ლონდონის "არსენალისა" და ინგლისის პრემიერლიგის ვარსკვლავი პიერ-ემერიკ ობამეიანგი, როგორც ნებისმიერი პროფესიონალი ფეხბურთელი, ჩემპიონთა ლიგის თასის აღმართვაზე ოცნებობს. თუმცა ამის მოხერხება პიერმა ვერც "სენტ ეტიენთან", ვერც დორტმუნდის "ბორუსიასთან" და მით უმეტეს, ვერც ლონდონის "არსენალთან" ერთად მოახერხა, ვერც კი მიუახლოვდა ტიტულს.

თუმცა ობამეიანგების ოჯახში ყველაზე პრესტიჟული საკლუბო ჯილდო უკვე აქვთ. როგორ? სწორედ ამის შესახებ გიამბობთ ამ სტატიაში და გაბონელი ფეხბურთელის ოჯახსაც გაგაცნობთ.

პიერ-ემერიკ ობამეიანგი პარიზის გარეუბანში დაიბადა. მამამისი, ასევე პიერი, წარსულში პროფესიონალი ფეხბურთელი იყო. ოჯახში კი სამი ვაჟია - უმცროსი პიერ-ემერიკი, შუათანა უილიამ-ფილსი და უფროსი კატალინა. როგორ უცნაურადაც უნდა ჟღერდეს, სამივე მათგანი ფეხბურთელი გახდა და სამივემ "მილანის" სკოლა გაიარა. ამისი მიზეზი კი, ცხადია, მამა იყო, რომელიც კარიერის დასრულების შემდეგ "როსონერის" მთავარი სკაუტი გახდა.

პიერ-ემერიკ ობამეიანგის შესახებ ფეხბურთის გულშემატკივრებმა იციან, თუმცა, რაც შეეხება ძმებს, იცით კი მათ შესახებ, რომელთაგან ერთ-ერთი კახი კალაძესთან ერთად თამაშობდა და ჩემპიონთა ლიგაც მოიგო?

უილიამ-ფილს ობამეიანგი

მოდით, შუათანა ძმით დავიწყოთ, რომელიც ახლა მხოლოდ 33 წლისაა, თუმცა 2016 წელს კარიერა უკვე დაასრულა.

უილიამი მარჯვენა მცველის პოზიციაზე თამაშობდა. 2005 წელს "მილანის" ახალგაზრდულ გუნდში მოხვდა, 2 წლის შემდეგ კი "შავ-წითელთა" რიგებში ერთადერთი შეხვედრა ჩაატარა. ეს იტალიის თასზე "კატანიას" წინააღმდეგ გამართული 1/16-ფინალური დაპირისპირება იყო, რომელშიც "მილანი" დამარცხდა.

2008 წლიდან კი ფეხბურთელი სხვადასხვა კლუბში იჯარის წესით გაუშვეს - თამაშობდა "აველინოს", "მონცას", ბელგიური "იუპენის" რიგებში, 2011 წელს კი თავისუფალი აგენტის სტატუსით შოტლანდიურ "კილიმარნოკში" გადავიდა. კარიერა კი გერმანიის პროვინციულ კლუბ "კრაიში" დაასრულა. ფეხბურთელს გაბონის ნაკრებში 6 შეხვედრა აქვს ჩატარებული.

კატალინა ობამეიანგი

ჩვენი ტექსტის მთავარი გმირი სწორედ ის არის - კატალინა, ობამეიანგების უფროსი ძმა, რომელიც ოჯახის ევროპაში ემიგრაციამდე დაიბადა. მან კარიერა "რეჯინაში" დაიწყო, 2000 წელს კი "მილანში" მოხვდა.

კატალინა ამპლუით მარცხენა მცველი იყო, თუმცა ბევრი არც არასდროს უთამაშია. თუ "ტრანსფერმარკტს" ვენდობით, კარიერაში მხოლოდ 2 გოლი გაიტანა. მიუხედავად ამისა, ტიტულებით უმცროს, ვარსკვლავ ძმასთან გაჯიბრება შეუძლია - პიერმა გერმანიის თასი, სუპერთასი და საფრანგეთის თასი მოიგო, კატალინამ კი - იტალიის თასი და ჩემპიონთა ლიგა.

"მილანის" სისტემაში კატალინამ 6 წელი გაატარა. დებიუტი კი უეფას თასზე ჰქონდა, 2001 წლის სექტემბერში "ბატეს" წინააღმდეგ გამართულ შეხვედრაში. მომდევნო წელს კი ჩემპიონთა ლიგაზე "დეპორტივოს" წინააღმდეგ მოედანზე 5 წუთი გაატარა. ის მატჩი "მილანმა ანგარიშით 1:2 წააგო.

სწორედ ამ ხუთი წუთისა და განაცხადში 2-ჯერ მოხვედრის გამო უფროსმა ობამეიანგმა ჩემპიონთა ლიგის ოქროს მედლები მიიღო. შეგახსენებთ, 2002/03 წლების ჩემპიონთა ლიგის სეზონში "მილანმა" ფინალში "იუვენტუსი" პენალტების სერიაში დაამარცხა.

ყველასთვის საოცნებო ტურნირზე ტრიუმფიდან 14 წლის შემდეგ კატალინამ კარიერა დაასრულა. ახლა კი ძმებს ნამდვილი, დედმამიშვილური ურთერთობა აქვთ. კატალინა, უილიამ-ფილსი და მამა პიერ-ემერიკის "არსენალთან" კონტრაქტის გაფორმებას ესწრებოდნენ. 2019 წლის ევროპა ლიგის ფინალში კი ვარსკვლავ ობამეიანგს მთელი ოჯახი უჭერდა მხარს ბაქოს ოლიმპიურ სტადიონზე.

მომზადებულია Read Football-ის მიხედვით

ფეხბურთიდან ომამდე: როგორ გადაიქცა შეხვედრა 100-საათიან ომად
ეიზელის ღამე: 39 გარდაცვლილი ქომაგი და ტრაგედია, რომელმაც ფეხბურთი შეცვალა
[VIDEO] მესის 922-ე გოლი და "მაიამის" ფრე "ფილადელფიაში"
შავი ლომი | შემადგენლობა ვარსკვლავურ ‘ნორთჰემპტონთან’
VIDEO | ეროვნული ლიგა | იბერია 1999 2-1 დილა. 3 ქულა და მესამე ადგილი
საზონოვი სათადარიგო იყო - "ხეტაფე" "ბეტისთან" დამარცხდა
გიორგი ჩუბინიძე და თორნიკე კვარაცხელია გამოიძახეს - 21-წლამდელთა შემადგენლობა შემოდგომის მატჩებისთვის
მსოფლიო ჩემპიონატზე საქართველოს ძიუდოისტთა ნაკრების შემადგენლობა ცნობილია
ბექჰემი: "ოქროს ბურთს" მესი იმსახურებს
პირს მორგანი: არტეტა დაუნდობელია, დიოკერეში - გაცოფებული
მამარდაშვილს თასზე "ჩელსისთან" მოუწევს დაპირისპირება - იქამდეც მიეცემა შანსი?
ერთი დებიუტანტით - სანიოლმა ერთა ლიგის მატჩებისთვის შემადგენლობა დაასახელა
სეოკ-ის აღმასრულებელი კომიტეტის სხდომა
"მას უდიდესი პოტენციალი აქვს" - ფლიკმა საკუთარი გუნდის ფეხბურთელი შეაქო
"ამ ტკივილით ცხოვრება მე მიწევს და არა თქვენ" - ტუხელმა განმარტა, რატომ შეცვალა არგენტინის ნაკრებთან მეორე ტაიმში სქემა
ტოდ ბოელიმ "ჩელსის" ხელმძღვანელის პოსტი დატოვა
"შემდეგში კარგად გავარკვევ როგორ შეუმოწმებენ ხელთათმანებს" - ილია თოფურია დაბრუნდა!
[VIDEO] მესის თავური გოლი - არგენტინელმა კარიერაში 49-ე ტიტული მოიგო
ისტორიული მოგება ჩემპიონთა ლიგაზე | "ბათუმის" გამარჯვება და ოჩხიკიძის გმირობა
[VIDEO] გულიაშვილი "კამპ ნოუზე" შეცვლაზე შევიდა - "ბარსელონამ" რასინგი" გაანადგურა
კიტეიშვილის გარეშე - "შტურმი" ევროპა ლიგაზე "რენს" ფრედ ეთამაშა
Le Parisien: პსჟ-მ გადაწყვიტა "ოქროს ბურთზე" თავისი გუნდის ორ კანდიდატს დაუჭიროს მხარი
განშორება უკვე ზამთარში? - პსჟ-ში ზაბარნის თამაშით უკმაყოფილონი არიან
ნახევარდაცვაში ქოჩორაშვილს შეუწყვილდება? - "სევილიამ" "მილანის" ფეხბურთელი ინათხოვრა
"მინდა ერთ სიბინძურეზე პატარა კომენტარი გავაკეთო" - კახი კალაძე ბუდუ ზივზივაძის მიმართ ბოლოდროინდელ განცხადებებს გამოეხმაურა
"ზოგჯერ წასვლა საუკეთესო გამოსავალია", - ამორიმმა ლეაოზე ისაუბრა
კალაძე კლიჩკოსთან საუბარზე - რატომ უნდა მოვიგონო?
ევროპა ლიგა. 1/2-ფინალი: ბაქოში ლონდონური ფინალი იქნება [VIDEO]
უეფა გულშემატკივრებს კალაძეს ახსენებს [PHOTO]
დიდებული მოთამაშეები ცუდ სიტუაციაში...
კალაძე და ნესტა თანაგუნდელობამდე - "მილანის" ყოფილი ფეხბურთელი ფოტოს ავრცელებს [PHOTO]
ლეაო "მილანიდან" "გალათასარაიში" გადავიდა
უკანასკნელი კოცნით გითხარი, მშვიდობით! - პიერ ემერიკ ობამეიანგის ემოციური წერილი გარდაცვლილ ბებიას
ობამეიანგი: მხითარიანის გადაწყვეტილებას პატივს ვცემთ, მაგრამ ეს სირცხვილია
"მას დიდ მოთამაშეებთან გამკლავება არ შეუძლია" - ობამეიანგი არტეტას შესახებ საუბრობს
ობამეიანგმა "ბარსელონაში" გადასასვლელად საინტერესო არგუმენტს მიაგნო
"მილანმა" სანტიაგო ხიმენესი "პორტოში" გაუშვა
"თვითმფრინავის ავარიის შემდეგ, ახალ რაღაცებს ვსწავლობთ" - ამორიმის უცნაური განცხადება
ყველა გულწრფელი კრიტიკის ავტორს ბოდიშს ვუხდი - კახი კალაძე
დაბრუნება ნაცნობ ადგილას - ნკუნკუ კვლავ "ლაიფციგისთვის" შეუტევს
კახი კალაძემ "დინამოს" სამარცხვინო წაგებაზე ისაუბრა