საქართველოს 18-წლამდელთა ნაკრები აგვისტოში სამხრეთ აფრიკაში გაემგზავრება და საერთაშორისო სერიის ფარგლებში, ტიერ 1-ის გუნდებთან სამ თამაშს გამართავს.

მომავალი შეხვედრებისთვის გუნდი გაფართოებული, 38-კაციანი შემადგენლობით მარტყოფის ბაზაზე ემზადება. 25 ივლისს ბიჭები ერთმანეთში ითამაშებენ, რის შემდეგაც მწვრთნელები სერიისთვის 26 მორაგბეს შეარჩევენ.

სერიაში ექვსი გუნდი იღებს მონაწილეობას: სამხრეთ აფრიკა ორი გუნდით, ირლანდია, საფრანგეთი, ინგლისი და საქართველო. გიორგი ნემსაძის შეგირდები პირველ მატჩს 7 აგვისტოს, ჩვენი დროით 15:30 საათზე ინგლისთან გამართავენ; 11 აგვისტოს 13:30 საათზე სამხრეთ აფრიკას ეთამაშებიან; ხოლო 15 აგვისტოს 15:30 საათზე ირლანდიას შეერკინებიან.

პირველ დღეს თამაშები დურბანის უმაღლესი სკოლის მოედანზე გაიმართება; მეორე დღეს ბოლანდ ლანდბოუში; მესამე დღეს კი პარლს გიმნაზიუმში.

აქვე გეტყვით, რომ საქართველო სამხრეთ აფრიკის საერთაშორისო სერიაზე ზედიზედ მესამედ ითამაშებს.

საქართველოს 18-წლამდელთა ნაკრების გაფართოებული შემადგენლობა

ლუკა ბარბაქაძე (ხვამლი), საბა მერაბიშვილი (ლელო), გაგა სუჯაშვილი (ლელო), სანდრო გამყრელიძე (არმია, აკადემია), საბა გოგრიჭიანი (ლოკომოტივი), საბა ჯიბღაშვილი (ლელო), საბა მაჭარაშვილი (ლელო), გიორგი ბერძენიშვილი (ტულონი, ლელო), გეგა გიორგობიანი (ლელო), იაგო ღუდუშაური (ლოკომოტივი), ნიკოლოზ ხარებავა (ლოკომოტივი), ნიკოლოზ ფანცულაია (არმია), საბა გიორგიძე (მონპელიე, ლელო), გიორგი ქევანიშვილი (აია), ნიკა ჯანგულაშვილი (არმია), მათე ბერუაშვილი (ლოკომოტივი), ლუკა მგალობლიშვილი (არმაზი), ლუკა შულაია (ბაიონი, ლელო), ნიკოლოზ დათუნაშვილი (ლელო), გიორგი სუთიაშვილი (ლელო), ალექსანდრე გაგუა (ხვამლი), ნიკოლოზ გვრიტიშვილი (ლელო), ნიკალა ხაფავა (ყოჩები), ნიკოლოზ ჩაჩანიძე (აკადემია), ნიკა ლიპარტელიანი (აია), გიორგი ლაგვილავა (ლელო), გიორგი ბურდული (ხვამლი), მიხეილ მგალობლიშვილი (ხვამლი), გოგა ბერიძე (ბათუმი, ჩაქვი), ალექსანდრე მამაიაშვილი (ლელო), ბასილი მიქუჭაძე (ყოჩები), საბა ჭინჭარაული (ლელო), დათა ახვლედიანი (არმია), ლუკა მუშკუდიანი (აია), ბართლომე ხამაშურიძე (აია), ოთარ ტალახაძე (ლელო), რეზი ცხვედიანი (ხვამლი), ლუკა ჭაკუა (ლელო, ფოთი).

მთავარი მწვრთნელი: გიორგი ნემსაძე

მწვრთნელები: პაატა მაისურაძე, ირაკლი ყიასაშვილი, შალვა მამუკაშვილი

მენეჯერი: ია ხურცილავა

ფიზიო: გურამ ადამია, გიგა მაქაძე

ექიმი: ტარიელ კინწურაშვილი

ვიდეო: ნიკოლოზ თუთარაშვილი

ფიზ. მომზადება: ნიკა მამისაშვილი, ბექა გუგეშაშვილი

Rugby.ge

19 ივლისს,„სპორტი იმედზე“,ყოფილა ასეთიგადაცემა და იქ ჰყავდათ დავით კაჭარავა.ბავშვთა რაგბში,ფრანგების მოყვანას და ა~ქართვველი წმვრნელების გადამზადებას აპირებენ.ბევრ რამეზე ილაპარაკა და გირჩევთ ნახოთ.საინტერესო იყო.
ჰაჰა
უკაცრავად. მაგრამ გარედან ისე ჩანს, თითქოს რაგბისტებმა რაღაც დონეს მიაღწიეს და მერე გაჩერდნენ. 18-ანებზე კი არა, საერთოდ ვამბობ ყველაზე. მე არ ვიცი, არ ვაყენებ არავის კომპეტენციას ეჭვის ქვეშ, მაგრამ იქნებ კოსულტანტი მოგვეწვია, ვინც დააკვირდება 18-ანებს, 20-ანებს, შიდა ჩემპიონატს და მიუკერძოებულ რეკომენდაციებს მოგვცემს.
18 წ. | როტაციით სამხრეთ აფრიკასთან
"უმცროსი ბორჯღალოსნების" ხუთი ლელო ინგლისთან
18 წ. | სამხრეთ აფრიკის სერიას ინგლისით ვიწყებთ
18 წ. | როტაციით სამხრეთ აფრიკასთან
საქართველოს U16 ნაკრები საბერძნეთთან დამარცხდა და მეოთხედფინალში საფრანგეთს შეხვდება
65 მილიონი ფერანის სანაცვლოდ - ფეხბურთელს პსჟ-ში სურს, "ბარსა" კი სოლიდური თანხის მიღებას გეგმავს
თუ უკეთესი ვარიანტი არ იქნება - ჯეიმი ვარდი შესაძლოა, ინგლისში დაბრუნდეს
მორატას MLS-ში ეპატიჟებიან, თავად კი ფაბრეგასის გადაწყვეტილებას ელის
"ნაპოლის" ლუკაკუს გასხვისება უნდა, მაგრამ თურქებს თანხაზე ვერ უთანხმდება
U18. საქართველოს ვაჟ ხელბურთელთა ნაკრები Championship I-ში დაწინაურდა
ლუკა დინი პსჟ-ში დაბრუნდა
ლევან შენგელია ბათუმის "დინამოს" ფეხბურთელია
VIDEO | ეროვნული ლიგა | სპაერი 1-2 დინამო თბ. 73 წუთი იწვალა და ორ წუთში დაამთავრა...
"ტრაპზონსპორი" "ლივერპულის" კიდევ ერთ ფეხბურთელს შეიძენს
ოფიციალურად: მერაბ დვალიშვილი სუპერმსუბუქი წონის ქამრისთვის პიოტრ იანს დაუპირისპირდება
"მეკარეები უშანსოდ იყვნენ" - ალისონის და მამარდაშვილის თამაში შეაფასეს
VIDEO | ეროვნული ლიგა | მეშახტე 1-2 სამგურალი. ასე უცებ ვერ გამოსწორდება...
Geo Team-მა მიქაუტაძის "ბარსელონაში" გადასვლაზე გავრცელებულ ინფორმაციაზე განმარტება გააკეთა
საქართველოს 16-წლამდელთა ნაკრები ევრობასკეტზე ესპანეთთან დამარცხდა
"ამას მოურინიოსგან არ ველოდი" - ფედე ვალვერდე
"იტალიური ფეხბურთის ძალიან მჯერა" - სესკ ფაბრეგასი
"სასიხარულოა" - ლუის ენრიკემ განმარტა, რამ გაახარა "მანჩესტერ იუნაიტედთან" ნამატჩევს
ნორვეგიის ნაკრების მეკარე "ლაიფციგში" დაბრუნდა