ესპანელი დირექტორი ჯერ არ ამხელს სპალეტის შემცვლელის სახელს
"რომას" სპორტულმა დირექტორმა, ესპანელმა მონჩიმ ჟურნალისტებისთვის ბრიფინგი გამართა და საინტერესო თემებზე ისაუბრა. მონჩის თქმით, კლუბის მესვეურები უკვე ჩამოყალიბდნენ, თუ ვინ სურთ გუნდის მთავარ მწვრთნელად და მოლაპარაკებებიც მიმდინარეობს. აქამდე ვრცელდებოდა ხმები, რომ ლუჩანო სპალეტის ეუსებიო დი ფრანჩესკო შეცვლის, თუმცა მონჩის კომენტარმა იტალიელ ჟურნალისტებში დაბნეულობა გამოიწვია - ესპანელი ფუნქციონერის თქმით, მათთვის სასურველ მწვრთნელს გამარჯვებულის მენტალიტეტი აქვს, ის ჩემპიონია და იცის, როგორ უნდა მოიგოს დიდი მატჩები... დი ფრანჩესკოს კარგი რეპუტაცია აქვს და მასზე დიდი მოთხოვნაა, მაგრამ ფრაზები გამარჯვებულის მენტალიტეტთან და დიდი მატჩების მოგებასთან დაკავშირებით "სასუოლოს" თავკაცს, წესით, არ უნდა მიესადაგებოდეს.

მოკლედ, მონჩის კომენტარმა დაბნეულობა გამოიწვია, თუმცა ჟურნალისტებს ჯერჯერობით, არავითარი ინფორმაცია არ აქვთ - ესეც ერთობ გასაკვირი ამბავია, რადგან, როგორც წესი, იტალიაში არაფერი იმალება. მოვუსმინოთ მონჩის...

ლუჩანო სპალეტი

ჩვენ გვინდოდა ლუჩანო სპალეტის შენარჩუნება, მაგრამ ვიცოდით, რომ მოლაპარაკება რთულად წარიმართებოდა და ამიტომ, პარალელურად, სხვა მწვრთნელს ვეძებდით. სპალეტი შესანიშნავი მწვრთნელი და კარგი ადამიანია, თუმცა ვერ მოვახერხეთ შეთანხმება. აზრთა სხვადასხვაობა ძირითადად ფინანსურ საკითხებს ეხებოდა, თუმცა არ დავკონკრეტდები. არ ვიცი, სად გააგრძელებს კარიერას ლუჩანო, მაგრამ მინდა მას წარმატება ვუსურვო, რადგან ამას იმსახურებს.

ახალი მწვრთნელი

ჩვენ უკვე შევარჩიეთ მწვრთნელი, რომელთანაც მოლაპარაკება აქტიურად მიმდინარეობს. გუნდს სჭირდება სპეციალისტი, რომელსაც გამარჯვებულის მენტალიტეტი აქვს და რომელმაც იცის, როგორ მოიგოს დიდი თამაშები. მოლაპარაკება წარმატებით მიმდინარეობს და ყველა კითხვას მალე გაეცემა პასუხი. თუმცა, წინასწარ ვერაფერს მათქმევინებთ.

ფრანჩესკო ტოტი

გავრცელდა ხმები, რომ ფრანჩესკო ტოტი კარიერის დასრულებას არ აპირებს და თუ ეს მართლაც ასეა, დიდი წარმატება მინდა ვუსურვო. შესაძლოა, ამერიკაში გადაბარგდეს, სადაც ვეტერანებისთვის იდეალური გარემოა. ნებისმიერ შემთხვევაში, ტოტისთვის "რომას" კარი ღიაა და ყოველთვის ღია იქნება. ადრე თუ გვიან, მან აუცილებლად უნდა იმუშაოს მშობლიური კლუბის საკეთილდღეოდ.

რომაული მიზნები

"სევილია" იმიტომ დავტოვე, რომ ახალი გამოწვევა მჭირდებოდა. რომი დიდებული ქალაქია და ბედნიერი ვარ, რომ მოვხვდი იქ, სადაც ფეხბურთი სიგიჟემდე უყვართ. ჩვენ დიდი გეგმები გვაქვს და ვპირდები გულშემატკივრებს, რომ "ჯალოროსი" განვითარების ახალ ეტაპზე ავა - ჩვენი გულშემატკივრები იმსახურებენ "რომას", რომელიც მხოლოდ უმაღლესი მიზნებისთვის იბრძვის არა მარტო იტალიაში, ევროპაშიც.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

"ინტერი" "ლივერპულის" ნახევარმცველს შეიძენს
"რომამ" 19 წლის პორტუგალიელი ნახევარმცველი დაიმატა
"ნაპოლიმ" 22 წლის იტალიელი ვინგერი დაიმატა
"ინტერი" "ლივერპულის" ნახევარმცველს შეიძენს
"რომამ" 19 წლის პორტუგალიელი ნახევარმცველი დაიმატა
"ნაპოლიმ" 22 წლის იტალიელი ვინგერი დაიმატა
პოგბამ "მონაკოსთან" კონტრაქტი გაწყვიტა და თავისუფალი აგენტი გახდა
ოფიციალურად - როდრი "ბარსელონაში" გადავიდა
თეკლა ძამუნაშვილი სერბეთის სუპერლიგაში ითამაშებს
კონფერენს ლიგაზე “დინამოს” შემარცხვენელი “ჟალგირისი” უკრაინას ფინანსურად დაეხმარება
საუდის არაბეთის გუნდის გულშემატკივრები "შახტარის" ფეხბურთელის შეძენის წინააღმდეგი არიან
"იუვენტუსმა" "ტოტენჰემის" მეკარე ინათხოვრა
ინძაგის ბენზემას თავისი გუნდიდან მოშორება სურს
ნიდერლანდების ნაკრების ნახევარმცველი "დორტმუნდში" გადავიდა
სენეგალის ნაკრების მწვრთნელად ვიეირა დანიშნეს
"მას ყველაფერი აქვს, მეტი რა გინდათ ფეხბურთელისგან?!" - მსოფლიოში ერთ-ერთი ცნობილი ჟურნალისტის აზრით, "ოქროს ბურთი" კვარაცხელიას უნდა მისცენ
"მამარდაშვილმა ეს აღიარა" - ქართველი მომავალ სეზონშიც "ლივერპულის" მე-2 მეკარე იქნება
"ბაბუა ამაზე ყოველთვის ოცნებობდა" - ნიკოლაი გიორგობიანმა საქართველოს ნაკრებში თამაშის სურვილი გამოთქვა
თბილისში მატჩზე ან სპორტულ ღონისძიებაზე დასასწრებად მოგზაურობა: სად ვიქირაოთ ბინა და როგორ დავზოგოთ საცხოვრებელზე
"ლიონიდან" კიდევ ერთი ლიდერი გაუშვეს - ფოფანა კარიერას იტალიაში გააგრძელებს
შოტლანდიის ნაკრებს ახალი მთავარი მწვრთნელი ჰყავს
ტრანსფერი მალე უნდა მოგვარდეს - "სევილია" "სპორტინგს" ქოჩორაშვილის სანაცვლოდ გაუმჯობესებული წინადადებით მიმართავს
ორმაგ ტრანსფერთან ახლოს - "ლივერპული" პსჟ-იდან შემტევებს იმატებს
"სევილიამ" თითქმის შეიძინა, თუმცა მონჩიმ ტრანსფერი დაბლოკა - ესპანელმა სკაუტმა ხვიჩაზე ისაუბრა
"რომა" 21 წლის არგენტინელ ფორვარდს იმატებს
"შეუძლია თუ არა კვარაცხელიას "ოქროს ბურთის" მოგება? - ტოტიმ ქართველზე ისაუბრა
ფრანჩესკო ტოტის ვაჟმა 19 წლის ასაკში კარიერა დაასრულა
"რომა" უკრაინის ნაკრების თავდამსხმელს გაანათხოვრებს
"ამაზე კითხვებიც კი არ ყოფილა" - სპალეტის მომავალი გაირკვა
ვინ სად გადავიდა? - ბოლო სატრანსფერო დღის გარიგებები
"ლიონიდან" კიდევ ერთი ლიდერი გაუშვეს - ფოფანა კარიერას იტალიაში გააგრძელებს
48 მლნ ევრო მცველში - მადრიდის "რეალმა" მესამე ტრანსფერი განახორციელა
"იუვენტუსის" კარში გატანილი გოლი მის გამო არ აღვნიშნე" - ოსიმენის დასაფასებელი ჟესტი
"რომა" "მილანიდან" სუსოს დამატებას აპირებს
ტოტი: სინერი რომ ასეთი მაგარი ჩოგბურთელია, ჩემი დამსახურებაა
"სევილიას" სპორტული დირექტორი კვარაცხელიას საბერძნეთში პირადად დააკვირდება
"დიბალა თუ ლაუტარო?" - ტოტის არჩევანი გაგაოცებთ
"რომამ" 19 წლის პორტუგალიელი ნახევარმცველი დაიმატა
ისაკი გუნდთან ერთად ვარჯიშს არ აპირებს - "ნიუკასლმა" შვედი დააჯარიმა
ალისონი სპალეტის შეთავაზებას დათანხმდა - მამარდაშვილი "ლივერპულის" ძირითადი მეკარე გახდება
შესანიშნავი ამბავი. სპალეტი ალისონის გადაბირებას ცდილობს - მამარდაშვილი ბრაზილიელის შესაცვლელად მზადაა
ახალი კონტრაქტი დუშანს - “იუვენტუსს” ვლაჰოვიჩის შენარჩუნება უნდა
"რომას" ყოფილი პრეზიდენტი: ტოტის უსამართლოდ ექცევიან
პსჟ-ს, შესაძლოა, ტრანსფერების განხორციელება აეკრძალოს
დოვბიკი "ბოლონიას" ფეხბურთელი გახდა
"რეალში" რომ მეთამაშა, "ოქროს ბურთს" მოვიგებდი" - ფრანჩესკო ტოტი
ყველაზე რთული ზაფხული "სევილიას" ისტორიაში
laroma24.it: მონჩი ბელგიაში იმყოფება და გიორგი ჩაკვეტაძესაც აკვირდება
მიხაილ გორელიშვილი გორის "დილაში" დაბრუნდა
დუეინ უეიდმა "კლივლენდი" აირჩია
ტოტიმ დაადასტურა - ლეგენდარული იტალიელი "რომას" უბრუნდება
კასანოს თქმით, ლობოტკას ტრანსფერზე "იუვენტუსი" და "ინტერი" ფიქრობენ - რას გადაწყვეტს სლოვაკი?