მადრიდის "ატლეტიკოს" მთავარმა მწვრთნელმა დიეგო სიმეონემ "ბარსელონასთან" მატჩისწინა პრესკონფერენციაზე კომენტარი ანტუან გრიზმანის შესახებ გააკეთა.

მოგეხსენებათ, რამდენიმე კვირის წინ ოფიციალურად დადასტურდა, რომ მიმდინარე სეზონის დასრულების შესახებ ფრანგი ფეხბურთელი კარიერას MLS-ში, კერძოდ კი "ორლანდო სიტიში" გააგრძელებს.

სიმეონემ გრიზმანს მადლობა საჯაროდ გადაუხადა და ემოციურად მიმართა.

"ყველა კითხვაზე პასუხის გაცემამდე, მსურს, როგორც მწვრთნელმა და "ატლეტიკოს" გულშემატკივარმა, ვისარგებლო ამ შესაძლებლობით და დღეს, ანტუანთან ერთად გამართულ პრესკონფერენციაზე, მადლობა გადაგიხადო შენი შრომისა და თავმდაბლობისთვის. შენ ხარ ადამიანი, რომელიც დღევანდელი ახალგაზრდებისთვის აღფრთოვანებისა და მიბაძვის ღირსია; საზოგადოებას შენნაირი ადამიანები სჭირდება.

მადლობა ყველაფრისთვის, რაც ჩვენთვის გააკეთე და კვლავ აკეთებ, და ყველაფრისთვის. მადლობა ერთგულებისთვის, პროფესიონალად და ადამიანად დარჩენისთვის. იმისთვის, რომ იცოდი როგორ შეგვენარჩუნებინა ის შესანიშნავი ურთიერთობები, რომლებიც როგორც ოჯახმა შევქმენით, ისე რომ არ გადაგველახა ის ზღვარი, რაც მწვრთნელ-ფეხბურთელის ურთიერთობასა და მეგობრობას შორის არსებობს. მე შენ პირველ რიგში მოთამაშედ გხედავ და შემდეგ – მეგობრად.

ჩემპიონატში რვა მატჩი დაგვრჩა, ერთი შეხვედრა ესპანეთის თასზე და ღმერთის ნებით, კიდევ ხუთი ჩემპიონთა ლიგის მატჩს ვითამაშებთ. ამიტომ მინდა, რომ განაგრძო სიამოვნების მიღება. ძალიან მიყვარხარ. დღეს აქ რომ ყოფილიყო ნებისმიერი "ატლეტიკოს" გულშემატკივარი, ისიც იმავეს იტყოდა. მე მათ სრულად ვეთანხმები.

მე შენი მწვრთნელი ვარ და იცი, რომ თუ ხვალ თავს სათანადოდ ვერ წარმოაჩენ, შეგცვლი. ბოდიში, უბრალოდ ამ სიტყვების თქმა მინდოდა," - განაცხადა სიმეონემ.

შეგახსენებთ, "ბარსელონასა" და "ატლეტიკოს" მატჩი დღეს, "კამპ ნოუზე" გაიმართება.

ჩონსი
მაგარია სიმეონე ატლეტიკო ფინალში გავა უეჭველი, არც ბარსელონა და არც არსენალი არაა ის გუნდი სათასო დაპირისპირებაში ატლეტიკოსნაირ გუნდს რომ მოუგებს.
შაქრო პაპა
5 თამაში როგორა გაქვთ დარჩენილი ლიგაზე?)) მაქსიმუმ 2 და წირვა კი შეიძლება დღესვე გამოგიყვანოთ ბარსელონამ.))))
მესის ბოლო სანაკრებო შეკრება - ლეოს ეროვნული გუნდიდან 6 ოქტომბერს გააცილებენ
სკანდალი - უკრაინელმა ფეხბურთელმა გუნდი თვითნებურად დატოვა და კარიერას რუსეთში გააგრძელებს
უარი უკრაინას - ქოჩორაშვილის თანაგუნდელმა შოტლანდიის ნაკრებში თამაში არჩია
კლოპი გერმანიის ნაკრების ძირითადი მეკარის საკითხში ჩამოყალიბდა
"ნეიტრალური, მშვიდი ადგილი გვინდა" - დევისი და სმოლკინი ქორწილის გადახდას საქართველოში გეგმავენ
ბასილაშვილმა თითქმის მოგებული მატჩი ბოლომდე ვერ მიიყვანა და თამაში შეწყვიტა
მესის ბოლო სანაკრებო შეკრება - ლეოს ეროვნული გუნდიდან 6 ოქტომბერს გააცილებენ
ლიბერთი, ბაზისბანკ ჯგუფის წევრი GNPF Youth Open ტურნირის მხარდამჭერია
"შავი ლომი" | 28 მორაგბით ინგლისში
"ღმერთო დიდებულო, როგორ უყვარს ამ ბიჭს არაერთგვაროვანი ასპარეზობა" - ინგლისური მედია მამარდაშვილის თამაშს გამოეხმაურა
[VIDEO] მამარდაშვილის დიდებული მოგერიებები - "ლივერპულმა" თასზე "ტოტენჰემს" სძლია
[VIDEO] წიტაიშვილი ლა ლიგაში პირველ გოლთან ახლოს იყო - "რაიო ვალეკანომ" "ესპანიოლს" მოუგო
"ტოტენჰემთან" მატჩში გიორგი მამარდაშვილი სასტარტოშია
ლევან კობიაშვილმა უეფას აღმასრულებელი კომიტეტის მუშაობაში მიიღო მონაწილეობა
15-ქალა რაგბი ევროპის ალაფაზე აღზევდა
იკარდი შესაძლოა, სერია A-ს დაუბრუნდეს
"მეგონა, კარიერას "სიტიში" დავასრულებდი" - როდრი მანჩესტერული გუნდის დატოვების მიზეზზე
ოფიციალურად: კოუტინიო "სანტოსის" ფეხბურთელია
განშორება უკვე ზამთარში? - პსჟ-ში ზაბარნის თამაშით უკმაყოფილონი არიან
უკრაინელებს საქართველოსთან მატჩში შესაძლოა, მუდრიკთან ერთად დოვბიკიც ვერ დაეხმაროს
პიერ-ანრი ბრონკანი: გვჭირდება მკაფიო გზა და ბევრი მუშაობა
ქართველმა მსაჯებმა უეფას წინასასეზონო შეკრებაში მიიღეს მონაწილეობა
საკალათბურთო სეზონი დუდუ დადიანის მემორიალით, რუსთავში გაიხსნება
"როდესაც ფეხბურთელს დეპრესია აქვს, უნდა დაიცვა" - არგენტინის ნაკრების ფსიქოლოგმა "ატლეტიკო" გააკრიტიკა
"ატლეტიკომ" "იუვენტუსისგან" დევიდი ინათხოვრა
ირაოლა: ბარკოლას კუნთის სპაზმი ჰქონდა
[VIDEO] ლივერპულმა "ატლეტიკოს" სძლია - ბარკოლამ ტრავმა მიიღო
სიმეონემ იამალს მატჩის მიმდინარეობისას დასცინა
ერთი მწვრთნელის ხელმძღვანელობით ყველაზე მეტი გოლი - გრიზმანმა მესის გადაასწრო
სიმეონეს და "ატლეტიკოს" ისტორია გრძელდება - "ჩოლო" წასვლას არ აპირებს
"იმ მომენტში სიმეონეს მოკვლა მინდოდა" - კოშტამ "ატლეტიკოს" დატოვების მიზეზი გაიხსენა
ოფიციალურად - გრიზმანმა "ორლანდო სიტისთან" გააფორმა კონტრაქტი
"იუვენტუსს" "ნიუკასლის" ფორვარდის დამატება სურს
"ის ჩემი გუნდის საუკეთესო ფეხბურთელია" - სიმეონემ ალვარესის მომავალზე ისაუბრა
გრიზმანის ევროპული კარიერა სრულდება - ფრანგი MLS-ს მიაშურებს
[VIDEO] გთხოვთ, მაპატიეთ, შეცდომა დავუშვი" - გრიზმანმა "ბარსელონაში" გადასვლის გამო "ატლეტიკოს" ფანებს მოუბოდიშა
"ყველა ვარიანტში, "ოქროს ბურთი" მას უნდა გადასცენ" - სიმეონეს თავისი ფავორიტი ჰყავს
გრიზმანი MLS-ში - მოლაპარაკებები დასკვნით სტადიაშია
31 წლის ლორენტემ სანაკრებო კარიერა დაასრულა
"გრიზმანი MLS-ში?" - სიმეონემ შესაძლო ტრანსფერზე ისაუბრა