"საბურთალოს" მთავარი მწვრთნელის თქმით, ელვინ ტერასა და ვაგნერ გონსალვესის ნატურალიზებას ფიფას წესები აბრკოლებს
"საბურთალო" ეროვნულ ლიგაში მე-5 ადგილზეა და უფრო მეტად დაწინაურების ამბიცია აქვს. გუნდი ყველა მეტოქეს მოსაგებად ეთამაშება, თან, მოიგებს თუ წააგებს, განწყობა ერთი აქვს. არასტაბილურიც არის - ლიდერთან მოგებას აუტსაიდერთან წაგება მოსდევს. მაგრამ ამ გუნდის მთელი ხიბლიც ეს არაპროგნოზირებადი ხასიათი და ეფექტური თამაშებია.

ეს კი გიორგი ჭიაბრიშვილის დამსახურებაა, რომელიც შემტევი ფეხბურთის მოყვარულია. "ლელომ" "საბურთალოს" მთავარ მწვრთნელთან ჩაწერა ინტერვიუ, რომელშიც ის გუნდზე, მის მიზნებზე, ტრავმირებულებსა და შესაძლო ტრანსფერებზე გველაპარაკა...

- "საბურთალო" სამეულში მოსახვედრ გუნდებს შორისაა და საკმაოდ ეფექტურ ფეხბურთსაც თამაშობს. მაგრამ არასტაბილურობაც ახასიათებს. ამის მაგალითია ლიდერ "ლოკომოტივთან" 2 მოგება და აუტსაიდერ "კოლხეთთან" ასევე ორჯერ წაგება...

- ასეთი რამ მაშინ ხდება, როდესაც გუნდს 11 ფეხბურთელი აკლია. ფოთელებთან სწორედ ეს დაგვემართა. 6-7 მოთამაშე ისედაც დაშავებული იყო, "კოლხეთთან" კი არზიანი და ვაგნერიც დაგვაკლდნენ. ბუნებრივია, ასეთი დანაკლისით თამაში ძნელი იყო.

მეორე მომენტიცაა - ტრავმირებულთა არყოფნაში ასაკობრივი გუნდებიდან ბევრი მოთამაშე დავიმატეთ, რომელთაც 8-9 თამაშის ჩატარება მოუხდათ. ეს კი 17 წლის გამოუცდელი ბავშვებისთვის დიდი მორალური და ფიზიკური დატვირთვაა. ამან გამოიწვია სწორედ "საბურთალოს" არასტაბილურობა.

მაგრამ მე საკითხს მეორე მხრიდან შევხედავდი: კიდევ რომელი გუნდი გეგულებათ, ამდენი მოთამაშე რომ აკლია და მაინც ლიდერთა ჯგუფშია?!

- ქვეტექსტი გასაგებია. მსგავსი პრობლემა "კოლხეთსა" და ბათუმის "დინამოსაც" აქვთ და ლოგიკურად, ისინი აუტსაიდერებში არიან...

- ...მიმაჩნია, რონ ჩვენნაირ მდგომარეობაში მყოფი გუნდისთვის მე-5 ადგილი ძალიან მაგარი შედეგია. "საბურთალო" საკუთარ თავსაც კი გადაახტა.

- ბევრი ტრავმირებულის გამო, კიდევ 2-3 მოთამაშის არყოფნა უფრო ცუდად მოქმედებს. ასეთ მდგომარეობაში, სატრანსფერო პაუზისას ვინმეს დამატებას ხომ არ აპირებთ?

- დიახ, ვაპირებთ და თან გაცილებით მეტის, ვიდრე ის 7 ტრავმირებულია.

- ეს ტრავმირებულები როდისღა დაუბრუნდებიან გუნდს?

- იაშვილი შემდეგ ტურში დაგვიბრუნდება, სხვებიც ნელ-ნელა შემოგვიერთდებიან.

- ხარაიშვილი როგორ მდგომარეობაშია? მალე ითამაშებს?

- მან უკვე დაიწყო ვარჯიში და შემდეგ ტურში, შესაძლოა, ითამაშოს კიდეც. გააჩნია, მანამდე რა მდგომარეობაში იქნება. სამტრედიაში გვიწევს თამაში და თუ მისი მოედანზე გასვლა სარისკო იქნება, იქაურ ხელოვნურ საფარზე არ ვათამაშებთ.

საერთოდ, "საბურთალოს" კარგად გააზრებული საკადრო პოლიტიკა აქვს და მას არ ვღალატობთ. ჩვენს სკოლაში ძლიერი მწვრთნელები არიან, საკადრო პრობლემებს სწორედ მათი დახმარებით ვუმკლავდებით. ჩვენი სიძლიერე არა მოთამაშეების მოყვანაში, არამედ, საკუთარი კადრების გაზრდასა და დაწინაურებაშია. ეს იოლი გზა არ არის, მაგრამ ეს ავირჩიეთ და კლუბის მომავლისთვისაც ასე სჯობია. ეს რომ ეფექტური მიმართულებაა, ასაკობრივ ნაკრებში მიწვეული ჩვენი გაზრდილი მოთამაშეების რაოდენობიდანაც დასტურდება.

- სიტყვამ მოიტანა და მალე საქართველოს 19-წლამდელთა ნაკრები ევროპის ჩემპიონატს უმასპინძლებს და დიდი ალბათობით, ჩვენს ნაკრებში "საბურთალოს" რამდენიმე გაზრდილიც იქნება. კანდიდატებს შორის არიან მალი, ხუბაშვილი, კოხრეიძე, ლაკვეხელიანი, ჩოგაძე... სანამ ისინი შეკრებაზე იქნებიან და ითამაშებენ, საკადრო პრობლემა არ შეგექმნებათ?

- ჯერ საკადრო პრობლემა არ შეგვქმნია და დარწმუნებული ვარ, შემდეგშიც ასე გაგრძელდება. სხვათა შორის, მიგვაჩნია, რომ ელვინ ტერასა და ვაგნერ გონსალვესის გაზრდაშიც დიდი წვლილი შევიტანეთ, რადგან ჩამოსვლისას ტერა 17 წლის იყო, ხოლო ვაგნერი - 19-ის და ისე ეფექტურად არ გამოიყურებოდნენ, როგორც - ამჟამად. მაგრამ ორივე "საბურთალოში" გაიზარდა და დღეს გუნდის ლიდერები, ლიგის გამორჩეული მოთამაშეები გახდნენ. ნელ-ნელა ტრავმირებულებიც დაგვიბრუნდებიან. მათ გარეშე მე-5 ადგილზე ვართ და დარწმუნებული ვარ, სრული შემადგენლობით გაცილებით ძლიერ "საბურთალოს" იხილავთ.

- წლეულს "საბურთალოს" რა მიზანი აქვს?

- ყოველ წელს ვაუმჯობესებდით შედეგს. შარშან მე-5 ადგილზე გავედით და კარგი იქნება, თუ წლეულს უკეთეს პოზიციაზე გავალთ. იმედია, ასეც იქნება.

- ელვინ ტერა და ვაგნერ გონსალვესი ახსენეთ, რომლებიც "საბურთალოს" ლიდერებად ჩამოყალიბდნენ. მათი სატრანსფერო უფლებები როდემდე გეკუთვნით?

- კონტრაქტის ვადა ჯერ არც ერთს არ უმთავრდება, პირველს წელიწად-ნახევარში, მეორეს კი - 2 წელიწადში. მაგრამ რომც უმთავრდებოდეთ, წასვლას არც აპირებენ, რადგან "საბურთალოში" თავს კარგად გრძნობენ და აშკარად იზრდებიან. თუ რეალური წინადადება გამოჩნდება და სოლიდურ კლუბში მიიწვევენ, ხელს ნამდვილად არ შევუშლით. ამ შემთხვევაში, უკეთეს ლიგაში გადასვლას ვგულისხმობ.

- საინტერესო მოთამაშეების ნატურალიზაციას საფეხბურთო გრანდები არ ერიდებიან. მაგრამ ამ პროცესს საქართველოში ბევრი მაინც მიუღებლად მიიჩნევს და ეწინააღმდეგება. ადრე იყო ინფორმაცია, რომ "საბურთალო" ტერასა და ვაგნერის ნატურალიზაციას აპირებდა. რეალურად რა ხდება?

- დიახ, სურვილი ნამდვილად იყო და ამაზე მუშაობა შარშან დავიწყეთ. მაგრამ დაბრკოლებებს წავაწყდით - ფიფას კანონმდებლობით, მოთამაშეს სხვა ქვეყნის ნაკრებში თამაში მხოლოდ იმ შემთხვევაში შეუძლია, თუკი იქ 5 და მეტი წელი ცხოვრობს და თამაშობენ. ტერასა და ვაგნერის შემთხვევაში კი საქართველოში ცხოვრების 5-წლიანი პერიოდი არ შესრულებულა და ამიტომაც ვერ ვახერხებთ მათ ნატურალიზაციას.

(იბეჭდება მცირე ცვლილებით)

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

დინამოების დაპირისპირება და სადებიუტო გოლები
"დილამ" და "ტორპედომ" გაიმარჯვეს
კრისტალბეთ ეროვნული ლიგა განახლდა: მოგებები 10 კაცით
"ნაპოლიმ" სიმეონე "ტორინოში" გაანათხოვრა
ფიფას ტალანტების განვითარების სქემის კოორდინატორის ვიზიტი საქართველოში
"ბარსელონას" ხელმძღვანელობის გადაწყვეტილებით ტერ-შტეგენს კაპიტნის სამკლაური ჩამოართვეს
"მესმის, რომ "მანჩესტერ იუნაიტედი" უდიდესი კლუბია, მაგრამ არა დღესდღეობით" - შირერმა შეშკოს "მანკუნიანელებში" შესაძლო ტრანსფერზე ისაუბრა
"არ მესმის, ისაკის ტრანსფერი მბაპეს ფასი რატომ უნდა დაგვიჯდეს?" - კარაგერის მოსაზრება შვედის ტრანსფერთან დაკავშირებით
ოდიშარია განაცხადში არ იყო - რფს სახლში "კუპსთან" დამარცხდა
ოფიციალურად - ტომას მიულერი "ვანკუვერ უაიტკეპსის" ფეხბურთელი გახდა
ქართველი მსაჯები კონფერენს ლიგის მატჩს მოემსახურებიან
არაბიძემ კორეულ კლუბს ფიფაში უჩივლა და 2.88 მილიონს მიიღებს
საქართველოს ნაკრების კალათბურთელმა "ბაიერნში" გადასვლის შემდეგ განცხადება გააკეთა: ევრობასკეტზე ჯგუფური ეტაპი უნდა დავძლიოთ და შემდეგ ყველაფერია შესაძლებელი
თანამდეობაზე მხოლოდ რამდენიმე თვე დაჰყო - საქართველოსთან განადგურებული ვან'ტ სხიპი სომხეთის ნაკრებიდან დაითხოვეს
შეშკომ არჩევანი გააკეთა - "ლაიფციგის" ფორვარდი კარიერას პრემიერ ლიგაში განაგრძობს
"ბარსელონა" ლა ლიგაში სეზონის დაწყებას საკუთარ სტადიონზე გეგმავს
დარვინ ნუნიესმა მამარდაშვილის "ლივერპული" დატოვა - ფეხბურთელი კარიერას საუდის არაბეთში განაგრძობს
ლუკა იოვიჩი კარიერას საბერძნეთის ჩემპიონატში განაგრძობს
Geo Team: გიორგი გოჩოლეიშვილი კარიერას გერმანიის ბუნდესლიგაში განაგრძობს
[VIDEO] "ძალიან დამწუხრებული ვარ... ახლა მას ჩემთან საუბარი, რომ შეძლებოდა, ამას მეტყოდა..." - მოურინიო პრესკონფერენციაზე ატირდა
ერთი ნაბიჯი ტურნირის ძირითად ბადემდე - ბასილაშვილი ცინცინატის მასტერსის კვალიფიკაციის ფინალშია
U19 | მონტენეგრო 2:1 საქართველო
მიქაუტაძის "ლიონი" აღარ ხუმრობს - "ლივერპულის" ნახევარმცველიც შეიძინა
5 ყველაზე უხეში ფეხბურთელი ეროვნულ ლიგაში
კენიელი ჟურნალისტი ეროვნულ ლიგასა და თანამემამულე ლეგიონერებზე
ეროვნული ლიგა. XXX ტური. "ტორპედო" - "საბურთალო" [LIVE]
"საბურთალოს" ფეხბურთელი კენიის ოლიმპიურ ნაკრებში გამოიძახეს
გია ჭიაბრიშვილი: სიმულაცია ჩემი ფეხბურთელებისგანაც მაღიზიანებს...
ევროტურნირების წინ, "საბურთალო" მთავარმა მწვრთნელმა დატოვა
"საბურთალო" ტრადიციას არ ღალატობს - 17 წლის ფეხბურთელის წარმატებული დებიუტი
ორი 11:0 ქართული კლუბების მონაწილეობით - მოსამზადებელი ეტაპი
ჭიაბრიშვილი: ძალიან მოტივიერებულები ვართ და ვალდებულნი ვართ, "პაიდეს" ბარიერი გავიაროთ
ეროვნული ლიგა. XXVIII ტური. "ლოკომოტივი" - "საბურთალო" [LIVE]
"მე და ჩემმა ოჯახმა საკმაოდ რთული პერიოდი გავიარეთ" - გიორგი ჭიაბრიშვილი გულზე ჩატარებული ოპერაციის შემდეგ სამუშაო პროცესს დაუბრუნდა
ეროვნული ლიგის გამორჩეული ფეხბურთელი სომხეთის ჩემპიონატს უახლოვდება
ლეგიონერები ეროვნულ ლიგაში: შემთხვევითები აღარ არიან!
"ბოდიში! ასე არ შეიძლება... ვიღებ პასუხისმგებლობას..." - ჭიაბრიშვილი "პაიდესთან" მარცხის შემდეგ
"ორი მატჩის შემდეგ ნული ქულა გვაქვსო, მაგრამ იცით, რა არის მთავარი შედეგი?!" - გია ჭიაბრიშვილი ეროვნულ ნაკრებზე საუბრობს
ექსკლუზივი: ცხადაძე "დინამოდან" წავიდა, მას ჭიაბრიშვილი ცვლის? - "ლოკომოტივის" ყოფილი მწვრთნელი პირველ კომენტარს Sportall-თან აკეთებს
"ლოკომოტივიდან" ფეხბურთელები მიდიან - 3 ახალწვეული "საბურთალოში"
"პირველ მატჩში გარკვეული წნეხით ვითამაშეთ..." - რა თქვა ჭიაბრიშვილმა "პაიდესთან" განმეორებითი მატჩის წინ