"თურმე, ჩვენი ჩემპიონატის თამაშები ხალხს აინტერესებს. ბიზნესისთვის კი ეს სტატისტიკა ძალიან მნიშვნელოვანია"
საქართველოში ცნობილი გერმანული ბრენდის, "ადიდასის" ოფიციალური პარტნიორი "ჯეო-ოფისი" გახლავთ, რომელსაც გიორგი გოგოლაძე ხელმძღვანელობს.

შარშან, სეზონის დასრულების შემდეგ, ქობულეთში, კლუბებისა და ფეხბურთის ფედერაციის ხელმძღვანელთა შეხვედრაზე, გადაწყდა, რომ ქვეყნის მთავარი და პირველი ლიგების გუნდები "ადიდასის" ბურთებით ითამაშებდნენ.

მუნიციპალური კლუბებისთვის ბურთების შეძენა არაერთ სირთულესთან იყო დაკავშირებული - ცხადდებოდა ტენდერები, სადაც ხშირად მოგებული არა ხარისხიანი, არამედ, იაფიანი ბურთების წარმდგენი ხდებოდა. "ადიდასის" ვარიანტს კი ქობულეთურ შეხვედრაზე ყველა კლუბმა ერთხმად დაუჭირა მხარი, მათ ფეხბურთის ფედერაციაც დათანხმდა და წლეულს ეროვნული ლიგისა და ლიგა 2-ის თამაშები სწორედ ამ გერმანული კომპანიის ბურთით ტარდება.

გოგოლაძის თქმით, თანამშრომლობა ნაყოფიერი გამოდგა და მისი კომპანია მომავალი სეზონისთვის ფეხბურთის ფედერაციაში ახალი წინადადების წარდგენას აპირებს.

"მნიშვნელოვანი ის არის, რომ ფეხბურთის ფედერაციამ ორი მთავარი რამ გააკეთა - გუნდებს მისცა საშუალება, რომ "ინ-სტატ" პროგრამითა და "ადიდასის" ბურთებით ესარგებლა. პირველი ხელს უწყობს მწვრთნელების უკეთეს მუშაობას, ხოლო მეორე - თამაშის ხარისხის გაზრდას.

10-15 წლის წინათაც იყო მცდელობა, რომ ეროვნული ლიგის შეფუთვა დაწყებულიყო, მაგრამ შეაჩერეს. არადა, ეს პროცესი რომ არ შეჩერებულიყო, დღეს საქმის ნულიდან დაწყება არ მოგვიწევდა.

სატელევიზიო რეპორტაჟები ძალიან დიდი წინგადადგმული ნაბიჯია. ორივე ეროვნული ლიგის თამაშები ისე შეიფუთა, რომ დასაწყისმა ძალიან დაგვაიმედა", - ამბობს გოგოლაძე.

"ადიდასის" ქართველმა პარტნიორმა საინტერესო სტატისტიკა გაგვაცნო:

"ყველას ეგონა, რომ ქართული ლიგა აბსოლუტურად უინტერესო იყო. ეს ელემენტარულმა ნაბიჯებმა განაპირობა: სწორი კუთხით გაშუქებამ, სამკამერიანმა გადაღებებმა, სავსე ტრიბუნების გამოჩენამ, მაშინ, როცა ადრე უტრიბუნო მხარე და უფერული ხედები ჩანდა.

უმნიშვნელო დეტალი არც ესაა, მაგრამ ბევრი ყურადღებას არ აქცევს, რომ მოედნის გარშემო შიშველი პერიმეტრი ბანერებით შეიფუთა, რამაც გარემო გაალამაზა. გარეგნული მხარე ძალიან მნიშვნელოვანია და ფაქტია, რომ ამ ნაბიჯებმა ლიგისადმი ინტერესი გაზარდა.

"იუთუბზე" ნახვის სტატისტიკა ვნახე და გაოცებული ვიყავი - ბათუმის "დინამოს" თამაშები "ლოკომოტივთან" და გორის "დილასთან", ასევე თბილისის "დინამო"-"ლოკომოტივი" 8-8 ათასმა ადამიანმა ნახა, "ლოკომოტივი"-"დილა" კი - 7 ათასმა. ამას სტადიონზე მისული ხალხის რაოდენობა დაამატეთ. ანუ რეალურად, თურმე, ჩვენი ჩემპიონატის თამაშები ხალხს აინტერესებს. ბიზნესისთვის კი ეს სტატისტიკა ძალიან მნიშვნელოვანია.

აქედან გამომდინარე, გადაწყვეტილი გვაქვს, 2018 წლიდან ფედერაციის პროექტებში მონაწილეობა ისევ მივიღოთ და ბევრად უკეთესი პირობები შევთავაზოთ, რაც ქართულ ფეხბურთს სარგებელს მოუტანს".

"ჯეო-ოფისის" წარმომადგენლის თქმით, ფეხბურთის განვითარების პროგრამის ეფექტური განხორციელებისთვის კიდევ ერთი ნაბიჯია გადასადგმელი:

"ჩემპიონატისადმი ინტერესის გაზრდა იმის შედეგია, ფედერაცია გუნდებს რომ არ ახარისხებს და სამართლიანად მუშაობს. ამის მაგალითია, აღმასკომში შემავალი სამი პირის გუნდი საკმაოდ მკაცრად რომ დასაჯეს. ბათუმის "დინამოს" მშობლიურ ქალაქში დაბრუნებამ კი გვაჩვენა, რომ ჩვენი ჩემპიონატი, შესაძლოა, ხალხისთვის საინტერესო გახდეს.

ქართული ფეხბურთის წინსვლისთვის კიდევ ორი მნიშვნელოვანი ნაბიჯია გადასადგმელი. პირველი - კანონმდებლობაში შესაბამისი ცვლილებებია, რაც ბიზნესს ფეხბურთში ინვესტირების შანსს და სურვილს გაუჩენს. მეორეა ინფრასტრუქტურა - მინიმუმ 10 ქალაქში შესაძლებელია 3-4-ათასიანი გადახურული სტადიონის აშენება, სადაც თამაშები განათებაზე ჩატარდება. ეს სულ სხვა გარემოს შექმნის".

"ადიდასი" ეროვნული ლიგის რამდენიმე კლუბის პარტნიორია:

"ჯერ თბილისის "დინამოსთან" ვთანამშრომლობდით, მერე კი ბათუმის "დინამოს", "ჩიხურასა" და "სამტრედიას" ტექნიკური პარტნიორები გავხდით.

ამ კუთხით, "ადიდასი" მსოფლიო მასშტაბის ლიდერია. მარტო 2017 წელს, 10 ტოპ-კლუბის 17 მილიონი მაისურა გაიყიდა. მსგავსი მაჩვენებელი არც ერთ სხვა კომპანიას არ აქვს. თანამშრომლობას სხვა გუნდებთანაც ვაპირებთ".

(იბეჭდება მცირე ცვლილებით)

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

quTaiseli
ჩემი აზრით ფედრაცია მუშაობს ისე როგორც შესაძლებელია და უვიცობა კიდე ის იყო ოცი წელი რო ანგრევ რაღაცას და რო გიხარია ეგ კიარა ტაშის გრიალში ხარ ხოდა უცებ როცა მოიხედავ მიხვდები რო დიდი შეცდომა დაუშვი თან გამოუსწორებელი ამიტომ ცდილობ სხვას შეაწმინდო ხელი აქაოდა მეარაფელ შუაშივარო სამწუხაროდ ეს თვისება ძალიან გამჯდარი აქვთ დღევანდელ ახალგაზრდების გარკვეულ ნაწილსაც სისხლში სულ ვიღაცა და რაღაცა არის დამნაშავე წარუმატებლობაში და არა თვითონ.ესარის ძალიან ცუდი სენი რომელიც აუცილებლად უნდა დავძლიოთ.და კიდე მთელი დღეეები ინტერნტთან ჯდომა და სხვისი კრიტიკა ხშირად უადგილო და უხამსიც კი სიკეთეს არავის მოუტანს.
Gori 2 -ს
ფედერაცია კი არ მუშაობს IT ტექნოლოგიებმა მოგვიკაკუნა კარებზე, HD ხარისხის ვიდეო რეპორტაჟი მეც შემიძლია ჩემი ჰუავეით დაგიგდო იუტუბზე, გინდა ჩანაწერით გინდა ლაივსტრიმით, მაგადია ჩვენი უვიცობა და უბედურება 《არაფერზე》 რომ ვკმაყოფილდებით! და მერე ვხვდებით რომ არაფტის მაქნისების ხელშია ფეხბურთი! ((
ავთო
დინამო-სამტრედიას ვუყურე და ძალიან კარგი თამაში იყო, იმედია კიდევ მოუმატებენ გუნდები...
ავთო
დინამო-სამტრედიას ვუყურე და ძალიან კარგი თამაში იყო, იმედია კიდევ მოუმატებენ გუნდები...
dave
დღევანდელი დინამო-სამტრედია ისეთი თამაში იყო იმსახურებდა სავსე ტრიბუნებს. უბრალოდ ძნელია ჯერჯერობით ჩვენს ჩემპიონატზე 60,000 ადამიანის მიყვანა და დინამომ რამე მომცრო სტადიონზე გადაინაცვლოს რა, 5-8 ათასი კაცი სულ მივა და სულ სხვა ატმოსფერო შეიქმნება და მერე ნე;ნელა დიამო არენასაც შევავსებთ
gori-2
ფედეერაცია რომ მუშაობს უკვე გამოჩდა.თამაშებს ლაივში ვუყურებთ HD ხარისხით. ახლო წარსულში ამაზე ოცნებაც არ შეგვეძლო.სტადიონების მდგომარეობაც თუ გამოსწორდება ამას რა აჯობებს.
ფაშა ძლიერი
გიორგი-ს ნუ გაასწორებ მთალდ ჩვენს ჩემპს მიწასთან, კარგად იცი რომ ანდორასაც და ფარერებსაც წელში გადაამტვრევენ ჩვენი გუნდები.
კახაბერი
მაგ გიორგი გოგოლაძის პირდაპირი *დამსახურებაა* , ბათუმის დინამოს ბაზის მშენებლობის ჩაგდება და გაჩერება! რომელიც ძლივს განახლდა ეხლა - ხელახალი ტენდერის ჩატარების შემდეგ ! თუ ვინმეს პრტენზი ექნება - ამ საკითხზე - მზად ვარ პასუხი ვაგო
Jango
მერაბ მამულაშვილს აი ბატონო მერაბ იხილეთ #ფეხბურთი #ეროვნულილიგა "დინამო თბილისი" - "სამტრედია" 610 ჩვენება.
odala
ვუყურებ ახლაც დინამო-სამტრედიას და კომენტატორი ამბობს 'თავდასხმელი'. ეს ელემენტარული ქართული როგორ არ უნდა იცოდე ადამიანმა??? მით უმეტეს სპორტულმა ჟურნალისტმა??? ელემენტარული ქართული არ იცის ხალხმა, არა თუ სხვა მახასიათებლები რომ გქონდეს კომენტატორისა..
odala
მე სიამოვნებით ვადევნებ თვალს ვინც არ უნდა თამაშობდეს, მაგრამ მინაშვილის წაყვანილს ნაკრების თამაშს ვერ ვუყურებდი და ეროვნული ლიგისას ნაღდად ვერ ვუყურებ.
გიორგი
ქართული ფეხბურთის დონე ანდორაზე და ფარერის კუნძულებზე ქვევით არის. აწი გინდა უყურეთ, გინდა სტადიონზე იარეთ, მაინც არაფერი ეშველება.
კოტე
უმაღლესი ლიგის თამაშებს უმრავლესობას ვუყურებ ხოლმე. თუ ლაივში არა, ჩანაწერში მაინც ვახერხებ. ძალიან მაგარი შესაძლებლობაა ასე რომ იდება თამაშები! ორი რამ არის ეხლა ამ ეტაპზე მისახედი - სტადიონ-ბაზები და ის, რომ ყველა გუნდს კერძო მესაკუთრე ყავდეს. კერძო მესაკუთრე სულაც არაა იმისთვის საჭირო, რომ მილიონები მოქონდეს - ხვალინდელ დღეზე და სახსრების ეფექტურად გამოყენებაზე სახელმწიფო კლუბებში არავინ არ ფიქრობს!
anzorika.
აგადგინეტ სკა სტადიონი და სჰევარდენი.....კორპუსების ასჰენებას მოესჰვიტ
tngh
საკამატო აღარც არის ის, რომ ტურიდან ტურამდე საქართველოს ჩემპიონატი სულ უფრო და ოფრო საინტერესო ხდება და თამაშის დონეც მატულობს. ბატონებო!!! მობრძანდით სტადიონზე!!!
Giorgi
მე პირადად ძალიან მაინტერესებს. ტორპედოს თამაშებს აუცილებლად ვუყურებ ხოლმე. ასევე სვა თამაშებსაც, მაგრამ ცხადია ნაკლები სიხშირით. თუმცა მთავარია, რომ ყველა გუნდს ჰყავს თავისი მაყურებელი და ამიტომაც უყურებს. 8 ათასი იმას ნიშნავს რომ არსებობს ერთგული გულშემატკივარი. გუშინ საბურთალო დილას ვუყურე, საზიზღარი თამაში იყო. აი ტორპედოს თამაშით ვისიამოვნე.
mitro
მოგიწოდებთ თქვენც მოხვიდეთ სტადიონზე... კარგი თამაშის იმედი მაქ... მადლობა ფედერაციას
gio
მემგონი სწორად მუშაობენ მართლა და ნელნელა შედეგები უფრო თვალშისაცემი გახდება
zaza
გუშინ საბურთალო-დილას თამაშზე ვიყავი და კმაყოფილიც დავრჩი,მუხედავად იმისა, რომ ჩემმა გუნდმა წააგო. დღეს აუცილებლად წავალ დინამო-სამტრედიას თამაშზე, თუ სულ არ ჩამოიქცა ცა.მოგიწოდებთ თქვენც.
tengocie
ჩემი აზრით ნელ-ნელა იმატებს ჩემპიონატის დონე. მადლობა ფედერაციას. აუცილებლად სტადიონების პრობლემაა პირველ რიგში მოსაგვარებელი.
სამი ფრე და "დილას" მოგება ბათუმში
ტური 14: დაძაბულობა, ბოლო წუთების დრამა, სადებიუტო გოლები
"იბერია 1999" და "ტორპედო" კვლავ იგებენ
20 წ. | მსოფლიომდე ინგლისთან
თოფურია vs ოლივეირა: დიდ დაპირისპირებამდე – წინასწარი ანალიზი და მოლოდინები
"მათ კომპლექსები არ გააჩნიათ" - ლაპორტა "ბარსელონას" ფეხბურთელებზე
ხვიჩას დაჯილდოება, მიქაუტაძისა და დავითაშვილის გადამწყვეტი მატჩი და სხვა ამბები
[VIDEO] ბრწყინვალე იამალის გოლი და საგოლე პასი - "ბარსელონა" ვადამდე გახდა ჩემპიონი
[VIDEO] უმძიმესი კადრები "ელ პრატიდან" - "ესპანიოლი" "ბარსელონას" მატჩი რამდენიმე წუთით შეჩერდა
ლეგენდა მიდის - "ლიონის" მთავარი თავდამსხმელი მიქაუტაძე გახდება
ევროპის ჩემპიონატზე საქართველოს ნაკრების მეტოქეები ცნობილია
Ballon d'Or 2025: კვარაცხელია რეიტინგში კიდევ უფრო დაწინაურდა
მოურინიოს პორტუგალიის ნაკრების მწვრთნელად არ დანიშნავენ
მარადიშვილი საქართველოს ნაკრების ფეხბურთელი უნდა გამხდარიყო, ახლა კი შეიძლება კარიერის დასრულება მოუწიოს
"ესპანელი ბიჭუნა ხარ" - მახაჩევმა თოფურიას მიმართა
პსჟ გოლების მანქანის შეძენას გეგმავს
"რეალისთვის" ყველაფერი გავაკეთე" - კარლო ანჩელოტი
სუპერლიგის ფინალურ სერიაში "ქუთაისი" და თსუ შეერკინებიან
ფეხბურთელი, რომელმაც კვარასთან ერთად სკუდეტო მოიგო, სერია C-ში ითამაშებს
"დე ბრუინს "ნაპოლის" შესახებ ეს უთხრეს" - ცნობილმა იტალიელმა ჟურნალისტმა ბელგიელზე ისაუბრა
"ქართული ფეხბურთის ხარისხი იზრდება და ეს შთაგონება სხვა პატარა ქვეყნებისთვისაცაა" - სავიოლა ლეგენდების მატჩის წინ
"იცით, "ალავესის" ფეხბურთელმა რა მითხრა?" - მამარდაშვილი
უარი "ლივერპულს" და "ჩელსის" - ალონსოს ინიციატივით "რეალმა" პირველი ტრანსფერი შეათანხმა
სფფ-ის მიერ კორონავირუსთან საბრძოლველად გამოყოფილი თანხა StopCov ფონდში გადაირიცხა
U20. საქართველო-სამხრეთი აფრიკა 14:38 - მეტი ლელო, საქართველო! [VIDEO]
U20. საქართველო-არგენტინა 26:37 - ვიბრძოლეთ, ვითამაშეთ, დავმარცხდით [VIDEO]
ლეგიონერები | ნინიაშვილმა და გოგოლაძემ ანგარიში გახსნეს
საქართველოს 7-კაცა ნაკრები სამხრეთ აფრიკაში შეკრებაზე გაემგზავრა
U20. საქართველო VS ვესტერნ პროვინსი - სერიის პირველი მატჩი
რაგბი. ლეგიონი: ქართველების "შამბერი" ყველას სჯობს
სფფ-ის წარმომადგენლებმა ევროტურნირების მონაწილე კლუბებთან ვიდეო კონფერენცია გამართეს
სიახლეები ისტორიულ მატჩთან დაკავშრებით
საქართველოს ფეხბურთის ფედერაცია კორონავირუსთან დაკავშირებით სპეციალურ განცხადებას ავრცელებს
სფფ-მ ჩემპიონატის შეცვლილი ფორმატი და თასის დებულება დაამტკიცა
"მიხეილ მესხზე" ეკრანები დამონტაჟდება - სფფ-ის ინიციატივით, გულშემატკივარს ევრო 2024-ზე ერთობლივად საქართველოს ნაკრების მატჩების ხილვა შეეძლება