კონტინენტის ჩემპიონატზე თავისი შეგირდების გამოსვლის შესახებ ამ ორი სახელოვანი მოჭიდავის პირად მწვრთნელს ნუგზარ სხირელს ვესაუბრეთ
გორის თავისუფალი ჭიდაობის დარბაზის აღზრდილი ფალავნების წარმატება არავის უკვირს.

საქართველოს ნაკრების რიგებში ისინი გამორჩეულად კარგად გამოდიან და ხშირად მხოლოდ მათი შედეგებითაც იწონებს თავს ჩვენი ეროვნული გუნდი. ცოტა ხნის წინ გამართულ ევროპის ჩემპიონატზე ჩვენი ნაკრების გუნდური შედეგიდან გამორჩეული ისევ გორელების შედეგები გახლდათ - ლადო ხინჩეგაშვილი ევროპის ჩემპიონი (უკვე მესამედ) გახდა, გენო პეტრიაშვილმა კი შარშანდელი ოქროს შემდეგ ამჯერად ბრინჯაო იკმარა. კონტინენტის ჩემპიონატზე თავისი შეგირდების გამოსვლის შესახებ ამ ორი სახელოვანი მოჭიდავის პირად მწვრთნელს ნუგზარ სხირელს ვესაუბრეთ.

- მოდით, ხინჩეგაშვილის და ჩაკაევის ფინალური შეხვედრით დავიწყოთ, რომელმაც დაამშვენა ეს ევროპის ჩემპიონატი და ჭიდაობის მსოფლიო ორგანიზაციამ იგი წლის საუკეთესოდ აღიარა...

- ლადომ ჩაკაევთან პირველ ყოვლისა მიზანდასახულობის ხარჯზე მოიგო. ყველამ იცის, რომ ხინჩეგაშვილი პირველ პერიოდს თითქმის ყოველთვის თმობს და მეორე პერიოდში ავლენს სრულად თავის შესაძლებლობებს.

თუმცა, ჩაკაევთან პირველ პერიოდშივე 5 ქულით ჩამორჩენა აბსოლუტურად მოულოდნელი იყო. ისე, მართალია, დაღესტნელისთვის იმ გდებაში 4 ქულა უნდა მიეცათ, მაგრამ არც 4 იქნებოდა იოლად გასაქვითი დარჩენილ დროში.

მომდევნო ილეთზე, როდესაც ლადოსაც და ჩაკაევსაც 2-2 ქულა მისცეს, იქაც მსაჯისგან სხვაგვარი განსჯა იყო საჭირო. კერძოდ, უნდა გათვალისწინებულიყო, ვინ წამოიწყო ფანდი. თუ ილეთის შესრულებისას რისკის ფაქტორი არსებობს ჩვენს სახეობაში და როდესაც მიდიხარ ნაკადზე, ადრე არ იყო დაშვებული თავდამსხმელი მოჭიდავისგან ბეჭებზე გადაგორება. ახლა ეს ნებადართულია.

ასეთ შემთხვევაში ანგარიშში სხვაობა მაშინ უკვე უნდა შემცირებულიყო, არადა ორივე მოჭიდავეს 2-2 ქულა მისცეს. საბედნიეროდ, დარჩენილ დროში ლადომ მაინც დიდებულად იასპარეზა და საქმე გამარჯვებამდე მიიყვანა.

- თქვენ თუ მიეცით ლადოს კონკრეტული დავალება შესვენებისას?

- ლადოს დიდი დარიგება და რჩევები აღარ სჭირდება. თვითონაც შესანიშნავად იცის, რა უნდა მოიმოქმედოს კონკრეტულ მომენტში, მაგრამ რადგან შევნიშნე, რომ მოწინააღმდეგის სუსტი წერტილი უფრო კოჭები იყო, ვურჩიე, ლადოს სწორედ იქიდან ემუშავა.

არ ვიცი, მან ეს გაითვალისწინა, თუ თავადაც მიხვდა, მაგრამ დარჩენილ დროში მის მიერ შესრულებული თითქმის ყველა ფანდი კოჭში შესვლით გაკეთდა. ძალიან ჭკვიანად მოიქცა, როცა შეხვედრის მიწურულს არჩია, ჩაწოლილიყო და ორი ქულა დაეთმო მეტოქისთვის, გართულების ნაცვლად.

ხომ შეიძლებოდა ბოლო წამებზე ყველაფერი ცუდად დატრიალებულიყო, გავიხსენოთ, როგორ დრამატულად დამარცხდნენ დასრულებამდე ორიოდ წამით ადრე თუნდაც მხოლოდ ამ ჩემპიონატზე ტლაშაძე, კენჭაძე, მარსაგიშვილი. როგორც ლადოსგან არის ყოველთვის მოსალოდნელი ერთგვარი აფეთქება, რომლითაც შეიძლება შეხვედრა მოიგოს, ისე ჩაკაევისგან არ გახლდათ ეს გამორიცხული.

- ევროპის ჩემპიონატზე მის მიერ ჩატარებული და მოგებული დანარჩენი სამი შეხვედრისას ამდენი არ გვინერვიულია...

- ლადო ხალიჩაზე შედის მოსაგებად და არა მეტოქის ქულათა დიდი სხვაობით გასანადგურებლად. ყველა შეხვედრაში მან დამაჯერებლად გაიმარჯვა და გაიღო იმდენი, რაც ცალკეული პაექრობის მოსაგებად იყო საკმარისი. მისი ჭიდაობა მისაბაძი უნდა იყოს ახალგაზრდა თაობისთვის. უნდა უყურონ და ისწავლონ მისგან ენერგიის რაციონალურად ხარჯვა.

თუ ოლიმპიადებზე მოჭიდავეთა გამოსვლის ისტორიას გადავხედავთ, დავინახავთ, რომ ოლიმპიური ჩემპიონები როდესაც წონას იცვლიან, უჭირთ უწინდელი წარმატებების გამეორება, განსაკუთრებით თავიდან მაინც, მაგრამ ხინჩეგაშვილმა ეს ეტაპიც ჩინებულად გაიარა.

ყველა შეჯიბრებაზე, რაც ოლიმპიადის შემდეგ 61 კგ-ში ჩაატარა, კარგად იასპარეზა და აგერ ზედიზედ მოიგო კონტინენტის ჩემპიონატი.

- გენო პეტრიაშვილისთვის ამჯერადაც საკვანძო იყო ტაჰა აკგულთან დაპირისპირება...

- რასაკვირველია, აკგულთან სერბეთში მას არ ჩაუტარებია შეხვედრა კარგად. მოგეხსენებათ, რომ ამ უაღრესად ტიტულოვან ფალავანს შარშან ევროპის ჩემპიონატზე გენომ ბოლო წამებზე 6 ქულა ამოუქაჩა და გაიმარჯვა. თუმცა, მისთვის შარშანდელი ევროპის ჩემპიონობა წლეულს ერთგვარ ტვირთადაც იქცა და ვატყობდი, რომ ამის გამო შებორკილი ჩანდა. ფიქრობდა, რადგან ჩემპიონი იყო, არ უნდა წაეგო და ზედმეტად დაიტვირთა ემოციურად.

პეტრიაშვილი ჯერ არაა დაღვინებული სპორტსმენი. დავესწარი ჩვენი ნაკრების მოსამზადებელი შეკრების ბოლო ეტაპს და თვალში მომხვდა, რომ გენო ვერ იყო იდეალურ ფორმაში. ამასთან ერთად, სპორტსმენის ფიზიკური, ემოციური და ინტელექტუალური ბიორიტმების გამოთვლას ვაწარმოებ და ამ თვალსაზრისითაც პეტრიაშვილის მდგომარეობამ დასკვნითი შეკრების მიწურულს არ დამაკმაყოფილა.

შემიძლია ვთქვა, რომ ამ ევროპის ჩემპიონატზე მისგან ოქროს მედალს არც ველოდი, მაქსიმუმ სამეულის იმედი მქონდა. იყო ეპიზოდი, როდესაც მისმა მოქმედებამ გამაბრაზა. გენო კიდევ უნდა გაიზარდოს როგორც მოჭიდავე. ისე უნდა მივიდეს ოლიმპიურ თამაშებამდე, რომ იქამდე ყველა მოწინააღმდეგე დიდი უპირატესობით დაჩაგროს.

- თქვენი კიდევ ერთი პირადი შეგირდი დათო ტლაშაძე (70 კგ) შარშან კონტინენტის ვერცხლის პრიზიორი გახდა, მაგრამ ამჯერად პირველივე შეხვედრაში დასანანად დამარცხდა...

- დათო ყველაზე უკეთ იყო მომზადებული გორელებს შორის ამ ჩემპიონატზე, ლადოზე უკეთაც კი. მისთვისაც დამახასიათებელია ჭიდაობის "გვიან დაწყება", თავდაპირველი ჩამორჩენის შემდეგ.

ამაზე ვუკიჟინებდი კიდეც არენის გვერდიდან როცა თურქ იაკუპ გორს ხვდებოდა. მერე დათომ კი გაათანაბრა და წინაც გავიდა, მაგრამ უკანასკნელ წამებზე დაკარგა ქულები და დრამატულად წააგო.

- წლების მანძილზე თქვენი, როგორც პირადი მწვრთნელის ყოფნა საკუთარ შეგირდებთან ევროპის თუ მსოფლიოს ჩემპიონატებზე არ ხერხდებოდა, თუმცა ბოლო ხანს ყველა დიდ შეჯიბრებაზე მათთან გხედავთ...

- დიახ, ბოლო წლებია, ამ თვალსაზრისით გამოსწორდა მდგომარეობა. ვფიქრობ, რომ პირადი მწვრთნელები აუცილებლად უნდა ახლდნენ თან შეგირდებს. მთავარი მწვრთნელი შეკრებიდან შეკრებამდე ხედავს ნაკრების წევრებს, ხოლო პირადმა მწვრთნელებმა ბავშვობიდან იციან მათი ყოველი ნაბიჯი, ხასიათი, ხარვეზი. ეს ის ცოდნაა, რომელიც მოჭიდავესაც გამოადგება და საზოგადოდ ნაკრები გუნდის წარმატებასაც.

(იბეჭდება მცირე ცვლილებით)

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

lelo
გაიხარეთ და იბედნიერეთ!
ვაჟა
დიდხანს იცოცხლეთ!
გივი მაჭარაშვილმა და აკაკი ქემერტელიძემ ევროპის ჩემპიონატზე ბრინჯაოს მედლები მოიპოვეს
[VIDEO] მაჭარაშვილი და დინგაშვილი ევროპის ჩემპიონატზე ბრინჯაოს მედლებისთვის იბრძოლებენ
თავისუფალი ჭიდაობა. მაჭარაშვილი და დანგაშვილი ევროპის ჩემპიონატის ნახევარფინალში იასპარეზებენ
გამოსასყიდი თანხა 80 მილიონი - "მანჩესტერ იუნაიტედს" "სპორტინგის" მცველი სურს
ინგლისმა კოსტა-რიკას უპრობლემოდ სძლია
პორტუგალიამ მსოფლიო ჩემპიონატის დაწყებამდე ნიგერიას მოუგო
"მანჩესტერ სიტიმ" "ნოტინგემს" ნახევარმცველში 121 მილიონი შესთავაზა
სუპერთასი 2026 | მატჩების თარიღები ცნობილია
„აი, რატომ მიყვარს FIFA-ს მსოფლიო თასი“ - McDonald’s საქართველომ FIFA World Cup 2026-ის კამპანია დაიწყო
20 წ. | ვარსკვლავთცვენა თბილისისა და ქუთაისის სარაგბო სტადიონებზე
აზარი: ფავორიტად რომ არ მიგვიჩნევენ, უფრო მშვიდად თამაშის საშუალებას მოგვცემს
ანტმანი: შეგვიძლია ვიამაყოთ, რომ კარგი თაობა მოდის
კიდევ ერთი ქართველი UFC-ში - ჩოხელი სადებიუტო ბრძოლას 21 ივნისს გამართავს
"მამარდა" "იუვენტუსში" გამოირიცხა - "ბიანკონერიმ" ემილიანო მარტინესთან კონტრაქტი შეათანხმაა
"ხვიჩას გამო, მსოფლიო ჩემპიონატზე ამ ნაკრებს ვუქომაგებ" - ზაზა ჯანაშია
პერესმა წინასაარჩევნო დაპირება ვერ შეასრულა - "ატლეტიკომ" 150-მილიონიანი წინადადება დაბლოკა
[VIDEO] შენგელიას 14 ქულა - "ბარსელონამ" "ტენერიფე" დიდი ანგარიშით დაამარცხა
20 წ. | ვინ მოდის საქართველოში - შოტლანდია
"ჯვაროსნების" მოწინააღმდეგემ ყაზახეთს მოუგო
საქართველოს ქალთა ნაკრებმა მეოთხე მატჩის წააგო. ხუთივე გოლი ბერძნებმა გაიტანეს - ორი საკუთარ კარში
[VIDEO] ახალგაზრდულმაც წააგო, თან მოლდოვასთან 3 გოლი გაუშვა
20 წ. | ვინ მოდის საქართველოში - ფიჯი
კაზემირო და მესი ერთად - ბრაზილიელი მაიამის "ინტერში" გადადის
ქართველების სრული ტრიუმფი საფრანგეთში: 4 ოქრო, 2 ვერცხლი და 3 ბრინჯაო [VIDEO]
ირანელებმა პეტრიაშვილს შეუტიეს - ნახეთ, რა გააკეთა 2023 წელს ზარემ, ქართველ სპორტსმენთან მსოფლიო ჩემპიონატის ფინალში გამარჯვების შემდეგ [VIDEO]
ბოლომდე მოგყვები, ოლიმპიურ ჩემპიონობამდეო - ინტერვიუ გენო პეტრიაშვილთან
კენჭაძემ ოლიმპიადის საგზური საოცარი ბრძოლის შემოტრიალებით მოიპოვა [VIDEO]
მინსკი 2019: ქართველი მოჭიდავეები ოქროსა და ბრინჯაოსთვის იბრძოლებენ
ლაშა ტალახაძე და გენო პეტრიაშვილი "ქართული ოცნების" საარჩევნო სიაში არიან
ევროპის ჩემპიონატი. თავისუფალი: ელიზბარ ოდიკაძე ნახევარფინალში გავიდა
არ გაიღვიძო, გენო, არა! - ინტერვიუ გენო პეტრიაშვილთან
ხინჩეგაშვილის შემდეგ პეტრიაშვილიც - გენო ჭიდაობას უბრუნდება
ნუგზარ სხირელი: ლადოს ახალ წონაში ყველაზე მეტად ფიზიკური მომზადება მაფიქრებს
[VIDEO] ამერიკელი მებრძოლი, რომელმაც ოლიმპიური თამაშების ფინალში გენო პეტრიაშვილი დაამარცხა, მეტოქე 13 წამში დაანოკაუტა
ყველა ტიტული ხელახლა უნდა მოვიპოვო - ინტერვიუ ვლადიმერ ხინჩეგაშვილთან
რას ნიშნავდა გენო პეტრიაშვილის ჟესტი, რომელმაც გულშემატკივრებში გაორებული ემოცია გამოიწვია?
"ამ ძვირფას ქართველზე შეურაცხყოფას მიზანმიმართულად ახდენენ, არ ვიცი მათ ადამიანები თუ უნდა ვუწოდო..." - პეტრიაშვილმა და ლიპარტელიანმა კვარაცხელიაზე ისაუბრეს
ლადო აქეთ თუ გვასწავლისო - ინტერვიუ დავით გობეჯიშვილთან
ჯონ პეტერსონი: ჭიდაობა გორელებისთვის დნმ-ის ნაწილია
შეხვედრა გორის მერ ხინჩეგაშვილთან - სარეაბილიტაციო ცენტრის გახსნა
ოლიმპიური ჩემპიონი ლადო ხინჩეგაშვილი პოლიტიკაში წავიდა