ქართველები
• ქართველი სპორტსმენები
• ფეხბურთი
• ეროვნული ნაკრები
• ეროვნული ლიგა
• ეროვნული ლიგა 2
• ლეგიონერები
• თასი
• ასაკობრივი ნაკრები
• სხვადასხვა
• ევროპა ლიგა
• კონფერენს ლიგა
• ინგლისი
• ესპანეთი
• იტალია
• გერმანია
• საფრანგეთი
• მსოფლიო
• ჩემპიონთა ლიგა
• ევროპის ჩემპიონატი
• სხვადასხვა
• ქალთა ფეხბურთი
• ტრანსფერები
• კალათბურთი
• ეროვნული ნაკრები
• სუპერლიგა
• თასი
• NBA
• ლეგიონერები
• ევრო ლიგა
• ევროპის ჩემპიონატი
• მსოფლიოს ჩემპიონატი
• ასაკობრივი ნაკრები
• სხვადასხვა
• ჩოგბურთი
რაგბი
• ეროვნული ნაკრები
• დიდი 10
• თასი
• ლეგიონერები
• 6 ერი
• ტესტები
• ერთა თასი
• მსოფლიო თასი
• ასაკობრივი ნაკრები
• სხვადასხვა
• MMA
• UFC
• ფორმულა 1
ჭიდაობა
• ძიუდო
• თავისუფალი
• კლასიკური
• ქართული
• სუმო
• სამბო
• ქალთა ჭიდაობა
• ბერძნულ-რომაული
• სხვადასხვა
• კრივი
• ველოსპორტი
• ტანვარჯიში
• ცურვა
• ჭადრაკი
• მძლეოსნობა
• ძალოსნობა
• მკლავჭიდი
• ტყვიის სროლა
• კარატე
• ნიჩბოსნობა
• მშვილდოსნობა
• ფარიკაობა
• წყალბურთი
• ხელბურთი
• ფრენბურთი
• ავტოსპორტი
• ჰოკეი
• თხილამურებით სრიალი
• ფიგურული სრიალი
• საინტერესო ამბები
• სხვადასხვა
• ფიტნესი
• ფიგურული ციგურაობა

[ფეხბურთის განვითარების პროგრამა] სულ 315 მლნ და პლუს ერთი წელიწადი

[ფეხბურთის განვითარების პროგრამა] სულ 315 მლნ და პლუს ერთი წელიწადი

ზაზა დოლიძე: "ეს სისტემა უმოტივაციო თამაშების რაოდენობას მინიმუმამდე შეამცირებს"
ფეხბურთის ფედერაციის ხელმძღვანელები, საქართველოს სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა მინისტრთან და ფეხბურთის განვითარების ფონდის თავკაცებთან ერთად, სასტუმრო "მოხალისეში" ეროვნული ლიგების კლუბების წარმომადგენლებს შეხვდნენ.

შეხვედრის დასრულების შემდეგ ცნობილი გახდა, რომ ფეხბურთის განვითარების სახელმწიფო პროგრამაში ცვლილებები შევიდა...

ლევან კობიაშვილი, სფფ-ის პრეზიდენტი:

"20 კლუბს შევხვდით და ის ცვლილებები გავაცანით, რამდენიმე დღის წინ ფეხბურთის განვითარების ფონდთან დაკავშირებით მთავრობის სხდომაზე რომ დამტკიცდა. კლუბებს ავუხსენით, თანხები საბოლოოდ როგორ გადანაწილდება".

ტარიელ ხეჩიკაშვილი, სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა მინისტრი:

"ამ კორექტივებით იცვლება არა ჯამი, არამედ პროპორციები - კლუბებს მეტი მოტივაცია ექნებათ, გარანტირებული თანხის ნაცვლად, შემოსავლები კომერციული კუთხით მიიღონ და სპონსორებთან სწორი კუთხით იმუშაონ".

"კარგია, ცვლილებაზე განმარტების გაკეთების საშუალება რომ გვეძლევა. წინა კვირას, მთავრობის 217-ე დადგენილებაში მოხდა ცვლილება და მთავარი აქცენტი იმაზე კეთდება, რომ კლუბებმა დამოუკიდებლობისკენ მეტი ნაბიჯი გადადგან, ხოლო მათმა მმართველებმა გამოიმუშაონ ის უნარები, ევროპული მართვის სტილზე გადასვლაში რომ დაეხმარებათ.

ჩვენი მიზანია, მათ კერძო სექტორიდან მეტი თანხები მოიზიდონ, ფინანსურად უფრო დამოუკიდებლები გახდნენ. ფონდი კი ასეთ ქმედებებს წაახალისებს და დააფინანსებს", - ეს კი ფეხბურთის განვითარების ფონდის ხელმძღვანელის, ზაზა დოლიძის სიტყვებია.

მან კონკრეტული ცვლილებების დეტალები დაასახელა:

"2017 წელს კლუბი საბაზისოდ მილიონ ლარს იღებდა. 100-ათასიანი სპონსორის მოზიდვის შემთხვევაში, სტიმულირების ფონდიდან ერთი ამდენი კიდევ ემატებოდა, ანუ 100-ით 200 ათასს შოულობდა. სტიმულირების ფონდიდან დასარიცხი ფულის მაქსიმუმი 500 ათას ლარს შეადგენდა. 2018 წლიდან საბაზისო თანხა 900 ათასი გახდება, სამაგიეროდ, სტიმულირების ფონდი 600 ათასამდე გაიზრდება. ამან კლუბები ეტაპობრივად კომერციულ კალაპოტში უნდა გადაიყვანოს.

როგორ შოულობენ კლუბები ევროპაში ფულს? ტრანსფერებით, სატელევიზიო უფლებებით, სპონსორებით, ბილეთებისა და ატრიბუტიკის ვაჭრობით... ჩვენი მიზანია, ამისკენ წავიდეთ. ამიტომაა აუცილებელი, რომ გარანტირებული თანხები შემცირდეს, კლუბების ბიუჯეტებში კი მათი მოზიდული შემოსავლების წილი გაიზარდოს.

ფეხბურთის განვითარებისთვის ყოველწლიურად 37 მილიონი ლარი გამოიყოფა. ყველაზე დიდი პლუსი ისაა, რომ ფეხბურთის განვითარების პროგრამას კიდევ ერთწლიანი დაფინანსება დაემატა, რომელიც ადრე 2020 წლამდე იყო გათვალისწინებული, ახლა კი მისი 2021 წლამდე გაგრძელება გადაწყდა".

ფეხბურთის განვითარების სახელმწიფო პროგრამის განხორციელება რომ აუცილებელი იყო, ეს საკამათო არ არის, მაგრამ ყველაზე მეტ გაუგებრობას ეს იწვევს - რატომ არ შენდება ინფრასტრუქტურა, რომელიც ამ პროგრამის შემადგენელი ნაწილი უნდა ყოფილიყო:

"ეს პროექტი ფონდის აქტივობებში არ წერია, მაგრამ ჩემს ხელთ არსებული ინფორმაციით, საქართველოს მთავრობა, ინფრასტრუქტურის სამინისტრო და რეგიონები უახლოეს 5 წელიწადში 100 მილიონ ლარამდე საფეხბურთო ინფრასტრუქტურის აშენებას აპირებს.

სპორტის სამინისტრომ 10 მოედანი თავის ტრიბუნებით უნდა ააშენოს. ძალიან სერიოზული წინსვლა იქნება ბათუმში მოსამზადებელი ცენტრის გახსნა. ჯამში, ფეხბურთის განვითარების პროგრამაზე გათვალისწინებული სახსრები კი არ მცირდება, არამედ 315 მილიონ ლარამდე იზრდება. ანუ თანხის ნაწილი კლუბებს, ჩემპიონატს და მის განვითარებას მოხმარდება, ნაწილიც ახალი მოედნებისა და სტადიონების მოწყობას".

ფეხბურთის განვითარების ფონდის ხელმძღვანელის აზრით, ამ ყველაფრის გარდა, სხვა მნიშვნელოვანი პროექტიც დაფინანსდება:

"უპრეცედენტო მოცულობით იქნება მხარდაჭერილი მწვრთნელთა განათლება, მათ შორის, ფიზმომზადების სპეციალისტების გადამზადება და მასობრივი ფეხბურთის განვითარებაც, რაც ფეხბურთის საფუძველია. ამ მიმართულებით 2017-21 წლებში 13 მილიონი ლარია გამოყოფილი. სამოყვარულო ლიგაში 400-ზე მეტი გუნდი და 8 ათასზე მეტი ფეხბურთელია. რეგიონებში საფეხბურთო ზეიმია, სოფელი სოფელს და რაიონი რაიონს ეთამაშება, საბოლოოდ კი ქვეყნის გამარჯვებული გამოვლინდება".

დოლიძემ განმარტა, თუ როდის მიიღებენ კლუბები პრემიალურ თანხებს:

"ამ მიზნით, ორივე ეროვნული ლიგისთვის 6 მილიონი ლარი იყო გათვალისწინებული. მთავარ ლიგაში მოგება 20 ათასი ლარით ფასდება, ხოლო მესამედით - ქულა. ეს თანხა ეროვნულ ლიგა 2-ში, შესაბამისად, 10 ათასს და მის მესამედს შეადგენს. მეორე წრე 21 ივნისს დასრულდება და გუნდებს გამომუშავებული თანხები ივნისის ბოლომდე დაერიცხებათ.

ადრე პრემიალურებს მხოლოდ ჩემპიონები, პრიზიორები, თასის გამარჯვებული და ფინალისტი იღებდნენ. ჩემპიონატის გარდა, წლევანდელი წლიდან თასის 1/8-ფინალიდან ყველა შემდგომი ეტაპის გადალახვაზე გუნდი 10 ათას ლარს გამოიმუშავებს, ფინალისტი - 40 ათასს, ხოლო მფლობელი - 100 ათასს.

ჩემპიონატში პრემიალურების მეორე ნაწილს გუნდები დეკემბერში მიიღებენ. დარწმუნებული ვარ, ეს სისტემა უმოტივაციო თამაშების რაოდენობას მინიმუმამდე შეამცირებს".

(იბეჭდება მცირე ცვლილებით)

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

• 777

ეხლანდელი ფედერაციის ხელში საქართველოს ნაკრები იმ დონემდე დაეცა, რომ იმ ნაკრებს ვეთამაშებით, რომელთაც ბურთის გორაობა ერთი კვირის უკან დაიწყეს და 90 % -მა ასეთი სახემწიფო თუ არსებობდა არც იცოდა. ვაი სორცხვილო, რა დონემდე დავეცით!?

• qutaiseli

მიშამ ააშენა ზესტაფონში სტადიონიო.დდ ააშენა არა კვახი ეგ სტასდიონი კომუნისტებისდროიდან დგას მანდ ეს ერთი და ბათუმშიც ხო მაგან ააშენა სტადიონი, მაგ სიმართლით იარა მიშამ და ნაცებმა.ამ მთავრობის დროს რაც სპორტული ნაგებობები აშენდა იმდენი მთელი დამოყუკიდებლობის პერიოდში არ აშემნებულა ეგარი რეალობა. მიუხედავათ ამისა ეს ზღვაში წვეთია და უფრო ბევრად მეტია გასაკეთებელი. ბათუმს აუცილებლად უნდა აუშენონ სტადიონი მერე რა რო ნაცერბმა დაუნგრიეს ეს ამ მთავრობას არანაირად არ ამართლებს ისე პოლიტიკანობას თუ მოვეშობით აქ და სპორტზე ვისაუბრებთ უფრო უპრიანი იქნება.

• დათო რუსთავიდან

ამათი კიდე გჯერათ, ერთი ნორმალური სტადიონი დამისახელეთ ამათი აშენებული ამდენი ფულები სად მიაქვთ ალბათ ჯიბეში? მიშა გიჟი იყოვო რომ იძახიან მის დროს აშენდა გორშიც და ზესტაფონშიც სტადიონები . სიმართლე ესაა ..

• beqa111

სამწვრთნელო ლიცენზია უეფა-ც ერთ კვირაში რომ გასცემთ და უბრალოდ ფორმალობაა ყველაფერი მაქედან რა მწვრთნელების კვალიფიკაციის ამაღლება შეიძლება მოხდეს? ან როდესაც გუნდში ნათესავებს ასაქმებენ და თქვენი დარიგებული ფულებით სარგებლობენ მაგ საქმიდან რა გამოვა? უბრალოდ ამ ყველაფრისგან მეტი რეკლამა იქნება, შედეგი-ნოლი...

• auuuuu

არაფერი ეშველება ფეხბურთს სამწუხაროდ ამათ ხელში,ესაა ფულის შოვნის დიდი აფიორა, აგერ თქვენ აგერ მე,ის მაინც თქვან შედეგს რამდენ ხანში ველოდოთ?გაწელავენ დროში მერე ან ვირი მოკვდება ან მისი პატრონი და ფულიც ფაფუუუუ.

• gizo

შესანიშნავი პროექტია მივესალმები რაც შეეხება დემეტრაძეს ჯერ არველაძეებმა რამდენი მოხვეტეს ეგ გამოვიძიოტ და მერე დემეტრაძეზე ილაპარაკეტ უმორჩილესად გტხოვტ არველაძეები მოაშორეტ ქართულ ფეხბურთს მაგათმა კიდვა გაკიდვის მეტი არაფერი იციან შორს ქართული ფეხბურთიდა

• fexi da burTi-s

როგორ უნდა ჩაიჯიბონ 350 მილიონი მაღალ ჩინოსნებმა??? ტყემალზე ზიხარ. როცა ყველაფერი გაწერიალია კაციშვილი ქრთამს არ მოგცემს. შენ გგონია მოგებაზე კლუბი რომ მიიღებს ფულს ატკატს გაუგზავნიან მინისტრს? რა "ჭკვიანი" ყოფილხარ, თუმცა კიდევ ბევრია შენნაირი.

• hahs ს

მთავარი მაზავშიკი დემეტრაძე ახლაც ფედერაციაში გიზით საკვანძო თანამდებობაზე და სად 2008 წელში მიდიხარ ბიძიკო?

• hahs ს

ჯერ ერთი ზრდილობიანად წერე და მერე მაზავშიკი იყო თუ მკერევაი სულ არ მაინტერსებს სტადიონი იყო მანდ თან 4 და ახლაერთიც აღარაა და ზეედ მახინჯობები დგას მეთქი. მერე კიდე შენნაირი გამპრავებლები რომ ყავს ამ დაქცეულ ბიუჯეტის ქურდებს იმიტომაცაა სულ ასეთ დაქცეულ დღეში ეს ფეხბურთიდა ასე იქნება სულ, რაც დავწერე წაკითხულიდანშინაარსის გამოტ6ანა ისწავლე ჯერე და მერე წერე ,,შედევრები"

• Guadua

haha აი შე 3 კლასი განათლების მქონევ შენა :) სასაცილო ხარ ,სასტიკად მეცოდები ასე მწირი აზროვნების გამო. ყველასათვის ერთნაირი პირობები და ერთდროულად რომ დაეყენებინათ გასხვისების საკითხი, ტორპედოში მრავალ მილიონსაც აიღებდნენ პირველსავე აუქციონზე ,ისევ როგორც ბათუმი, სამტრედია,ჩიხურაშიც,მაგარმ შენ ამდენს რომ მიხვდე ამის ნიჭი ვინ მოგცა შეს უბადრუკო ა?

• haha

გუადუა, ოჰ, შენ ხომ მაგრა ერკვევი ან სპორტში და ან ეკონომიკაში. ჯერ ერთი მართლა ბოდიალობ, მეორეც უზრდელი ხარ და მესამე ასე ვინ დაგწყევლა? არც შენი იცოდე და არც სხვისი გაგეგოსო. სწორედ მაგიტომ არის შექმნილი ეს პროგრამა რომ გუნდები ნელ ნელა გადავიდნენ კერძო მფლობელების ხელში. 5 წელი (სიმბოლურად) კაპიკი რომც არ დახარჯო, გუნდი შეგიძლია შეინახო. რაც მიშას დროს ეხვეწნენ კერძოებს, ლარად აძლევდნენ, ჩუქნიდნენ, მაგრამ არც აქაურმა შეინახა და არც მოსულმა. ქუთაისის მაგალითი მაინც წაგეკითხა სანამ ამდენ სისულელეს დაწერდი.

• fexi da burTi

315 მილიონი მაღალჩინოსნებს და ფეხბურთს რააა?? .... მისამღერი იცით ყველამ.

• gocha123

37 მილიონი ტუ გქონდატ ცხადადზეს 10 ატასზე რაგას ევაცჰრებოდი?...

• levani

რამდენიმე კაცი გამდიდრდება კიდე რამდენიმე მილიონით!

• Guadua

haha როცა სპორტის ეკონომიკაში ვერ ერკვევი სჯობს დადუმდე, გაგებაში არა ხარ რეებს ბოდიალობ. დიახ წესი უნდა გახდეს, რომ ყველა კლუბის მინიმუმ 51% უნდა იყოს კერძო საკუთრების. დიახ ყველა კლუბი უნდა მოემზადოს გასხვისებისათვის და გამოცხადდეს შესაბამისი აუქციონი,როცა ყველაფერი იქნება აღწერილი და შეფასებული,დადგენილი პირობები შემდეგ გამოცხადდეს საერთაშორისო აუქციონი და მოვა მყიდველები.აუცილებალდ მოვლენ. სჯობს სასომხეთივით 6 გუნდიანი ლიგა იყოს მაგარმ იყოს კერძო ვიდრე ასე არეული იყოს,ლიგაში 1 საბიუჯეტო კლუბის არსებობაც კი ყველაფერს აფუჭებს.

• sake

ერთი სიტყვა არ თქმულა ბავშვთა ფეხბურთზე,არადა რისთვის უნდა დაიხარჯოს ამდენი ფული (თუ ესეც ტყუილი არ არის)თუ ქართულ ფეხბურთს ნორმალური შევსება არ ექნება?ნორმალური შევსება კი არ იქნება ნამდვილათ,თუ ის მოედნები და ინფრასტრუქტურა დარჩა ისევ სადაც დღეს პატარა ფეხბურთელები ვარჯიშობენ.

• Jaba

ევროთასებზე გამოჩნდება ყველაფერი აბანოსავით. კიდევ ჰგონიათ რომ ლაპარაკის ვინმეს ჯერავს?

• haha

დიტო, ის სტადიონი ჯერ კიდევ 2008 წელს გაყიდა დირექტორმა, რომელიც ცნობილი მაზავშიკია. მაზავშიკთან დაგყავდა ბიჭი ფეხბურთის სასწავლებლად? გადარჩენილი ხარ, უნდა გიხაროდეს. გუადუა და ზვიადი, ვერ გავიგე, ძალით გინდათ რომ გადავიდეს კლუბები კერძო ხალხის ხელში? ანუ უნდა აიძულოთ? ერთხელ აიძულეს და დინამო კინაღამ დაიშალა, მერე პატრონმა კიდევ კაი ახალ მფლობელს აჩუქა. მეორე ტორპედო ჩაუგდეს ფხაკაძეეს ლარად. 2 წელიწადში შეეშვნენ, სამაგიეროდ დარჩათ საღორიეს ბაზა და ჩოგბურთის კორტები, რაშიც 12 მილიონს ითხოვენ. ხომ მაგარი ბიზნესია? სულ თქვენნაირი "ჭკვიანი" ხალხის აზრებზე დაყრდნობით, პლიუს ბენზინკალონკები ქუთაისში საუკეთესო ადგილებში. რო დაგიჯინიათ, მთავრობა შეჭამსო, თქვენ გგონიათ მთავრობას თუ შეჭმა უნდა სხვანაირად ვერ შეჭამს? საერთოდ ცხოვრებაში ვერ მიხვდები ისე შეჭამენ. ატკატები არა კვახი. არ იცით და მორჩით. შეიძლება პროგრამამ ვერ გაამართლოს, მაგრამ რასაც წინა 2 ფედერაცია აკეთებდა, იმას აჯობებს.

• მურთაზი

რა. ფულია ასათვისებელი თუ მართლა გამოსავალია. არ ვიცი იმედი საბოლოოდ დავკარგე,ლამაზად მღერიან თუ წყალს ნაყავენ ბოლოში მაინც გვაბოლებენ

• zviadi

ფეხბურთი უნდა გადავიდეს კერძო სუბიექტების ხელში და და მათი დაფინანსებით, ხოლო სახელმწიფო მათ უნდა დაუდგეს გვერდში ინფრასტრუქტურის მიმართულებით, რა დღესდღეობით საქართველოში არ არის 20 ბინესმენი, რომელიც თიტოეულ კლუბს იმ ტილიან მილიონს დაახარჯავს, რასაც ფფედერაცია და სამინისტრო უნაწილებს გუნდებს, უბრალოდ ამ გაზულუქებულ ტიპებს არ უნდათ ის ატკატები დაკარგონ, რასაც იგივე კლუბები უბრუნებენ მათ

• zviadi

ყველაზე მეტი ფულის მომტანი მაინც ტოტალიზატორია, გაყიდი თამაშს- ფული მოჩხრიალობს

• Guadua

წმინდა წყლის სიაფანდობაა რა. არავითარი იძულეაბ კლუბებისა რომ გასხვისდნენ? ყველას ინტერესია საბიუჯეტო ფულის ხერხვა. უცბად კი არ კლავენ პაციენტს,ძვირიან წამლებს ახარჯავენ, ვითომდა ხომ ხედავთ როგორ ვზრუნავთო. კიდვე ერთხელ გიხსნით კობიაშვილო, ხეჩიკაშვილო, მუჯირო და იაშვილო, ასევბე მთავრობავ, რომ გზა მხოლოდ ერთია 1-ლი და მეორე ლიგის კლუბების კერძოი ხელში გადაცემა. ამიტომაც უნდა დაწესდეს ორივე ლიგის კლუბების 2018 წლის ახალი სეზონისათვის გასხვისება. ვინც ვერ გასხვისდება მესამე ლიგაში წავა. ან არის უფროი ლაითი ვერსია რომ 2018 წლის ახალი სეზონისათვის 1-ლ ლიგაში მხოლოდ კერძო კლუბები დაიშვებიან ხოლო მეორე ლიგის კლუბები 2019 წლის ახალი სეზონისათვის უნდა გახდნენ კერძო და მორჩა. პლიუს ამას წლიური მინიმალური ბიუჯეტის გარანტირების მოთხოვნა ამ კერძო მფლობელებისაგან. ან ამას აკეთებთ ან აღიარეთ რომ ფულს ფლანგავთ და საქართველოში ფეხბურთის მტერი ხართ.

• 1,2,3,5,8...

მივესალმები ახალ ინიციატივას:))

• giga

კიდევ უფრო მეტი გაფლანგული ფული

• გულშემატკივარი

ნამდვილად, ატრიბუტიკის გაყიდვით გუნდები სერიოზულ ფინანსებს მოიზიდავენ - დაახლოებით 100-დან 300 ლარამდე:)) განსაკუთრებით ევროპასა და აზიაში!

• დიტო

ბოლი ბოლი ბოლი შეთქვლიფავენ ახლა ამ ფულს და დარჩება შუქურას ტრვამა სტადიონე მეტი არაფერი ამ პროგრამიდან. რა ფეხბურთის განვითარება აგერ თქვენს ცხვირწინ ჩემ შვილს და ატAსობით მოვარჯიშე ბავშვ დაუნგრიეს ოლიმპის სტადიონი და ზედ მახინჯობები წამოჭიმეს ერთს არ გიკადრიათ მოსვლა და დაინტერსება თუ რა ხდებოდა ,თქვენი გაკეთებული საქმე და ფეხბურთის განვითერბა არ გაიშვას არსად

საქართველოს ამერიკული ფეხბურთის ნაკრების წარმატება

"ლივერპულს" კვლავ განადგურების შეეშინდა - უცხოური მედია "დინამოს" ტრიუმფს იხსენებს

მიზანი ერთია, დიადი ნათელი - ცნობილი გახდა ანჩელოტის ამოცანა და ხელფასი

20 წ. | მსოფლიომდე ინგლისთან

თოფურია vs ოლივეირა: დიდ დაპირისპირებამდე – წინასწარი ანალიზი და მოლოდინები

"მათ კომპლექსები არ გააჩნიათ" - ლაპორტა "ბარსელონას" ფეხბურთელებზე

ხვიჩას დაჯილდოება, მიქაუტაძისა და დავითაშვილის გადამწყვეტი მატჩი და სხვა ამბები

[VIDEO] ბრწყინვალე იამალის გოლი და საგოლე პასი - "ბარსელონა" ვადამდე გახდა ჩემპიონი

[VIDEO] უმძიმესი კადრები "ელ პრატიდან" - "ესპანიოლი" "ბარსელონას" მატჩი რამდენიმე წუთით შეჩერდა

ლეგენდა მიდის - "ლიონის" მთავარი თავდამსხმელი მიქაუტაძე გახდება

ევროპის ჩემპიონატზე საქართველოს ნაკრების მეტოქეები ცნობილია

Ballon d'Or 2025: კვარაცხელია რეიტინგში კიდევ უფრო დაწინაურდა

მოურინიოს პორტუგალიის ნაკრების მწვრთნელად არ დანიშნავენ

მარადიშვილი საქართველოს ნაკრების ფეხბურთელი უნდა გამხდარიყო, ახლა კი შეიძლება კარიერის დასრულება მოუწიოს

"ესპანელი ბიჭუნა ხარ" - მახაჩევმა თოფურიას მიმართა

პსჟ გოლების მანქანის შეძენას გეგმავს

"რეალისთვის" ყველაფერი გავაკეთე" - კარლო ანჩელოტი

სუპერლიგის ფინალურ სერიაში "ქუთაისი" და თსუ შეერკინებიან

ფეხბურთელი, რომელმაც კვარასთან ერთად სკუდეტო მოიგო, სერია C-ში ითამაშებს

"დე ბრუინს "ნაპოლის" შესახებ ეს უთხრეს" - ცნობილმა იტალიელმა ჟურნალისტმა ბელგიელზე ისაუბრა

"ქართული ფეხბურთის ხარისხი იზრდება და ეს შთაგონება სხვა პატარა ქვეყნებისთვისაცაა" - სავიოლა ლეგენდების მატჩის წინ

"იცით, "ალავესის" ფეხბურთელმა რა მითხრა?" - მამარდაშვილი

უარი "ლივერპულს" და "ჩელსის" - ალონსოს ინიციატივით "რეალმა" პირველი ტრანსფერი შეათანხმა

"შევურაცხვყვეთ, როგორც სტუმარი გუნდის ქომაგი, ასევე არ მიეცა საშუალება ნაკრებს ქომაგებთან ერთად გამარჯვება ეზეიმა" - ლევან კობიაშვილი სომხეთთან მატჩის შემდეგ გულშემატკივრის ნაწილის მოედანზე შეჭრას გამოეხმაურა

"დინამოს" დირექტორი: ევროპული სტანდარტი გულშემატკივრებიდან უნდა დაიწყოს

სფფ-მ 15-წლამდელთა ლიგის გამარჯვებულს უმასპინძლა

საქართველოსთან მატჩამდე სომხურ ფეხბურთში არეულობაა - ფედერაცია ახალ მწვრთნელზე საუბრობს, ფანები მათ გადაყენებაზე

ზაზა დოლიძე: მჭედლიძისთვის დუელი ბათუმის "დინამოს" მოვუგეთ

საქართველოს ფეხბურთის ფედერაცია კორონავირუსთან დაკავშირებით სპეციალურ განცხადებას ავრცელებს

ეს საქართველოსთვის სასარგებლოა - ჩეფერინი უეფას პრეზიდენტად დარჩენას აპირებს

სფფ-ის მიერ კორონავირუსთან საბრძოლველად გამოყოფილი თანხა StopCov ფონდში გადაირიცხა

კაკა: - ქართულ ფეხბურთში პერსპექტიული თაობაა... აი, რატომ აღარ არიან ჩემი სტილის ფეხბურთელები...

"დინამოს" სტადიონის ადმინისტრაციიდან სფფ-ში ეს წერილი მოვიდა... მასში ამ პრობლემებზეა საუბარი..." - კობიაშვილმა თქვა, რატომ არ იმართება საქართველოს ნაკრების მატჩი "დინამო არენაზე"

"ამ სტადიონზე მისნაირი ანგელოზივით ბავშვები გაფრთიანდებიან" - "საბურთალოს" პრეზიდენტი შაქარაშვილის სახელობის სტადიონს აანონსებს [VIDEO]

სფფ-ის წარმომადგენლებმა ევროტურნირების მონაწილე კლუბებთან ვიდეო კონფერენცია გამართეს

სფფ-მ ჩემპიონატის შეცვლილი ფორმატი და თასის დებულება დაამტკიცა

სფფ ეროვნული ლიგისა და ლიგა 2-ის კლუბებს პოლარის სისტემას უსასყიდლოდ გადასცემს

"ვერ წარმოვიდგენდი, თუ ამ განცხადებას გავაკეთებდი" - ტარიელ ხეჩიკაშვილი "საბურთალოს" აღარ დააფინანსებს

ტარიელ ხეჩიკაშვილი: ორი კვირის წინ "საბურთალო" პატარა კრიზისის ზღვარზე იყო

"დინამოს" დირექტორი ნიკა ნინუას შესაძლო ტრანსფერზე: ინტერესია გერმანიიდან და იტალიიდან

სანიოლმა უეფას კონფერენციაზე ევრო 2024-ზე მიღებულ გამოცდილებაზე ისაუბრა

სიახლეები ისტორიულ მატჩთან დაკავშრებით

"მიხეილ მესხზე" ეკრანები დამონტაჟდება - სფფ-ის ინიციატივით, გულშემატკივარს ევრო 2024-ზე ერთობლივად საქართველოს ნაკრების მატჩების ხილვა შეეძლება

ახალი სეზონიდან "საბურთალო" "იბერიას 1999"-ის სახელწოდებით იასპარეზებს

ეკიპირება, ტურნირები, აქტივობები - სპორტის, ტურიზმისა და ახალგაზრდობის საერთაშორისო ფონდის მემორანდუმი

შეხვედრა საფრანგეთის საელჩოში და სამომავლო თანამშრომლობა სპორტის, ტურიზმისა და ახალგაზრდობის საერთაშორისო ფონდთან

რამდენი აქვთ ხელფასი ქართული ფეხბურთის განვითარების ფონდში