"ვიტ ჯორჯიის" პრეზიდენტის, გურამ რუხაძის თქმით, კლუბმა დაარსებიდან 20 წლის განმავლობაში სერიოზული კაპიტალი დააგროვა
სასტუმრო "მოხალისეში" გამართულ შეხვედრაზე მთავრობის 217-ე დადგენილებაში კლუბებს დაფინანსებაში შეტანილი სიახლეები გააცნეს. 2018 წლიდან ფეხბურთის განვითარებისთვის ყოველწლიურად 37 მილიონი ლარი გამოიყოფა, ეროვნული ლიგის კლუბი საბაზისოდ 900 ათას ლარს მიიღებს (ნაცვლად ახლანდელი მილიონისა), სტიმულირების ფონდი კი 600 ათასამდე გაიზრდება (ნაცვლად 500 ათასისა)...

პროგრამას კიდევ ერთწლიანი დაფინანსება დაემატა და 2020 წლის ნაცვლად, 2021 წლამდე გაგრძელდება. პლუს, საქართველოს მთავრობა, ინფრასტრუქტურის სამინისტრო და რეგიონული თვითმმართველობები საფეხბურთო ინფრასტრუქტურის მოსაწყობად 5 წელიწადში 100 მილიონ ლარს დახარჯავენ. ამის გათვალისწინებით, ფეხბურთის განვითარების პროგრამაზე გათვალისწინებული სახსრები 315 მილიონ ლარამდე გაიზრდება...

ფეხბურთის ფედერაციის, ფეხბურთის განვითარების ფონდის ხელმძღვანელებისა და სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა მინისტრის თქმით, ფეხბურთის განვითარების პროგრამაში ცვლილებები იმისკენაა მიმართული, რომ კლუბებმა კერძო სექტორიდან მეტი თანხები მოიზიდონ და ფინანსურად უფრო დამოუკიდებლები გახდნენ.

- [ფეხბურთის განვითარების პროგრამა] სულ 315 მლნ და პლუს ერთი წელიწადი

რამდენად გამართლებულია ეს ნაბიჯი, შესაძლებელია თუ არა ქართული ფეხბურთის კომერციალიზაცია, სპონსორებისა და კერძო ინვესტიციების მოზიდვა? ამ თემაზე თბილისის "ვიტ ჯორჯიის" დამფუძნებელი და პრეზიდენტი გურამ რუხაძე გველაპარაკა და საინტერესო აქცენტები გააკეთა...

- ფეხბურთის განვითარების პროექტში შესულ ცვლილებებზე რა აზრის ბრძანდებით?

- აქ რამდენიმე მნიშვნელოვანი პუნქტია. ერთი, რაც აუცილებლად უნდა აღვნიშნო, ის არის, რომ პროგრამის განხორციელება კიდევ ერთი წლით გაგრძელდა და 2021 წლამდე იმუშავებს. ეს მნიშვნელოვანი ამბავია.

- საბაზისო თანხა შემცირდება, სტიმულირების ფონდი კი გაიზრდება. ამის პლუს-მინუსებზე რას გვეტყვით?

- 100 ათასი ლარით შემცირდა არა მხოლოდ ეროვნული ლიგის გუნდების, არამედ ლიგა 2-ის მონაწილეთა საბაზისო დაფინანსებაც. მაგრამ სტიმულირების თანხა იზრდება და თუ კლუბის მენეჯმენტი გამართულად და სწორად იმუშავებს, ბიუჯეტი კი არ შემცირდება, არამედ გაიზრდება. მე ამ ფაქტსაც დადებითად ვაფასებ.

- ქართული ფეხბურთის მომავალი რომ კომერციალიზაციაშია, ამაზე არავინ დავობს, მაგრამ ზოგიერთი კლუბის წარმომადგენელი ფიქრობს, რომ ქართული ფეხბურთი სუსტია და რომ აქ კერძო ინვესტიციას არავინ ჩადებს. რამდენად მყარი არგუმენტია ეს სკეპტიკოსების ხელში?

- რთულია, მაგრამ ეს იმაზე მიუთითებს, რომ ინვესტორებთან და სპონსორებთან მეტი და უკეთ უნდა ვიმუშაოთ. სწორი მუშაობის შემთხვევაში, ინვესტიციის მოზიდვა მაინც შესაძლებელია. ჩვენი კლუბის მაგალითი მეტყველებს, როგორ შეიძლება კლუბის შექმნა და მისი კაპიტალის გაზრდა.

- წლეულს, შემოდგომაზე, "ვიტ ჯორჯიის" დაარსებიდან 20 წელი სრულდება და საინტერესოა, ამ კუთხით, კონკრეტულად რა ძვრებია კლუბში?

- "ვიტ ჯორჯია" 1997 წელს დაარსდა, როცა "მორკინალისგან" უმაღლეს ლიგაში ადგილი ვიყიდეთ და, ფაქტობრივად, მემკვიდრეობად მხოლოდ სახელი და ლიგაში ადგილი მივიღეთ. ფეხბურთელებიდანაც ერთი - ლადო გოჩაშვილი და ფედერაციის ამჟამინდელი ვიცე-პრეზიდენტი კახა ჭუმბურიძე დარჩნენ. ამ 20 წლის განმავლობაში კი "ვიტ ჯორჯიამ" შეიძინა სახე, სტილი, სახელი, ტიტულები... მათ შორის, ორჯერ ქვეყნის ჩემპიონის წოდება მოვიპოვეთ. ეროვნულ ნაკრებს რამდენიმე მოთამაშე გავუზარდეთ.

დღეს ჩვენი გაზრდილები უმაღლესი ლიგის ლამის ყველა კლუბში თამაშობენ. ამას გარდა, სამაგალითო ტრანსფერები განვახორციელეთ. მაგალითად, დავით იმედაშვილი და ოთარ მარცვალაძე პირდაპირ კიევის "დინამოში" გავყიდეთ, გიორგი დეკანოსიძე - მეორე ბუნდესლიგის "ფიურტში", ედიკ საჯაია - მოსკოვის "ტორპედოში", ჯაბა ლიპარტია - ლუგანსკის "ზორიაში", ზურაბ მენთეშაშვილი - რიგის "სკონტოში"...

ასეთ ტრანსფერებს დღეს ბევრი ვეღარ ახორციელებს. რაც მთავარია, ჩვენ იშვიათი ქართული გუნდი ვართ, რომელსაც საკუთარი სტადიონი აქვს - "მცხეთა პარკი", პლუს, ინფრასტრუქტურის განვითარებისთვის იქვე 5 ჰექტარ მიწას ვფლობთ. თბილისში, პრესტიჟულ უბანში გვაქვს ოფისი.

ეს ყველაფერი კლუბის კაპიტალია, ციდან არ ჩამოცვენილა, ჩვენი შრომით შევქმენით. დიახ, ეროვნულ ლიგა 2-ში დავქვეითდით, მაგრამ აუცილებლად დავბრუნდებით და ჩვენს ადგილს დავიბრუნებთ. იმის თქმა მსურს, რომ წლების განმავლობაში ჩვენ კაპიტალი შევქმენით, რომლითაც არაერთი სპონსორი და ინვესტორია დაინტერესებული.

- დააკონკრეტეთ, თუ შეიძლება - სპონსორები კლუბის ყიდვით არიან დაინტერესებულები თუ მხოლოდ თანამშრომლობა სურთ?

- კლუბის ყიდვაც სურთ და თანამშრომლობაც. "ვიტ ჯორჯიის" საფასურად მილიონებს იხდიან, მაგრამ საქმეც ისაა, რომ კლუბის საკონტროლო პაკეტის გაყიდვა არ მსურს.

- ანუ საქმეში პარტნიორის შემოყვანა არ გსურთ?

- ეს კლუბი მე დავაფუძნე და მინდა, ტრადიცია გავამყარო, ჩემს შვილებსა და შვილიშვილებს გადავცე - საქართველოში აქამდე ასეთი რამ არ მომხდარა... ოღონდ სპონსორებისა და ინვესტორების მოზიდვა რეალურია და ამაზე უარი არ მითქვამს. პირიქით, მათი მოზიდვით კლუბის კაპიტალის გაზრდა შეიძლება. ამის საშუალება ახლა უფრო არის.

ფეხბურთის განვითარების ფონდის შექმნა ისტორიული მოვლენაა და ამით კლუბებს განვითარების მეტი საშუალება გაგვიჩნდა. დამსახურებას არავის დავუკარგავ - ფეხბურთის განვითარების პროგრამის ამოქმედებისა და გუნდების დახმარების მცდელობა ადრეც იყო, მაგრამ ფეხბურთის განვითარებისთვის ცენტრალიზებულად ამდენი თანხა არასოდეს გამოყოფილა და ამისთვის კლუბები მადლიერები უნდა ვიყოთ. ამას კრიტიკა კი არ სჭირდება, მხარი უნდა დავუჭიროთ.

ფონდის გარეშე, შესაძლოა, დღეს ნულზე ვყოფილიყავით. ახლა კი ეროვნულ ლიგაში გუნდი მილიონ ლარს იღებს, ლიგა 2-ში კი - 700 ათასს, პლუს, სტიმულირებისა და ქულებზე პრემიალური თანხები დაგვერიცხება. ეს ერთმნიშვნელოვნად ძალიან დიდი, წინ გადადგმული ნაბიჯია.

(იბეჭდება მცირე ცვლილებით)

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

fan
გურამ რუხაძე არის ერდათერთი კაცი საქართველოში, რომელმაც შექმნა პროფესიული კლუბი და თავისით ირჩენს თავს!!! 5-6 ასეთი მენეჯერი რომ გვყოლოდა გაცილებით წინ იქნებოდა ქართული ფეხბურთი! ყოველგვარი დახმარებისა და წუწუნის გარეშე იმ შავბნელ პერიოდში რას მიაღწია ამ კაცმა და დარწმუნებული ვარ გაცილებით მეტს გააკეთებს!!! დიდი მადლობა და დიდი წარმატებები ბ-ნ გურამს... ღმერთმა გვიმრავლოს ასეთი მამულიშვილები ! ! !
ებგენი ლეონოვ
"კლუბის ყიდვაც სურთ და თანამშრომლობაც. "ვიტ ჯორჯიის" საფასურად მილიონებს იხდიან, მაგრამ საქმეც ისაა, რომ კლუბის საკონტროლო პაკეტის გაყიდვა არ მსურს". აი კაცი!!!! მილიონებს უხდიან და არ თმობს. სხვებს რა გემარეთებათ, რარაც კაპიკებს მოგიგდებენ და ეგრევე ყიდით ქონებას.
ქუთაისელი
ეშინიათ რომ კომერციულმა შეთანხმებამ არ გაჯონოს ევროპაში.
gizog
როცა საუბარია ვით-ჯორჯიას მილიონებად გაყიდვაზე, იქვე ნათქვამია, რომ მას გააჩნია საკუთარი ბაზა, სტადიონი 5 ჰა მიწის ნაკვეთით მცხეთაში და ოფისი თბილისის პრესტიჟულ უბანში. ხოლო რამდენადაც ვიცი ტორპედოს მხოლოდ სახელი და ოფისი იყიდება მათ შორის ალბათ არის სხვაობა. გარდა ამისა რა გვინდა ხალხო ტორპედოს სიკეთე თუ? თუ ინვესტორი მილიონებს გადაიხდის მხოლოდ სახელსა და ოფისში, იმას ნიშნავ, როს სავარაუდოდ აღარ ექნება საშუალება თვითონ გუნდის განსავითარებლად, ხოლო თუ იყიდის შეღავათიანად მაშDინ ის მილიონებს ჩ ადებს კლუბის გასაძლიერებლდ, აუქციონის პირობის თანახმად, და ტორპედო გახდება საშუალო ევროპული დონის გუნდი, როგორც მატერიალურ-ტექნიკური ბაზით ასევე მოთამაშებით. ჩვენ გულშემატკივრებს, რომელი ვარიანტი გვაწყობს? მე ევროპაში მოთამაშე ტორპედოზე, ისევე როგორც სხვა გუნდებზე ვოცნებობ.
Jango
ჟურნალისტების გამკვირვებია. რატომ არაფერი დაწერეთ რომ ტორპედო მეორეჯერ გაიტანეს აუქციონზე და ამჯერად 295 000 ლარად? რატომ საღვარგარეთ არაფერი იციან ამ აუქციონზე?რატომ არაფეს წერთ იმაზე რომ თუკი ვიტ-ჯორჯიას წილების ყიდვა უნდა ხალხს მილიონობით და ფულის ჩადება, მაშინ ლეგენდარული ტორპედოს 295 000- ად კი არა 2,95 მილიონად გაყიდვაც რომ დანაშაული და უაზრობაა? https://www.eauction.ge/Home/EntityView/444300
სამი ფრე და "დილას" მოგება ბათუმში
ტური 14: დაძაბულობა, ბოლო წუთების დრამა, სადებიუტო გოლები
"იბერია 1999" და "ტორპედო" კვლავ იგებენ
20 წ. | მსოფლიომდე ინგლისთან
თოფურია vs ოლივეირა: დიდ დაპირისპირებამდე – წინასწარი ანალიზი და მოლოდინები
"მათ კომპლექსები არ გააჩნიათ" - ლაპორტა "ბარსელონას" ფეხბურთელებზე
ხვიჩას დაჯილდოება, მიქაუტაძისა და დავითაშვილის გადამწყვეტი მატჩი და სხვა ამბები
[VIDEO] ბრწყინვალე იამალის გოლი და საგოლე პასი - "ბარსელონა" ვადამდე გახდა ჩემპიონი
[VIDEO] უმძიმესი კადრები "ელ პრატიდან" - "ესპანიოლი" "ბარსელონას" მატჩი რამდენიმე წუთით შეჩერდა
ლეგენდა მიდის - "ლიონის" მთავარი თავდამსხმელი მიქაუტაძე გახდება
ევროპის ჩემპიონატზე საქართველოს ნაკრების მეტოქეები ცნობილია
Ballon d'Or 2025: კვარაცხელია რეიტინგში კიდევ უფრო დაწინაურდა
მოურინიოს პორტუგალიის ნაკრების მწვრთნელად არ დანიშნავენ
მარადიშვილი საქართველოს ნაკრების ფეხბურთელი უნდა გამხდარიყო, ახლა კი შეიძლება კარიერის დასრულება მოუწიოს
"ესპანელი ბიჭუნა ხარ" - მახაჩევმა თოფურიას მიმართა
პსჟ გოლების მანქანის შეძენას გეგმავს
"რეალისთვის" ყველაფერი გავაკეთე" - კარლო ანჩელოტი
სუპერლიგის ფინალურ სერიაში "ქუთაისი" და თსუ შეერკინებიან
ფეხბურთელი, რომელმაც კვარასთან ერთად სკუდეტო მოიგო, სერია C-ში ითამაშებს
"დე ბრუინს "ნაპოლის" შესახებ ეს უთხრეს" - ცნობილმა იტალიელმა ჟურნალისტმა ბელგიელზე ისაუბრა
"ქართული ფეხბურთის ხარისხი იზრდება და ეს შთაგონება სხვა პატარა ქვეყნებისთვისაცაა" - სავიოლა ლეგენდების მატჩის წინ
"იცით, "ალავესის" ფეხბურთელმა რა მითხრა?" - მამარდაშვილი
უარი "ლივერპულს" და "ჩელსის" - ალონსოს ინიციატივით "რეალმა" პირველი ტრანსფერი შეათანხმა
ბერიკა შუკაკიძე: მეტი რა ექნა გიორგი ვადაჭკორიას, გოლს ხომ არ გაგვიტანდა?!
საქართველოს თასი. 1/16 ფინალი: "ვიტ ჯორჯია"-"სამტრედია" და სხვები
სფფ-მ რაჭაში ორდღიანი ვიზიტი ამბროლაურის მშენებარე სტადიონის მონახულებით დაასრულა
გურამ რუხაძე: საქართველოს ერთა ლიგის პროექტი ძალიან აწყობდა
საქართველოს ფეხბურთის ფედერაცია კორონავირუსთან დაკავშირებით სპეციალურ განცხადებას ავრცელებს
"ალკმაარის" მწვრთნელი: იმედი მაქვს, ამ ბიჭებს ჰოლანდიაშიც შევხვდები
ფოთის ბავშვთა გუნდი ფესტივალის "ფეხბურთი ყველას" გამარჯვებულია
"კოკა-კოლას თასი 2019"-ის გოგონათა გათამაშება ალვანის პირველმა სკოლამ მოიგო
ეროვნული ლიგა 2. VIII ტური:"ვიტ ჯორჯიამ" ისევ იმარჯვა, ბათუმის "დინამო" ისევ დამარცხდა
სფფ-ის მიერ კორონავირუსთან საბრძოლველად გამოყოფილი თანხა StopCov ფონდში გადაირიცხა
"ვიტ ჯორჯიაში" ფინანსური პრობლემებია - კლუბის პრეზიდენტის კომენტარი
"მოთელვამდე კარგად იყო, მოედანზე გასვლამდე კი ცუდად გახდა და წაიქცა..."
ეროვნული ლიგა 2. I ტური: ფავორიტები სტატუსს ამართლებენ
სფფ-ის წარმომადგენლებმა ევროტურნირების მონაწილე კლუბებთან ვიდეო კონფერენცია გამართეს
სფფ-მ ჩემპიონატის შეცვლილი ფორმატი და თასის დებულება დაამტკიცა
კახა ჭუმბურიძე ბერიკა შუკაკიძესთან მომხდარ ინციდენტს გამოეხმაურა
მასშტაბური გამოკითხვა - სფფ-ის ახალი ხელმძღვანელობის ერთი წელი მედიის თვალით
სფფ-ის ხელმძღვანელები სამუშაო ვიზიტით დასავლეთ საქართველოს ესტუმრნენ
გურამ რუხაძე: დღევანდელი ფედერაციის აპოლოგეტობას ვერავინ დამწამებს...
სიახლეები ისტორიულ მატჩთან დაკავშრებით
"მიხეილ მესხზე" ეკრანები დამონტაჟდება - სფფ-ის ინიციატივით, გულშემატკივარს ევრო 2024-ზე ერთობლივად საქართველოს ნაკრების მატჩების ხილვა შეეძლება
ეროვნული ლიგა 2. VI ტური:"თელავი"-"შევარდენი" და "ვიტ ჯორჯია"-"შუქურა უგოლოდ დასრულდა
თითქმის უმაღლესი - როგორი იქნება პრო ლიგა 2
ეროვნული ლიგა 2. V ტური: მცხეთაში ლიდერების შეხვედრა უგოლოდ დასრულდა