღუდუშაური, ირაკლი ბიძინაშვილი, ვახო ბედოშვილი, ზვიად ნაჭყებია...

საინტერესო ფეხბურთელები არიან ახალი ლეგიონერები - ლუკას კაფე, ტერენს კონგოლო, ვაჰიდ სელიმოვიჩი, ლუკას კაფე...

დასკვნის სახით ვიტყვით - "იბერია" თუ არ გაძლიერდა, იმაზე ნაკლები ძალისა არ იქნება, რაც გასულ სეზონში იყო...

"დილა" (გორი)

საქართველოს ვიცე-ჩემპიონმა ტრადიციულად ნაყოფიერად იმუშავა სატრანსფერო ბაზარზე. "დილას" სკაუტები როგორღაც ახერხებენ ისეთი ფეხბურთელების ჩამოყვანას, რომლებიც კონკურენტუნარიან გუნდს ქმნიან...

ყოველ შემთხვევაში, ასე იყო წინა წლებში. როგორ იქნება ამჯერად? გორელთა ახალ ლეგიონერებზე ჯერ ბევრი არაფერი ვიცით და ვერც ზედმეტ ავანსებს გავცემთ. მათ ჯერ მინდორზე უნდა გვაჩვენონ თავიანთი პოტენციალი...

ფაქტია, გუნდს ძალიან დააკლდებიან ალექსანდრე ანდრონიკაშვილი, აბუბაქარ კონტე, დეო ბასინგა...

ქართველი ფეხბურთელებიდან განსაკუთრებით უნდა აღვნიშნოთ გამოცდილი ნიკოლოზ მალის მოსვლა, რომელსაც გუნდში ხვდებიან ოთარ ფარულავა, შოთა შეყილაძე...

და მაინც, "დილამ" დაკარგა წინა სეზონის ღერძიც და ბირთვიც. ამდენად ეს ყველაფერი, დიდწილად, თავიდანაა შესაკოწიწებელი და გორელთა წარმატებაც იმაზე იქნება დამოკიდებული, რამდენად დროულად დაასრულებენ ამ პროცესს.

"ტორპედო" (ქუთაისი)

ქუთაისის "ტორპედოს" ქომაგები ჩემპიონატის სტარტამდე უკმაყოფილონი იყვნენ სატრანსფერო კამპანიით და მათი განწყობა გაამყარა პირველ ტურში "სპაერთან" განცდილმა საშინაო მარცხმა.

არ დავიწყებთ გულშემატკივართა კომენტარების განხილვას, მოკლედ ვიტყვით - ბევრმა უკვე ღიად მოითხოვა კლუბის მეპატრონის შეცვლა, მაგრამ არა გვგონია ახლა ეს პანაცეა იყოს.

უბრალოდ, დასახული მიზნების ("ტორპედოს" შემთხვევაში ლაპარაკია მხოლოდ ჩემპიონობაზე) მისაღწევად, შეზღუდული რესურსი ვერ იქნება კარგი მეკავშირე. მარტო გიორგი არაბიძის დაბრუნებით თავის მოწონებამ კი ეფექტი დაკარგა.

ძალიან საინტერესო გადაწყვეტილება იყო პოლონეთიდან ახალგაზრდული ნაკრების ფორვარდის, დიეგო დეისაძის ჩამოყვანა, თუმცა...

"ტორპედოს", ვფიქრობთ, გაუჭირდება მოკლე სათადარიგო სკამით "იბერიასთან" კონკურენცია და არც ევროთასებისთვის იქნება ეს შემადგენლობა საკმარისი.

დანარჩენები...

თბილისის "დინამო" კიდევ ერთხელ ხვდება სეზონს ახალი გუნდით. ვერ ხერხდება გუნდის ბირთვის (7-8 ფეხბურთელი) შენარჩუნება.

წავიდა თორნიკე მორჩილაძე, რომელიც გასულ სეზონში გუნდის ბომბარდირი იყო. როდის მოირჩენს ტრავმას ჯაბა კანკავა, ესეც საკითხავია. ბოლო მომენტში პოზიტიური ნაბიჯი იყო ალექსანდრე კალანდაძის დაბრუნება.

ბათუმის "დინამოს" ამბავი ყველამ ვიცით - კლუბში მოვიდა ახალი მფლობელი და მენეჯმენტი, თუმცა ზღვისპირელები ზაფხულამდე ფეხბურთელებს ვერ დაიმატებენ და ძველი კადრებით მოუწევთ ფონს გასვლა.

ერთი დადებითი ის არის, რომ ეს შემადგენლობა, ასე თუ ისე, შეთამაშებულია და გიორგი ჭიაბრიშვილის გუნდმა იმაზე ცოტა უკეთესად მაინც უნდა ითამაშოს, ვიდრე - გასული სეზონის ბოლოს.

"სამგურალის" შუა ხაზს ძალიან დააკლდება დემურ ჩიხლაძის წასვლა, თუმცა პოზიტიური მომენტია ნიკა ხორხელის დაბრუნება. წყალტუბოელებს უნდა გამოადგეთ ლევან გეგეჭკორის მოსვლაც.

"გაგრამ" სეზონის წინ რებრენდინგი ჩაატარა, კლუბს ახალი ლოგო აქვს, მაგრამ გადაჭრით ვერ ვიტყვით, გუნდი შარშანდელთან შედარებით გაძლიერდა. პირიქით, სერიოზული დანაკლისია გიორგი ხარებაშვილის წასვლა.

ეროვნული ლიგის დებიუტანტებმა გვარიანად "ივაჭრეს" სატრანსფერო ბაზარზე. "სპაერმა" პირველივე ტურში დაამტკიცა, რომ საჩუქარი არავისთვის იქნება.

ტყიბულის "მეშახტემ" დაიმატა ირაკლი სიხარულიძე, მათე კვირკვია, ცოტნე ფაცაცია... საინტერესო შემადგენლობას მოუყარა თავი "რუსთავმაც"...

ასე რომ, ველოდებით დაძაბულ ჩემპიონატს, მაგრამ არ ველოდებით უკეთესობას ხარისხში, ყოველ შემთხვევაში, ჯერჯერობით... ნეტავ, ვცდებოდეთ...

მერაბი ჩხოროწყუ
კი სამწუხაროდ მივდივართ უკან უფსკრულში საკლუბო ფეხბურთი,ვერ მოხერხდა კარდინალურად რეფორმების შესახებ,55 ადგილი რეიტინგში სამწუხაროდ ჩვენია, ვართ დონეზე როდესაც ვერ გავდივართ პირველ ეტაპს, პაიდე, რედ იმპსი,ეს მალტის ხამრუნი, ფარერის მეთევზეები, მეგობრებო სირცხვილია ეს ყველაფერი და სამწუხაროდ არაფერი კეთდება, ფედერაცია იძახის არაფერი შუაში ვართო , ზოგიერთი პროფესორი აქ იძახის კერძო კლუბები არიანო, გამოსავალი არ ჩანს, საჭიროა სასწრაფოდ გადასვლა შემოდგომა გაზაფხულზე, ცხონებული უდიდესი ადამიანი დიდი პროფესიონალი ნოდარ ახალკაცის ჩანაწერი მოვისმინოთ, დაუჯეროთ ამ უდიდეს ადამიანს, პროფესიონალს, გავზარდოთ ლიგა 2 ში 16 გუნდამდე,და იქ დაწესდეს ლიმიტი იქ ითამაშონ ქართველი ახალგაზრდებმა ტალანტი ფეხბურთელებმა, მინდა ვუსურვო წარმატებები ქართული ფეხბურთს,ბოდო გლიმტი უნდა იყოს ჩვენთვის მაგალითი, იქ ნორვეგიაში ბალახი არ ამოდის,
alexandre
ნეტა იმ პერიოდს მომასწრო, როდესაც ევროთამაშებამდე 1-2 კვირით დრე არ საჭიროებდეს გუნდი შევსებას, როდესაც ლამის პირველ თამაშს ევრო ტურნირზე ატარებს ახალწვეული.
საქართველო
სგ მაგარი კომენტარია
გოგა
ევროტურნირებზე გასული გუნდები, როგორც ძლიერდებიან, ზუსტად ის შეფეგი გვაქ მერე, საკვალიფიკაციო ეტაპზე, ყველ ქვეყანაში ისწავლეს გუნდის გაკეთება, ჩვენთან დაშლა იციან მარტო და 6 თვიანი კონტრაქტები, მომდევნო სეზონიდან ბოლოში ვიქნებით რეიტინგში

ალექსანდრე კალანდაძე საქართველოში დაბრუნდა,სათამაშო პრაქტიკა ექნება და იქნებ ისევ აქაჩოს ფორმა!ჯერ ახალგაზრდაა,ყველაფერი წინ აქვს და თუ კარგად იმუშავა,კიდევ მოასწრებს,კარგ კლუბებში თამაშს.საბა კვირკველიამ ხომ მოახერხა,ფეხბურთიდან თითქმის წასულმა,წონაში რამდენი დაიკლო,ფორმაში ჩადგა,ევროპის ჩემპიონატზეც ითამაშა და დღესაც აგრძელებს კარიერას.ბათუმელები უფრო შეთამაშებულებიც იქნებიან,უფრო გაიზარდნენ კიდეც და ზაფხულში ტრანსფერებსაც მოიშველიებენ,ქუთაისელებს კი,გული ყელში ნუ გაბიათ,კაცი რამდენ ფულს ხარჯავს და ნუ გგონიათ,თქვენზე ნაკლებად სტკივა გული.რაღაცა გეგმა აქვს,ცდილობს შესრულებას,შესაძლოა არც გამოსდის,მაგრამ თქვენც თუ გადაუდექით,ცოდვაა.გამხნევება სჭირდება და ამის ნაცვლად,თქვენც ულტიმატუმებს უყენებთ?!კარგი,ეგეც წავიდა,მერე?!გასაგებია,რომ მეტი და უკეთესი გინდათ,მაგრამ ასე შესაძლოა კლუბის გარეშეც დარჩეთ და მერე ვის გაუპროტესტებთ,თქვენგან წამხდარს?ქუთაისის ტორპედო,საქართველოში არავისთვის არის რიგითი კლუბი,ნებისმიერ ფეხბურთის ქართველ მოყვარულს,ის და თბილისის დინამო,გულში ჰყავთ,მაგრამ დღეს რაც არის,ეს არის.რეალობას თვალი უნდა გავუსწოროთ.
"დილამ" ნახევარმცველი დაიმატა, რომელსაც ისრაელის ნაკრებში უთამაშია
VIDEO | ეროვნული ლიგა | სპაერი 1-4 დილა. ფეხბურთი, რომელიც ერთ ტაიმს ეყო
VIDEO | ეროვნული ლიგა | რუსთავი 0-2 იბერია 1999. მძიმე ყოფილა ლიდერის ტვირთი...
U21 | საქართველო V საბერძნეთი - 25 სექტემბრის განრიგი
ოფიციალურად - ალაბა ჩაკვეტაძის თანაგუნდელი გახდა
კბილაშვილმა და ორჯონიკიძემ ევროპის თასზე პირველი ეტაპი წარმატებით გადალახეს
ისევ ევროზე გასასვლელად ვიწყებთ! - ყველაფერი პირველ მატჩზე
"შავი ლომი" | შემადგენლობა სამხრეთ აფრიკის ჩემპიონთან
"შანსის გამოყენება აუცილებელია". საქართველო - ჩრდილოეთ ირლანდია | 24 სექტემბრის განრიგი
მამარდაშვილი: იმედი მაქვს, ოთხივე შეხვედრას წარმატებით ჩავატარებთ
უკრაინელი ექსპერტები: საქართველომ ცოტა მოუკლო - ჩვენ ბოლო 25-30 წელიწადში ყველაზე სუსტი ნაკრები გვყავს
L'Équipe: კვარაცხელიასთან კონკურენციისთვის შეძენილი გოდტსი იმედებს ვერ ამართლებს
"ვალენსიას" გადასარჩენად აგირეს უხმეს
"დილამ" ნახევარმცველი დაიმატა, რომელსაც ისრაელის ნაკრებში უთამაშია
ალეგრი კედელზე მუშტებს ურტყამდა - რატომ აკვირდება "ნაპოლი" კვერნაძეს?
გადაიხდის "ბაიერნი" ჰოლანში 220 მილიონს?
ნიკოლოზ ბასილაშვილი ჩენგდუს ტურნირის ძირითად ბადეში ითამაშებს
"ვფიქრობ, კერიკი თავს მოტყუებულად გრძნობს" - პოლ სქოულზი
"იმედი გამიცრუვდება, მე რომ ვერ მოვიგო" - კილიან მბაპე "ოქროს ბურთზე"
დუდუ დადიანის მემორიალი კსუ-კავკასიამ მეორედ მოიგო
"ცნობილმა ფეხბურთელმა ერთი ღამის სანაცვლოდ 100 000 ფრანკი შემომთავაზა, ჩემი პასუხი კი ასეთი იყო..." - ალიშა ლემანი
"ბარსელონაში" ტრანსფერზე უარი სწორედ ამიტომ ვთქვი" - ნიკო უილიამსი
ფეხბურთის პირველი მილიარდერი — როგორ დაწერა კრიშტიანო რონალდომ ფინანსური ისტორია
"დილამ" 19 წლის ბურკინა ფასოელი მცველი დაიმატა
ლევან შენგელია ბათუმის "დინამოს" ფეხბურთელია
"იბერიას" შესაძლო მეტოქე გაირკვა - ვის დაუპირისპირდება ქართული გუნდი ევროპის ლიგის პლეი-ოფში გასვლის შემთხვევაში
VIDEO | ეროვნული ლიგა | დინამო (ბთ) 3-2 ტორპედო. გოლებით, მწვავე მომენტებით, მაყურებლის ყიჟინით...
VIDEO | ეროვნული ლიგა | იბერია 1999 1-0 სპაერი. ფავორიტის მძიმე გამარჯვება
VIDEO | ეროვნული ლიგა | დინამო (ბთ) 3-0 სპაერი. ერთი ტაიმიც საკმარისი იყო...
ენეს მაჰმუტოვიჩი ბათუმის "დინამოს" ფეხბურთელია
"მიუღებელია, როცა ფედერაციის ხელმძღვანელობა გამოდის და ფანების კრიტიკას ცეცხლს უმატებს" - ტარიელ ხეჩიკაშვილი
VIDEO | ეროვნული ლიგა | რუსთავი 0-2 იბერია 1999. მძიმე ყოფილა ლიდერის ტვირთი...
VIDEO | ეროვნული ლიგა | სპაერი 1-4 დილა. ფეხბურთი, რომელიც ერთ ტაიმს ეყო
იმედია, ყველა არ გავარდება - დღეს ქართულ კლუბებს განმეორებითი მატჩები აქვთ
VIDEO | ეროვნული ლიგა | სპაერი 3-4 სამგურალი. უხვი გოლი და ორი განსხვავებული ტაიმი
ოფიციალურად | ნოდარ ყალიჩავა ბათუმის "დინამოს" ფეხბურთელია
"ტორპედომ" კიევის "დინამოს" აღზრდილი ფეხბურთელი დაიმატა
ქეცბაიას პირველი კომენტარი: მოედანზე თუ შევვარდებოდი და თამაშს ჩავშლიდი, თორემ...
[VIDEO] "რამდენიმე ფეხბურთელს ვესაუბრებით" - "ტორპედოს" მწვრთნელმა შესაძლო ტრანსფერებზე ისაუბრა და შეკრება შეაფასა
ლორიას შეცვლის - თბილისის "დინამომ" ბრაზილიელი მეკარე დაიმატა
VIDEO | ეროვნული ლიგა | სპაერი 1-1 რუსთავი. ლიდერმა დაამუხრუჭა
ბართიშვილს პირადად დააკვირდნენ - "არსენალის" სკაუტი "იბერიას" მატჩზე და ქართველის შესაძლო ტრანსფერის ამბავი
თბილისის "დინამომ" ბერძენ მცველს გაუფორმა კონტრაქტი
ჩხუბი მწვრთნელსა და ფეხბურთელს შორის - "იბერიამ" ღუდუშაური მთავარი გუნდიდან მოკვეთა
ყველაზე ძვირადღირებული და ტიტულოვანი - საბა კვირკველია ყირგიზეთის ჩემპიონატში ითამაშებს
კორღალიძემ "იბერია" დატოვა - მისი შემცვლელი ცნობილია
"ტორპედოში" 2 მატებაა - კლუბი დღეიდან მზადებას კვიპროსში განაგრძობს
ოთხიდან ოთხივე გავარდა - რა ვიხილეთ ქართული გუნდებისგან ევროტურნირებზე?
ქუთაისის "ტორპედო" საქართველოს ნაკრების ფეხბურთელს იმატებს
საბრძოლო ანგარიშებით საპასუხო მატჩებში - კონფერენს ლიგის მეორე რაუნდის პირველი შეხვედრების მიმოხილვა
იაჰია კალეი ბათუმის "დინამოს" ფეხბურთელია
VIDEO | ეროვნული ლიგა | იბერია 1999 2-1 დილა. 3 ქულა და მესამე ადგილი
[VIDEO] 2:7. ისტორიული სირცხვილი - თბილისის "დინამო" "ჟალგირისთან" განადგურდა და კონფერენს ლიგიდან გამოვარდა
"მომავალ წელს კლუბში მინიმუმ 20 მილიონი ლარის ინვესტირება მოხდება" - ტარიელ ხეჩიკაშვილმა "იბერიას" სამომავლო გეგმებზე ისაუბრა
"ჟალგირისის" ფეხბურთელებს შვებულება გადაედოთ - კიდევ ერთი სენსაცია კვიპროსში მოხდა
"ეს საქმისადმი არასწორი მიდგომაა" - ჭიაბრიშვილი გეგუჩაძის "იბერიადან" წასვლას გამოეხმაურა
"ტორპედო" ფულის საჭრელი მანქანა არაა და მალე ამას ყველა გაიგებთ!" - ქუთაისელთა ფანების პროტესტი
ბრუნდება თუ არა საქართველოში - ბათუმის "დინამოს" სპორტულმა დირექტორმა ჯოვინო ფლამარიონის შესაძლო ტრანსფერზე ისაუბრა
"დინამოს" ეს ფეხბურთელი უღირსად მოიქცა, ქართველებმა ბოდიში მოგვიხადეს..." - "ჟალგირისის" პრეზიდენტი მიმართვას ავრცელებს
Geo Team: საქართველოს ნაკრების ფეხბურთელი ბათუმის "დინამოში" ითამაშებს
"დილამ" კვლავ მოიგო, "დინამო თბილისი"-"სამგურალი" ფრედ დასრულდა
VIDEO | ეროვნული ლიგა | გაგრა 1-1 მეშახტე. ვის რაში არგია ფრე?
VIDEO | ეროვნული ლიგა | მეშახტე 2-2 სპაერი. ...ეს გოლი ყველაფერს გადაწონიდა
VIDEO | ეროვნული ლიგა | სამგურალი 2-3 დინამო (თბ). მთავარი არგუმენტი, ანუ რატომ იყო "დინამოს" გამარჯვება დამსახურებული...