ქართველმა მოჭადრაკემ ცუდი სტარტის შემდეგ 7 პარტია მოიგო ზედიზედ და პირველობა გაინაწილა!
მინსკში დასრულებულ ევროპის ვაჟთა ჩემპიონატზე ბაადურ ჯობავამ შეუძლებელი შეძლო! ცუდი სტარტის შემდეგ 7 პარტია მოიგო ზედიზედ და პირველობა გაინაწილა!

დასკვნით ტურში ქართველმა დიდოსტატმა პონციანის დებიუტი აირჩია თეთრი ფერის ფიგურებით მაქსიმ მატლაკოვის (რუსეთი) წინააღმდეგ. ჯობავამ შუა თამაშში მეტოქე ოსტატურად გადაითამაშა და მოგებული პოზიცია მიიღო. სამწუხაროდ, მე-40 სვლაზე დაშვებული უზუსტობით ფრედ დაასრულა შეხვედრა და დამსახურებული ჩემპიონობა დაკარგა.

საბოლოოდ, ქართული ჭადრაკის ლიდერმა 8,5 ქულით I-III ადგილები გაინაწილა მაქსიმ მატლაკოვსა და ვლადიმირ ფედოსეევთან (რუსეთი) ერთად და დამატებითი მაჩვენებლებით ვერცხლის მედალს დასჯერდა.

აღსანიშნავია, რომ ჯობავა უკვე სამჯერ იყო ევროპის ჩემპიონატების პრიზიორი: ვერცხლი - 2010 წ; ბრინჯაო - 2009, 2016 წ.

ჩემპიონატზე, ძირითადი საპრიზო ფონდის გარდა, დაწესებული იყო ფულადი პრიზები სხვადასხვა კატეგორიაში. 50+ ასაკის მოჭადრაკეთა შორის საუკეთესო შედეგი აჩვენა საქართველოს ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა ზურაბ სტურუამ და მთავარი პრიზიც დაისაკუთრა. სულ ევროპირველობის საპრიზო ფონდი 100 000 ევროს შეადგენდა: I ადგილი - 20 000, II ადგილი - -15 000, III ადგილი - 10 000... XX ადგილი - 1000.

დასკვნითი, მე-11 ტურის შედეგები:

ჯობავა 1/2:1/2 მაქსიმ მატლაკოვი (რუსეთი; 2714)

სტურუა 1/2:1/2 კონსტანტინ ლუპულესკუ (რუმინეთი; 2631)

ელტაჟ საფარლი (თურქეთი; 2668) 1/2:1/2 გელაშვილი

პაიჭაძე 1/2:1/2 ვადიმ ზვიაგინცევი (რუსეთი; 2661)

მჭედლიშვილი 1/2:1/2 ანდრეი ესიპენკო (რუსეთი; 2509)

ალი მარანდი (თურქეთი; 2479) 1/2:1/2 ჯოჯუა

ალექსანდრა გორიაჩკინა (რუსეთი; 2470) - ფანცულაია

სანიკიძე 1:0 არტურ დავთიანი (სომხეთი; 2216)

არაბიძე 1/2:1/2 ნიკოლას თეოდორუ (საბერძნეთი; 2495)

თუთისანი 1:0 დიმიტრიოს ბალოკასი (საბერძნეთი; 2219).

ქართველი მოჭადრაკეების საბოლოო სატურნირო მდგომარეობა:

2. ბაადურ ჯობავა (2713) - 8,5 ქულა (რეიტინგის ცვლილება: +6,6);

68. ზურაბ სტურუა (2555) - 7 ქულა (-7,3);

71. ლუკა პაიჭაძე (2568) - 6,5 ქულა (+13,4)

73. დავით ჯოჯუა (2581) - 6,5 ქულა (+8,8)

80. თამაზ გელაშვილი (2563) - 6,5 ქულა (+5,3);

89. მჭედლიშვილი (2605) - 6,5 ქულა (-3,2);

103. თორნიკე სანიკიძე (2518) - 6,5 ქულა (+5,6);

130. ლევან ფანცულაია (2594) - 6 ქულა (-8,9);

251. მერი არაბიძე (2374) - 5,5 ქულა (+9,5);

266. ნოე თუთისანი (2347) - 45 ქულა (+27,4).

წყარო: gcf.org.ge

[VIDEO] ლევანდოვსკის და იამალის ბრწყინვალე გოლები - "ბარსელონამ" "მალიორკა" მარტივად დაამარცხა
გულშემატკივარს ვინისიუსისთვის ბანანის ქერქის სროლა 5 ათასი დაუჯდება
ევრიკა - "ბარსელონამ" სამუშაოზე ძილის სპეციალისტი აიყვანა
ხამეს როდრიგესი კარიერას MLS-ში გააგრძელებს
U22 | რუსთავმა ზედიზედ მე-15 მატჩი ჰიუნდაისთან, დაძაბულ ბრძოლაში მოიგო
დიდი ალბათობით, სეზონის ბოლოს სიმეონე "ატლეტიკოს" დატოვებს
"გვიანობამდე ტელეფონში იყურება და მეორე დღეს გამოუძინებელია" - რაფინიამ იამალზე ისაუბრა
[VIDEO] სტვენა ჯეი დი ვენის მისამართით და ქართველები სან-სიროზე - როგორ აქციეს იტალიელებმა ოლიმპიადის გახსნა ხელოვნების ნიმუშად
[VIDEO] ირაკლი ეგოიანის "მაკრატელა" და გადამწყვეტი როლი გამარჯვებაში
კვარაცხელიამ ვარჯიში დაიწყო - რას გადაწყვეტს ლუის ენრიკე?
ოფიციალურად - გუგეშაშვილი "ატრომიტოსის" ფეხბურთელია
"ნაპოლი" მაკტომინეის გასამრჯელოს ერთ შემთხვევაში მოუმატებს
ჯოვანი: ვინისიუსი შეზღუდული შესაძლებლობების ფეხბურთელია
WU17 | საქართველო 6:0 აზერბაიჯანი
რაგბი ევროპა | ხუთი დებიუტანტით და მერვე ცენტურიონით შვეიცარიასთან
[VIDEO] ფიგურული ციგურაობა | ოლიმპიურ თამაშებზე მოკლე პროგრამით ანასტასია გუბანოვა წარსდგა
[VIDEO] ოლიმპიური თამაშების გუნდურ ასპარეზობაში მოკლე პროგრამით ბერულავასა და მეტელკინას წყვილი წარსდგა
ალექს ოქსლეიდ-ჩემბერლენი კარიერას "სელტიკში" გააგრძელებს
ფიგურული ციგურაობა | რიტმულ ცეკვაში დევისისა და სმოლკინის წყვილი წარსდგა
მადრიდის "რეალი" ფილ ფოდენის სანაცვლოდ 180 მილიონი ევროს გადახდას გეგმავს
"მათ ჩემი ოჯახის ფოტოებიც კი მაჩვენეს" - კალაფიორიმ "არსენალში" გადასვლის მიზეზი განმარტა
22-წლამდელთა ჩემპიონატში დღეს 7 მატჩი გაიმართა
"ბარსელონა" ლევანდოვსკის ახალ კონტრაქტს მხოლოდ ამ შემთხვევაში შესთავაზებს" - ESPN-ი პოლონელის მომავალზე წერს
ჭადრაკი| ბაადურ ჯობავა საქართველოს ჩემპიონი მეხუთედ გახდა
ნანა ძაგნიძემ მსოფლიოს ჩემპიონატზე ელვისებურ ჭადრაკში ერთპიროვნულად გაიმარჯვა
11-დან 10 ქულა - ქართველი მოჭადრაკის წარმატება
ქართველი მოჭადრაკე მსოფლიო პირველობას ლიდერობს
ჭადრაკი. ევროპის ჩემპიონატი: ქართველებმა მოგებით დაიწყეს
ბაადურ ჯობავამ ლისაბონის საერთაშორისო ტურნირზე მეოთხე ადგილი დაიკავა
ნონა გაფრინდაშვილმა და გიორგი ბაღათუროვმა ვეტერანთა მსოფლიოს ჩემპიონატზე გაიმარჯვეს
კოსოვოში, მოჭადრაკე ვაჟთა ევროპის მე-17 ჩემპიონატზე ხუთი ქართველი გამოვა
4 ყაიმი უძლიერეს მეტოქეებთან - ქართველი მოჭადრაკე ლიდერებში
ბოლო აკორდის შუქ-ჩრდილები - მოჭადრაკეებმა ევროპის გუნდური ჩემპიონატი შეაფასეს
ბაადურ ჯობავამ მოჭადრაკე ვაჟთა ევროპის ჩემპიონატზე ბრინჯაო მოიპოვა