ქობულეთის მოედნის საფარი არც შინაურს ინდობს და არც სტუმარს
13 მაისს, ქობულეთის "ჩელე არენაზე", უცნაური ამბავი მოხდა: ფოთის "კოლხეთისა" და ქუთაისის "ტორპედოს" მატჩის (0:3) 88-ე წუთზე არფანგ დაფემ დაადო თავი და... მოედნიდან გავიდა. ბევრს ეს მხედველობიდან გამორჩა, მათ შორის - ტელეკამერებსაც. სენეგალელი ლეგიონერი დაშავებული იყო და მოედნიდან გასვლას ერიდებოდა, მაგრამ მოედანმა ფეხი კიდევ უფრო აატკივა და პირდაპირ სათადარიგოთა სკამისკენ წავიდა. შედეგად, კოლხები მოედანზე 10 კაცის ამარა დარჩნენ.

ეს იყო უცნაური თამაში იმ მხრივ, რომ ფოთელებს სათადარიგოთა სკამზე მოთამაშე არ ჰყავდათ, მეკარე ნიკა შერმადინის გარდა. საქმე ისაა, რომ დისკვალიფიკაციის გამო ვერ თამაშობდნენ გუნდის საუკეთესო ბომბარდირი მიკოლა კოვტალიუკი, ასევე, ავთო ენდელაძე და თამაზ ჟიშკარიანი, ხოლო ცოტნე ქებურია, ერიკ უმა ოტიენო, ალექსანდრე კვარაცხელია და ლაშა გოგონაია ტრავმირებულნი იყვნენ.

- "ჩელე არენაზე" დაშავებულთა რიგებს გიორგი ქავთარაძეც შეუერთდა

ფოთელთა მთავარი მწვრთნელი გელა სანაია მიიჩნევს, რომ "კოლხეთმა" სტადიონი აუცილებლად უნდა შეიცვალოს, თუ ჩემპიონატში თამაშის გაგრძელება სურს.

"მთელი შეხვედრის განმავლობაში ვშიშობდი, ვინმე არ დაშავებულიყო, მაგრამ... დაფესაც ეტკინა ფეხი და სხვა გზა არ იყო - 10 კაცით უნდა გვეთამაშა. ამ ყველაფრის თავი და თავი საშინელი ტრავმიანობაა.

ქობულეთელებზე ენა როგორ უნდა მოგვიბრუნდეს, მათ ჩვენი პრობლემები გაითვალისწინეს და "ჩელე არენაზე" შეგვიშვეს, მაგრამ ფაქტია, რომ ამ მოედანზე თამაში თავად "შუქურას" აღარ სურს და საფარის უხარისხობის გამო მისი შეცვლა იგეგმება. ამ მოედანმა ჩვენი მოთამაშეების ჯანმრთელობა შეიწირა.

მოკლედ ვიტყვი - ეს მოედანი ჩვეულებრივი სასაკლაოა. აქ თუ კიდევ ვითამაშეთ, შემდეგ შეხვედრაზე, შესაძლოა, 5 მოთამაშეც აღარ დაგვრჩეს და ჩემპიონატში ჩვენი გამოსვლაც საკითხავი გახდეს", - წუხს სანაია.

ფოთელთა დამრიგებელს ის კითხვა დავუსვით, რაც ბევრს გაუჩნდა - ტრავმირებულ-დისკვალიფიცირებულთა ამბავი გასაგებია, მაგრამ ხელი რამ შეუშალათ, რომ 19-წლამდელთა გუნდიდან მოთამაშეები ვერ დაიმატეს? ამით იმიტომ დავინტერესდით, რომ მომხდარზე "ლელოს" უთხრეს - ფოთელებს ეკიპირებისთვის ფული არ აღმოაჩნდათო... სანაიასთან ეს ინფორმაციაც გადავამოწმეთ:

"ეს იმდენად უხერხული თემაა, ლაპარაკიც არ მსურს. ფაქტია, მოთამაშეთა დამატება ვერ მოხერხდა".

ეროვნულ ლიგაში ჩატარებული 12 ტურის შემდეგ "კოლხეთმა" მხოლოდ 10 ქულა დააგროვა და მის თავს არსებული საკადრო პრობლემების გათვალისწინებით, გავარდნის ერთ-ერთი მთავარი კანდიდატია. სანაია ამბობს:

"ვითარება ძალიან არასახარბიელოა და რაღაც რომ უნდა შეიცვალოს, ამაზე ორი აზრი არ არსებობს. დღევანდელი გადასახედიდან ისე ჩანს, რომ გადათამაშებაში მოხვედრის პერსპექტივა გვაქვს.

საერთოდ, ჩვენი მიზანი არის ეროვნულ ლიგაში დარჩენა და მნიშვნელობა არ აქვს, ამას გადათამაშებით მოვახერხებთ თუ ლიგაში ადგილს პირდაპირი გზით შევინარჩუნებთ. მთავარია, ეს ისტორიული კლუბი ფეხზე დადგეს და ლიგაში ღირსეული ადგილი დაიმკვიდროს".

(იბეჭდება მცირე ცვლილებით)

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

დინამო
ხალიჩას იმიტომ აგებენ რომ არ უნდა მოვლა დააგებენ ერთი და მიდი გდია, იმ მინდორს ყოველდღიური მოვლა უნდა, ეგ ფული ხომ მაგათ აკლდებათ. იმას კი ვერ ხვდებიან რომ შეიძLება უკეთეს მინდორზე უკეთესი ფეხბურთი ითამაშო მეტი ხალხი მოვიდეს კარგი ფეხბურთელი გაზარდო, უფრო ძვირად გაყიდო, არა მთავრაია დღეს ჭამონ. ამიტომ არ მჯერა ამ ფსევდო პატრიორტი ვეტერანების რა!

კობიაშვილმა ხალხი მოატყუა, ან ჩაითრიეს პოლიტიკურ მორევში და ძალით შეივანეს პარლამეტში, რამდენი ხანი გავიდა მისი პრეზიდენტობიდან და არაფერი ღირებული არ გაკეთებულა, არც რაიმე ინიციატივა გაჟღერებულა ფეხბურთს რომ წაადგება ისეთი, სანამ სტადიონები საწვრთნელი ბაზები არ აშენდება ფეხბურთის განვითარება ოცნებად დარჩება!
Barbare
Aრ უნდა ლაპარაკობდეს გავარდნაზე კაცი.ჯერ ხომ 12 ტურია ნატამასები.მასინ მოტამასეებმა რა უნდა ტქვან
კოლი
მოვა ნეტა ოდესმე ხელისუფლებაში გულიანი,პატრიოტი ხალხი ? ჩვენ ისეთი პატარა ქვეყანა ვართ,პრემიერს თითოეული ოჯახი უნდა ყავდეს აღრიცხული კომპიუტერში ,სულ შეიძლება 700 ათასი ოჯახი იყოს. ჩინეთში ორასი მილიონი შეძლებული მოქალაქეა და მილიონერები და მილიარდერები კიდევ ცალკეა
kolxa
ლევან კობი .დაეხმარე ფოტს . კერცოდ ქარტულ უპატრონო კლუბებს.
leo
kobiashvili unda arbenino parlamentarebtan ertad chele arenaze. tblishi, rom hkondet mindori dasagebi, xom uzbad gaaketebdit??
kai bichi
sasaziloa satirali, rom ar ikos, tbilishi stadionebiz aris da mindoriz da xalxi ar dadis fexburtis sakureblad, dasavlet sakartvloshi ki xalxi dadis stadionze da ubralod mindori ar aakvt gundebs satamashod, tkventvis sakartvelo marto tbilisia, upatrono kvekana((((
data
mindori daaget sirzxvilia, xelovnuri rato unda daagot saertod sakartveloshi zimbiria tu grenlandia???
lo
ქართული ანდაზაა პატარძალმა ძროხა ვერ მოწველა ეზო მრუდეაო. ესე ემართება სანაიას.
კოტე
საფარი არ ვარგა ,მაგრამ რამდენი წელია ფოთელები ქობულეთში თამაშობენ და ახლა გახდა მოედანი სასაკლაო? მადლობის მაგიერია
კახა ქირია
ესე რამ შეგაძულათ ეს ფეხბურთულები რომ ესე წირავთ.მე ტელევიზორში ვნახე ამერიკაში რომ მაგ საფარზე თამაში ყოვლად დაუშვებელია და რამდენჯერმე ავღნიშნე კიდეც,და თქვენ მაქ ხართ და მაგას ვერ ხედავთ.(სათანადო ორგანოებზე მაქვს საუბარი)ეს არის უპასუხისმგებლობა და ადამიანების ფეხებზე დაკიდება.საერთოდ რატომ მისცეს თავიდანვე ნება მაქ თამაშის 3 გუნდს,რამდენი ადამიანის ჯანმრთელობის მდგომარეობა დააყენეს რისკის ქვეშ.მოკლედ აინვალიდებენ რა.ამაზე მეტი საშინელება რა გინდა.პასუხს კი არავის თხოვენ.აქ რომ მაგისთანა რამე მოხდეს(რაც წარმოუდგენელია)უჩივლებდნენ და იმხელა ჯარიმის გადახდას დააკისრებდნენ რომ....ამიტომაც არ ხდება,იმიტომ რომ კანონი კანონობს და ყველას ეშინია ე მანდ რამე იაღლიშის რომ არ მოუვიდეს
kai bichi
zalian zudi gadatkvetileba is aris, rom shukuras stadionze xelmeored undat isev xelovnur safariani moednis dageba, roza mteli dasavlet sakartvelo suptropikia, vin igebs aset uxeiro gadatkvetilebebs? es kvekana martlaz upatronoa((( ra gaxda erti mindvriani safaris dageba mtel ajarashi))))
მ.დ.
ბათუმის უმაღლეს ლიგაში დაბრუნებასთან დაკავშირებით სტადიონი უცებ მოასწრეს, მაგრამ ასეთი უხარისხო ხელოვნური საფარი არა მგონია სადმე გაეკეთებინოთ. გაჭივრებული ხავს ეკიდებოდაო.
ნ
რომელი ცივი ქვეყანა საქართველოა ინტენსიურად რომ ნერგავენ ხელოვნურ საფარს.სირცხვილია საქართველოში ასეთ საფარზე თამაში და ვარჯიში.ბუნებრივი საფარი არც ისე ძვირიადა მის დაგება და მოვლა პატრონობა დიდ დროსა და ხარჯებთან დაკავშირებული არ არის.რომ არა ფეხბურთთან დაკავშირებული "მოღვაწეების" ზღვარსგადასული სიხარბე და ვერცხლისმოყვარეობა საქართველოში ბუნებრივ საფარზე თამაში ფეხბურთელებისთვის აუხდენელი ოცნება არ უნდა იყოს
sabonis
აიკრძალოს უნდა ხელოვნურზე თამაში ყველგან.
გოგი ქუთაისელი
ზევით ჩინოვნიკებს არ აინტერესებს ფეხბურთელების სპორტიული ტრავმები!მოედნის გამო გვინდა რომ შუქურა გავარდეს ლიგიდან. ქალაქი და ფეხბურთელები გვიყვარს!
სარეკორდო ტრანსფერი - "ტორპედომ" მამუჩაშვილი დაიმატა და გიგაური გაუშვა
"იბერია 1999"-მა კოტ-დ'ივუარის ნაკრების ფეხბურთელი დაიმატა
"დილას" იტალიელი მწვრთნელი ჩაუდგა სათავეში
გუგეშაშვილი "პაოკში" წარადგინეს - ძირითადი მეკარე გუნდს ტოვებს
38 წლის ჟირუ MLS-დან ლიგა 1-ში ბრუნდება - ცნობილია სად ითამაშებს ვეტერანი
"ლივერპულმა" "ნაპოლის" თავდამსხმელი ძვირად დაუფასა
"დილა" სუპერთასის პირველი ფინალისტია
ლუნინი "რეალს" მხოლოდ ერთ შემთხვევაში დატოვებს
2022 წლის შემდეგ პირველად - ნიკოლოზ ბასილაშვილი უიმბლდონის ძირითად ბადეში ითამაშებს
ისტორიული დაპირისპირება: საქართველო ირლანდიის წინააღმდეგ მიხეილ მესხის სტადიონზე - ემოციები და მოლოდინები
კასანომ "ნაპოლის" კვარაცხელიას შემცვლელი ურჩია
"ალ ნასრმა" სტეფანო პიოლი გაათავისუფლა
"მანჩესტერ იუნაიტედმა" და "ჩელსიმ" შესაძლოა ფეხბურთელები გაცვალონ
ზაზა ფაჩულიას აკადემია 14-წლამდელთა ჩემპიონატის გამარჯვებულია | მენსანა ვერცხლს დასჯერდა
ქომაგის რეაქცია, მას შემდეგ, რაც დრაფტზე მისმა გუნდმა რუსი კალათბურთელი აირჩია - ვიდეო სოციალურ ქსელში ვირუსულად ვრცელდება [VIDEO]
მესიც საუდის არაბეთში? - "ალ ჰილალის" პრეზიდენტმა მოლაპარაკებები დაიწყო
ტეო ერნანდესი "მილანიდან" "ალ ჰილალში" გადავა
"წაეთრიე" - "ლიონის" ფანები კლუბის ამერიკელ მფლობელს აუმხედრდნენ
"ტოტენჰემი", "რომა" და სხვები - მიქაუტაძის შეძენის სურვილი რამდენიმე კლუბს აქვს
მოისწრაფიშვილმა "სპარტაკთან" კონტრაქტი გააფორმა
ნიკოლოზ ბასილაშვილი უიმბლდონის კვალიფიკაციის ფინალში გავიდა
გაირკვა სად ჩატარდება თურქეთისა და საქართველოს ნაკრებების მატჩი
მარიამ გოგუაძე: გულშემატკივარს მეორე ეტაპზე ბევრად უკეთეს თამაშს ვაჩვენებთ
დაბრუნებაც, დებიუტიც... "იბერია 1999"-მა და "დინამო ბათუმმა" მოიგეს, ერთი მატჩი ფრედ დასრულდა
ეროვნული ლიგა. I ტური. "სამგურალი" - "კოლხეთი" [LIVE]
უსაფრთხოება და ვიზები - ქუთაისის "ტორპედოს" ალბანეთში პრობლემები შეექმნა
შუქურა-კოლხეთი 3:2 - ქობულეთელთა მეორე გამონათება
გელა სანაია: ზღვისპირეთში ბევრი ტალანტი იკარგება
ქუთაისის "ტორპედომ" კიდევ ერთი ფეხბურთელი დაიმატა
ფოთის "კოლხეთში" უკრაინელ მწვრთნელს ელიან
გადაწყდა: ფოთის "კოლხეთს" უკრაინელი ალექსანდრ შტელინი გაწვრთნის
ქობულეთის "ჩელე არენაზე" "დაწყევლილი" საფარი მომავალი წლიდან შეიცვლება
"ჩელე არენაზე" დაშავებულთა რიგებს გიორგი ქავთარაძეც შეუერთდა
"ტორპედოს" ამბები: დოლიძე არ იქნება, დაფე და ტრანსლაცია - კი [VIDEO]
ეროვნული ლიგა. V ტური. "კოლხეთი" - "გაგრა" [LIVE]
"შევარდენს" ახალი მთავარი მწვრთნელი ჰყავს
კომპენსაცია ან სასჯელი! "კოლხეთის" სენეგალელი ლეგიონერი ირანში გაიქცა
გიორგი ბუხაიძე: კლუბთან კონტრაქტი ამომეწურა და არ ვიცი ჯერჯერობით სად წავალ
"ჩელე არენაზე" სარემონტო სამუშაოები მიმდინარეობს
გელა სანაიამ "შევარდენი" დატოვა - ახალი თავკაცის ვინაობა ჯერჯერობით უცნობია
გელა სანაია: ნაკრებით ფეხბურთის მშენებლობის დაწყება წარმოუდგენელია
"ძალიან სარისკოა იქ თამაში, ჩემს შემდეგ "ჩელე არენაზე" ოთარ კობახიძემ მიიღო მძიმე ტრავმა"
მოისწრაფიშვილმა "სპარტაკთან" კონტრაქტი გააფორმა
ეროვნული ლიგა. III ტური. "კოლხეთი 1913" - "დინამო" (თბ) [LIVE]
სტუმრების დღე: "სამგურალმა" და "გარეჯმა" მოიგეს