საქართველოს ეროვნული ოლიმპიური კომიტეტის წინააღმდეგ საქმეზე მომდევნო მოსამზადებელი სხდომა ხვალ, 25 მაისს გაიმართება
საქართველოს ეროვნული ოლიმპიური კომიტეტის წინააღმდეგ საქმეზე მომდევნო მოსამზადებელი სხდომა ხვალ, 25 მაისს გაიმართება.

პროცესზე მოსარჩელე ირაკლი მეძმარიაშვილის ადვოკატი როინ მიგრიაული დამატებით მტკიცებულებებს წარადგენს.

მოსარჩელე მხარე ასევე დააყენებს შუამდგომლობას კონკრეტული მოწმის დაკითხვის შესახებ, რომელიც ადვოკატის ინფორმაციით, საქმესთან დაკავშირებით მნიშვნელოვან ინფორმაციას ფლობს.

"ჩვენი მიზანია, მოსამზადებელი სხდომა მალე დასრულდეს და საქმის არსებით განხილვაზე დროულად გადავიდეთ. წინა სასამართლო პროცესზე მოსამართლემ კონკრეტული ოქმების სეოკიდან გამოთხოვის შესახებ შუამდგომლობა არ დაგვიკმაყოფილა, რის შემდეგაც ჩვენ თავად მოვიპოვეთ ეს ოქმები საჯარო რეესტრიდან. სწორედ ამ ოქმებს წარვუდგენთ მოსამართლე თამარ ჭუნიაშვილს და შუამდგომლობით მივმართავთ, საქმეს თან დაურთოს",- აღნიშნა როინ მიგრიაულმა.

სეოკის 2016 წლის 23 დეკემბრის არჩევნებს არალეგიტიმურს უწოდებს პრეზიდენტობის კანდიდატი ირაკლი მეძმარიაშვილი, რომელიც მოითხოვს, გაბათილდეს ყრილობის შედეგები და ჩატარდეს ვადამდელი საპრეზიდენტო არჩევნები.

საქმეზე ორი სასამართლო სხდომა უკვე გაიმართა, რომელზეც მოსარჩელე ირაკლი მეძმარიაშვილის რამდენიმე შუამდგომლობა დაკმაყოფილდა.

მოსამართლე თამარ ჭუნიაშვილმა სეოკში ექვსი ორგანიზაციის გაწევრიანების ოქმების მტკიცებულებად დართვის შესახებ შუამდგომლობა დააკმაყოფილა, რომლებმაც მოსარჩელის მტკიცებით, 2016 წლის საპრეზიდენტო არჩევნებში არალეგიტიმურად მიიღეს მონაწილეობა.

მოსამართლემ ასევე დააკმაყოფილა შუამდგომლობა, საქმეს თან დაერთოს ფაქტების კონსტანტაცია.

თუმცა, სასამართლომ მიზანშეწონილად არ მიიჩნია მოსარჩელის მოთხოვნა, საქმეს თან დაერთოს სეოკის 136 სუბიექტის შესახებ ინფორმაცია.

მოსამზადებელ სხდომაზე ირაკლი მეძმარიაშვილის ადვოკატმა როინ მიგრიაულმა კიდევ ერთი შუამდგომლობა დააყენა, რომელიც რეგიონულ ორგანიზაციებს ეხება. აღნიშნულის განსახილველად სასამართლომ და მოპასუხე მხარემ დრო მოითხოვეს. გადაწყვეტილება 25 მაისს ჩანიშნულ სხდომაზე გამოცხადდება.

მოსამზადებელი სხდომა 25 მაისს, 14:00 საათზე, თბილისის საქალაქო სასამართლოში გაიმართება.

დასრულდა რეგიონული ეტაპები, წინ საქართველოს ჩემპიონატია!
ქართველი ველოსპორტსმენების წარმატება საერთაშორისო ასპარეზზე- 2 ოქროს, 1 ვერცხლის და 2 ბრინჯაოს მედალი
[VIDEO] „საქართველოს ეროვნული ლატარია“ აგრძელებს სპორტის მხარდაჭერას და აქტიურად მონაწილეობს სოციალური ინიციატივების ხელშეწყობაში
კონფერენს ლიგაზე მეოთხედფინალური წყვილები გაირკვა - აზაროვი ისევ არ ათამაშეს, მორჩილაძე 88-ე წუთზე შევიდა შეცვლაზე
შიდა ჩემპიონატების თამაშები გადაიდო
"ბაიერნთან" "რეალი" ძირითადი მეკარის გარეშე ითამაშებს
3x3SpringCup2026-ის პირველი ტურნირი Space Jam-მა მოიგო
მიმდინარე სეზონში მეხუთედ - მარკის რიდი თურქეთის ჩემპიონატის ტურის MVP გახდა
[VIDEO] ლებრონის და ლუკას 70 ქულა - "ლეიკერსმა" "ჰიუსტონი" ზედიზედ ორჯერ დაამარცხა
[VIDEO] მამუკელაშვილის შედეგიანი მატჩი - "ტორონტომ" "ჩიკაგო" დიდი ანგარიშით დაამარცხა
[VIDEOS] "ბაიერნი" და "ატლეტიკო" გავიდნენ - 1/4-ფინალის წყვილები გაირკვა
კვერნაძის "ფროზინონემ" "ბარის" მოუგო
[VIDEO] "ბარსელონა" "ნიუკასლს" დაუნდობლად გაუსწორდა
ტრავმა სერიოზულია - პსჟ მნიშვნელოვანი ფეხბურთელის გარეშე დარჩა
საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის განცხადება
"მოდით და წაიღეთ - გაგიჟდნენ!" - სენეგალელმა მცველმა აღშფოთება გამოხატა
კალათბურთის ფედერაციის ორგანიზებული ყველა მიმდინარე ტურნირი შეჩერებულია
ტიტე კალანდაძემ ისრაელთან პლეი-ოფის მატჩებისთვის შემადგენლობა დაასახელა
ქართველებს შორის რეკორდი - კვარაცხელიას ორნიშნა ნიშნული “ჩელსისთან” შეხვედრების მერე
ალვარესი წასვლას არ აპირებს - არგენტინელს "ატლეტიკოში" დარჩენა დიდი ხნით სურს
მუდმივი ლოდინით დაიღალნენ - "მილანი" ლეაოს გასხვისებაზე უარს არ იტყვის
სპალეტის იმედი აღარ აქვს - კლუბი დევიდის წასვლას ხელს არ შეუშლის
ახალი კონტრაქტი "ჯენოასგან" - დე როსის მიწვევა სხვა იტალიურ კლუბებსაც სურთ
სეოკ-ის წინააღმდეგ საქმეს მტკიცებულებები დაემატა
სეოკ-ის წინააღმდეგ სასარჩელო მოთხოვნა, შესაძლოა, გაიზარდოს
ქართველ ოლიმპიელებს სეოკ-ში ახალი სპორტული ფორმები გადასცეს
სასამართლო ოლიმპიური კომიტეტის პრეზიდენტობის კანდიდატის სარჩელის განხილვას 16 მარტს დაიწყებს
საქალაქო სასამართლოში სეოკ-ის პრეზიდენტის საქმის განხილვა მიმდინარეობს
სასამართლომ გააუქმა ის გადაწყვეტილება, რომლითაც ოლიმპიური კომიტეტის საპრეზიდენტო არჩევნების შედეგები დროებით შეჩერებული იყო
ლუკა სირაძის გარდაცვალების გამო სეოკმა დაჯილდოება გადადო
ბრიფინგი სეოკ-ში - არჩევნების შედეგები კანონიერია!
თბილისის საქალაქო სასამართლო 16 მარტს ოლიმპიური კომიტეტის საქმის არსებით განხილვას დაიწყებს
სეოკ-ის პრეზიდენტი მომდევნო ოთხი წელი ლერი ხაბელოვი იქნება