დღეს, ნოვი სადში მედლები თავისუფალი სტილით მოჭიდავეთა დარჩენილ კატეგორიებში, 70 კგ-სა და მძიმე წონაში გათამაშდება
დღეს, 5 მაისს, სერბეთის ქალაქ ნოვი სადში მიმდინარე ევროპის ჩემპიონატზე მედლები თავისუფალი სტილით მოჭიდავეთა დარჩენილ წონით კატეგორიებში, 70 კგ-სა და მძიმე წონაში გათამაშდება. შესაბამისად, საქართველოს ნაკრებიდან დავით ტლაშაძე და გენო პეტრიაშვილი იასპარეზებენ.

შეხვედრები თბილისის დროით 12:00 სთ-დან დაიწყება და მათი ლაივ-სთრიმით ნახვა ამ ბმულზე შეიძლება.

შეგახსენებთ, რომ ბოლო საშეჯიბრო დღის წინ ჩვენს "თავისუფალთა" ნაკრებს 3 მედალი აქვს - 1 ოქრო და 2 ბრინჯაო. კონტინენტის ჩემპიონობა ვლადიმერ ხინჩეგაშვილმა იზეიმა, მესამეპრიზიორები კი ზურაბ იაკობიშვილი (65) და ელიზბარ ოდიკაძე (97) გახდნენ.

დღეს მოჭიდავე ჩვენი დუეტი უძნელეს ბადეში მოხვდა - ევროპის შარშანდელი ფინალისტი ტლაშაძეც და ევროპის მოქმედი ჩემპიონი, მსოფლიოსა და ოლიმპიური მედალოსანი პეტრიაშვილიც თავიდანვე თურქი და რუსი მეტოქეების გარემოცვაში მოექცნენ.

პეტრიაშვილი საკვალიფიკაციო ეტაპზევე რუსთა ევროპის ვიცე-ჩემპიონ ალან ხუგაევს ხვდება (სხვათა შორის, ამ ვლადიკავკაზელი ფალავნის ახლანდელი მწვრთნელი ქართველი გია ბერიშვილია), ამათში მოგებული კი მეორე წრეში თურქთა ოლიმპიურ, მსოფლიოს ორგზის და ევროპის სამგზის გამარჯვებულ ტაჰა აკგულსა და უკრაინელ დანილო კარტავის შორის უძლიერესს შეხვდება.

ამ ბარიერს ვინც გაივლის, მეოთხედფინალში უნგრელი დანიელ ლიგეტის, სერბ პედრაგ დუბაიცის, პოლონელი რადოსლავ ბარანისა და ბერძენი იოანის კარგიოტაკისის კვარტეტიდან გასულს დაეჭიდება.

პეტრიაშვილისგან განსხვავებით, წილისყრამ ბევრად გაუმართლა სომხეთის სახელით მოჭიდავე ლევან ბერიანიძეს. მართალია, მის მხარეს არიან აზერბაიჯანელთა მსოფლიოს ფინალისტი ჯამალედდინ მაგომედოვი, ბელორუსი ვადიმ შვედაუ და სლოვაკთა ნატურალიზებული ოსი სოსლან გაგლოევი, მაგრამ ეს ბადე სიძლიერით ვერც შეედრება ჩვენსას.

ტლაშაძე საკვალიფიკაციოდან თავისუფალია, მერვედფინალში კი თურქთა ევროპისა და მსოფლიოს არაერთგზის მედალოსან იაკუპ გორს შეხვდება. ამ წყვილში გამარჯვებულის მეტოქე რუსი ევროპის პრიზიორი ისრაილ კასუმოვის, გერმანელი ტიმ იურგენ მიულერისა და სომეხი ვალტერ მარგარიანის სამეულიდან გაირკვევა.

ტლაშაძეს თითქოს რუსი და თურქი არ ეყოფოდა, ნახევარფინალში ამ ბადიდან გასულის სავარაუდო მეტოქეებად პოლონელთა დაღესტნელი, შარშანდელ ევროფინალში მისი მომგები მაგომედმურად გაჯიევი, უკრაინელი სემენ რადულოვი, ბელორუსთა დაღესტნელი სურხო რაშიტხანაუ და ბულგარელი ევროპის შარშანდელი პრიზიორი ნიკოლაი კურცევი იქნებიან - ოთხივე ანგარიშგასაწევი მოჭიდავე.

(იბეჭდება მცირე ცვლილებით)

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

glaxuna
ეეხ, მგონია,სამწუხაროთ პეტრიაშვილს ლიდერის ფსიქიკა და მენტალიტეტი არა აქვს და სულ მე-3-ე ადგილისათვის დადგება... (ღმერთმა ინებოს-ვცდებოდე!) სასტიკად წააგო ოგკულთან ,არადა თავისუფლად შეუძლია მოგება,ბოლო-ბოლო რითი ჯობია ოგკული?!-მხოლოდ ფსიქიკით და გამძლეობით,ანუ ვარჯიშით! კენჭაძეს და ტლაშაძეს სერიოზული პერსპექტივები აქვთ,თუ თავს გ ა დ ა დ ე ბ ე ნ და ჭიდაობას ძლიერ შეიყვარებენ ,ძალისათვის,ანუ კიდევ უფრო მომძლავრებისათვის მაგრად ივარჯიშეენ ... მუდმივი ლ ი დ ე რ ო ბ ი ს ა თ თვის მსოფლიო მასშტაბით!
yala
geno navarjishebi araa etkoba, ra ukna turkma, sirzxvilo
1
გენოს ოლიმპიური ჩემპიონობა ეკუთვნოდა შარშან, მაგარი მოჭიდავეა, მაგრამ რაც იყო იყო. ახლა ევროპის ჩემპიონობა უნდა მოირგოს. მხოლოდ გამარჯვება გენო!
მიშა
გენომაც წააგო ((((((((((((((((((((((((((
სოსო
დათო ტლაშაძემ ძალიან დაძაბულ ბრძოლაში წააგო გორთან 6-7,არადა იგებდა 6-3 ს,მაგრამ ბოლოს ძალიან ცოტა დააკლდა ქულის აღებამდე.თითქოს ფეხი ეტკინაო,ისე მომეჩვენა,მაგრამ ბრძოლა მართლა ღირსეული მეტოქეებისა იყო და საყვედურს ვერ ვეტყვი ვერაფერში.მართლა ბოლო წამამსე იბრძოლა.
მიშა
ტლაშაძემ პირველივე წააგო
მიშა
გენომ პირველი მოიგო
იზა
ულოცავ გამარჯვებულებს, გვიხარია ძალიან, დღეს ვგულშემატკივრობთ დავითსა და გენოს, წარმატებები......
იზა
ულოცავ გამარჯვებულებს, გვიხარია ძალიან, დღეს ვგულშემატკივრობთ დავითსა და გენოს, წარმატებები......
მიშა
https://livestream.com/accounts/5297069/events/7343746

ამ ბმულზე ვერ ვუყურებ და იქნებ სხვა ლინკი დადოთ.
amirani
ar uchvenebs sxva linki dadevit ra
მიშა
ლაივ-სთრიმი არ ირთვება... (((
Irakli apkhaidze
ეს ბმული/ლინკი უსარგებლოა, იქნებ დადოთ სხვა ვერსია
ისევ სპორტში - ვლადიმერ ხინჩეგაშვილი ხალიჩას უბრუნდება
U23. მსოფლიოს ჩემპიონატზე სულეიმანიშვილმა ვერცხლის მედალი მოიპოვა
საქართველოს თავისუფალი სტილით მოჭიდავე 20-წლამდელთა ნაკრები ევროპის ჩემპიონია!
[VIDEO] ქერიკი და "მანჩესტერ იუნაიტედი" იღბლიან ზოლზე - "ტოტენჰემიც" დამარცხებულია
ხამეს როდრიგესი კარიერას MLS-ში გააგრძელებს
U22 | რუსთავმა ზედიზედ მე-15 მატჩი ჰიუნდაისთან, დაძაბულ ბრძოლაში მოიგო
დიდი ალბათობით, სეზონის ბოლოს სიმეონე "ატლეტიკოს" დატოვებს
კვარაცხელიამ ვარჯიში დაიწყო - რას გადაწყვეტს ლუის ენრიკე?
ოფიციალურად - გუგეშაშვილი "ატრომიტოსის" ფეხბურთელია
ჯოვანი: ვინისიუსი შეზღუდული შესაძლებლობების ფეხბურთელია
[VIDEO] ფიგურული ციგურაობა | ოლიმპიურ თამაშებზე მოკლე პროგრამით ანასტასია გუბანოვა წარსდგა
[VIDEO] ოლიმპიური თამაშების გუნდურ ასპარეზობაში მოკლე პროგრამით ბერულავასა და მეტელკინას წყვილი წარსდგა
ალექს ოქსლეიდ-ჩემბერლენი კარიერას "სელტიკში" გააგრძელებს
მადრიდის "რეალი" ფილ ფოდენის სანაცვლოდ 180 მილიონი ევროს გადახდას გეგმავს
"მათ ჩემი ოჯახის ფოტოებიც კი მაჩვენეს" - კალაფიორიმ "არსენალში" გადასვლის მიზეზი განმარტა
22-წლამდელთა ჩემპიონატში დღეს 7 მატჩი გაიმართა
"ბარსელონა" ლევანდოვსკის ახალ კონტრაქტს მხოლოდ ამ შემთხვევაში შესთავაზებს" - ESPN-ი პოლონელის მომავალზე წერს
ილია თოფურიას სასამართლო დავა დასრულდა - რა გადაწყვეტილება მიიღეს მხარეებმა?
ჭადრაკი| ბაადურ ჯობავა საქართველოს ჩემპიონი მეხუთედ გახდა
[VIDEO] მამუკელაშვილი კვლავ შედეგიანია - "ტორონტომ" "ჩიკაგო" დიდი ანგარიშით დაამარცხა
ახლა სტერლინგი? - კონტე "ნაპოლის" პრემიერლიგის ყოფილი ფეხბურთელებით აკომპლექტებს
წილისყრა ფიბა-ში | საქართველოს ასაკობრივი ნაკრებების მეტოქეები გაირკვნენ
გულშემატკივარს ვინისიუსისთვის ბანანის ქერქის სროლა 5 ათასი დაუჯდება
ბოლო წამების სინდრომი - ოდიკაძე ბოლო წამებზე დამარცხდა [VIDEO]
ევროპის ჩემპიონატი: გენო პეტრიაშვილმა ბრინჯაო მოიპოვა [VIDEO]
გენო პეტრიაშვილი და ირაკლი მწითური მსოფლიოს ჩემპიონატის ნახევარფინალში გავიდნენ
ოდიკაძემ კრასნოიარსკში მედალი მოიპოვა
ქართველები ევროპის ჩემპიონატის ნახევარფინალში! [VIDEO]
ხინჩეგაშვილის შემდეგ პეტრიაშვილიც - გენო ჭიდაობას უბრუნდება
ვლადიმერ ხინჩეგაშვილის ნამდვილი საჭიდაო შოუ ინდოეთის ლიგაში [VIDEO]
SPORTALL - გადაცემის სტუმარია თავისუფალი სტილით მოჭიდავე ელიზბარ ოდიკაძე [VIDEO]
"ამ ძვირფას ქართველზე შეურაცხყოფას მიზანმიმართულად ახდენენ, არ ვიცი მათ ადამიანები თუ უნდა ვუწოდო..." - პეტრიაშვილმა და ლიპარტელიანმა კვარაცხელიაზე ისაუბრეს
იაკობიშვილის ოქრო და ბუჯიაშვილისა და გამყრელიძის ბრინჯაო ევროპირველობაზე [VIDEO]
საქართველოს ჩემპიონატი: ჭირვეულის მორჯულება სპორტულად
რას ნიშნავდა გენო პეტრიაშვილის ჟესტი, რომელმაც გულშემატკივრებში გაორებული ემოცია გამოიწვია?
საქართველოს თავისუფალი სტილით მოჭიდავეთა ნაკრების შემადგენლობა ევროპის ჩემპიონატისთვის ცნობილია
ირანელებმა პეტრიაშვილს შეუტიეს - ნახეთ, რა გააკეთა 2023 წელს ზარემ, ქართველ სპორტსმენთან მსოფლიო ჩემპიონატის ფინალში გამარჯვების შემდეგ [VIDEO]
ინდოეთის ლიგა: ქართველები საჭიდაო ბოლივუდში
ლაშა ტალახაძე და გენო პეტრიაშვილი "ქართული ოცნების" საარჩევნო სიაში არიან
საქართველოს თავისუფალი სტილით მოჭიდავეთა ნაკრების შემადგენლობა მსოფლიოსთვის ცნობილია
ჭიდაობა. ინდოეთის ლიგა: სამი ქართველი ინდურ დრაფტზე
[VIDEO] ამერიკელი მებრძოლი, რომელმაც ოლიმპიური თამაშების ფინალში გენო პეტრიაშვილი დაამარცხა, მეტოქე 13 წამში დაანოკაუტა
ქართველმა "თავისუფლებმა" მსოფლიოს ჩემპიონატზე გამოსვლა 4 მედლით და გუნდური მე-3 ადგილით დაასრულეს
ქართველმა თავისუფალი სტილით მოჭიდავეებმა უკრაინაში 9 მედალი მოიპოვეს
მსოფლიოს ჩემპიონატი: პეტრიაშვილის ოქრო, ხინჩეგაშვილის ბრინჯაო! [VIDEO]
ქართველების სრული ტრიუმფი საფრანგეთში: 4 ოქრო, 2 ვერცხლი და 3 ბრინჯაო [VIDEO]
მეტოქე: გიორგი კეტოევი აქტიურ სპორტს დაუბრუნდა
ქართველმა თავისუფალი სტილით მოჭიდავეებმა მსოფლიო ჩემპიონატი მარცხით დაიწყეს
კიდევ ერთი მედლის შანსი - ოდიკაძე ბრინჯაოსთვის იჭიდავებს
მინსკი 2019: ვლადიმერ ხინჩეგაშვილი ალიევთან დამარცხდა და ვერცხლის მედალს დასჯერდა [VIDEO]
არ გაიღვიძო, გენო, არა! - ინტერვიუ გენო პეტრიაშვილთან
ისევ სპორტში - ვლადიმერ ხინჩეგაშვილი ხალიჩას უბრუნდება
ევროპის ჩემპიონატი. თავისუფალი: ელიზბარ ოდიკაძე ნახევარფინალში გავიდა
ევროპის ჩემპიონატი: გენო პეტრიაშვილი ბრძოლას ბრინჯაოსთვის აგრძელებს
ევროპის ჩემპიონატი: გენო პეტრიაშვილი ბრინჯაოსთვის იჭიდავებს
"ყველაზე უადგილო მომენტი და ყველაფერი დასრულებულია..." - სამწუხაროდ, ოლიმპიადას მოქმედი ჩემპიონი გამოტოვებს...
მედალთცვენა - ქართველ მოჭიდავეთა ტრიუმფი საფრანგეთში! [VIDEO]