თბილისის საქალაქო სასამართლო ოლიმპიური კომიტეტის პრეზიდენტობის კანდიდატის, ირაკლი მეძმარიაშვილის სარჩელის განხილვას ხვალ, 16 მარტს დაიწყებს
თბილისის საქალაქო სასამართლო ოლიმპიური კომიტეტის პრეზიდენტობის კანდიდატის, ირაკლი მეძმარიაშვილის სარჩელის განხილვას ხვალ, 16 მარტს დაიწყებს.

ირაკლი მეძმარიაშვილის ადვოკატის, როინ მიგრიაულის განცხადებით, ხვალ ჩატარდება მოსამზადებელი სხდომა, სადაც მხარეები შუამდგომლობებსა და განცხადებებს წარადგენენ.

"ჩვენ რამდენიმე შუამდგომლობა გვაქვს, მათ შორის, მტკიცებულებების გამოთხოვაზე. ეს პროცესი არსებით განხილვაში არ გადავა, სასამართლო ამ შუამდგომლობების ირგვლივ იმსჯელებს და პროცესს გადადებს. თუ საქმეში ახალი მტკიცებულებები შემოდის და მეორე მხარე ამ დოკუმენტების გაცნობას ითხოვს, მოსამართლე ყოველთვის აძლევს ვადას და იდება პროცესი. გარდა ამისა, ჩვენ სასამართლოს უნდა მოვთხოვოთ, რომ გარკვეული მტკიცებულებები გამოითხოვოს ოლიმპიური კომიტეტიდან, რადგან კომიტეტმა ჩვენ ყველა დოკუმენტი არ მოგვაწოდა. საუბარია როგორც თავდაპირველად გამოთხოვილ, ისე ბოლო პერიოდში მოთხოვნილ დოკუმენტებზე, რომლებზეც სეოკი-დან ვერ მივიღეთ",- განაცხადა ადვოკატმა.

მისი ინფორმაციით, პროცესი თბილისის საქალაქო სასამართლოში 12:00 საათზე გაიმართება.

საქალაქო სასამართლომ 24 იანვარს დააკმაყოფილა ირაკლი მეძმარიაშვილის მოთხოვნა და საქმეზე საბოლოო განაჩენის მიღებამდე, ოლიმპიური კომიტეტის 2016 წლის 23 დეკემბრის არჩევნების შედეგების მოქმედება დროებით შეაჩერა.

ირაკლი მეძმარიაშვილი არჩევნების შედეგების გაბათილებას და ხელახალი არჩევნების ჩატარებას ითხოვს.

საქალაქო სასამართლოს მოსამართლის, თამარ ჭუნიაშვილის განჩინების თანახმად, სასამართლო გაეცნო წარმოდგენილ შუამდგომლობას, საქმეში არსებულ მასალებს, შეამოწმა სარჩელის უზრუნველყოფის შესახებ შუამდგომლობის დასაბუთებულობა და მიაჩნია, რომ შუამდგომლობა სარჩელის უზრუნველყოფის შესახებ უნდა დაკმაყოფილდეს.

"სეოკ-ის წესდებით განსაზღვრული საქართველოს ეროვნული ოლიმპიური კომიტეტის იმერეთის რეგიონალური ორგანიზაცია, საქართველოს ეროვნული ოლიმპიური კომიტეტის ქვემო ქართლის რეგიონალური ორგანიზაცია, საქართველოს ეროვნული ოლიმპიური კომიტეტის აფხაზეთის რეგიონალური ორგანიზაცია, საქართველოს ოლიმპიელთა კლუბი და საქართველოს ეროვნული ოლიმპიური კომიტეტის სპორტსმენთა კომისია იურიდიული პირების რეესტრში რეგისტრირებული არ არის",- აღნიშნულია მოსამართლის განჩინებაში.

აღნიშნული სარჩელი საქართველოს ეროვნულმა ოლიმპიურმა კომიტეტმა გაასაჩივრა. თბილისის საქალაქო სასამართლომ სეოკ-ის სარჩელი დააკმაყოფილა და გააუქმა საქალაქო სასამართლოს 2017 წლის 24 იანვრის განჩინებით გამოყენებული სარჩელის უზრუნველყოფის შესახებ ღონისძიება.

მოსარჩელე ირაკლი მეძმარიაშვილს შეეძლო სეოკ-ის სარჩელის გასაჩივრება, თუმცა იმ მიზნით, რომ სარჩელზე არსებითი განხილვა დროულად დაწყებულიყო, არ გაუსაჩივრებია.

დასრულდა რეგიონული ეტაპები, წინ საქართველოს ჩემპიონატია!
ქართველი ველოსპორტსმენების წარმატება საერთაშორისო ასპარეზზე- 2 ოქროს, 1 ვერცხლის და 2 ბრინჯაოს მედალი
[VIDEO] „საქართველოს ეროვნული ლატარია“ აგრძელებს სპორტის მხარდაჭერას და აქტიურად მონაწილეობს სოციალური ინიციატივების ხელშეწყობაში
20 წ. | ვინ მოდის საქართველოში - შოტლანდია
20 წ. | ვინ მოდის საქართველოში - ფიჯი
"შავი ლომი" | შეცვლილი შემადგენლობით "სუზუკი გრიქასთან"
კაზემირო და მესი ერთად - ბრაზილიელი მაიამის "ინტერში" გადადის
3 წელი საუდის არაბეთში ყოფნის შემდეგ - კესი სავარაუდოდ, იტალიაში დაბრუნდება
კიდევ 1 სეზონი დარჩა - ჟირუ მომავალ სეზონშიც "ლილში" ითამაშებს
თოფურია "რეალის" მწვრთნელად მოურინიოს დანიშვნას მოუთმენლად ელის
შეთანხმება აქედანვე სურთ - "ბარსელონაში" მომავალ მწვრთნელად ფაბრეგასის ხილვა უნდათ
U21 | მოლდოვა V საქართველო - მატჩისწინა ვარჯიში ბუდაპეშტში
ქართველი მსაჯები მსოფლიო ჩემპიონატის შესარჩევის მატჩს განსჯიან
საქართველო - საბერძნეთი | მსოფლიო ჩემპიონატის შესარჩევის დასკვნითი მატჩი
20 წ. | "უმცროსმა ბორჯღალოსნებმა" მსოფლიოსთვის დასკვნითი შეკრება დაიწყეს
Aprilia Tuareg 660-ის გამარჯვება Bajas European Championship-ზე
ახალი კონტრაქტი პაჩოს - ეკვადორელი პსჟ-ში რჩება
“ნაპოლი” “ბენფიკას” ნახევარმცველის ტრანსფერით ინტერესდება
კუკურელიას "ბარსელონაში" დაბრუნება სურს
კვლავ მოკვეთილები არიან - რუსები ევროსარბიელზე არც მომდევნო სეზონში იქნებიან
გადავლენ პსჟ-ს ვარსკვლავები "რეალში"? - რომანომ სიტუაცია განმარტა
რას აპირებს შევალიე - პსჟ-ის მეკარის მომავალზე ახალი ინფორმაცია ვრცელდება
"ვინც დაგვცინოდით, ახლა სად ხართ?" - ვილიამ სალიბა
სეოკ-ის წინააღმდეგ საქმეში ახალი მტკიცებულებებია
სეოკ-ის წინააღმდეგ სასარჩელო მოთხოვნა, შესაძლოა, გაიზარდოს
საქალაქო სასამართლოში სეოკ-ის პრეზიდენტის საქმის განხილვა მიმდინარეობს
ბრიფინგი სეოკ-ში - არჩევნების შედეგები კანონიერია!
თბილისის საქალაქო სასამართლო 16 მარტს ოლიმპიური კომიტეტის საქმის არსებით განხილვას დაიწყებს
სეოკ-ის წინააღმდეგ საქმეს მტკიცებულებები დაემატა