ქართველები
• ქართველი სპორტსმენები
• ფეხბურთი
• ეროვნული ნაკრები
• ეროვნული ლიგა
• ეროვნული ლიგა 2
• ლეგიონერები
• თასი
• ასაკობრივი ნაკრები
• სხვადასხვა
• ევროპა ლიგა
• კონფერენს ლიგა
• ინგლისი
• ესპანეთი
• იტალია
• გერმანია
• საფრანგეთი
• მსოფლიო
• ჩემპიონთა ლიგა
• ევროპის ჩემპიონატი
• სხვადასხვა
• ქალთა ფეხბურთი
• ტრანსფერები
• კალათბურთი
• ეროვნული ნაკრები
• სუპერლიგა
• თასი
• NBA
• ლეგიონერები
• ევრო ლიგა
• ევროპის ჩემპიონატი
• მსოფლიოს ჩემპიონატი
• ასაკობრივი ნაკრები
• სხვადასხვა
• ჭიდაობა
• ძიუდო
• თავისუფალი
• კლასიკური
• ქართული
• სუმო
• სამბო
• ქალთა ჭიდაობა
• ბერძნულ-რომაული
• ჩოგბურთი
• როლან გაროსი
• უიმბლდონი
• ავსტრალიის ღია პირველობა
• ამერიკის ღია პირველობა
• მონტე კარლო
• ATP ცინცინატი
• მადრიდის მასტერსი
• რომის მასტერსი
• მაიამის მასტერსი
• რაგბი
• ეროვნული ნაკრები
• დიდი 10
• თასი
• ლეგიონერები
• 6 ერი
• ტესტები
• ერთა თასი
• მსოფლიო თასი
• ასაკობრივი ნაკრები
• სხვადასხვა
• ფორმულა 1
• მონაკოს გრან-პრი
• ბრიტანეთის გრან-პრი
• იტალიის გრან-პრი
• ბელგიის გრან-პრი
• ბაჰრეინის გრან-პრი
• საუდის არაბეთის გრან-პრი
• იაპონიის გრან-პრი
• ჩინეთის გრან-პრი
• მაიამის გრან-პრი
• ემილია-რომანიის გრან-პრი
• აბუ დაბის გრან-პრი
• MMA
• UFC
• სხვადასხვა
• კრივი
• ველოსპორტი
• ტანვარჯიში
• ცურვა
• ჭადრაკი
• მძლეოსნობა
• ძალოსნობა
• მკლავჭიდი
• ტყვიის სროლა
• კარატე
• ნიჩბოსნობა
• მშვილდოსნობა
• ფარიკაობა
• წყალბურთი
• ხელბურთი
• ფრენბურთი
• ავტოსპორტი
• ჰოკეი
• თხილამურებით სრიალი
• ფიგურული სრიალი
• საინტერესო ამბები
• სხვადასხვა
• ფიტნესი
• ფიგურული ციგურაობა
• სხვა სახეობები

ახალი ჩინური ისტორიები: ლავეციმ ჩინელი ხალხი შეურაცხყო

ახალი ჩინური ისტორიები: ლავეციმ ჩინელი ხალხი შეურაცხყო

როგორ მოხვდა ორი შვედი ჰალკის გამო ციხეში და სხვა
ჩინეთი საფეხბურთო რუკაზე ახლახან მოინიშნა, მაგრამ იქ უკვე იმდენი ვარსკვლავი თამაშობს, რომ ყურადღების მიღმა მისი დატოვება არ შეიძლება.

დღეს გავეცნობით, თუ რას ერჩიან ჩინეთში ბრაზილიელ ჰალკს, რატომ დააბრალეს არგენტინელ ლავეცის ჩინელი ხალხის შეურაცხყოფა და რას ერჩიან ამ ქვეყანაში შვედებს...

I ისტორია: ლავეციმ შეურაცხყო...

დიახ, ჩინეთში ბევრი ახლა სწორედ ასე ფიქრობს. უბრალოდ, საინტერესოა, რა ნახეს შეურაცხმყოფელი ფოტოში, რომელიც ესეკიელ ლავეციმ "ტვიტერზე" დადო. ჩინეთში ძალიან ცუდად მიიღეს ლავეცის ეს ხუმრობა (მას ალბათ, უნდოდა ეთქვა, მეც ჩინელი გავხდიო). მის წინააღმდეგ მთელი აქციები დაიწყო. ამიტომაც არგენტინელმა მალევე საჯაროდ მოიხადა ბოდიში და შეეცადა, აეხსნა საქმის ვითარება:

"ჩინეთის სუპერლიგის მოთხოვნით, ჩვენ ოფიციალური ფოტოსესია გვქონდა. მათ მიერ სპეციალურად მოვლენილი ფოტოგრაფის მოთხოვნით, ვცდილობდი, რამდენიმე საინტერესო კადრი გადაგვეღო. გადავიღეთ გასართობი ფოტოებიც, რომლებსაც მერე სარეკლამო დანიშნულებით გამოიყენებენ. ერთ-ერთი ფოტოც ეს იყო. გარწმუნებთ, ამით არავის შეურაცხყოფა გულში არ გამივლია. მით უმეტეს, ჩინელი ხალხის გაბრაზება სულაც არ მინდოდა", - განაცხადა ლავეციმ, რომელიც "ჰებეი ჩაინა ფორჩუნის" ვარსკვლავია და ამ კლუბში თამაშით კვირაში 798 ათას გირვანქა სტერლინგს იღებს (Football Leaks).

არც ისე სასიამოვნო ისტორიაა, იმის გათვალისწინებით, რომ ლავეციმ მხოლოდ ახლახან შეაგდო პირველი გოლები სუპერლიგაში. არაოფიციალურად სწორედ ის ითვლება მსოფლიოს ყველაზე მაღალანაზღაურებად ფეხბურთელად (თავად უარყოფს ამას). ისე, როცა კვირაში თითქმის მილიონ ევროს იღებ, თვალები ფართოდ უნდა გაახილო და არა პირიქით...

II ისტორია: ოპაა... ობა!

უკვე ვწერდით, რომ ჩინურ ვარსკვლავთა თანავარსკვლავედს შესაძლოა, კიდევ ერთი შეუერთდეს - პიერ-ემერიკ ობამეიანგი. ფაბიო კანავაროს ჩინეთში დაწესებული ლიმიტი ლეგიონერებზე არ ედარდება, მას გულში ამოუჭრია - რადაც უნდა დაუჯდეს, გუნდის მთავარი ფორვარდი გაბონელი გახადოს, რომელიც ამჟამად ბუნდესლიგის ფანებს ანებივრებს გოლებით. "ტიანძინ ციუანძიანში" ამ როლს ახლა ალეშანდრე პატო ასრულებს, მაგრამ არცთუ კარგად. რა ბედი ეწევა ბრაზილიელს აფრიკელის მისვლის შემთხვევაში, უცნობია.

ჩინელებს ფული არ ენანებათ - "ბორუსიას" 80 მილიონი ევრო, ხოლო ობამეიანგს - 50 მილიონი წელიწადში! ამის მერე ლავეცის ხელფასის უარყოფა აღარ დასჭირდება, ის მაინც ვერ იქნება მსოფლიოში ყველაზე მაღალანაზღაურებადი ფეხბურთელი. ადრე წერდნენ, რომ ამ როლს, თითქოს, დიეგო კოშტა დათანხმდა, რომელიც უფრო ნაკლებად მომთხოვნი აღმოჩენილა - "მხოლოდ" 30 მილიონი ევრო მოითხოვა წელიწადში. მაგრამ ეს ისტორია არ დადასტურდა. დადასტურდება ისტორია ობამეიანგთან დაკავშირებით? დრო გვიჩვენებს, მაგრამ ჩინურმა კლუბებმა უკვე ბევრი, ერთი შეხედვით საოცარი ისტორია აქციეს რეალობად.

III ისტორია: ორი შვედი, ციხე და ჰალკი

გასული წლის ზამთარში შვედეთის მოქალაქე ჰუსეინ ბარჯავიმ გადაწყვიტა, იოლად ეშოვა მილიონები. მან... "შანჰაი სიპგ-ის" ელექტრონული ფოსტა "გატეხა". მან საკუთარი თავი გაასაღა ბრაზილიელ შუამავლად, ჩინურ კლუბსა და "ზენიტს" შორის ჰალკის ტრანსფერზე მოლაპარაკებაში. ჩინელებმა იოლად დაიჯერეს და შვედურ ოფისში 371 ათასი ევრო გადარიცხეს.

ახლა საჭირო იყო ამ თანხის ისე გამოტანა, რომ ვერავის გაეგო, რა მოხდა სინამდვილეში. საქმეში ჰუსეინის თანამზრახველი ქალი ჩაება, მაგრამ ფულის გამოტანა მან ვერ შეძლო. მალმიოს ბანკმა გადარიცხვა საკმაოდ საეჭვოდ მიიჩნია და ის დაბლოკა. ახლა ბარჯავი და მისი თანამზრახველი შვედურ ციხეში გადაჰყავთ. არაბი შვედები, რომლებმაც გააბრიყვეს ჩინელები, რომელთაც გარიგება ჰქონდათ რუსებთან ბრაზილიელის თაობაზე... აი, ასეთი საოცარი ისტორიაა.

IV ისტორია: რას ერჩიან ჰალკს

ჰალკი "ინსტაგრამზე" ამტკიცებს, რომ მას იმიჯს შეგნებულად უფუჭებენ. სიპგ-მა მე-8 ტურში იოლად მოუგო "გუიჯოუს". ბრაზილიელმა ფორვარდმა მისთვის ჩვეული გოლიც მიითვალა. მაგრამ ყველაზე საინტერესო ამის შემდეგ მოხდა - მატჩის შემდეგ "გუიჯოუს" წარმომადგენელმა ლი ბინგმა განაცხადა, რომ ჰალკმა მწვრთნელის ასისტენტს ხელი გაარტყა, როცა გუნდები გასახდელში ბრუნდებოდნენ.

ჰალკს მართლაც არანორმალური ძალა აქვს და ლი ბინგი ამტკიცებს, რომ გვირაბში მან მწვრთნელის ასისტენტ იუ მინგს ისეთი ძალით დაარტყა, რომ ეს უკანასკნელი ძირს გაიშხლართა. მანამდე კი თურმე, ჰალკი მეტოქე გუნდის მწვრთნელებს ინგლისურ ენაზე აგინებდა.

"რაც უნდა კარგად თამაშობდე, უფლება არა გაქვს, ჩინელ ხალხს შეურაცხყოფა მიაყენო, მით უმეტეს, სცემო მოწინააღმდეგე გუნდის მწვრთნელები", - განაცხადა ლი ბინგმა. როგორც ჩანს, ჩინეთში ლეგიონერების ცხოვრება მხოლოდ ია-ვარდით არ არის მოფენილი.

ჩინეთის ფეხბურთის მამებმა ინციდენტი გამოიკვლიეს და ჰალკი მართალი აღმოჩნდა, არც ერთ კამერას არ შეუმჩნევია მსგავსი ეპიზოდი. როგორც ჩანს, ეს არც მომხდარა...

V ისტორია: სად ჰიონესი და სად ჩინეთი...

ალბათ, თქვენც ამას გაიფიქრებთ, მაგრამ ასე არ არის - "ბაიერნმა" რამდენიმე საფეხბურთო სკოლა მოაწყო ამ ქვეყანაში. რას იზამ, აზიის ბაზრის ათვისება ნებისმიერი გრანდის პრიორიტეტი გახდა და აბა, ციხეგამოვლილი ული ჰიონესი ამას ვერ მიხვდებოდა?

"მე მაქვს იდეა - ერთი ჩინელი ფეხბურთელი ვიყიდოთ, მერე დავნიშნოთ თამაში ისეთ დროს, რომელიც ჩინელებს აწყობთ შანხაისა და პეკინში. 300-მა მილიონმა ჩინელმა ფანმა თითო ევროც რომ გადაიხადოს ამ მატჩის ყურებაში..." - ოცნებებში წავიდა "ბაიერნის" პრეზიდენტი, თუმცა, რატომაც არა? რომელი პუნქტის შესრულება ჩანს აქ რთული?

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

• xxx

კვირაში 798000 ფუნტი გექნება კარგი ყოფილა ჩინეტი

"სინამდვილეში, რონალდომ და ჯორჯიანამ ერთმანეთი ასე გაიცნეს" - როდრიგესის ყოფილმა თანამშრომელმა ისტორია მოჰყვა

"სპაერმა" "ტორპედო" დაამარცხა და სუპერთასის ფინალში ითამაშებს

"ყველას ვეტყვი, სანაპიროზე რას აკეთებდი და ვისთან ერთად" - ცნობილი ფრანგი რეპერი მბაპეს დაემუქრა

გუგეშაშვილი "პაოკში" წარადგინეს - ძირითადი მეკარე გუნდს ტოვებს

38 წლის ჟირუ MLS-დან ლიგა 1-ში ბრუნდება - ცნობილია სად ითამაშებს ვეტერანი

უიმბლდონის პირველ წრეში ბასილაშვილის მეტოქე ცნობილია

კონტემ რასპადორის თაობაზე მოულოდნელი გადაწყვეტილება მიიღო

ილია თოფურიამ სასურველი მეტოქე დაასახელა

"ამ ფეხბურთელს ვაღმერთებ" - ბრედ პიტი

[VIDEO] "რეალის" ლამაზი გოლები "ზალსბურგთან" - ალონსოს გუნდმა ჯგუფში პირველი ადგილი დაიკავა და "იუვენტუსს" შეხვდება

"ლივერპულმა" "ნაპოლის" თავდამსხმელი ძვირად დაუფასა

პსჟ-ს სერიოზული პრობლემა აქვს - "კვარა" და პსჟ ჯორჯიის მწველი მზის ქვეშ

"დილა" სუპერთასის პირველი ფინალისტია

Tutto Juve: ეს შანსი გამოსაყენებელია - მიქაუტაძის შეძენის სურვილი იტალიურ გრანდსაც აქვს

ლუნინი "რეალს" მხოლოდ ერთ შემთხვევაში დატოვებს

ფედელე: კვარაცხელიას შეცვლა? - მხოლოდ ღმერთის იმედი უნდა გვქონდეს

2022 წლის შემდეგ პირველად - ნიკოლოზ ბასილაშვილი უიმბლდონის ძირითად ბადეში ითამაშებს

რონალდომ "ალ ნასრთან" კონტრაქტი გაახანგრძლივა

ისტორიული დაპირისპირება: საქართველო ირლანდიის წინააღმდეგ მიხეილ მესხის სტადიონზე - ემოციები და მოლოდინები

კასანომ "ნაპოლის" კვარაცხელიას შემცვლელი ურჩია

"ალ ნასრმა" სტეფანო პიოლი გაათავისუფლა

"მანჩესტერ იუნაიტედმა" და "ჩელსიმ" შესაძლოა ფეხბურთელები გაცვალონ

თოფურია vs ოლივეირა: დიდ დაპირისპირებამდე – წინასწარი ანალიზი და მოლოდინები

ჰალკი ყოფილის ცოლის დისშვილზე დაქორწინდა - ფეხბურთელს ახლანდელი მეუღლის დეიდასთან სამი შვილი აკავშირებს

ესეკიელ ლავეცი - ფეხბურთელი, რომელიც მესისა და რონალდოზე მეტს იღებს

"მას დიდ მოთამაშეებთან გამკლავება არ შეუძლია" - ობამეიანგი არტეტას შესახებ საუბრობს

2016/17 წლების სეზონის ყველაზე მდიდარი ფეხბურთელები და მწვრთნელები

"დორტმუნდის" დირექტორი ჰიონესს პასუხობს: ადვილია ლაპარაკი, როცა 250 მილიონზე უფრო დიდი ბიუჯეტი გაქვს

ევროპა ლიგა. 1/2-ფინალი: ბაქოში ლონდონური ფინალი იქნება [VIDEO]

ობამეიანგი: მხითარიანის გადაწყვეტილებას პატივს ვცემთ, მაგრამ ეს სირცხვილია

"ბაიერნის" პრეზიდენტმა ალაბას აგენტი ორიგინალური ეპითეტით შეამკო

ჰალკმა 7,2 მილიონ ევროდ პირადი თვითმფრინავი შეიძინა

ლავეცი ფსიქიატრიულ საავადმყოფოში გადაიყვანეს

ჰალკმა 1 შეხვედრის ჩატარების შემდეგ 6კგ დაიკლო [VIDEO]

ჰალკმა 1 შეხვედრის ჩატარების შემდეგ 6კგ დაიკლო [VIDEO]

"კვარა" ტიფოზების კერპი იყო, მაგრამ მათგან ლავეცის მსგავს სიყვარულს ვერ გრძნობდა" - "ნაპოლის" ყოფილი ნახევარმცველი

დიდებული მოთამაშეები ცუდ სიტუაციაში...

ჰიონესმა ტონი კროოსი მიწასთან გაასწორა

ული ჰიონესი: ბუნდესლიგის მოგება გაუფასურდა

ჰალკი კარიერას თურქეთის ჩემპიონატში გააგრძელებს

"აი, ასე ცუდად გვექცეოდნენ მე და ვიტსელს რუსეთში" - რას აცხადებს ჰალკი?

კალაძესთან ერთად ჩემპიონთა ლიგა მოიგო - რა იცით ობამეიანგის ძმის შესახებ?!

"ნაპოლის" ყოფილი ვარსკვლავი ოჯახის წევრებმა კინაღამ მოკლეს

ჰიონესი: საფეხბურთო სამყარო შეიცვლება - 100-მილიონევროიან ტრანსფერებს ვეღარ იხილავთ

ლავეციმ განმარტა, რატომ იმყოფება ფსიქიატრიულ საავადმყოფოში

გერმანიის შსს მინისტრი ფიფას პრეზიდენტის გვერდით OneLove სამკლავურით იჯდა - ჰიონესი ინფანტინოთი აღშფოთებულია

ობამეიანგმა "ბარსელონაში" გადასასვლელად საინტერესო არგუმენტს მიაგნო