საქართველოს ხელბურთელ ქალთა ნაკრებმა ევროპის ჩემპიონატის შესარჩევ ტურნირში ორივე მატჩი დათმო
საქართველოს ხელბურთელ ქალთა ეროვნული ნაკრები 23-წლიანი შესვენების შემდეგ ევროპის ჩემპიონატის შესარჩევ ტურნირში ჩაება. შეჯიბრებას კოსოვომ უმასპინძლა. ხელბურთის ფედერაცია ახალგაზრდული გუნდის უფროსებში ასპარეზობას ნაადრევად მიიჩნევდა, მაგრამ გოგონებმა გამოცდილების შეძენის მიზნით საკვალიფიკაციო ეტაპში ძალების მოსინჯვა გადაწყვიტეს.

ჩვენები კოსოვოში სულ 11 ხელბურთელით (მთავარი მწვრთნელი გიორგი გვაზავა) გაემგზავრნენ. გუნდს ვერ დაეხმარნენ დაშავებული ჩოგოვაძე, გადელია და ჯავახიშვილი.

ისრაელი, რა თქმა უნდა, ხელბურთის გრანდებს არ განეკუთვნება. ამ ქვეყნის 20-წლამდელთა ნაკრებს ჩვენებმა შარშან ორი თამაში მოუგეს, მაგრამ გამოცდილ ქალთა გუნდთან ვერაფერს გახდნენ.

საქართველო - ისრაელი 27:31

საქართველო: ქრისტინე ჯავახია, ანა ვარდიშვილი, ქეთი კუნელაშვილი - 7, ანა ყველაშვილი - 5, ქეთევან ვენეცკი - 5, მედეა ჩოხელი - 5, თინა ქიტესაშვილი - 4, ინა ჭკუასელი - 1, მარიამ გვათუა, ჯულია ჩირგაძე, ანა ქებაძე.

ისრაელი: გერშონი, ბენ ზიქრი, ბენ იცჰაკი - 9, ამინოვი - 6, ეპელბოიმი - 5, შაული - 3, იზაკი - 3, ოშრი კოენი - 2, ოშერ კოენი - 1, ლევი - 1, ბაჩში - 1, ბენ შოშანი, ვაგენფელდი, ბარელი, აუიზერატი, ვაკრატი.

მე-13 წუთისთვის საქართველოს ნაკრები წინ იყო - 6:5, მაგრამ ტაიმი 4 ბურთით წააგეს - 10:14. მეორე ტაიმში ჩვენი გოგონები ტოლ-სწორად ეთამაშნენ მეტოქეს, იმის მიუხედავად, რომ მატჩის მთელმა სიმძიმემ შვიდ ხელბურთელზე გადაიარა. სამწუხაროდ, პირველი ნახევრის ოთხბურთიანი სხვაობის აღმოფხვრა ვერ შეძლეს და 27:31 დამარცხდნენ.

კოსოვო - საქართველო 30:19

კოსოვო: როგოვა, რუდაკუ, დემაი - 11, რამა - 5, ჯიკოკაი - 3, კამერი - 2, ალიუ - 2, კრასნიჩი - 2, სტაგოვა - 2, ჰაჯა - 1, ფაზლია - 1, რუგოვა - 1, გაში, ფერატაი.

საქართველო: ვარდიშვილი, ჯავახია, ვენეცკი - 4, ჩოხელი - 4, კუნელაშვილი - 4, ქიტესაშვილი - 3, ყველაშვილი - 3, ჭკუასელი - 1, გვათუა, ჩირგაძე, ქებაძე.

ისრაელთან შედარებით, კოსოვოს ნაკრები ბევრად ძლიერი გუნდი აღმოჩნდა. მასპინძლები თავიდანვე დაწინაურდნენ, ტაიმი კი 9 ბურთის უპირატესობით (16:7) მოიგეს. საბოლოოდ კი კოსოვომ 30:19 გაიმარჯვა.

ორი მარცხის მიუხედავად, ჩვენმა გუნდმა ევროპისა და კოსოვოს ფედერაციების ვებგვერდებზე საქებარი სიტყვა დაიმსახურა - თინეიჯერების გუნდი ასაკით უფროს მეტოქეებს ბოლო ბურთამდე ებრძოლაო.

წლეულს, აგვისტოში საქართველოს 17-წლამდელთა ნაკრები ევროპის ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ტურნირში ითამაშებს, რომელსაც ლიტვა უმასპინძლებს.

(იბეჭდება მცირე ცვლილებით)

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

საქართველოს ნაკრებმა მონტენეგროსთან მატჩი მოიგო
20-წლამდელთა ნაკრებისთვის ესტონეთთან შეხვედრა წარუმატებელი გამოდგა
20-წლამდელთა ნაკრებმა EHF-ის ჩემპიონატი მონტენეგროსთან მარცხით დაიწყო
ნაკრების კანდიდატთა გუნდი ჩინეთში, სოლიდარობის თასზე საასპარეზოდ მიემგზავრება
18 წ. | მესამედ სამხრეთ აფრიკის საერთაშორისო სერიაზე
7-კაცა | მეორე ეტაპზე სპლიტში
საქართველოს თასის 1/16-ფინალური მატჩები 25, 26 და 27 ივლისს გაიმართება
მჯდომარე ცხოვრების წესი და პროქტოლოგიური პრობლემები
ტოტი: სინერი რომ ასეთი მაგარი ჩოგბურთელია, ჩემი დამსახურებაა
რუდი გარსიამ ბელგიის ნაკრები დატოვა
ბათუმში ქვიშის ფეხბურთის ევროპის ლიგის გათამაშება დასრულდა
ლეგენდარული კევინ კიგანი გარდაიცვალა
საქართველოს ნაკრებმა მონტენეგროსთან მატჩი მოიგო
წიტაიშვილის დამატების სურვილი ფრანგულ, გერმანულ და ნიდერლანდურ კლუბებს აქვთ
დარვინ ნუნიესი შესაძლოა, ევროპაში დაბრუნდეს
"დე ლა ფუენტეს ისეთ ადგილას დავიხატავ, რომ..." - კუკურელია პირობას ასრულებს
თორნიკე შენგელიას დამატებით ევროლიგის ჩემპიონი ინტერესდება
მესი "ვერცხლის ბურთის" ამარა - საუკეთესოები ესპანელები გახდნენ
[VIDEO] გარსიას ყელში სწვდა, გავი მოედანზე დააგდო - რა აჩხუბებდა პარედესს?
[VIDEO] ესპანეთმა არგენტინას სძლია და დამსახურებულად გახდა მსოფლიო ჩემპიონი
კირილე თვაური ბრინჯაოს მატჩს იმსაჯებს, რომელიც ოქროდ ფასობს
საქართველოს 20-წლამდელთა ნაკრებმა ევროპის B დივიზიონი დანიის ძლევით, მე-15 ადგილზე დაასრულა
"რეალმა" შესაძლოა, კიდევ ერთი უკრაინელი მეკარე დაიმატოს