ყინულის ჰოკეის სეზონი დასრულდა
ზედიზედ მეორე სეზონში ჰოკეის ეროვნული ლიგის საუკეთესო გუნდი გახდა "პიტსბურგ პინგვინზი". სტენლის თასის ფინალური სერიის მეექვსე მატჩში, "პინგვინებმა" სტუმრად 2:0 მოუგეს "ნეშვილს" და გაიმარჯვეს გადამწყვეტ სერიაში - 4:2.

სტუმრებმა "ნეშვილის" წინააღმდეგობა ძირითადი დროის დასრულებამდე წუთნახევრით ადრე გატეხეს, როცა პატრიკ ჰორნკვისტმა გახსნა ანგარიში (შვედმა უარყოფითი კუთხიდან გაიტანა, როცა ზურგში მოარტყა შაიბა მეკარეს), ბოლო წამებზე კი, როცა "ნეშვილი" ექვსი ჰოკეისტით უტევდა მეტოქეს, კარლ ჰაგელინმა ცარიელ კარში გაიტანა და წერტილი დაუსვა შეხვედრას, ფინალურ სერიასა და მთლიანად სეზონს. "პიტსბურგი" არსებობის ისტორიაში მეხუთედ გახდა სტენლის თასის მფლობელი.

მატჩისა და სერიის ერთ-ერთი მთავარი გმირი აღმოჩნდა "პინგვინზის" მეკარე მეტ მიურეი, რომელმაც 27 დარტყმა მოიგერია და ზედიზედ მეორე მატჩში შეასრულა "შათაუტი". განსაკუთრებით კარგი იყო მიურეი მეორე პერიოდში, როცა მასთან ერთი ერთზე გასულ კოლტონ სისონსს აჯობა, ხოლო შეხვედრის კულმინაცია იყო ეპიზოდი მესამე პერიოდში - "ნეშვილს" 32 წამის განმავლობაში ორით მეტი მოთამაშე ჰყავდა მოედანზე, მაგრამ მიურეისთვის გოლის გატანა შეუძლებელი აღმოჩნდა.

"პიტსბურგი" პირველი გუნდია 1997 და 1998 წლების "დეტროიტის" შემდეგ, რომელმაც მიჯრით შეძლო სტენლის თასის აღება. ასევე ზედიზედ მეორედ, პლეი ოფის MVP-ის პრიზი "პიტსბურგის" კაპიტანმა სიდნი კროსბიმ მოიპოვა. ის მხოლოდ მეორე მოთამაშეა ისტორიაში, ვინც სტენლის თასის საუკეთესო მოთამაშის პრიზი ზედიზედ მეორედ აიღო. უფრო ადრე ეს შეძლეს - "პიტსბურგის" ლეგენდამ მარიო ლემიემ (1991 და 1992) და "ფილადელფიას" მეკარემ ბერნი პარენტმა (1974 და 1975).

კროსბი მეორე იყო პლეი ოფის ბომბარდირთა დავაში - ჩამორჩა მხოლოდ თანაგუნდელ ევგენი მალკინს, რომელმაც სტენლის თასის გათამაშება 28 ქულით (10+18) დაასრულა.

ნეშვილი-პიტსბურგი 0:2

0:0, 0:0, 0:2

გოლები: 0:1 ჰორნკვისტი-5 (შულცი-9, კუნიტცი-9), 0:2 ჰაგელინი-2 (დუმოლენი-5).

სერია: 2-4

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

საქართველოს თასის პირველი და მეორე ეტაპის წილისყრა
მეორე ლიგის "სპაერმა" თბილისის "დინამოს" მოუგო და თასის მფლობელი გახდა [VIDEO]
საქართველოს თასის ნახევარფინალური ეტაპის წილისყრა
ლოკატელის პრემიერ ლიგაში ეპატიჟებიან - "იუვენტუსიდან" შესაძლოა, კაპიტანი წავიდეს
11 ფეხბურთელი უკვე შეარჩია - ანჩელოტის სამუნდიალო სიაში ეს მოთამაშეები აუცილებლად იქნებიან
თუ "მანჩესტერ იუნაიტედიდან" გაუშვებენ - კერიკს პრემიერ ლიგიდან უკვე სამი მსურველი ჰყავს
"ტორპედოში" 2 მატებაა - კლუბი დღეიდან მზადებას კვიპროსში განაგრძობს
პეპის დარწმუნებას ამ ორი ტრანსფერით შეეცდებიან - გვარდიოლა შესაძლოა, "სიტიში" დარჩეს
ფიგურული ციგურაობა | ოლიმპიურ თამაშებზე დევისის და სმოლკინის წყვილმა თავისუფალ პროგრამაში მეოთხე ადგილი დაიკავა
"სენტ-ეტიენმა" გაიმარჯვა - დავითაშვილმა ტრავმა მიიღო
[VIDEO] პირველად ქართული სპორტის ისტორიაში - საქართველოს ფიგურული ციგურაობის ნაკრები გუნდური ასპარეზობის ფინალშია!
კაცნაკლულმა "ნაპოლიმ" "ჯენოას" მატჩის ბოლოს გატანილი გოლით სძლია
[VIDEO] 2:7 - თბილისის "დინამო" "შახტართან" დამარცხდა
[VIDEO] "არსენალი" ფორმას იბრუნებს - დიოკერეშის მეორე ტაიმი!
[VIDEO] ლევანდოვსკის და იამალის ბრწყინვალე გოლები - "ბარსელონამ" "მალიორკა" მარტივად დაამარცხა
Le Parisien-მა პსჟ-ს ფეხბურთელების გასამრჯელო გაასაჯაროვა - რამდენს გამოიმუშავებს კვარაცხელია?
ზივზივაძე და გოჩოლეიშვილი შეცვლაზე შევიდნენ - "ჰამბურგმა" "ჰაიდენჰაიმს" მოუგო
[VIDEO] კვერნაძის საგოლე გადაცემა და "ფროზინონეს" დასანანი მარცხი მნიშვნელოვან მატჩში
[VIDEO] ქერიკი და "მანჩესტერ იუნაიტედი" იღბლიან ზოლზე - "ტოტენჰემიც" დამარცხებულია
[VIDEO] ლოჩოშვილი გერმანიაში ბრწყინავს - მისმა გოლმა კაცნაკლული "ნიურნბერგი" "პადერბორნთან" მარცხისგან ვერ იხსნა
ხამეს როდრიგესი კარიერას MLS-ში გააგრძელებს
U22 | რუსთავმა ზედიზედ მე-15 მატჩი ჰიუნდაისთან, დაძაბულ ბრძოლაში მოიგო
კვარაცხელიას დაბრუნება ფრანგულ კლასიკაში - მიქაუტაძის გამარჯვების დრო!..