39 წლის არგენტინელის ბოლო დაფარებამ "სპურსი" ფინალს მიაახლოვა
"სან ანტონიომ" და "ჰიუსტონმა" წლევანდელი პლეი ოფის ერთ-ერთი საუკეთესო მატჩი ითამაშეს. სერიის მეხუთე შეხვედრას უდიდესი მნიშვნელობა ჰქონდა, რადგან ოთხი მატჩის შემდეგ, ანგარიში თანაბარი იყო - 2:2.

მთელი თამაშის განმავლობაში, ვერც ერთმა გუნდმა ვერ შეძლო დიდი სხვაობით წინ გასვლა. პირველი მეოთხედი "სპურსს" დარჩა. თუმცა, "ჰიუსტონი" ჯეიმს ჰარდენის სამქულიანებისა და გადაცემების წყალობით, შორს არ უშვებდა მეტოქეს. მეორე მეოთხედში სტუმრებმა გაათანაბრეს თამაში.

სიტუაცია არც მესამე მეოთხედში შეცვლილა, ხოლო ამ 12-წუთეულის დასრულებამდე ხუთი წუთით ადრე, ტრავმა მიიღო კავაი ლენარდმა. მან ცუდად დააბიჯა ფეხი ჰარდენს და კოჭი დაიზიანა. ამის შემდეგ, "სპურსის" ლიდერი სულ რამდენჯერმე გამოჩნდა მოედანზე (ოვერტაიმში კი საერთოდ არ უთამაშია). სწორედ ამ მომენტში, "როკეტსმა" მცირე უპირატესობა მიიღო, რაც მაშინვე აისახა ანგარიშში. მიუხედავად ამისა, "სან ანტონიო" დროზე მოეგო გონს და სხვაობის შემცირება შეძლო.

ბოლო მეოთხედი დაბალშედეგიანი აღმოჩნდა (31 ქულა ორივე გუნდზე), მაგრამ ბრძოლა მოედნის ყველა წერტილში იყო. სულ ბოლოს, "სპურსი" ვეტერანმა ჯინობილიმ გადაარჩინა. გამოცდილი არგენტინელი მიხვდა, რომ თავის თავზე უნდა აეღო თამაში, შეტევაში წავიდა და ჩააგდო. შემდეგ ჰარდენმა შეტევაში ჯარიმა მიიღო, ძირითადი დროის დასრულებასთან ერთად კი პეტი მილზმა სამქულიანი ჩააგდო, მაგრამ ის არ ჩათვალეს, რადან დრო უკვე გასული იყო. გაცოფებული გრეგ პოპოვიჩი სამართლიანად ეჩხუბებოდა პაუ გასოლს, რომელმაც ბლოკი არ დაუყენა მილზს და მანაც დააგვიანა სროლა.

დაინიშნა ოვერტაიმი, რომელიც პატრიკ ბევერლის სამქულიანით დაიწყო, მაგრამ "სან ანტონიომ" 5:0 გაქცევით უპასუხა. 45 წამით ადრე, რაიან ანდერსონმა კიდევ ერთი სამქულიანი ჩააგდო. დენი გრინმა ენდ-უანი გამოიყენა, მოხსნა აიღო "როკეტსის" აცილების შემდეგ და ჯარიმების შესრულების უფლება მიიღო. მან ორიდან ერთი თავისუფალი ჩააგდო და სხვაობა სამი ქულა გახდა.

ბოლო შეტევა "ჰიუსტონისა" იყო. ერიკ გორდონმა ჯერ დაკარგა ბურთი, შემდეგ კი ბოლო მომენტში გადაარჩინა და სადაო ბურთი დაინიშნა. გორდონმა ანდერსონს მიაწოდა, მან კი ჰარდენი მონახა. დრო საკმარისზე მეტი იყო, მაგრამ ზედმეტად თავდაჯერებულმა ჰარდენმა თავად გადაწყვიტა მატჩის ბედის გადაწყვეტა, რადგან მის აქტივში სამმაგი დუბლი იყო (33 ქულა, 10 მოხსნა, 10 პასი) და დაისაჯა ამის გამო. სცენაზე ისევ ჯინობილი გამოვიდა.

39 წლის არგენტინელი დაუდარაჯდა მეტოქეს და უკნიდან ბლოკი გაუკეთა! 110:107 და "სან ანტონიოს" ერთი ნაბიჯი აშორებს კონფერენციის ფინალამდე.

სან ანტონიო-ჰიუსტონი 110:107 (ო)

32:29, 26:31, 28:25, 15:16, 9:6

ს-ა: ლენარდი (22+15 მოხსნა), მილსი (20), ოლდრიჯი (18+14 მოხსნა), გრინი (16), სიმონსი (12), ჯინობილი (12+7 მოხსნა+6 პასი).

ჰ: ჰარდენი (33+10 მოხსნა+10 პასი), ბევერლი (20), ანდერსონი (19+7 მოხსნა), გორდონი (11), კაპელა (9+11 მოხსნა).

სერია: 3-2

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

"ის NBA-ში ყველაზე გადაფასებული მოთამაშეა" - დილონ ბრუქსმა ლებრონ ჯეიმსზე ისაუბრა
[VIDEO] NBA-ის ახალწვეულების საოცარი დაპირისპირება - კუპერ ფლეგის 49 ქულა "დალასისთვის" საკმარისი არ აღმოჩნდა
ლებრონ ჯეიმსმა მორიგი უნიკალური რეკორდი დაამყარა
ხამეს როდრიგესი კარიერას MLS-ში გააგრძელებს
U22 | რუსთავმა ზედიზედ მე-15 მატჩი ჰიუნდაისთან, დაძაბულ ბრძოლაში მოიგო
დიდი ალბათობით, სეზონის ბოლოს სიმეონე "ატლეტიკოს" დატოვებს
"გვიანობამდე ტელეფონში იყურება და მეორე დღეს გამოუძინებელია" - რაფინიამ იამალზე ისაუბრა
ფლორენტინო პერესს ფიგუს ისტორიის გამეორება და "ბარსელონას" ლიდერის შეძენა სურს
[VIDEO] სტვენა ჯეი დი ვენის მისამართით და ქართველები სან-სიროზე - როგორ აქციეს იტალიელებმა ოლიმპიადის გახსნა ხელოვნების ნიმუშად
სამი ქართველი ტოპ 5 ლიგის მატჩში ერთ გუნდში - "მეცმა" წაგებათა სერია შეწყვიტა
[VIDEO] ირაკლი ეგოიანის "მაკრატელა" და გადამწყვეტი როლი გამარჯვებაში
კვარაცხელიამ ვარჯიში დაიწყო - რას გადაწყვეტს ლუის ენრიკე?
ოფიციალურად - გუგეშაშვილი "ატრომიტოსის" ფეხბურთელია
"ნაპოლი" მაკტომინეის გასამრჯელოს ერთ შემთხვევაში მოუმატებს
ჯოვანი: ვინისიუსი შეზღუდული შესაძლებლობების ფეხბურთელია
WU17 | საქართველო 6:0 აზერბაიჯანი
რაგბი ევროპა | ხუთი დებიუტანტით და მერვე ცენტურიონით შვეიცარიასთან
[VIDEO] ფიგურული ციგურაობა | ოლიმპიურ თამაშებზე მოკლე პროგრამით ანასტასია გუბანოვა წარსდგა
[VIDEO] ოლიმპიური თამაშების გუნდურ ასპარეზობაში მოკლე პროგრამით ბერულავასა და მეტელკინას წყვილი წარსდგა
ალექს ოქსლეიდ-ჩემბერლენი კარიერას "სელტიკში" გააგრძელებს
ფიგურული ციგურაობა | რიტმულ ცეკვაში დევისისა და სმოლკინის წყვილი წარსდგა
მადრიდის "რეალი" ფილ ფოდენის სანაცვლოდ 180 მილიონი ევროს გადახდას გეგმავს
"მათ ჩემი ოჯახის ფოტოებიც კი მაჩვენეს" - კალაფიორიმ "არსენალში" გადასვლის მიზეზი განმარტა
ის წავიდა - მანუ ჯინობილიმ კარიერა დაასრულა [VIDEO]
ოფიციალურად: მანუ ჯინობილი ერთი წლით დარჩა
როცა არ გინდა და მაინც ვარდება - მანუ ჯინობილის კურიოზი [VIDEO]
NBA. რეგულარული ჩემპიონატი: ყველაზე დიდი ტრიო ისტორიაში
მანუ ჯინობილის ახალ კონტრაქტს აფორმებს
რას ამბობენ და როგორ ხუმრობენ ამერიკაში ზაზა ფაჩულიას ინციდენტზე [VIDEO]