2020 წლის ტოკიოს ოლიმპიურ თამაშებში ცვლილებებია, ძიუდოში გუნდური შეჯიბრი გაიმართება
2020 წლის ტოკიოს ოლიმპიურ თამაშებში ცვლილებებია, ძიუდოში გუნდური შეჯიბრი გაიმართება.

"ტოკიო-2020"-ის პროგრამაში ძიუდოისტთა გუნდური შეჯიბრების ჩართვის შესახებ საერთაშორისო ოლიმპიური კომიტეტის აღმასრულებელი საბჭოს მიერ ამ დღეებში მიღებულ გადაწყვეტილებას მიესალმა ძიუდოს საერთაშორისო ფედერაციის პრეზიდენტი მარკუს ვიზერი.

ის მხარდაჭერისათვის მადლობას უხდის სოკ-ს, მის აღმასრულებელ საბჭოს, ზაფხულის ოლიმპიური სახეობების საერთაშორისო ფედერაციების ასოციაციას, სოკ-ის პროგრამების და "ტოკიო-2020"-ის საკოორდინაციო კომისიებს და ამბობს, რომ ძალიან ამაყი და და ბედნიერია მიღწეული შედეგით.

"ძიუდოისტთა შერეული გუნდური შეჯიბრების შეტანა ოლიმპიურ თამაშებში - ეს არის ძიუდოს ოჯახის ოცნების ასრულება და ის ფაქტი, რომ ჩვენ სტარტს ვიღებთ ტოკიოში, ჩვენი სპორტის სამშობლოში, ამ ყველაფერს განსაკუთრებულს ხდის", - აცხადებს ვიზერი. მას მიაჩნია, რომ ეს სიახლე მნიშვნელოვნად შეუწყობს ხელს ძიუდოს შემდგომ განვითარებას, ოლიმპიური მოძრაობის და ოლიმპიური ფასეულობების პოპულარიზაციას.

გუნდური შეჯიბრების ფორმატი ბოლომდე დაზუსტებული არ არის. მოსალოდნელია, რომ ოლიმპიადაზე არანაკლებ 12 გუნდი იასპარეზებს, თითოეულის შემადგენლობაში შევა 3 კაცი (73, 90 და +90 კგ) და 3 ქალი (57, 70 და +70 კგ). შეხვედრის ფრედ - 3: 3 დამთავრების შემთხვევაში, უპირატესობა მიენიჭება გუნდს, რომელსაც უფრო მეტი და უფრო მაღალი ხარისხის გდება დაუგროვდება. თუ ეს მაჩვენებელიც თანაბარი იქნება, მაშინ მხედველობაში მიიღებენ ორთაბრძოლების ხანგრძლივობის ჯამურ დროს.

შერეულ გუნდურ ტურნირში მხოლოდ ის ძიუდოისტები გამოვლენ, რომლებსაც ინდივიდუალური ოლიმპიური ლიცენზია ექნებათ. გუნდების რეიტინგი ასევე ინდივიდუალური მაჩვენებლების ჯამით დადგინდება, 4 საუკეთესო გუნდი კი განითესება. გუნდური ტურნირისთვის დამატებით ერთ საშეჯიბრო დღეს გამოყოფენ, შეხვედრები ერთ ტატამზე ჩატარდება.

მომზადებულია geonoc.org.ge-ს მიხედვით

თბილისში მატჩზე ან სპორტულ ღონისძიებაზე დასასწრებად მოგზაურობა: სად ვიქირაოთ ბინა და როგორ დავზოგოთ საცხოვრებელზე
ერექციული დისფუნქცია მამაკაცებში - რა უნდა ვიცოდეთ?
დასრულდა რეგიონული ეტაპები, წინ საქართველოს ჩემპიონატია!
ლიბერთი, ბაზისბანკ ჯგუფის წევრი GNPF Youth Open ტურნირის მხარდამჭერია
"ტოტენჰემთან" მატჩში გიორგი მამარდაშვილი სასტარტოშია
15-ქალა რაგბი ევროპის ალაფაზე აღზევდა
იკარდი შესაძლოა, სერია A-ს დაუბრუნდეს
"მეგონა, კარიერას "სიტიში" დავასრულებდი" - როდრი მანჩესტერული გუნდის დატოვების მიზეზზე
ოფიციალურად: კოუტინიო "სანტოსის" ფეხბურთელია
[VIDEO] ლაშა გუჯეჯიანი უზბეკეთის ნაკრების მთავარ მწვრთნელად დანიშნეს
ქართველმა მსაჯებმა უეფას წინასასეზონო შეკრებაში მიიღეს მონაწილეობა
საკალათბურთო სეზონი დუდუ დადიანის მემორიალით, რუსთავში გაიხსნება
სერია A-ში ჩაკვეტაძის დებიუტი შედგა - "ინტერმა" "უდინეზეს" თამაში 0:2-დან შემოუტრიალა
VIDEO | ეროვნული ლიგა | დინამო (თბ) 4-0 გაგრა. დამატებითი ბონუსი ქეცბაიასთვის
VIDEO | ეროვნული ლიგა | ტორპედო 3-2 სამგურალი. "სტანდარტების" დღე უხვგოლიან იმერულ დერბიში
VIDEO | ეროვნული ლიგა | მეშახტე 0-1 რუსთავი. ერთპიროვნული ლიდერი ისევ "რუსთავია"
"მამარდაშვილი ძალიან კარგი მეკარეა" - ირაოლამ გაამხილა ვინ ითამაშებს "ტოტენჰემთან"
თაჩ რაგბის ტურნირი ტაბახმელაში
ეკვადორის ნაკრებს გალიარდო ჩაუდგა სათავეში
ლუის ენრიკემ ჰაკიმის ტრავმის შესახებ გააკეთა კომენტარი
"ამ სეზონში ყველაზე ცუდად ვითამაშეთ, მაგრამ მოვიგეთ" - რა თქვა ლუის ენრიკემ "ბრესტთან" მატჩის შემდეგ?
"ეს ჩემთვის სიურპრიზია" - მატვეი საფონოვი
"ძალიან დიდი პოტენციალი აქვს" - მოურინიო დიომანდეს თამაშით კმაყოფილია
ბექაური მღერის, ქართველები ოლიმპიადის გახსნისთვის ემზადებიან [VIDEO]
ზამთრის ოლიმპიური თამაშები: შამონიდან სოჭამდე
ქართველები ოლიმპიადის გახსნის ცერემონიაზე [VIDEO]
ოლიმპიადაზე საქართველოს 10 მედალს ვარაუდობენ - სასურველი პროგნოზი
სამი წელი რიო დე ჟანეიროს ბატალიებამდე
კურიოზი ოლიმპიადაზე: ნორვეგიელებს შეცდომით ნახევარი ტრაილერი კვერცხი მიუტანეს
საქართველოსთვისაც სასიხარულო: 3X3 კალათბურთი ოლიმპიური სახეობა გახდა
კრივში გამარჯვებით დავიწყეთ - "მუჰამედ ალი" დამარცხებულია
მიქს-ძიუდო ოლიმპიადაზე - როგორი იქნება ახალი წესი საქართველოს ნაკრებისთვის