პირველი ქართველი, ვისაც NBA-ში თამაშის შანსი ჰქონდა...
ფოტოზე: ოთარ ქორქია და კლაიდ ლოველეტი

ერთ საღამოს საკალათბურთო ფოტოარქივის განახლება ვცადე, ინტერნეტში ძველისძველი სურათები გადავქექე, მაგრამ 1952 წლის ჰელსინკის ოლიმპიადაზე ოთარ ქორქიასა და ნოდარ ჯორჯიკიას თამაშის ამსახველი მომენტები ვერსაც მოვიძიე. არადა, ეს იყო პირველი ოლიმპიური თამაშები, რომლებშიც ქართველები მონაწილეობდნენ.

ძიება ფინურ ვებსაიტებზე განვაგრძე, სიტყვა კალათბურთი სუომურად ვთარგმნე და შედეგმაც არ დააყოვნა - აღმოჩნდა 1952 წლის ოლიმპიადის ფინალში სადავო გდების ეპიზოდი. ამას მოჰყვა მატჩის დასრულების შემდეგ გადაღებული ფოტო, რომელშიც ხელშეხვეული ოთარ ქორქია ამერიკელ კლაიდ ლოველეტთან ერთადაა გადაღებული.

ამ ორ სურათს შორის იყო მთელი ომი - ოლიმპიური ფინალი, რომელიც ამერიკელთა გამარჯვებით დასრულდა. რომ არა 30-ე წუთზე მომხდარი ამბავი, შეიძლებოდა პირველი ქართველი ოლიმპიელები ოთარ ქორქია და ნოდარ ჯორჯიკია ყოფილიყვნენ.

რა მოხდა 30-ე წუთზე? ამ შეკითხვაზე პასუხს აუცილებლად გაგცემთ, მანამდე გავარკვიოთ, რა გზა გაიარეს ქართველებმა 1952 წლის ოლიმპიადის ფინალამდე.

სწრაფად, მჭიდროდ შემიხვიეთ!

ჰელსინკში ოლიმპიადისთვის მსოფლიოს ყველა კუთხიდან 16 ქვეყნის ნაკრები ჩავიდა. ისინი ოთხ ჯგუფად გაიყვნენ და პირველი ეტაპის შემდეგ მათი რაოდენობა განახევრდა. სსრ კავშირმა საწყის სამ შეხვედრაში, ერთმანეთზე მიაწვინა ბულგარეთი, მექსიკა და ფინეთი.

მეორე ეტაპზე ასევე ოთხგუნდიან ჯგუფში, ოღონდ უფრო სერიოზულ მეტოქეებთან მოხვდა. ბრაზილია 5 ქულის სხვაობით დაამარცხა, ჩილე - 18-ით, ამერიკასთან კი გაუჭირდა - 58:86. აშშ-ისთან შეხვედრაში ოთარ ქორქიამ მარჯვენა ხელის სერიოზული ტრავმა მიიღო:

"ოთარმა ხელი ლოველეტთან ბრძოლაში დაიზიანა. ამერიკელმა მასზე განგებ იუხეშა. ოთარი სკამზე არ დამჯდარა, ექიმს სთხოვდა, რაც შეიძლება მალე და მჭიდროდ შეეკრა სახვევი. გადანასკვა და ქორქიას მოედანზე შეჭრა ერთი იყო.

ტკივილთან ერთად ამერიკელების წინააღმდეგობის გადალახვა უწევდა, ფაქტობრივად ცალხელა თამაშობდა, ოღონდ არა ნახევარი ძალით - ენერგიის დაზოგვა მის ხასიათში არ ჯდებოდა. მხოლოდ მატჩის შემდეგ წავიდა საავადმყოფოში, სადაც ხელზე რამდენიმე ნაკერი დაადეს," - წერს ჟურნალისტი არსენ ერემიანი.

თუ წინა ორ შეხვედრაში მან 25-25 ქულა ჩააგდო, აშშ-ისთან 8-ს დასჯერდა. საოცარია, მაგრამ ცალი ხელით მან მეორე ეტაპის ბოლო მატჩში ჩილეს 38 ქულა "უძღვნა". ნახევარფინალში, ურუგვაისთან 61:57 მოგებულ შეხვედრაში ლეგენდარული ქართველის ანგარიშზე 21 ქულა იყო.

ტაში მეტოქეებისგან

დადგა 2 აგვისტო, ჰელსინკის ოლიმპიადის საკალათბურთო ფინალის დღე. ოთარ ქორქიამ ასევე 8 ქულა მიითვალა, თუმცა მთავარი მისი დაცვითი მოქმედება იყო - აწოწილი ამერიკელები სსრკ-ის ფარს არ გააკარა.

ისევ არსენ ერემიანს მოვუსმინოთ:

"ფინალურ შეხვედრაში გადამწყვეტი 30-ე წუთი გამოდგა, როცა ოთხი ფოლის გამო მოედანი დატოვა ოთარ ქორქიამ. ამერიკელი გიგანტები, რობერტ კურლანდი (213 სმ), მარკუს ფრაიბერგერი (210) და კაილ ლოველეტი (209) მეტოქის ლიდერის თამაშით აღფრთოვანებულები, აპლოდისმენტებით აცილებდნენ სათადარიგოთა სკამისკენ მიმავალ ქორქიას.

იმ მომენტისთვის ტაბლოზე 23:23 ეწერა. დარჩენილ დროში სსრ კავშირმა 2:13 წააგო და ვერცხლის მედალს დასჯერდა."

...2:13, თუნდაც ამ ციფრებიდან ჩანს, რა როლს თამაშობდა ქართველი ცენტრი საბჭოთა ნაკრებში.

NBA-ში

გამოცემა "ფრანს ფუტბოლმა" ოლიმპიადის მონაწილე მწვრთნელთა შორის ჩაატარა გამოკითხვა, რომელსაც უნდა გამოერკვია შეჯიბრების სიმბოლური ნაკრები, სასტარტოებიან-სათადარიგოებიანად. სიმბოლურში ორივე ქართველი მოხვდა - ოთარ ქორქია და ნოდარ ჯორჯიკია.

მიუხედავად იმისა, რომ ამერიკელთა მეფარე ლოველეტი ჩემპიონი გახდა, ოლიმპიადის საუკეთესო ცენტრად ქორქია დაასახელეს. მისი საშუალო მონაგარი ხომ 17.2 ქულას შეადგენდა. სსრკ-ის ნაკრებში მეორე იყო ბუტაუტასი - 10.6. ნოდარ ჯორჯიკიას 4.1 ქულა ჰქონდა, თუმცა მაშინ პასები და ჩაჭრები რომ დათვლილიყო, ჯორჯიკიას გასწვრივ მსუყე სტატისტიკა დაფიქსირდებოდა.

გამოცემა "სპორტ-ექსპრესის" ჟურნალისტის კითხვაზე: წარსულის რომელ გმირს ჰქონდა NBA-ში დამკვიდრების შანსი, სსრ კავშირის ნაკრების ლეგენდარულმა მწვრთნელმა ვლადიმირ კონდრაშინმა ამომწურავი პასუხი გასცა:

- ოთარ ქორქიას. 190 სმ სიმაღლის მიუხედავად ქორქია იმხანად ევროპაში საუკეთესო ცენტრი (ევროპის ოთხგზის ჩემპიონია) იყო. ლიდერის თვისებებით დაჯილდოებული და სსრკ-ს ნაკრების კაპიტანი. მას ისეთი მონაცემები ჰქონდა, თავისუფლად შეეძლო NBA-ს რომელიმე გუნდში მოეკიდებინა ფეხი.

ერთი დარტყმა, ორი მეტრი

- ბატონ ოთარს საბჭოთა კავშირის ნაკრებში დიდ პატივს სცემდნენ. მას ბორჯომის წყალი უყვარდა, თამაშის შემდეგ რამდენიმე ბოთლს სვამდა. იმდენად ღირებული კალათბურთელი იყო, რომ საბჭოთა ნაკრების საერთაშორისო მატჩებისას ერთი ჩემოდანი "ბორჯომი" საგანგებოდ ოთარ ქორქიასთვის მიჰქონდათ, - იხსენებს თავის ავტობიოგრაფიულ წიგნში გურამ მინაშვილი.

- თამამად ვიტყვი: არ შემხვედრია ფიზიკურად მასზე უფრო ძლიერი მოთამაშე. ოთარ ქორქია სამლიტრიან მოხუფულ ქილას თითებით ხსნიდა. მხოლოდ კალათბურთში როდი იყო წარმატებული - ბადროს ტყორცნაში საბჭოთა კავშირის არაერთი რეკორდიც დაუმყარებია.

საკუთარი თვალით არ მინახავს, მაგრამ ერთი ამბავი ლეგენდად იქცა: უკრაინელებს ბეხლეწი კალათბურთელი ჰყავდათ, გვარად მედვედევი, რომელსაც ერთ-ერთი თამაშისას ნოდარ ჯორჯიკიასთვის უწყენინებია. ნამატჩევს ოთარ ქორქიას პასუხი ერთი დარტყმით გაუცია... მეტი არც დასჭირვებია, რადგან როგორც ჰყვებოდნენ, მედვედევი ქორქიას დარტყმის შემდეგ ორი მეტრით გაფრენილა და თავისით ვეღარ წამომდგარა.

სსრკ ჰელსინკის ოლიმპიადაზე

I ეტაპი

სსრკ-ბულგარეთი 74:46

ოთარ ქორქია: 6 ქულა

ნოდარ ჯორჯიკია: 7 ქულა

ფინეთი-სსრკ 35:47

ოთარ ქორქია: 25 ქულა

ნოდარ ჯორჯიკია: 0 ქულა

სსრკ-მექსიკა 71:62

ოთარ ქორქია: 25 ქულა

ნოდარ ჯორჯიკია: 3 ქულა

II ეტაპი

სსრკ-აშშ 58:86

ოთარ ქორქია: 8 ქულა

ნოდარ ჯორჯიკია: 3 ქულა

სსრკ-ბრაზილია 54:49

ოთარ ქორქია: 7 ქულა

ნოდარ ჯორჯიკია: 10 ქულა

სსრკ-ჩილე 78:60

ოთარ ქორქია: 38 ქულა

ნოდარ ჯორჯიკია: 1 ქულა

1/2 ფინალი

სსრკ-ურუგვაი 61:57

ოთარ ქორქია: 21 ქულა

ნოდარ ჯორჯიკია: 4 ქულა

ფინალი

სსრკ-აშშ 25:36

ოთარ ქორქია: 8 ქულა

ნოდარ ჯორჯიკია: 1 ქულა.

(იბეჭდება მცირე ცვლილებით)

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

ხვიჩა
თიო ხარ თუ ვინა ხარ რა შუაშია რუსეთი როდესაც საბჭოთა კავშირზეა ლაპარაკი და მაგ ნაკრებში ქართველი ოთარ ქორქია იყო რაც იყო და დააწვენდა საბჭოთა კავშირი ბეჭებზე ამერიკას გაფრთხილება რომ არ მიეღო ცხონებულ ქორქიას.
თიო
რა გინდა, კი დაუწვენია ამერიკას რუსეთი, თან დამაჯერებლად ორივეჯერ...
ფედერაციის ახალი სამედიცინო პროექტი: თანამედროვე დეფიბრილატორი ყველა საკალათბურთო მატჩზე
U16 გოგონათა ნაკრებმა მოლდოვაც დაამარცხა და მე-5 ადგილისთვის კოსოვოს შეხვდება
ფედერაციის მივლინებით ევროპის ქალთა სამიტზე სლოვენიაში ოთხმეზური და დანელაშვილი იმყოფებიან
"მილანს" რასმუს ჰოილუნის შეძენა სურს
აზაროვმაც ითამაშა და გოჩოლეიშვილმაც - "შახტარის" მომავალი მეტოქე "ბეშიქთაშია"
შოტლანდიელების წინააღმდეგ მეოთხედ მოსაგებად - უმცროსი "ბორჯღალოსნების" შემადგენლობა
მძიმე არტილერია ბრუნდება! - "ბორჯღალოსნების" შემადგენლობა მსოფლიო ჩემპიონ სამხრეთ აფრიკის წინააღმდეგ
პსჟ შეიძლება მალე დონარუმას გარეშე დარჩეს
Giorgi² - ფრანგული "მეცი" ქართული ფრთებით შეუტევს
ქართული კლუბების შესაძლო მეტოქეები კონფერენციის ლიგის შესარჩევის მეორე რაუნდში
გრანიტ ჯაკა შესაძლოა, პრემიერლიგაში დაბრუნდეს
"რა გაუკეთებია, რომ "ბარსელონაში" ითამაშოს?" - "იუნაიტედის" ლეგენდამ რაშფორდი გააკრიტიკა
"რეალს" ალაბასთან კონტრაქტის გაწყვეტა სურს
"თუკი კვარაცხელიას ხელი არ შეუშალეს, ოსიმენს პრობლემებს რატომ უქმნიან?!" - ნიგერიელის მეგობარმა დე ლაურენტისი გააკრიტიკა
რეტეგის მიქაუტაძე შეცვლის? - "ატალანტა" ქართველ ფორვარდზე ოცნებობს
აღფრთოვანება შეცდომის მიუხედავად - ქოჩორაშვილმა "სპორტინგში" სადებიუტო მატჩი ჩაატარა
საქართველოს 20-წლამდელთა ნაკრებს 3 ლიდერი გამოაკლდა
ერთი მოედანზე, მეორე ჯერ ტრიბუნაზე - ფრანგულ გუნდში ორი ქართველი ითამაშებს?
"ეს საქმეს მიმარტივებს" - თოფურიამ ახსნა, როგორ ახერხებს მეტოქეების დანოკაუტებას
"ლივერპული ამით ყველა გრანდს ჯობნის" - რა განაცხადა ფერდინანდმა?
პსჟ-ს კიდევ ერთი ფეხბურთელი დატოვებს
დიეგო ლონგო: ერთ-ერთი მთავარი მიზანია გულშემატიკარმა ჩვენით იამაყოს
რა გეგმა აქვს შუსტერს? - დღეს 2 ქართული კლუბი ითამაშებს
როგორ "ჩამოართვა" ცეკამ მინაშვილსა და აბაშიძეს მსოფლიოს ჩემპიონის ოქროს მედალი
"ის უნიკალური კალათბურთელი იყო, რომლის მსგავსიც დღემდე არ დაბადებულა"
"ᓥᓣᓗᓐᓘᓡᓛᓐ" ᓡᓐᓥᓐᓠᓗᓕᓔᓚᓝᓡ ᓡᓣᓞᓔᓠᓗᓐᓡᓘᓡᓗᓕᓘᓡ ᓛᓐᓢᓩᕨᓘ "ᓓᓘᓜᓐᓛᓝ" ᓓᓐᕐᓛᓐᓠᓪᓮᓐ
შვიდდღეული: ესპანელები როგორ გვაჯობებდნენ?
ᕥᓝᓠᓥᓘᕐ VS ᕐᓨᓨ - ᓔᕠᕗᕘ ᓒᕛᓘᓠᓝᓑᓘᓡ ᓐᓛᓑᕐᕕᕘ
დიდი გამარჯვების 55-ე წელი: თბილისის "დინამოს" ევროპული ოდისეა
ვითა-ცსკა 60:93 - ვარსკვლავები თბილისში [VIDEO]
გურამ მინაშვილი - აზარტი, ჟინი, ბრძოლა...
გივი ბიჭიაშვილი: რუსი მსაჯები სპეციალურად სწავლობდნენ ჩვენებურ გინებას
საკალათბურთო ისტორია: ევროპული ოქროების ქვეყანა