ზოგი კი ღირსებას მაშინაც კარგავს, როცა უკვე მოგებულია
იტალიის ეროვნული ნაკრები ორი მატჩისთვის ემზადება: 7 ივნისს, "სკუადრა აძურა" ამხანაგურად ურუგვაის დაუპირისპირდება, 4 დღის შემდეგ კი, მსოფლიოს ჩემპიონატის შესარჩევ ეტაპზე ლიხტენშტაინს უმასპინძლებს. ამ ორი მატჩისთვის იტალიელთა მთავარმა მწვრთნელმა ჯან პიერო ვენტურამ 26 ფეხბურთელი გამოიძახა.

მართალია, ურუგვაი გაცილებით ძლიერი მეტოქეა, მაგრამ თამაში ამხანაგურია და გამომდინარე აქედან, მწვრთნელმა შესაძლოა, ექსპერიმენტებს სწორედ ამ პაექრობაში მიმართოს. მით უმეტეს, "იუვენტუსმა" ჩემპიონთა ლიგის ფინალში იასპარეზა და იმაზეც საუბრობენ, რომ ურუგვაისთან შეხვედრაში ტურინული გრანდის ფეხბურთელები მონაწილეობას არ მიიღებენ.

ვენტურას საკადრო პრობლემებიც აქვს - წამყვანი ნახევარმცველები: დანიელე დე როსი და მარკო ვერატი ტრავმირებულნი არიან და ჯერ უცნობია, რამდენად მოასწრებენ 7 ივნისამდე გამოჯანმრთელებას. სამაგიეროდ, ლიხტენშტაინთან მატჩისთვის ორივე მწყობრში უნდა იყოს და პლუს, "იუვენტუსის" ფეხბურთელებიც მოასწრებენ დასვენებას. ამასობაში, მედიას იტალიის ნაკრების მთავარი მწვრთნელი, ჯან პიერო ვენტურა შეხვდა და არა მარტო მოახლოებულ მატჩებზე, ჩემპიონთა ლიგის ფინალსა და "იუვენტუსზე" ისაუბრა...

სანაკრებო მატჩები

ჩვენთვის ყველა შეხვედრა მნიშვნელოვანია, თუმცა, რა თქმა უნდა, ოფიციალურ შეხვედრაში მთავარი შედეგია, ამხანაგური მატჩები კი შეიძლება სხვადასხვა მიზნით გამოიყენო. ურუგვაი ძლიერი გუნდია და სწორედ ასეთ მეტოქესთან მაინტერესებს, როგორ წარმოაჩენენ თავს ფეხბურთელები, რომლებსაც ეროვნულ გუნდში დიდი სათამაშო დრო აქამდე არ ეძლეოდათ. გამოვცდით ტაქტიკურ სქემებს და ამასთან, ჩვენთვის მნიშვნელოვანი იქნება შედეგი. ნებისმიერი გამარჯვება გუნდზე ფსიქოლოგიური კუთხით დადებითად აისახება და მით უმეტეს, როდესაც ისეთ ძლიერ გუნდს ეთამაშები, როგორიც ურუგვაია.

რაც შეეხება ლიხტენშტაინთან პაექრობას, აუცილებლად უნდა მოვიგოთ, რადგან სამი ქულა ჰაერივით გვჭირდება. თუ ვინმეს ჰგონია, რომ ქულები უკვე ჯიბეში გვაქვს, ძალიან ცდება - სრული მობილიზება და კონცენტრაცია გვმართებს, რადგან მეტოქე დიდი ძალებით ჩადგება დაცვაში. ასეთ დროს ფავორიტი გუნდი ხშირად პრობლემებს აწყდება. ნებისმიერ შემთხვევაში, ჩვენი მიზანი მხოლოდ გამარჯვებაა.

ჩემპიონთა ლიგის ფინალი

პირველ ტაიმში "იუვენტუსმა" შესანიშნავად ითამაშა და სჯობდა მეტოქეს, მეორეში კი გუნდი მოიშალა და მოხდა ის, რაც მოხდა. რამ გამოიწვია ტურინელთა ასეთი ჩავარდნა? - ჩემი აზრით, გადამწყვეტი იყო ის, თუ რა ხდებოდა შესვენების დროს გუნდების გასახდელში - მასიმილიანო ალეგრი კმაყოფილი იქნებოდა გუნდის თამაშით, ზინედინ ზიდანი კი პირიქით, უკმაყოფილო და შეგირდებს სიჩქარეების მომატებას სთხოვდა - მეორე ნახევარში, "იუვე" იმავე ფეხბურთის სათამაშოდ გავიდა მინდორზე, "რეალმა" კი ახალი სიჩქარეები ჩართო და გადამწყვეტი უპირატესობა მოიპოვა.

ალეგრი ბრწყინვალე მწვრთნელია და ის გამოიტანს სწორ დასკვნებს ამ მარცხისგან. დასრულდა თუ არა ამით "იუვენტუსის" წარმატებების ერა? - არც ერთ შემთხვევაში.

ტურინულ გრანდში ბრწყინვალე ფეხბურთელები ასპარეზობენ, რომლებსაც მომდევნო სეზონშიც ექნებათ ჩემპიონთა ლიგის მოგების შანსი. სრულიად ვეთანხმები ალეგრის - "იუვეს" შესანიშნავი სეზონი ჰქონდა და ამ შთაბეჭდილებას ერთი მარცხი, თუნდაც ჩემპიონთა ლიგის ფინალი, ვერ წაშლის; "იუვენტუსი" ჩემპიონთა ლიგის ფინალში ისე გავიდა, რომ მხოლოდ 3 გოლი გაუშვა და არც ერთი მატჩი არ წაუგია - რეალურად, ტურინელებმა ერთი ტაიმი ჩააგდეს და ამის გამო გუნდს ხაზს ნამდვილად ვერ გადავუსვამთ.

ჯიჯი ბუფონი

იყო დიდი სპორტსმენი, ძალიან კარგია, მაგრამ როდესაც დიდი სპორტსმენი უდიდესი ადამიანია, ეს მართლაც განსაკუთრებული მოვლენაა - ჯანლუიჯი ბუფონი სწორედ ასეთია და ვამაყობ, რომ მასთან ერთად ეროვნულ ნაკრებში ვმუშაობ.

ბუფონი ერთ ნაბიჯში იყო ჩემპიონთა ლიგასთან და ჩემი აზრით, "ოქროს ბურთთან", მაგრამ გადამწყვეტი მატჩი წააგო და ორივე დაკარგა - შესაძლოა, ეს ყველაზე მწარე მარცხი იყო ჯიჯისთვის კარიერაში, მაგრამ ხომ ნახეთ, როგორ ღირსეულად ეჭირა თავი? - დიდ ადამიანებს შეუძლიათ ღირსეულად წაგება და ეს მაშინ, როდესაც ზოგი ღირსებას მაშინაც ვერ ინარჩუნებს, როდესაც თამაში პრაქტიკულად მოგებული აქვს.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

გთხოოოვთ! ძალიან!
კომენტარი (პრაქტიკულად, "კოტეს" კომენტარზე გამოხმაურება)- ე.წ. პატარა ბიჭებმა იციან...- ზე დაბეჭდეთ. "კაკ რაზ" ფრანჩესკო ტოტიმ იკადრა და საქართველოსთან, ორი პენალტი "გამოიგონა" საჯარიმოში ვითომ წესის დარღვევით წაქცევაზე გოტრიალითა და გრიმასების "კერვით"... ჰოდა, იტალიელი სხვას თუ "უნამიოკებს", ეს ამხელა "ელჩის" საქციელიც თუ ახსოვს(ო) ვწერდით. ეგ არი, რა! :) მადლობა და წარმატებები ყველას!
"ტოტი რა შუაშია"-? "შუაშია"! :)))))))))))
ალბათ, პატარა ბიჭია ამის დამწერი და/ან ფეხბურთს არ უყურებდა, თორემ ემახსოვრება როგორ გააფორმა და იგორავა საჯარიმოში, ვითომ "მოცელილმა", ორი პენალტი თბილისში საქართველო - იტალიის მატჩზე! p.s. (შე)კითხვა "მაგარია":)- "რამოსის ფეხებზე ნადირობს ვინმე"? :)
kote
რეალი ალბათ მოიგებდა კი არა უკვე მოგებული ქონდა, რამოსმა კი შეიძლება კი არა, უდაოდ გააფორმა, აი ტოტი რა შუაშია ვერ მივხვდი, არასერიოზულია, პატარა ბავშვებმა იციან ეგრე, ისე განსხვავებას მაინც გეტყვით: ტოტი, დელ პიერო, თუნდაც ზიდანი, მესი და ა.შ, იყვნენ და არიან შემოქმედი ფეხბურთელები, რომლებსაც ფეხში ასჯერ მეტი ხვდებათ, ვიდრე მცველებს, კასტალომებისგან თავდაცვის საშუალება კი არ არსებობს. სერხიო რამოსის ფეხებზე ნადირობს ვინმე?
"კახა ქირიას"!
1) განმერებით, სხვა რაკურსით ნახვისას, აშკარაა ფეხის დაბიჯება; 2) "გააფორმა" რამოსმა? შეიძლება; 3) "რეალი" მაინც (მო)იგებდა - უდავოდ! 4)ტოტიზე რა წარმოდგენისაა ნეტა იტალიელთა მთავარი მწვრთნელი და რამოსის ამ "საქციელზე"(ფეხი დააბიჯეს, წაიქცა, (ალბათ) ცოტა გააფორმა...) მოსაუბრე(ნი)- საქართველოს ნაკრებთან ორი(!) პენალტი "გამოიგონა". ჩვენთან ეს ძალიან ბევრს ახსოვს და ნეტა, იტალიაში(ც)?
nnn
თუ ადამიანს ღირსება არ გააჩნია იგი ვერც შეინარჩუნებს და ვერც დაკარგავს
კახა ქირია
მაგრა უკბინა რამოსს
Nuovo Kvara - "ნაპოლიმ" ქართველის შემცვლელი შეიძინა
"ნაპოლის" თავდამსხმელი შეიძლება სერია А-ში გადასულ გუნდში ჩაირიცხოს
"მილანმა" სათადარიგო მეკარე შეცვალა - "როსონერიში" სპორტიელოს ნაცვლად ტერაჩიანო იქნება
შოტლანდიელების წინააღმდეგ მეოთხედ მოსაგებად - უმცროსი "ბორჯღალოსნების" შემადგენლობა
პსჟ შეიძლება მალე დონარუმას გარეშე დარჩეს
ქართული კლუბების შესაძლო მეტოქეები კონფერენციის ლიგის შესარჩევის მეორე რაუნდში
გრანიტ ჯაკა შესაძლოა, პრემიერლიგაში დაბრუნდეს
"რა გაუკეთებია, რომ "ბარსელონაში" ითამაშოს?" - "იუნაიტედის" ლეგენდამ რაშფორდი გააკრიტიკა
"რეალს" ალაბასთან კონტრაქტის გაწყვეტა სურს
აღფრთოვანება შეცდომის მიუხედავად - ქოჩორაშვილმა "სპორტინგში" სადებიუტო მატჩი ჩაატარა
საქართველოს 20-წლამდელთა ნაკრებს 3 ლიდერი გამოაკლდა
ერთი მოედანზე, მეორე ჯერ ტრიბუნაზე - ფრანგულ გუნდში ორი ქართველი ითამაშებს?
"ეს საქმეს მიმარტივებს" - თოფურიამ ახსნა, როგორ ახერხებს მეტოქეების დანოკაუტებას
"ლივერპული ამით ყველა გრანდს ჯობნის" - რა განაცხადა ფერდინანდმა?
პსჟ-ს კიდევ ერთი ფეხბურთელი დატოვებს
დიეგო ლონგო: ერთ-ერთი მთავარი მიზანია გულშემატიკარმა ჩვენით იამაყოს
"ნაპოლის" თავდამსხმელი შეიძლება სერია А-ში გადასულ გუნდში ჩაირიცხოს
რა მოქაჩა თმაზე ასეთი - პსჟ-ს ნახევარმცველს დისკვალიფიკაცია ემუქრება
პსჟ-დან "მანჩესტერში" - ბრაზილიელმა ლეგიონერმა შეიძლება პარიზული გუნდი დატოვოს
დირკ შუსტერი: აქ ყველას ჩვენი დამარცხება სურს
"ლევერკუზენმა" გრანიტ ჯაკას საუდის არაბეთში გაყიდვაზე უარი განაცხადა
ბელინგემი დღეს ოპერაციას გაიკეთებს - ჯუდს სეზონის დასაწყისი გაუცდება
რა გეგმა აქვს შუსტერს? - დღეს 2 ქართული კლუბი ითამაშებს
სპალეტის იტალიამ პარიზში საფრანგეთს მოუგო [VIDEO]
"საუკეთესო ფორმაში არ ვართ, მეტოქემ ჩვენი შეცდომებით ისარგებლა" - დეშამი იტალიის ნაკრებთან მარცხის შემდეგ
ბუფონის შვილი ჩეხეთის 18-წლამდე ნაკრებში გამოიძახეს
ბუფონის მიერ დაბლოკილი მოურინიო - როგორ გახდა იტალიის ნაკრების მწვრთნელი გატუზო
ისევ დრამა - უმოტივაციო პორტუგალიამ წააგო, სამხრეთ კორეა გავიდა, ურუგვაი კი ჯგუფში ჩარჩა [VIDEO]
საფრანგეთმა ბელგიას, იტალიამ კი ისრაელს მოუგო [VIDEO]
"ურუგვაის პენალტი წაართვეს" - BBC-ის ექსპერტები გუშინდელ მატჩზე
"ბუფონი და აკინფეევი ამით ერთმანეთს ჰგვანან"- მირალემ პიანიჩი
ბუცები, ბურთები და ბუკინისტები – აპრილი, სპორტი და წიგნები
შვეიცარიამ იტალია დაჯაბნა და მეოთხედფინალში გავიდა
ჯან პიერო ვენტურა: ჩვენ შეგვიძლია, გავაოცოთ მსოფლიო
სპალეტის იტალიამ ბელგიას სძლია და 17 ნოემბერს საფრანგეთს უმასპინძლებს
პორტუგალიამ ურუგვაის მოუგო და მერვედფინალშია - პირველი გოლი რონალდომ გაიტანა თუ ბრუნომ? [VIDEO]
კაცნაკლულმა ურუგვაიმ ბრაზილიას სძლია და კოპას 1/2-ფინალში გავიდა [VIDEO]
"სკუადრა აძურას" ურთულესი მისია - ჯან პიერო ვენტურა იტალიის ნაკრების ვარჯიშზე
ჯანლუიჯი ბუფონის შვილმა თქვა, რატომ გადაწყვიტა ჩეხეთის ნაკრებში თამაში
ძაკანიმ იტალია პლეი-ოფში გაიყვანა - ესპანეთმა დუბლებით ალბანეთს სძლია
ფიფამ დაასკვნა - რონალდოს გოლი არ გაუტანია
ჯან პიერო ვენტურამ იტალიის ნაკრების შემადგენლობა დაასახელა
იტალიის ნაკრები: "აძურას" სარეკორდო ანგარიშით მოგებამდე ცოტა დააკლდა
იტალიის ნაკრები: რჩევები "სკუადრა აძურას" მესაჭეს
მომენტი, რომელიც გულგრილს არავის დაგტოვებთ - ურუგვაის თავისი გმირი ჰყავს [VIDEO]
დებიუტი პროფესიონალურ დონეზე - ბუფონის შვილს რამდენიმე წუთი დაუთმეს და ჩეხეთის ნაკრებში ელიან